ტაბუ, ნაწილი LXII – მარიამი

ნაწილი LXII მარიამი

მე უნდა ამერჩია იმ დღეს, არავის არჩევანი, მონადირებული, კუთვნილი, ერთი სისხლით და ხორცით განპირობებული არ უნდა ვყოფილიყავი. თან სულსწაფი ხომ ვიყავი მთელი ცხოვრება და მერჩია, ამ, აი ამ პირველივე ღამეს გადამელახა მთელი ეს კოშმარი, რათა დიდხანს არ გამყოლოდა და ნახევრად დახუჭული თვალებით ვიყურებოდი ირგვლივ, მას მერე, რაც მივხვდი, რომ დალევა და ცეკვა ბასიანზე ყველაფერი არ არის. რამდენიმე ტიპი თავად მომადგა, მაგრამ არა რა, რაც არ უნდა კარგები ყოფილიყვნენ, არ დავიტოვებდი, რადგან მე მინდოდა არჩევანი თავად გამეკეთებინა, თავად მე მინდოდა მეგრძნო, რომ აი, ამ ტიპს მინდა წელზე შემოვეხვიო და ცალი ხელი კისერზე შემოვუტარო და დავხარო მისი სახე ჩემკენ და ტუჩებზე დავეკონო, აი, ეს მინდოდა. მინდოდა დღეს დამეწყო და დღეების ქრონოლოგია ამრეოდა, თარიღები, კვირის დღეები და დღის საათებიც კი ამრეოდა და ასე უკეთ დავაღწევდი თავს ჩემს წინა ცხოვრებას, ამ გარდამავალი ეტაპით უფრო თავისუფლად გადავიდოდი ახალ ცხოვრებაში. და უცებ არ ვიცი, იმ გამაყრუებელ მუსიკაში რანაირად გავიგონე სანთებლის ჩხაკუნის ხმა, კიდევ მეორედ და მივხვდი, ვერ ანთებდა. ალბათ რაღაც ნიშანი იყო, რომ გავიგონე და შევტრიალდი ამ ხმისკენ. უშველებელი ვიღაც იყო, წვერიანი და ფართომხრებიანი, გამწარებული აჩხაკუნებდა სანთებელას და ეს კონდიციონერებიდან მობერილი ჰაერი უქრობდა და ორი წამი ვუყურე და მოვაფარე მერე ორივე ხელი და აინთო, მოეკიდა სიგარეტს და და მერეღა შემომხედა. შემომხედა და გამიღიმა. რაღაცნაირად გამიღიმა, თბილად და კეთილად და ცხოვრებაში პირველად არ შემზარა წვერებიანმა სახემ, მგონი პირიქით, სიკეთეს ასხივებდა ის მისი წვერებს შორის გამოპარული ღიმილი და აღარ შევტრიალდი. დავხუჭე თვალი და გავაგრძელე ცეკვა, სულ ცოტა ხანს, ისე რომ ხელი არც გაუშვია ჩემთვის და რომ შევტრიალდი ხელი გამომაყოლა, წელზე დამადო და ასე მეგონა, ყველაზე მყარ და საიმედო საყრდენს ვეყრდნობოდი და ისე ვცეკვავდი, ვტრიალებდი ჯერ მის ცალ ხელში და მერე მე თვითონ რომ შემოვხვიე ხელი წელზე, აი ასე, ზურგსუკან, გამითამამდა და მეორე ხელიც მომკიდა და ყველაზე საოცარი ამ ამბავში ის იყო, რომ ძალადობის მისხალიც არ მიგრძვნია და ასე მეგონა, ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო, როგორც იყო სწორი და ბუნებრივი და ასე მივეკარით ნელნელა ერთმანეთს და თან მუსიკა, თან სიგრილე, თან სიგარეტები და თან რამდენჯერმე ასე ერთმანეთზე შემოხვეულები რომ გავძვერით ბარისკენ და ვოდკარედბულები დავისხით და ცალი ხელი რომ გვენანებოდა ჭიქისთვის, რადგან იმ ხელით ერთმანეთს ვერ ვეფერებოდით, რა ბუნებრივი იყო ეს ყველაფერი და რა ბუნებრივი იყო, ხელი რომ მომკიდა მაჯაზე და მივხვდი, ბარისკენ არ მივყავდი, სადღაც უფრო შორს მივყავდი და იმასაც მივხვდი, უფრო სწორად სხეულის და გონების ყოველი უჯრედით ვიგრძენი, რომ ცუდ ადგილას არსად მივყვებოდი ამ უშველებელ კაცს, რომლისგანაც იმხელა სითბო გადმოდინდა ამ ორიოდ საათში, წუთსა თუ საუკუნეში, მთლიანად ცხოვრებაში რომ არ მღირსებია და ჩავუდე ჩემი ძვალტყავა ხელი უზარმაზარ ხელისგულში და გავყევი. ნახევრად მილულული თვალებით ვიჯექი მანქანაში და ვფიქრობდი, რომ ალბათ სადმე სასტუმროში წავალთ და იქნებ ჩანთაში მზის სათვალე ვიპოვო და თმები თვალებზე ჩამოვიფხატო და რაღაც ესეთი გეგმები მქონდა და უცებ, გაჩერდა მანქანა და თვალი რომ გავახილე, წყლის ზედაპირზე გადანათებული შუქები შემრჩა ხელთ. წყალი მიყვარსო, ჩაიბურტყუნა და რაღაცებს მომიყვა, რატომ უყვარს ის ბევრი წყალი და ვგრძნობდი, როგორ შემოდიოდა ჩემში მისი წყლისადმი სიყვარული, ისეთი გულწრფელი და მართალი იყო ეს გრძნობა, რომ მეთქი წამო, შევიდეთ წყალში, წყალში ვიცეკვოთ, წყალში მოგეფერო, იქ სადაც შენ გიყვარს. მზად ვიყავი, მისი სიყვარული გამეზიარებინა, გამეგო, როგორია მისი სიყვარული, მეც ოდნავ მაინც მისი ნაწილი გავმხდარიყავი და ორივე ხელი მოვკიდე და ისე ავაყენე სკამიდან, უკუსვლით მივდიოდი და თან ვხდიდი რაც ეცვა, ბევრი კი არაფერი, მაისური და შორტი და მაისური რომ ავაძრე თავზე და დავაგდე, ჩაიმუხლა და მუხლებიდანვე მოკიდა ჩემს სარაფანს ხელები და ნელნელა ამიცურა მხრებამდე და ამაძრო და მოისროლა. შორტებით და ლიფის და ტრუსის ამარა მივდიოდით წყლისკენ. სანამ ის მხრებზე და მკლავებზე მეფერებოდა, მე ვცდილობდი, შორტის ღილები გამეხსნა და ფართო შორტი ეცვა, თავისუფალი, ხელი რომ გავუშვი და იმ ჩამოსხმულ ფეხებზე ჩაუჩოჩდა, იმ წამს ლიფი შემიხსნა, მომაძრო და მოისროლა და დავრჩით ორივენი საცვლებს ამარა. მე უკუსვლით წყლისკენ და ეს რომ მომყვებოდა კიარადა მივყავდი, ჩემი სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული და მკოცნიდა თან და ცალი ფეხი წყალში რომ ჩავდგი, იგრძნო როგორღაც. გაჩერდა, ხელები გამიშვა, ჯერ თვითონ გაიხადა, მერე ჩემს ტრუსს მოჰკიდა ხელი და გამაძრო და ასე დედიშობილა დარჩენილი ამიტატა ხელში, წყალზე გადაწვა და ისე დამიწვინა გულზე, თითქოს ნათქვამი მქონოდა მისთვის, რომ დუდ, არ ვიცი მე ცურვა.

ტაბუ, ნაწილი XV- ნანუკა

ნაწილი XV- ნანუკა

პერიფერიულ მხედველობაზე დედამოტყნულობა ალბათ არაფერია მსოფლიოში. იმ დღეს მომეჩვენა, თითქოს ლუკას მანქანა დავინახე სადღაც, ან დავინახე ან არა, ხზ. იყო დრო, სუნთქვა მიჭირდა ამ ქალაქში, ეგეც რომ აქ მეგულებოდა, ახლა მკიდია, როდემდე უნდა მძულდეს? მევე მაწუხებს უფრო, ვიდრე მაგას. მაგას ეს გულგრილობა უფრო აგიჟებს. იდიოტი, ეგონა ახალი, კრიალა მანქანით დამიბრუნებდა, ბებიამაგისამ. მარა რას ვერჩი, ჩემი ბრალია, ეგრე რომ ეგონა. ისე მიყვარდა, ყველაფერი მაგისთვის მინდოდა, ყველაფერზე თანახმა ვიყავი, იმ მინიმუმისთვის, რასაც ქმარი ცოლს უნდა აძლევდეს, ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი. როცა მოვუნდებოდი, მაშინ ვყავდი, მე რომ მინდოდა ხოლმე, ღამე რომ დავსველდებოდი და ყლეს ითხოვდა ჩემი სხეული, შემომიჯიჯღინებდა ხოლმე, შემეშვიო. მერე რაღაც ჭორები მოვიდა ჩემს ყურამდე, თუმცა რა, ისედაც ვხვდებოდი, მარა სხვა რომ გეუბნება, უფრო ხელშესახებ კონტურებს იძენს ამბავი და ის ზაფხული პიკი იყო. თავი ამტკივდა და ადრე წავედი სახლში, ეს უკვე გავარდნილი იყო თავისი დაუსრულებელი საქმეებიდან ერთერთზე და მარტო წავედი, ტაქსი გავაჩერე და ჭიშკარი დამხვდა დაკეტილი. მეთქი შიგ ხო არ აქვთ, ვინაა სახლში დარჩენილი, გარედან გასაღებიც ყოფნიდა და დავაბრახუნე მაგრად, ერთი სული მქონდა, წამალს სანამ დავლევდი და მივწვებოდი, აღარ მართობდა უკვე ამათი ერთი და იგივე ამდენი წელიწადი, მარტოობა მინდოდა და უცებ კარი ლუკამ არ გამიღო?! რაღაცნაირი გაბურძგნილი და მოუწესრიგებელი მეჩვენა, მარა ყურადღება არ მიმიქცევია, ბევრი რამე მეკიდა უკვე. უხმოდ ავუარე გვერდი და ოთახში ავედი. იქაც რაღაც უწესრიგობა იყო, თუმცა გამორიცხული არაა, მე თვითონ დამეტოვებინა დილას ასეთ დღეში. დაწოლის მეტი არაფერი მინდოდა და წამოვწექი. ჯერ სუნმა შემაწუხა, თავიდან ვერ მივხვდი, რა სუნი იყო. მაგის სუნებს ვცნობდი კიარადა მე თვითონ ვყიდულობდი ყველანაირ კოსმეტიკას, ჩემებს ვეღარც ვგრძნობდი უკვე და აქ რაღაც უსიამოდ ტკბილი სუნამოს სუნი იყო, ჩემი სამყოფელისთვის უცხო და უცებ დამარტყა თავში, ნატას რომ დავცინე გუშინ გოიმურ სუნამოზე, ძაან ძვირი რომ ღირდა და მარტო ამიტომ რომ იყიდა ამ უგემოვნო დედაკაცმა, ეს სუნი იყო! რაღაც უგვანო მიგრძნო გულმა და ეგრევე ავდექი და იქვე ლოგინის ქვეშიდან რაღაც ვარდისფერი შევნიშნე. ლიფი! მაგ ახვარი ქალის ლიფი, ეტამიდან. მაგ მაღაზიიდან არ გამოდის მგონი. ყველაფერი გაიასნდა, ასე მეგონა, დავინახე, როგორ ჟიმაობდნენ აქ, ჩემს ლოგინზე, სადაც მე მძინავს, სადაც ვმასტურბირებ ხოლმე ჩაკეტილ ოთახში, როცა ლუკა სახლში არ არის და ვკაიფობ, უცებ კარი რომ ღია იყოს და ვინმემ შემოაღოს. აი, აქ მოტყნა ეს საზიზღარი ქალი, სკოლიდან რომ ვერ ვიტან. ყოჩაღ ლუკა! წავედი მე აქედან და ვაფშე, წავედი.