ტაბუ, ნაწილი LXIII – დუდუ

ნაწილი LXIII – დუდუ

ცურვა არ იცოდა გოგომ. წყალს შევეხეთ თუ არა, ისე შეკრთა, ეგრევე მივხვდი. მისთვის უცხო სამყაროში მიდიოდა, მიდიოდა კი არა მე მომყვებოდა და მერე რა რომ წინ მიმიძღვოდა, თანაც უკუსვლით, მაინც მე მომყვებოდა და გავხადე ყველაფერი და ხელში ავიყვანე. ასე უნდა შემეყვანა წყალში, სტიქიაში, რომელიც ჰაერზე მეტად ახლობელია ჩემთვის და საყვარელი. არ მინდოდა ამ საყვარელ გოგოს შეშინებოდა ჩემი ცხოვრების, ჩემი ბევრი წყლის და გულზე მივიკარი და ისე გადავწექი წყალზე, თავზე ხელი მეკიდა, რომ შემთხვევით სახეზე წყალი არ შეხებოდა და არ შეშინებოდა და ისე ჩამოვსვი ჩემი მკლავებიდან. ღრმად არ ვიყავით და არ შეეშინდებოდა. აქ უკვე მე მოვკიდე ხელი, ლისის სიღრმისკენ მე შევტრიალდი ზურგით და წინ გავუძეხი, სანამ თამამად მომყვებოდა და გიჟი ეს, კისრამდე მომყვა. თხელი და მაღალი კისერი ჰქონდა და იმ თხელი და მაღალი კისრის კიდემდე რომ მიაღწია წყალმა, მე თვითონ გავჩერდი, ეს კი წამომყვებოდა უფრო სიღრმეში, მაგრამ შემიშინდებოდა მერე და არ მინდოდა და გავჩერდი და დავიხარე მისკენ და წყლით დასველებულ ტუჩებზე ვაკოცე. ბოლომდე გადახარა თავი და თმა დაუსველდა, ხელი მოვკიდე კისერზე, აი ისეთ თხელ კისერზე, ჩემი ხელის მტევანს რომ შემოვაწვდენდი და უფრო დავიხარე, კისერი არ გადატყდომოდა და რა ტკბილად მკოცნიდა. თავიდან პატარა და გამოუცდელ გოგოდ რომ მივიჩნიე, მეთქი, არა შემეშალა და გაჟიმვა მომინდა მისი, წყალი ცივი იყო, მაგრამ ამდგარი მქონდა მაინც და ჩავუცურე ხელები წელთან და წამოვწიე ჩემკენ, ტრაკზე მოვკიდე ხელი და ავიტატე, ორი კილო იყო მგონი და ვეცადე მომერგო, ვეცადე შემეცურებინა ლამის უკვე ხედ ქცეული ჩემი ყლე მის მუტელში, ისე მინდოდა, ისე, მინდოდა წყალზე ღამის მქრქალი ნათურების ფონზე არეკლილ სინათლეზე დამენახა, სახე როგორ შეეცვლებოდა, მის შიგნით რომ მიგრძნობდა და თვალები დახუჭა, მანამდე სახეში რომ შემომჩერებოდა და აკვირდებოდა ჩემი ნაკვთების თითოეულ ცვლილებას და დახუჭა და შუბლი მოეჭმუხნა, თვალებიც უფრო მაგრად დახუჭა და მეთქი გოგონავ, მარიამ, რა გჭირს, რაღაც ცუდი ხდებოდა, ამას მივხვდი და მტკივაო. მტკივაო. ქალიშვილობა გუშინ დავკარგე და სისხლი მდისო და მოვკვდი კინაღამ, ეს რა მითხრა. ისეთი თავისუფალი იყო, რას წარმოვიდგენდი და გამოვუღე სასწრაფოდ და გულში ჩავიკარი, აღარაფერი მინდოდა იმ წამს, ოღონდ შუბლი გაეხსნა და ეს ბოლომდე დახუჭული თვალები გაეხილა და ისევ შემოეხედა ჩემთვის. უფრო მაგრად ჩავიხუტე და ვეფერე თავზე, სველ თმაზე, სველ შუბლზე, მერე ხელში ავიყვანე და წავწექი ისევ წყალზე და ლისის ტალღები, მაგათაც თუ ტალღები ჰქვიათ, ოდნავ გვინანავებდნენ და ვუყურებდი, როგორ უმშვიდდებოდა სახე, ეხსნებოდა ლამის კრუნჩხვებში ჩავარდნილი სახის ნაკვთები და fuck, რატომ არ მითხრა მანამდე?! რატომ მაიძულა, ტკივილი მიმეყენებინა და მერე რატომ მითხრა? რად უნდოდა ტკივილი ჩემგან, როცა ასე ტკბილად იყო. ახლაც ხო მე ავიყვანე ხელში და თვითონაც კისერზე მომხვია ხელები და თავი მომახუტა მკერდზე და ნელნელა ის გრძნობა მოდიოდა ჩემკენ, რომ კარგად იყო ჩემთან, ეს ყვავილი, ეს ბაბუაწვერა. ცოტა ხანში კანკალი დააწყებინა, გცივა-მეთქი და კიო და დავიძარი ნაპირისკენ, როგორ გავყინავდი, რა გულით და გამოვიყვანე ნაპირზე, ხელებით ვამშრალებდი და თვითონაც მეპოტინებოდა, ცდილობდა ჩამოეფერთხა ჩემი კანიდან წყლის წვეთები და რა იცოდა, მე რომ სიცივე მიყვარს და არც მაწუხებდა იმ წამს არაფერი, ამის დახორკლილი კანის გარდა. პირველი ჩემი შორტი ვიპოვე, იმით გავამშრალე, იცილებდა, მაგრამ არ მივეცი წინააღმდეგობის გაწევის ნება და დამყვა მერე, გამომართვა შორტი და თვითონ იმშრალებდა, სანამ მე მისი ტრუსი, ლიფი და სარაფანი მოვნახე, იქვე, ნაპირზე უთავბოლოდ დაყრილი, ჩავაცვი და შორტიც გამოვართვი და ჩავიცვი, მეკიდა, რომ ჩემი ტრუსი სადღაც აქ ეგდო, დაე ხვალ ვინმეს ეპოვა და ნეტა ფანტაზია ჰქონოდა და ეფიქრა, რატომ ეგდო ლისის ტბის ნაპირზე მამაკაცის შორტი ტრუსები. არც მაისურის ძებნას ვაპირებდი, მაგრამ თვითონ მიპოვა მარიამმა, ხო თვითონ გამხადა და ახსოვდა, საით გადააგდო და ჩამაცვა და ჩამეხუტა, ისევ ჩემი სითბოთი თბებოდა და რამდენი მქონდა მისთვის, მთელი ამ წლების დაუხარჯავი სითბო მქონდა გასაცემი და გადიოდა კანის ყოველი მილიმეტრიდან, ყოველი ატომიდან და ათბობდა ამ ტკბილ, შემცივნულ, კანდახორკლილ გოგონას. გზისკენ წავიყვანე, ხელი მოვხვიე და წელზეც, მხარზეც და კისერზეც ერთად ვერგებოდი, ისეთი სიფრიფანა და სათუთი იყო და მეთქი, წამოდი, აქედან წავიდეთ, სითბოში წაგიყვან. ჩუმად შემომხედა და თავის დაქნევაც არ დასჭირვებია, ვხედავდი ისედაც რას ფიქრობდა. ერთი პირობა კი ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა ჩემს სახლში წამეყვანა, ჩემს ოთახში, ჩემს ლოგინზე დამეწვინა, ჩემი საბანი გადამეფარებინა და ჩამეთბო, ჩემი სამზარეულოდან ჭიქა ამეღო და ჩემი ბარიდან კონიაკი ჩამომესხა და მის სისხლძარღვებში სითბო ჩამეფინა, მაგრამ ნანკა გამახსენდა, მაგის კარგიც მოვტყან, რაც ვიცნობდი, მიყვარდა და ცოლი იყო ჩემი, ამის ნახევარი სითბო არ მოუცია, რაც ამ გოგონამ მომცა ამ ერთ ღამეში და უახლოესი სასტუმრო დავგუგლე. სასტუმრო ერთი ყლეა ყველა, სუფთა ოთახი, მეტნაკლები კომფორტი და დიდი, ქინქსაიზ ლოგინი, სადაც შეგიძლია დაწვე, მოიწვინო შენი გოგო და ჩაიხუტო გულში და გაათბო, გაალღვო და დააძინო შენს მკლავებში იმ იმედით, რომ დილას ისევ ისე ჩახუტებული გეყოლება.

ტაბუ, ნაწილი LXII – მარიამი

ნაწილი LXII მარიამი

მე უნდა ამერჩია იმ დღეს, არავის არჩევანი, მონადირებული, კუთვნილი, ერთი სისხლით და ხორცით განპირობებული არ უნდა ვყოფილიყავი. თან სულსწაფი ხომ ვიყავი მთელი ცხოვრება და მერჩია, ამ, აი ამ პირველივე ღამეს გადამელახა მთელი ეს კოშმარი, რათა დიდხანს არ გამყოლოდა და ნახევრად დახუჭული თვალებით ვიყურებოდი ირგვლივ, მას მერე, რაც მივხვდი, რომ დალევა და ცეკვა ბასიანზე ყველაფერი არ არის. რამდენიმე ტიპი თავად მომადგა, მაგრამ არა რა, რაც არ უნდა კარგები ყოფილიყვნენ, არ დავიტოვებდი, რადგან მე მინდოდა არჩევანი თავად გამეკეთებინა, თავად მე მინდოდა მეგრძნო, რომ აი, ამ ტიპს მინდა წელზე შემოვეხვიო და ცალი ხელი კისერზე შემოვუტარო და დავხარო მისი სახე ჩემკენ და ტუჩებზე დავეკონო, აი, ეს მინდოდა. მინდოდა დღეს დამეწყო და დღეების ქრონოლოგია ამრეოდა, თარიღები, კვირის დღეები და დღის საათებიც კი ამრეოდა და ასე უკეთ დავაღწევდი თავს ჩემს წინა ცხოვრებას, ამ გარდამავალი ეტაპით უფრო თავისუფლად გადავიდოდი ახალ ცხოვრებაში. და უცებ არ ვიცი, იმ გამაყრუებელ მუსიკაში რანაირად გავიგონე სანთებლის ჩხაკუნის ხმა, კიდევ მეორედ და მივხვდი, ვერ ანთებდა. ალბათ რაღაც ნიშანი იყო, რომ გავიგონე და შევტრიალდი ამ ხმისკენ. უშველებელი ვიღაც იყო, წვერიანი და ფართომხრებიანი, გამწარებული აჩხაკუნებდა სანთებელას და ეს კონდიციონერებიდან მობერილი ჰაერი უქრობდა და ორი წამი ვუყურე და მოვაფარე მერე ორივე ხელი და აინთო, მოეკიდა სიგარეტს და და მერეღა შემომხედა. შემომხედა და გამიღიმა. რაღაცნაირად გამიღიმა, თბილად და კეთილად და ცხოვრებაში პირველად არ შემზარა წვერებიანმა სახემ, მგონი პირიქით, სიკეთეს ასხივებდა ის მისი წვერებს შორის გამოპარული ღიმილი და აღარ შევტრიალდი. დავხუჭე თვალი და გავაგრძელე ცეკვა, სულ ცოტა ხანს, ისე რომ ხელი არც გაუშვია ჩემთვის და რომ შევტრიალდი ხელი გამომაყოლა, წელზე დამადო და ასე მეგონა, ყველაზე მყარ და საიმედო საყრდენს ვეყრდნობოდი და ისე ვცეკვავდი, ვტრიალებდი ჯერ მის ცალ ხელში და მერე მე თვითონ რომ შემოვხვიე ხელი წელზე, აი ასე, ზურგსუკან, გამითამამდა და მეორე ხელიც მომკიდა და ყველაზე საოცარი ამ ამბავში ის იყო, რომ ძალადობის მისხალიც არ მიგრძვნია და ასე მეგონა, ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო, როგორც იყო სწორი და ბუნებრივი და ასე მივეკარით ნელნელა ერთმანეთს და თან მუსიკა, თან სიგრილე, თან სიგარეტები და თან რამდენჯერმე ასე ერთმანეთზე შემოხვეულები რომ გავძვერით ბარისკენ და ვოდკარედბულები დავისხით და ცალი ხელი რომ გვენანებოდა ჭიქისთვის, რადგან იმ ხელით ერთმანეთს ვერ ვეფერებოდით, რა ბუნებრივი იყო ეს ყველაფერი და რა ბუნებრივი იყო, ხელი რომ მომკიდა მაჯაზე და მივხვდი, ბარისკენ არ მივყავდი, სადღაც უფრო შორს მივყავდი და იმასაც მივხვდი, უფრო სწორად სხეულის და გონების ყოველი უჯრედით ვიგრძენი, რომ ცუდ ადგილას არსად მივყვებოდი ამ უშველებელ კაცს, რომლისგანაც იმხელა სითბო გადმოდინდა ამ ორიოდ საათში, წუთსა თუ საუკუნეში, მთლიანად ცხოვრებაში რომ არ მღირსებია და ჩავუდე ჩემი ძვალტყავა ხელი უზარმაზარ ხელისგულში და გავყევი. ნახევრად მილულული თვალებით ვიჯექი მანქანაში და ვფიქრობდი, რომ ალბათ სადმე სასტუმროში წავალთ და იქნებ ჩანთაში მზის სათვალე ვიპოვო და თმები თვალებზე ჩამოვიფხატო და რაღაც ესეთი გეგმები მქონდა და უცებ, გაჩერდა მანქანა და თვალი რომ გავახილე, წყლის ზედაპირზე გადანათებული შუქები შემრჩა ხელთ. წყალი მიყვარსო, ჩაიბურტყუნა და რაღაცებს მომიყვა, რატომ უყვარს ის ბევრი წყალი და ვგრძნობდი, როგორ შემოდიოდა ჩემში მისი წყლისადმი სიყვარული, ისეთი გულწრფელი და მართალი იყო ეს გრძნობა, რომ მეთქი წამო, შევიდეთ წყალში, წყალში ვიცეკვოთ, წყალში მოგეფერო, იქ სადაც შენ გიყვარს. მზად ვიყავი, მისი სიყვარული გამეზიარებინა, გამეგო, როგორია მისი სიყვარული, მეც ოდნავ მაინც მისი ნაწილი გავმხდარიყავი და ორივე ხელი მოვკიდე და ისე ავაყენე სკამიდან, უკუსვლით მივდიოდი და თან ვხდიდი რაც ეცვა, ბევრი კი არაფერი, მაისური და შორტი და მაისური რომ ავაძრე თავზე და დავაგდე, ჩაიმუხლა და მუხლებიდანვე მოკიდა ჩემს სარაფანს ხელები და ნელნელა ამიცურა მხრებამდე და ამაძრო და მოისროლა. შორტებით და ლიფის და ტრუსის ამარა მივდიოდით წყლისკენ. სანამ ის მხრებზე და მკლავებზე მეფერებოდა, მე ვცდილობდი, შორტის ღილები გამეხსნა და ფართო შორტი ეცვა, თავისუფალი, ხელი რომ გავუშვი და იმ ჩამოსხმულ ფეხებზე ჩაუჩოჩდა, იმ წამს ლიფი შემიხსნა, მომაძრო და მოისროლა და დავრჩით ორივენი საცვლებს ამარა. მე უკუსვლით წყლისკენ და ეს რომ მომყვებოდა კიარადა მივყავდი, ჩემი სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული და მკოცნიდა თან და ცალი ფეხი წყალში რომ ჩავდგი, იგრძნო როგორღაც. გაჩერდა, ხელები გამიშვა, ჯერ თვითონ გაიხადა, მერე ჩემს ტრუსს მოჰკიდა ხელი და გამაძრო და ასე დედიშობილა დარჩენილი ამიტატა ხელში, წყალზე გადაწვა და ისე დამიწვინა გულზე, თითქოს ნათქვამი მქონოდა მისთვის, რომ დუდ, არ ვიცი მე ცურვა.