ტაბუ, ნაწილი LXX – მარიამი

ნაწილი LXX <მარიამი

ჯადოსნურ ზღაპარში აღმოვჩნდი მგონი. ყველაფერი მაჩუქა ამ ბიჭმა, რაც როდესმე მდომებია. ჩემი სურვილების ამსრულებელ ჯადოქრად დამყვებოდა უკან, სანამ ვიტყოდი, მანამდე ხვდებოდა, რა მინდოდა. თავისუფლება მაჩუქა, სურვილებსა და არჩევანში. თვალებში მიყურებდა და კითხულობდა ჩემს სურვილებს და მისრულებდა კიდეც. რასაც მინდოდა, იმას ვყიდულობდი მაღაზიებში, რასაც მინდოდა იმას ვჭამდი, არა დედაჩემის გამოწერილი “ჯანმრთელი” რაციონიდან, წიგნებიც მიყიდა და კი ვხვდებოდი, სულ ჩემთან უნდოდა ყოფილიყო, მაგრამ ხვდებოდა, რომ განმარტოება მჭირდებოდა და წიგნის ფურცლებში ჩაძირვა და რაღაცეებს იგონებდა ხოლმე ამ დროს, თვითონაც ვითომ რაღაცას კითხულობდა თავისივე მობილურში, მაგრამ რაღაც დროის მერე ვატყობდი ხოლმე, რომ უფრო მე მიყურებდა, ვიდრე მობილურის ეკრანს. საუზმისას მელოდებოდა, სანამ როგორც მიყვარდა, უფრო სწორად, როგორც ამ დღეებში აღმოვაჩინე, რომ მყვარებია მოქცევა, უზარმაზარ თეფშზე ლამის ყველა კერძიდან, რასაც სასტუმროში გვახვედრებდნენ, თითო ლუკმის აღება და მერე აჯაფსანდალივით, ყველაფრის ერთად ჭამა. თვითონ უცებ ირჩევდა, რა შეეჭამა, ორ ან სამ საჭმელს იდებდა თეფშზე, ძირითადად ერთსა და იგივეს, როგორ არ ბეზრდებოდა ეს ერბოკვერცხი, შემწვარი სოსისი და რატომღაც რამდენიმე მარცვალი ყურძენი ყოველ დილას, არ ვიცი და არასდროს იწყებდა საუზმეს უჩემოდ. ყავასაც მიდუღებდა დილაობით, ყოველ დილას, ოღონდ რაღაცნაირად პედანტურად ერთნაირად იდო ხოლმე ფინჯანი, გვერდზე შაქარი, იმდენი რომ ჩამეყარა, რამდენიც იმ წამს მენდომებოდა და კოვზიც, აუცილებლად ფინჯნის ყურის გასწვრივ ლამბაქზე ჩამოდებული. ერთი დღე, ორი, სამი, ოთხი და მეხუთე დღეს მივხვდი, რომ მიუხედავად ამდენი სითბოსი და ყურადღებისა, ესეც არ იყო ჩემი თავისუფლება, პირიქითაც კი იყო, უნებურად მავალდებულებდა ამ თავისი ზრუნვით, რომ მერე ღამით, ლოგინში, ან თუნდაც ღამით არა, სადილის შემდეგ, ნომერში რომ ამოვბრუნდებოდით და მოვუნდებოდი, მეტი გულმოდგინებით ჩამედო პირში მისი ყლე, ტკბილი კი ჰქონდა და თითქოს ჩემი ზედმეტად დაძაბვა არ უნდოდა, მაგრამ რაღაც მბრძანებლური იყო მის თხოვნაში ყოველთვის, რომც არაფერი ეთქვა და უბრალოდ ეგრძნობინებინა, რომ მინეტი უნდა, უნდა რომ ჩავიჩოქო მის წინ, შარვალი ჩავუწიო და მინდა თუ არა, მაინც ჩავიდო მისი ყლე პირში, ჯერ ნელა მოვეფერო, ენა ავუსვა, დავასველო მთლიანად და მერე ბოლომდე ჩავისრიალო პირში, ისე ღრმად, რომ გლანდებით ვიგრძნო და მეტკინოს და ამას არ ვიცი, ვერ აკონტროლებდა, არ ვიცი, სპეციალურად აკეთებდა, რომ ყელი მტკიოდა სულ ის დღეები, ისე ღრმად მთხრიდა ხოლმე პირში. ვიცი, რომ რაღაცით უნდა აენაზღაურებინა ის, რომ მე ისევ ყველაფერი მტკიოდა და სექსი ვერ გვექნებოდა და არც გვქონია, ისე წამოვედი. შეიძლება მოჩვენებები მჭირდა, არ ვიცი, მაგრამ ამ თავისუფლების და ჩემს ნებაზე ყოფნის საბურველში ისევ ბორკილები დავინახე, თან ისეთი ბორკილები, მისი მზრუნველობის ვალდებულება რომ ეკიდა ზედ და უფრო მძიმე შეიძლებოდა გამხდარიყო და ამიტომ ავდექი და წამოვედი. ზუსტად ერთი კვირის მერე, დილას მისი მოტანილი ყავა დავლიე და სანამ აუზში იყო, ყოველდღე, საუზმემდე ჩადიოდა და ცურავდა მარტო, ტკბებოდა იმ თავისი წყლით, უცებ ჩავყარე ჩანთაში ჩემი ნივთები, იმაზეც არ მიდარდია, რამე დამრჩებოდა თუ არა და პირველივე შემხვედრ ტაქსისტს ვთხოვე, თბილისში წამიყვანე მეთქი. ისე ცხადად ვხედავდი ამ ბორკილებს, რომ წამიც ვეღარ გავჩერდებოდი იქ, მის მოლოდინში, აუზიდან როდის ამოვიდოდა, ნომერში შემოსული ჯერ შუბლზე მაკოცებდა ჯერ კიდევ ლოგინში მწოლს, მერე ხალათს ზუსტად ერთი და იგივე მანერით, სკურპულოზური სიზუსტით დაკეცავდა და აბაზანის კარს ტრადიციულად ღიად დატოვებდა, იმ იმედით, რომ მეც შევყვებოდი, რაც არც ერთხელ მიქნია, მაგრამ მაინც ასე რომ ტოვებდა ხოლმე. ავდექი და ისევ ჩემს საყვარელ პაწია სახლში დავბრუნდი. გზაში მეშინოდა, ლია დეიდას არ ჰგონებოდა, რომ სახლი ვიქირავე, პირველივე საღამოს გავედი და 1 კვირა რომ არ გამოვჩენილვარ, რომ სადმე წავედი და დავიკარგე, მაგრამ გადავრჩი, ყველაფერი ისე დამხვდა, როგორც დავტოვე, უცებ მივესალმე და შევძვერი ჩემს სახლში. ძილი მინდოდა, მხოლოდ და მხოლოდ ძილი ჩემს ლოგინში, ჩემთვის მარტო, თავსაც ბალიშზე დავდებდი და არ მექნებოდა შიში, რომ შეიძლება მკლავი დავუბუჟო ვინმეს და დავიძინე. ღამის 10 საათზე გამეღვიძა. არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, ფბ-ზე შევედი და აღმოვაჩინე, რომ პარასკევი იყო და ღმერთებო, ასე რანაირად მიმართლებდა? ისევ ბასიანზე წამოვედი, ბასიანი იყო ჩემი დამოუკიდებლობის დასაწყისი და ალბათ ისევ ამიტომ წამოვბოდიალდი აქ, დუდუსგან გამოქცევის შემდეგ. რანაირი ღამე იყო. შეჯიბრი იყო გამოცხადებული, ოღონდ დასალევით და მოსაწევით გამმასპინძლებოდნენ. არ ვიცი, მუსიკა კარგი იყო თუ იმიტომ იყო კარგი, რომ მე მეჩვენებოდა. შევედი თუ არა, გასახდელთან გუკა დამხვდა, აი ის ნათელი არსება, მთელ დენსფლორზე ერთადერთი რომ იღიმებოდა და წამო, დავლიოთო. ფეხზე ძლივს იდგა და კი მინდოდა დალევა, მაგრამ გუკ, დარწმუნებული ხარმეთქი, რომ ახლა დალევა გინდა და კიო, მე დავლევ ყველაზე მეტსო და დავლიეთ, ვოდკარედბული, ტრადიციისამებრ და დავტოვე ეს ბიჭუნა ბარზე დაყრდნობილი, არავინ სჭირდებოდა იმ წამს, მე კი ეგოიზმი მქონდა მოძალებული და გავიწიე შორს, უფრო შორს და ვინ მაცალა მარტო ცეკვა, ზოლიან მაისურიანი ბიჭუნა მომეკრო, მომეგლისა და ვიცეკვეთ ერთად, დავლიეთ ერთად და მომკიდა მერე ხელი და წამოდიო. არ ვიცოდი, სად მივყავდი, რატომ მივყავდი და გონს მხოლოდ ჩაკეტილ საპირფარეშოში მოვედი, ისე მკოცნიდა, თითქოს ათასი წელი არავისთვის ეკოცნა და ინგლისურად მელაპარაკებოდა, რა ეგონა, რომ ქართველი არ ვიყავი და ავუბი მხარი, darling, kiss me down და ასეთები და ჩემმა გონიერებამ თავისი გაიტანა, არ მოვატყვნევინე თავი დაუცველს, უპრეზერვატივოდ და საერთოდაც და give me your dick, honey-მეთქი და ჩავიმუხლე და მოვუწოვე ლამაზი ყლე, ძალიან ლამაზი და ტკბილი და არც კი მახსოვს, როგორ ჩამიმთავრა პირში, რა გემო ჰქონდა. ის მახსოვს, whats your name- და მეთქი მარიამი, შე შტერო, ქართველი ვარ და როგორ ჩავიხოცეთ სიცილისგან მე და გიგა იმ ვიწრო საპირფარეშოში. გავაგდე მერე გარეთ და კი მეგონა, დამელოდებოდა, მაგრამ აღარ დამხვდა. მეკიდა ეგ, ყველაფერი მეკიდა, ისე ვიყავი. სახეზე წყალი შევისხი და ისევ დენსფლორზე დავბრუნდი და რა ლამაზად ცეკვავო, ვიღაც ბიჭუნამ მითხრა. გამეღიმა და გავაგრძელე და მოსაწევი გავჩითეთო და Im going with u გავაძრე და ისევ საპირფარეშოში აღმოვჩნდი, ვიცინეთ, ვიმაიმუნეთ, მეკაიფნენ ბოთლზე ნახვრეტს რომ ვერ მივაგენი, მე რა ვიცოდი, ბოთლის სად უკეთებენ ნახვრეტს და ორიოდე ნაფაზი და წამოვედი იქედანაც და გავედი დენსფლორზე და გავედი და გავედი, ისე გავედი, რომ ცუდადაც გავხდი, გარდა იმისა, რომ ათასი აპოკალიფტიკა ვიფიქრე ჩემს მომავალ ცხოვრებაზე და მერე მიპოვა ვიღაც კეთილმა ადამიანმა და წამიყვანა საპირფარეშოში, მაღალი იყო, თხელი და სათვალიანი და ნეტავ ვიცოდე ვინ იყო, ჩემი მხსნელი, ჩემი ამმოძრავებელი, ისევ დენსფლორზე რომ დამაბრუნა და იქ რა ხდებოდა, სიგიჟეები, ჩემს თავში ხდებოდა თუ სინამდვილეში, ვინ იცის, თავში მუსიკა უკრავდა და მე სხვაგან ვფიქრობდი, ათას რამეებს ვფიქრობდი, იმას, რაც არასდროს მომხდარა და მინდოდა მომხდარიყო. ჩემთვის ვიყავი, სულ ჩემთვის და მოდიოდნენ ვიღაცეები და ვიცეკვოთო, დავლიოთო, ვიზასაოთო, ვიტყნაუროთო, გადამრიეს. არადა მარტოობა მინდოდა, ჩემს თავში ჩაღრმავება მინდოდა, ჩემს საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებში მინდოდა ჩავძირულიყავი იმ ღამით და ვინ მაცალა. გოგონა მომიახლოვდა ბოლოს, გრძელი შავი კაბა ეცვა, ჩემზე ცოტა დაბალი იყო და საკინძი ჰქონდა გახსნილი, თავიდან ასე მეგონა და მოსასხამით ყოფილა თურმე მხოლოდ, შიშველ ტანზე შემოცმულით და ოდნავ რომ გაეწია ეს მოსასხამი და შიშველი ძუძუ გამოუჩნდა, იქ გავგიჟდი და იქ მივხვდი, რა მინდოდა, რას მინდოდა მოვფერებოდი და შევუცურე ზედატანში ხელი, მუცელზე დავადე ხელის მტევანი და ამოვუცურე მკერდისკენ და განა შეკრთა, მიყურებდა და მიღიმოდა, მერე მივხვდი, რომ მასაც ვუნდოდი და მამხნევებდა.

ტაბუ, ნაწილი XLVI – ნიკა

ნაწილი XLVI –  ნიკა

თეოს ვერ გავუტეხე ხათრი, თორემ რა მედაბადებისდღევებოდა. სადაც მიწევდა მისი ნახვა, მყოფნიდა. მეგობრებს ვერ დავკარგავდი იმიტომ, რომ ლაკა არ მენახა, აღარასდროს მენახა, ამ ყველაფერზე მაღლა ვიყავი და ამიტომაც მოვხვდი თეონასთან, მის სახლში, ისეთ სიმშვიდეში, თითქოს ყველაფერი ისევ ისე, ისევ ისე ძველებურად, დუნედ და იმავდროულად მყიფედ იყო. სასმელი, კვამლი, მუსიკა – ყველაფერი, რაც დაძაბულობას მიხსნიდა და მგონი მართლა მომეხსნა და ეს ქათქათა თეთრსახიანი და ცისფერთვალება გოგო ხომ საერთოდ, მანამდე შორიდან რომ მოვკარი თვალი და რაღაცნაირად მესიამოვნა დანახვა, უცებ მომიახლოვდა, ჯერ ჩემ გვერდით ჩამოჯდა და მერე, ვიცეკვოთო, მთხოვა. რა მეცეკვებოდა ან როდის მეცეკვებოდა, მაგრამ ისე მიყურებდა ამ თავისი ლურჯი თვალებით, უარი ვერ ვუთხარი და თავი დავკარგე, ისე ცხელოდა მისი მაისურიდან, ისეთი ვნება იფრქვეოდა, არც მისი მზერა მჭირდებოდა და არც თხოვნა, აქედან წავიდეთო. ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გვექნა, მე და ამ საოცარ მხურვალე არსებას, აბრეშუმივით რომ მერგებოდა თითებში და ისე მოძრაობდა, როგორც მინდოდა. წავიდეთ სადმეო და წავიდეთ მეთქი. მარტოს მომინდა მყოლოდა, არ მეფიქრა, რამდენი თვალი გვიყურებდა და ლაკაც ხომ არ გვხედავდა და მარტო ჩემთვის გამეხადა, მეკოცნა და მომეტყნა, ძალიან მაგრად მომეტყნა, ისე ღრმად შემეყო მასში ჩემი ყლე, რომ მთელი სიბრაზე მასში ჩამენთხია და სიამოვნებოდა სასწაულად, აი ეს მინდოდა. როგორ მივედით სახლამდე, ლიფტში რას ვაკეთებდით არ მახსოვს, ლოგინამდე როგორ მივედით, არ ვიცი და რომ მივაგდე საწოლზე, უკვე სულ ყველაფერს ცხადად ვხედავდი. ნახევრად რომ აცვიათ და ისე ვტყნავ, ეს მიყვარს, მაგრამ თვითონ გაიხადა, ლიფი თვითონ მოიძრო, ძალიან ვუნდოდი და რა მაგარი იყო ამის შეგრძნება, ლაკასგან იმდენი ხანია ეს არ მეგრძნო და რომ დავფიქრდი, რამდენი ხანია საერთოდ ეს არ მეგრძნო, კიდევ უფრო მომინდა, კიდევ უფრო მაგრად მომაწვა დაუხარჯავი სპერმა და უცებ გადავწყვიტე, მისი მუტლის მოწუწვნის ნაცვლად პირდაპირ შემეყო, პირდაპირ მომეტყნა. რეზინი ძლივს გავიკეთე ნდომისგან ლამის აკანკალებული ხელებით და თან ვგრძნობდი, როგორ მელოდა, როგორ აცახცახებდა ნდომისგან და მივაწექი და შევედი. ქალიშვილივით იყო შიგნით, წინააღმდეგობას მიწევდა და კიდევ უფრო გამაშმაგა ამან, წელი დავუჭირე და უხეშად შევედი, სუნთქვა დაუმძიმდა და აკვნესდა, მუხლები ტანზე შემომაჭდო და მეტხანს მინდოდა მეტყნა, მაგრამ მალე გავათავე, ეგრე იცის დიდი ხნის თავის შეკავებამ. ნეტავ რატომ ვიკავებდი თავს, ეს შემორჩენილი ერთგულების მარცვლები რატომ ერთად არ გადავყარე მოუსავლეთში და ვუყურებდი ამ ცისფერთვალა ანგელოზს, მინდოდა ისიც ისეთივე ბედნიერი ყოფილიყო, როგორიც მე და ყლე რომ გამოვუღე, ეგრევე დავეკონე ფუჩუზე, მთელი წვენები ავულოკე, ძალიან გემრიელი იყო, არც ვიცი, რას შევადარო მისი გემოები, ალბათ ასი უგემრიელესი რამ ერთმანეთთან რომ გადამერია, ამ გემოზე დადგებოდა და შიგნით როგორი იყო, რა შეგრძნებას დამიტოვებდა ესეც მინდოდა გამეგო. ფრთხილად შევუყავი ენა, ისეთი ნაზი, ისეთი სველი, ისეთი ღრუბელივით სათუთი იყო და თან რა ხმებს გამოსცემდა, სიტკბოს ბურანში მყოფი და უფრო ღრმად შევუყავი ენა, შევდიოდი და გამოვდიოდი და მიგიჟდებოდა თანდათან და მეც მიდგებოდა ისევ. თითები შევუყავი მერე და ტუჩებით კლიტორი მოვუნახე და ვუწუწნიდი, სანამ არ გაათავა, სანამ არ ჩაუწყდა ხმა ამდენი კივილისას და ბედნიერი ვიყავი, მისი ორგაზმი მიხაროდა და დავადე თავი მუცელზე და ერთად ვმშვიდდებოდით, ერთად ვიწყნარებდით საგულედან ამოვარდნილ გულებს.

ტაბუ, ნაწილი XLV – ნათია

ნაწილი XLV – ნათია

გუშინ თეონას დაბდღეზე ვიყავი, რა ჯანდაბად მომინდა თანამშრომლის დაბადების დღეზე წასვლა არ ვიცი, მაგრამ ალბათ რაღაცას კარგს მიგრძნობდა გული, ან თუნდაც ეს ჩემი ერთფეროვნება მომბეზრდა და ასე ამოვყავი თავი მის მეგობრებთან ერთად. სულ არ ჩანდა ეს გოგო სამსახურში ისეთი ჯიგარი, როგორიც აღმოჩნდა და მისი მეგობრები ხომ საერთოდ, სულ ჩემი სასტავი მახსენდებოდა და პარალელებს ვავლებდი და აქ უფრო ვიგრძენი თავი ჩემიანად, ვიდრე მათთან ვგრძნობდი ხოლმე. აი თუნდაც ეს ქეთისთან ტუსოვკა, ისევ იქ ვიყავით, უნის კიბეებზე და ზუკა კიდევ ზედ. თავისი ულევი ყურადღებით, გვერდზე გახედვის საშუალებას არ მაძლევდა ტიპი, ყველგან თვითონ იყო. აქ კიდევ თავისუფლების სულ სხვა ლეველი იდო, ისე ვლაპარაკობდით ამ ქვეყნად ყველაფერზე, თითქოს არც სქესი გვქონდა და თან ყველაზე მაგრადაც გვქონდა სქესი. თითოეულ წინადადებას ისეთი სექსუალობა მოჰყვებოდა, რომ იქვე, სუფრა კიარა, რაც იყო, არეულ დარეული წვეულება, იქვე დავსველდი. იმ ღამეს სექსი რომ არ მქონოდა, ალბათ კლიტორს გადავიტყავებდი მასტურბაციით. ვუყურებდი ამ თითქმის უცნობ ხალხს და ერთმა ტიპმა მიიქცია ჩემი ყურადღება, იჯდა განაპირას და მშვიდად და ხანდახან ისეთებს ჩაურთავდა დაბალი, წყნარი ხმით, სხვის ათჯერ ხმამაღლა ნათქვამს ჯობდა და თეონას რომ გავყევი სამზარეულოში კოკტეილების დასამატებლად, მაშინ ვკითხე, მეთქი გოგო, ვინ არის ეს ბიჭი. ისეთი არეულობა აღმოჩნდა, ისეთი, რომ უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი, მაგრამ მერე ფეხზე დავიკიდე, ყველას ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს. მისი დაქალის ყოფილი ქმარი ყოფილა, დაქალის, რომელიც იმ დღეს იქ იყო და თურმე სულ ერთად იჩითებოდნენ, რადგან ამ საერთო მეგობრებს სად წაუხვალ ადამიანი და ორივე დასტოინად იქცეოდა, არაფერი შემიტყვია არც ნიკასთვის და არც მისი ექსისთვის. ცივი, თავაზიანი იგნორი, ისე როგორც ცივილიზებული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი და ამის გაგების მერე კიდევ უფრო დამევასა ეს ნათელთვალება, მთლიანად ნათელი ბიჭი. ან მეჩვენებოდა და ან მართლა მიყურებდა ხოლმე და მე ხო ვერ ვიტან ამ გაუგებრობებს და მივუცუცქდი ახლოს, კიდევ კაი, მართლა სტანდარტულ სუფრასთან არ ვისხედით და მეთქი, ნიკა, ხომ არ გვეცეკვა. უარი არ მითხრა, ვერ მითხრა, არ ვიცი, ძალიან საცეკვაო გარემო იყო უკვე, დაბალი შუქები და ისეთი მუსიკა, თვითონ რომ გეფერება და პარტნიორის და მუსიკის ბგერების შეხებას ვეღარ ანსხვავებ ერთმანეთისგან.  დავადე ორივე ხელი მხრებზე, ცოტა ზურგისკენაც გადავუცურე და ველოდი რას იზამდა. არ მომრიდებია, წელზე მჭიდროდ შემომარტყა ხელები, მგონი არ მომჩვენებია, რომ უფრო დაბლაც ჩაიწია და ტრაკზეც მომეფერა. ვინ რას დაინახავდა იმ სიბნელეში და მე დავდნი, მგონი ყველაფერი ისე იწყებოდა, როგორც მინდოდა, როგორც მინდოდა ისე ძლიერად, როგორც დიდი ხანია არაფერი მდომებია. დიდხანს ვცეკვავდით, ან სულაც ერთ ადგილას ვიდექით, არ ვიცი, არ მახსოვს, თვალებში როგორ მიყურებდა და ვუყურებდი ეგ მახსოვს კარგად და ყველა სხვა შეგრძნება საოცრად, სასტიკად ორგანული იყო და მეთქი, წავიდეთ აქედან. უფრო ღრმად მომინდა მეგრძნო ეს ბიჭი, ვიდრე მის სვიტრზე მოალერსე ჩემს თითებში აღწევდა მისი სითბო და მისი თითებიდან ჩემს მაისურში. მინდოდა კანზე დაედო ცხელი ხელი და ეს სითბო, ეს მხურვალება გავრცელებულიყო მთელ ჩემს სხეულში და ვეღარ ვითმენდი, მეთქი წავიდეთ. კარგიო, ჩამჩურჩულა ყურში და გავძვერით. ისეთი აურზაური იყო, ვინ გაიგებდა ან რატომ გაიგებდა და ან თუ გაიგებდა, მე ხომ მეკიდა და ნიკასაც ეკიდა იმედია და თუ არც ეკიდა, ეგეც მეკიდა. მინდოდა, ძალიან მინდოდა. სადღაც წავედით, სადღაც ძალიან მშვიდ, წყნარ ადგილას, სადაც თითქოს ისეთივე მუსიკა და შუქები იყო, ისეთივე საიდანაც წამოვედით, მაგრამ ერთად წამოვედით და სულ აღარ იყო მორიდებული, რა მორიდებული, ისე უხეშად ამაძრო მაისური და ლიფის გახდაც არ უცდია, ჩამომიწია და დამაკვდა ძუძუსთავებზე, ერთზე ხელით და მეორეზე ტუჩებით, ეს ტკბილი ბიჭი. ასეთი ნეტარება ძუძუებზე მოფერებისგან ლაშას მერე არ მიგრძვნია, თავიდან რომ მეფერებოდა, მლოკავდა ძუძუებზე და მერე ისე რომ მკბენდა, რომ მგრძნობელობა დამეკარგა, მეგონა. ჩემით გავიხსენი ლიფის შესაკრავი, მინდოდა ძალიან, ძალიან თავისუფლად მომფერებოდა, ენა აესვა ჩემთვის, აელოკა ჩემი კანი, რომელიც მიყვარდა, რომელიც მენანებოდა ყოველღამე, არავინ რომ ეფერებოდა და მე თვითონ ვისრიალებდი ხელებს ჩემივე სხეულზე. როგორ დაუყვა ჩემი მკერდიდან მუცლისკენ, როგორ ჩამიყო ენა ჭიპში და როგორ ჩაინაცვლა კიდევ ქვემოთ, ისე, რომ ჯერ კიდევ მეცვა ტრუსი. გარედან ამისვა ენა და ვიგრძენი, როგორ ესიამოვნა თხელ მაქმანში გაჟონილი ჩემი სისველე და უცებ ჩამაძრო ტრუსიკი ცალ ფეხზე, თავი არ შეუწუხებია მეორე ფეხზე გახდისთვის, ან რად უნდოდა, ღია ვიყავი და ველოდი, როდის შემომიყოფდა ენას, როგორ ამლოკავდა, როგორ მოწუწნიდა ჩემს კლიტორს და წინასწარვე ვიკლაკნებოდი სიამისგან.