ტაბუ, ნაწილი LXX – მარიამი

ნაწილი LXX <მარიამი

ჯადოსნურ ზღაპარში აღმოვჩნდი მგონი. ყველაფერი მაჩუქა ამ ბიჭმა, რაც როდესმე მდომებია. ჩემი სურვილების ამსრულებელ ჯადოქრად დამყვებოდა უკან, სანამ ვიტყოდი, მანამდე ხვდებოდა, რა მინდოდა. თავისუფლება მაჩუქა, სურვილებსა და არჩევანში. თვალებში მიყურებდა და კითხულობდა ჩემს სურვილებს და მისრულებდა კიდეც. რასაც მინდოდა, იმას ვყიდულობდი მაღაზიებში, რასაც მინდოდა იმას ვჭამდი, არა დედაჩემის გამოწერილი “ჯანმრთელი” რაციონიდან, წიგნებიც მიყიდა და კი ვხვდებოდი, სულ ჩემთან უნდოდა ყოფილიყო, მაგრამ ხვდებოდა, რომ განმარტოება მჭირდებოდა და წიგნის ფურცლებში ჩაძირვა და რაღაცეებს იგონებდა ხოლმე ამ დროს, თვითონაც ვითომ რაღაცას კითხულობდა თავისივე მობილურში, მაგრამ რაღაც დროის მერე ვატყობდი ხოლმე, რომ უფრო მე მიყურებდა, ვიდრე მობილურის ეკრანს. საუზმისას მელოდებოდა, სანამ როგორც მიყვარდა, უფრო სწორად, როგორც ამ დღეებში აღმოვაჩინე, რომ მყვარებია მოქცევა, უზარმაზარ თეფშზე ლამის ყველა კერძიდან, რასაც სასტუმროში გვახვედრებდნენ, თითო ლუკმის აღება და მერე აჯაფსანდალივით, ყველაფრის ერთად ჭამა. თვითონ უცებ ირჩევდა, რა შეეჭამა, ორ ან სამ საჭმელს იდებდა თეფშზე, ძირითადად ერთსა და იგივეს, როგორ არ ბეზრდებოდა ეს ერბოკვერცხი, შემწვარი სოსისი და რატომღაც რამდენიმე მარცვალი ყურძენი ყოველ დილას, არ ვიცი და არასდროს იწყებდა საუზმეს უჩემოდ. ყავასაც მიდუღებდა დილაობით, ყოველ დილას, ოღონდ რაღაცნაირად პედანტურად ერთნაირად იდო ხოლმე ფინჯანი, გვერდზე შაქარი, იმდენი რომ ჩამეყარა, რამდენიც იმ წამს მენდომებოდა და კოვზიც, აუცილებლად ფინჯნის ყურის გასწვრივ ლამბაქზე ჩამოდებული. ერთი დღე, ორი, სამი, ოთხი და მეხუთე დღეს მივხვდი, რომ მიუხედავად ამდენი სითბოსი და ყურადღებისა, ესეც არ იყო ჩემი თავისუფლება, პირიქითაც კი იყო, უნებურად მავალდებულებდა ამ თავისი ზრუნვით, რომ მერე ღამით, ლოგინში, ან თუნდაც ღამით არა, სადილის შემდეგ, ნომერში რომ ამოვბრუნდებოდით და მოვუნდებოდი, მეტი გულმოდგინებით ჩამედო პირში მისი ყლე, ტკბილი კი ჰქონდა და თითქოს ჩემი ზედმეტად დაძაბვა არ უნდოდა, მაგრამ რაღაც მბრძანებლური იყო მის თხოვნაში ყოველთვის, რომც არაფერი ეთქვა და უბრალოდ ეგრძნობინებინა, რომ მინეტი უნდა, უნდა რომ ჩავიჩოქო მის წინ, შარვალი ჩავუწიო და მინდა თუ არა, მაინც ჩავიდო მისი ყლე პირში, ჯერ ნელა მოვეფერო, ენა ავუსვა, დავასველო მთლიანად და მერე ბოლომდე ჩავისრიალო პირში, ისე ღრმად, რომ გლანდებით ვიგრძნო და მეტკინოს და ამას არ ვიცი, ვერ აკონტროლებდა, არ ვიცი, სპეციალურად აკეთებდა, რომ ყელი მტკიოდა სულ ის დღეები, ისე ღრმად მთხრიდა ხოლმე პირში. ვიცი, რომ რაღაცით უნდა აენაზღაურებინა ის, რომ მე ისევ ყველაფერი მტკიოდა და სექსი ვერ გვექნებოდა და არც გვქონია, ისე წამოვედი. შეიძლება მოჩვენებები მჭირდა, არ ვიცი, მაგრამ ამ თავისუფლების და ჩემს ნებაზე ყოფნის საბურველში ისევ ბორკილები დავინახე, თან ისეთი ბორკილები, მისი მზრუნველობის ვალდებულება რომ ეკიდა ზედ და უფრო მძიმე შეიძლებოდა გამხდარიყო და ამიტომ ავდექი და წამოვედი. ზუსტად ერთი კვირის მერე, დილას მისი მოტანილი ყავა დავლიე და სანამ აუზში იყო, ყოველდღე, საუზმემდე ჩადიოდა და ცურავდა მარტო, ტკბებოდა იმ თავისი წყლით, უცებ ჩავყარე ჩანთაში ჩემი ნივთები, იმაზეც არ მიდარდია, რამე დამრჩებოდა თუ არა და პირველივე შემხვედრ ტაქსისტს ვთხოვე, თბილისში წამიყვანე მეთქი. ისე ცხადად ვხედავდი ამ ბორკილებს, რომ წამიც ვეღარ გავჩერდებოდი იქ, მის მოლოდინში, აუზიდან როდის ამოვიდოდა, ნომერში შემოსული ჯერ შუბლზე მაკოცებდა ჯერ კიდევ ლოგინში მწოლს, მერე ხალათს ზუსტად ერთი და იგივე მანერით, სკურპულოზური სიზუსტით დაკეცავდა და აბაზანის კარს ტრადიციულად ღიად დატოვებდა, იმ იმედით, რომ მეც შევყვებოდი, რაც არც ერთხელ მიქნია, მაგრამ მაინც ასე რომ ტოვებდა ხოლმე. ავდექი და ისევ ჩემს საყვარელ პაწია სახლში დავბრუნდი. გზაში მეშინოდა, ლია დეიდას არ ჰგონებოდა, რომ სახლი ვიქირავე, პირველივე საღამოს გავედი და 1 კვირა რომ არ გამოვჩენილვარ, რომ სადმე წავედი და დავიკარგე, მაგრამ გადავრჩი, ყველაფერი ისე დამხვდა, როგორც დავტოვე, უცებ მივესალმე და შევძვერი ჩემს სახლში. ძილი მინდოდა, მხოლოდ და მხოლოდ ძილი ჩემს ლოგინში, ჩემთვის მარტო, თავსაც ბალიშზე დავდებდი და არ მექნებოდა შიში, რომ შეიძლება მკლავი დავუბუჟო ვინმეს და დავიძინე. ღამის 10 საათზე გამეღვიძა. არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, ფბ-ზე შევედი და აღმოვაჩინე, რომ პარასკევი იყო და ღმერთებო, ასე რანაირად მიმართლებდა? ისევ ბასიანზე წამოვედი, ბასიანი იყო ჩემი დამოუკიდებლობის დასაწყისი და ალბათ ისევ ამიტომ წამოვბოდიალდი აქ, დუდუსგან გამოქცევის შემდეგ. რანაირი ღამე იყო. შეჯიბრი იყო გამოცხადებული, ოღონდ დასალევით და მოსაწევით გამმასპინძლებოდნენ. არ ვიცი, მუსიკა კარგი იყო თუ იმიტომ იყო კარგი, რომ მე მეჩვენებოდა. შევედი თუ არა, გასახდელთან გუკა დამხვდა, აი ის ნათელი არსება, მთელ დენსფლორზე ერთადერთი რომ იღიმებოდა და წამო, დავლიოთო. ფეხზე ძლივს იდგა და კი მინდოდა დალევა, მაგრამ გუკ, დარწმუნებული ხარმეთქი, რომ ახლა დალევა გინდა და კიო, მე დავლევ ყველაზე მეტსო და დავლიეთ, ვოდკარედბული, ტრადიციისამებრ და დავტოვე ეს ბიჭუნა ბარზე დაყრდნობილი, არავინ სჭირდებოდა იმ წამს, მე კი ეგოიზმი მქონდა მოძალებული და გავიწიე შორს, უფრო შორს და ვინ მაცალა მარტო ცეკვა, ზოლიან მაისურიანი ბიჭუნა მომეკრო, მომეგლისა და ვიცეკვეთ ერთად, დავლიეთ ერთად და მომკიდა მერე ხელი და წამოდიო. არ ვიცოდი, სად მივყავდი, რატომ მივყავდი და გონს მხოლოდ ჩაკეტილ საპირფარეშოში მოვედი, ისე მკოცნიდა, თითქოს ათასი წელი არავისთვის ეკოცნა და ინგლისურად მელაპარაკებოდა, რა ეგონა, რომ ქართველი არ ვიყავი და ავუბი მხარი, darling, kiss me down და ასეთები და ჩემმა გონიერებამ თავისი გაიტანა, არ მოვატყვნევინე თავი დაუცველს, უპრეზერვატივოდ და საერთოდაც და give me your dick, honey-მეთქი და ჩავიმუხლე და მოვუწოვე ლამაზი ყლე, ძალიან ლამაზი და ტკბილი და არც კი მახსოვს, როგორ ჩამიმთავრა პირში, რა გემო ჰქონდა. ის მახსოვს, whats your name- და მეთქი მარიამი, შე შტერო, ქართველი ვარ და როგორ ჩავიხოცეთ სიცილისგან მე და გიგა იმ ვიწრო საპირფარეშოში. გავაგდე მერე გარეთ და კი მეგონა, დამელოდებოდა, მაგრამ აღარ დამხვდა. მეკიდა ეგ, ყველაფერი მეკიდა, ისე ვიყავი. სახეზე წყალი შევისხი და ისევ დენსფლორზე დავბრუნდი და რა ლამაზად ცეკვავო, ვიღაც ბიჭუნამ მითხრა. გამეღიმა და გავაგრძელე და მოსაწევი გავჩითეთო და Im going with u გავაძრე და ისევ საპირფარეშოში აღმოვჩნდი, ვიცინეთ, ვიმაიმუნეთ, მეკაიფნენ ბოთლზე ნახვრეტს რომ ვერ მივაგენი, მე რა ვიცოდი, ბოთლის სად უკეთებენ ნახვრეტს და ორიოდე ნაფაზი და წამოვედი იქედანაც და გავედი დენსფლორზე და გავედი და გავედი, ისე გავედი, რომ ცუდადაც გავხდი, გარდა იმისა, რომ ათასი აპოკალიფტიკა ვიფიქრე ჩემს მომავალ ცხოვრებაზე და მერე მიპოვა ვიღაც კეთილმა ადამიანმა და წამიყვანა საპირფარეშოში, მაღალი იყო, თხელი და სათვალიანი და ნეტავ ვიცოდე ვინ იყო, ჩემი მხსნელი, ჩემი ამმოძრავებელი, ისევ დენსფლორზე რომ დამაბრუნა და იქ რა ხდებოდა, სიგიჟეები, ჩემს თავში ხდებოდა თუ სინამდვილეში, ვინ იცის, თავში მუსიკა უკრავდა და მე სხვაგან ვფიქრობდი, ათას რამეებს ვფიქრობდი, იმას, რაც არასდროს მომხდარა და მინდოდა მომხდარიყო. ჩემთვის ვიყავი, სულ ჩემთვის და მოდიოდნენ ვიღაცეები და ვიცეკვოთო, დავლიოთო, ვიზასაოთო, ვიტყნაუროთო, გადამრიეს. არადა მარტოობა მინდოდა, ჩემს თავში ჩაღრმავება მინდოდა, ჩემს საკუთარ სექსუალურ ფანტაზიებში მინდოდა ჩავძირულიყავი იმ ღამით და ვინ მაცალა. გოგონა მომიახლოვდა ბოლოს, გრძელი შავი კაბა ეცვა, ჩემზე ცოტა დაბალი იყო და საკინძი ჰქონდა გახსნილი, თავიდან ასე მეგონა და მოსასხამით ყოფილა თურმე მხოლოდ, შიშველ ტანზე შემოცმულით და ოდნავ რომ გაეწია ეს მოსასხამი და შიშველი ძუძუ გამოუჩნდა, იქ გავგიჟდი და იქ მივხვდი, რა მინდოდა, რას მინდოდა მოვფერებოდი და შევუცურე ზედატანში ხელი, მუცელზე დავადე ხელის მტევანი და ამოვუცურე მკერდისკენ და განა შეკრთა, მიყურებდა და მიღიმოდა, მერე მივხვდი, რომ მასაც ვუნდოდი და მამხნევებდა.

ტაბუ, ნაწილი LXIX – დუდუ

ნაწილი LXIX – დუდუ

ისეთი თავისუფალი წამოვედი, ფეხზე მეკიდა, ფეხზე მეკიდა ყველაფერი, თუ უნდა მთელი სახლი დაენგრია, დაემტვრია და გაეცამტვერებინა, ჩემი საკოლექციო სასმელებით სავსე ბარი მინებჩამსხვრეული და ვისკებ მოწურწურე დამხვედროდა, ჩემი საყვარელი სამზარეულოს შუშის მაგიდა დაბზარული, საყვარელი ლოგინი დასერილი და წიგნები დამწვარი, ყველაფერი მეკიდა, ყველაფერს ხელახლა გავაკეთებდი, უკეთესიც იქნებოდა, მის კვალს და მის ნაკვალევს ამოვკვეთდი ჩემი ახალი ცხოვრებიდან. იურიდიულად რომ ვერაფერს მიჩალიჩებდა, რაც უნდა მოენდომებინა, ეგ ვიცოდი, არც საქორწინო კონტრაქტი გვქონდა და არც ბავშვი გვყავდა, რომ ქონების ან შემოსავლის ნაწილი მოეთხოვა. ჩამოვიდოდი და ერჩივნა, არანაირად არ დამხვედროდა არც სახლში და არც არსად და არც არასდროს არსად გადამყროდა, მისთვისვე იქნებოდა უკეთესი. ჩემი პატარა გოგოსთვის მინდოდა ახლა ხელი მომეკიდა და სადმე წამეყვანა, სადმე ამ ხმაურიანი და დამღლელი ქალაქიდან შორს, სიმშვიდეში და სუფთა ჰაერში და ავიღე და ბორჯომში წავიყვანე. არ ვიცოდი, დიდ გზაზე სიარულს როგორ გაუძლებდა ეს ფარფატა ყვავილი და ბორჯომამდე ხო 2 საათის გზაც არ იყო. არც ცუდად გამხდარა გზაში და არც არაფერი, ისიც კი მომთხოვა, საჭესთან დამსვიო და დავსვი ცოტა ხანს, როგორ უხაროდა, მტკიცედ ეჭირა იმ თავის სუსტ ხელებში საჭე და რაღაც მომენტში მეგონა, რომ ავტორალზე გავუშვებდი და არ შემეშინდებოდა, ისეთი მტკიცე და მამაცი გაიჩითა, ჩემი პატარა გოგო. ყველგან გავაჩერე, სადაც მოისურვა, ყველაფერი ვუყიდე, რაც უნდოდა, არ ამბობდა, მაგრამ მე ვხვდებოდი, ვატყობდი სახის გამომეტყველებაზე, წამის მეასედით რომ შეუნელებდა სუპერმარკეტის დახლთან, ეს ჩემი ღორმუცელა, ჭამდა და სვამდა ბევრს და გემრიელად და არაფერი ეტყობოდა, პეპელასავით ფარფატა იყო მაინც. მინდოდა, ყველა მისი სურვილი ამესრულებინა, ვატყობდი, რომ საკუთარი გადაწყვეტილებებით მოქმედებას დანატრებული იყო, თავნებობას თამაშობდა და ძალიან ხელოვნურად გამოსდიოდა. თითქოს რაღაც ჯაჭვებიდან გათავისუფლებას ლამობდა და ერთადერთი, რაც მე მესახებოდა მის გამოსავლად, სრულ თავისუფლებას ვაძლევდი, მისივე ქმედებებშიც და საკუთარშიც, თითქოს მის აჩრდილად ვიქეცი, მისი სურვილების ამსრულებლად. ყველაფერი ვქენით, რაც ამ პაწია ქალაქში შეგვეძლო გვექნა, საბაგიროზეც ავედით. თითქოს სიმაღლის არ ეშინოდა, მაგრამ ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული ჩემს მკლავზე, ისე, რომ გონს რომ მოვედით, იმდენი სიღრმისა და სილამაზის ხილვის შემდეგ, დალურჯებები ვიპოვეთ ჩემს ხელზე და უამრავი ვიცინეთ. ჩემი მაინც მშიშარა გოგო. კომპოზიტორებიდან ნახევრად სეირნობით და რომ დაიღალა მერე, ტაქსით ჩამოვედით ჩვენს სასტუმრომდე. აუზში ჩავიდეთ მეთქი, შევთავაზე. გამიღიმა და წამომყვა. ვხვდებოდი, წყლისადმი იმ ვნების მიახლოებული სიყვარულიც კი არ ჰქონდა, რაც მე, მაგრამ ალბათ არ იცოდა, რა ღრმაა წყალი, რა ტკბილია და სასიამოვნო და იმიტომ. მე სანამ აუზის ოცჯერ გაცურვა-გამოცურვა მოვასწარი, ეს ონავარი გოგო ზევით აძვრა, საუნაში შევიდა და მერე ვხედავდი, როგორ დადგა აუზის პირას, უკვე აკანკალებული წყლის ტემპერატურის მომლოდინე. ბოდიში, მარიამ, საუნის სიცხეს ვერ მოგართმევდი წყალში და ჩამოხტი გოგო, რა გჭირს, მე გაგათბობ-მეთქი, ვუთხარი და ჩამოჯდა აუზის კიდეზე. ჩამომიყო წყალში ის თავისი ლამაზი, თხელი ფეხები და ცუდად გავხდი, ისე მომინდა, გულში ჩამეკრა. იქვე, იმ წუთას. ვერ მოვითმინე, სანამ თვითონ გადაწყვეტდა, მივუახლოვდი, წელზე ხელები ფრთხილად მოვხვიე და მოწყვეტით ჩამოვითრიე წყალში. კი იკივლა მოულოდნელობისგან, გაცხელებულ სხეულზე აუზის წყლის მოხვედრა ლამის ეტკინა, მაგრამ არა უშავდა, მოითმენდა, მოითმენდა ჩემი გულისთვის, ისე მინდოდა, ისე მინდოდა გულში ჩამეკრა, მისი ცახცახი დამეამებინა ჩემი სხეულიდან გამომავალი სითბოთი და ამ აუზში რა უნდა გვექნა, იმაზე მეტი, რომ გულში ჩახუტებულს მეცურებინა ერთი კიდიდან მეორემდე და მეთამაშა თან, შემომეცურა მისთვის და გზად ჩემი ამდგარი ყლე გამედო, ვითომ შემთხვევით, რომ ეგრძნო გახევებული ხორცის შეხება და მოვნდომებოდი მასაც, ამ გოგოს, ამ ფარფატა პეპელას, ველურად რომ გადაიქცეოდა ხოლმე ლოგინში. ბოლოს მივხვდი, ის პაწია ტალღები, სხეულთან ახლოს რომ უჩნდებოდა, მისი ცახცახის კვალი იყო და კი არ მეუბნებოდა, რომ სციოდა. ჩუმად გავაცურე კიბისკენ, ავედი და თბილი ხალათი დავახვედრე აუზიდან ამომძვრალს, შევახვიე ხალათში და ისე წავიყვანე ჩვენი ნომრისკენ. მინდოდა, კარგად ყოფილიყო, თბილად და ისე ყოფილიყო, როგორც უნდოდა. ეგოიზმი დავძლიე თითქოს, ასე მეგონა იმ წამს, გრძელ დერეფანში რომ მივაბიჯებდით ჩვენი ნომრისკენ. მის განკარგულებში ვიყავი მთლიანად, მინდოდა, ის გამეკეთებინა, რასაც თავისი დაბალი, მშვიდი ხმით მეტყოდა, ყველა მისი ბრძანება შემესრულებინა. და იგრძნო თითქოს ჩემი განწყობა. ჯერ ცხელ შხაპში შევიდა და კარი დემონსტრაციულად გადაკეტა, რომ შესვლა ვერ შემძლებოდა და წყლის ქვეშვე ვერ მომეტყნა, რაზეც უკვე რა ხანია, ვოცნებობდი. შხაპიდან მკაცრად მოხვეული ხალათით გამოვიდა, შუბლზე მაკოცა და დალევა მინდაო. მეც მინდოდა, დალევაც მინდოდა და მოწევაც და დარიშხნის მცირე დოზასაც მივიღებდი, რო რამე და გამოვაღე მინი-ბარი, საკმარისად იყო პაწია ბოთლუკებით სავსე, რომ ეს პაწია ფერია დაკმაყოფილებულიყო. თითო ბოთლს თითო-თითო ყლუპზე ვცლიდით, ერთს ის სვამდა და ერთს მე, ხანდახან პირიქით და შეემღვრა მალე თვალები, არ იყო მიჩვეული ამდენ ალკოჰოლს, თან არეულს, არეულს ერთმანეთში და ლაპარაკში და ლოგინზე რომ იჯდა და მე ფეხებში ვუჯექი, აი ამ პოზაში მოფერებებსა და ხელის შეცურებებში და შემიყოლა ერთ-ერთ შეცურებაში, ხელის ზურგზე დამადო თავად ხელი და რაის შემწყვეტი ვიყავი, სიგიჟემდე მინდოდა ეს გოგო, სიგიჟემდე მინდოდა მისი შიგანი მეგრძნო ჩემში, ის ნატკენი მომეშუშებინა, რაც სტკიოდა და აღარ სტკენოდა არასდროს. მინდოდა ვყოფილიყავი ის კაცი, ვისთანაც მიხვდებოდა, რომ სექსი არც მარტო ტრაკში ტყნაურია და არც მარტო ტკივილი.

ტაბუ, ნაწილი LXVI – მარიამი

ნაწილი LXVI მარიამი

პირველ ორგაზმს კაცთან ტრაკში ტყნაურისას თუ განვიცდიდი რას წარმოვიდგენდი, მე, ჩემს რომანტიკულ ფიქრებში სანთლების შუქზე და ვარდების ფურცლებში საყვარელ ადამიანთან დაგეგმილ პირველ სექსზე მეოცნებე. მაგრამ არ მგონია, რაიმე დაგეგმილი და მოზომილი და გათვლილი ამაზე მაგარი ყოფილიყო. ასე ბასიანზე ნაპოვნი ბიჭი და მე ტბაში ნაბანავები, ბურანში მოხვედრილი და მერე მისი სიცხისა და სითბოსგან გამოფხიზლებული, ვიწექით ერთად, სხეულის ყველა სანტიმეტრით გვიყვარდა ერთმანეთი, ღიმილს არ ვაცდიდით ერთმანეთს და მოფერებას და ასევე ჩაგვეძინა. დილას რომ გამეღვიძა, ისეთი ბუნებრივი იყო ყველაფერი, მეგონა ჩემს საკუთარ ლოგინში გავიღვიძე, მერე უცებ გამახსენდა, რომ ჩემი ლოგინი სხვა იყო უკვე, მერე რა, რომ იქ ერთი ღამეც არ გამეთია და მერე ისიც გავიცნობიერე, რომ ასე კარგად კაცის ლოგინში ვგრძნობდი  თავს, დუდუსთან, თბილ და გემრიელ ბიჭთან. ლოგინში აღარ იწვა, მაგრამ ბალიშს გადავუსვი ხელი და სითბოც შემორჩენოდა და დავყნოსე მერე, ვერ მოვითმინე და მივხვდი, რომ მარტო ბალიშს კი არა, მთლიანად მეც მისი სურნელი ამდიოდა, მკლავებზე, თმაზე, ალბათ სახეზეც. ჩემივე თმას ვყნოსავდი და ვკოცნიდი, სანამ მოვიდოდა და მშვიდად მომიწვებოდა გვერდით. წამო, ქალაქიდან წავიდეთო, უცებ მითხრა, აქ აღარ მინდა, ცოტა ხანს გარიდება მინდა აქაურობისგან, დასვენება და შენთან ყოფნაო. გავშრი. ჯერ ის არ მეყოფოდა გუშინ დილას სახლიდან რომ წამოვედი და ჩემთვის ახალი სახლი ვიქირავე, მერე კლუბში მართლა საცეკვაოდ წავედი, ახლა ქალაქიდან გავსულიყავი ვიღაც თითქმის უცნობ კაცთან ერთად, აქამდე თბილისს მამაჩემის მკაცრი ზედამხედველობის გარეშე გაცილებული არ ვიყავი და მეთქი, რატომაც არა. რაც მეტი რადიკალიზმი, მით მალე გამოვერკვეოდი ჩემი წინა ცხოვრებიდან. მანქანით მგზავრობა თუ გიყვარსო და არც ვიცოდი კარგად, ეგრეც მოვახსენე. რა ბევრი მე მეარა. კაი, მაშინ ახლოს წავიდეთ ჯერო და ლოყაზე მაკოცა, მალე მოვალო. უცებ ჩაიცვა, მიღიმოდა თან მშვიდად და გაქრა ოთახიდან. მეორე გვერდზე რომ გადმოვტრიალდი, ტუმბოზე ყავიანი და ნამცხვრებიანი ლანგარი დამხვდა. ნეტავ, სად და როგორ მოასწრო?! ვიწექი ნებიერად, არც ტელევიზორი ჩამირთავს, არც მუსიკა, ყავას ვსვამდი, ვეწეოდი და ვფიქრობდი. ნამცხვრებს არ მივკარებივარ, რა იცოდა, რომ არ მიყვარს ტკბილი და ვტკბებოდი იმ სიჩუმით, რომელსაც მე თავად ვქმნიდი. ისევ სექსი მომინდა, ამ ოთახიდან, ამ სიმშვიდის ოაზისიდან ორგაზმის გარეშე არ წავიდოდი და მეთქი, მალე მოდი რა, დუდუ. მგონი, ესმოდა რას ვფიქრობდი, ორ წუთში შემოაღო კარი, რაღაც აჭრილი და განერვიულებული ჩანდა პირველ წამებში, მაგრამ დამაფოკუსა თუ არა,  სახე ეგრევე გაუნათდა და მოდი მეთქი ჩემთან. ძალიან მინდოდა, ისევ მეგრძნო ჩემში, მასზე ფიქრისგან ვიყავი სველი და ტანსაცმლიანად ჩამოვითრიე ლოგინში, მსიამოვნებდა მე რომ არაფერი მეცვა, ამას კი გამოეცვალა მაისური და შორტი, სისუფთავის სუნი ასდიოდა და მოვუთელე კარგად ის თავისი ახალი მაისური, სანამ გავხდიდი. ისე უხაროდა ჩემი მოფერება, ისეთი ბედნიერი იყო, დიდხანს მინდოდა გამეგრძელებინა, მაგრამ ვერ ვითმენდი, მე რა მაგის შორტის გამხდელი ვიყავი, როცა იწვა და ცოტა რომ დავეჯაჯგურე, მიხვდა და შორტიც გაიძრო და ტრუსიც მიაყოლა ზედ. დღის შუქი იყო, კარგად შემეძლო დამენახა მისი ხორბლისფერი კანი, კარგად გაპარსული ბოქვენი და ისეთი ლამაზი ყლე, როგორიც არც ერთ პორნოში მენახა. მაისურის გახდაც ვაიძულე, მთელი ტანით მინდოდა დამენახა, როგორი იყო, დაკუნთული, სრიალა კანიანი, ლამაზი და ზედ დავაჯექი. წელით ვეჭირე და ვხვდებოდი, ჩემს დახმარებას აპირებდა, რომ მე ბევრი ძალა არ დამეხარჯა, თვითონ ჰქონდა კიდევ ბევრი ადამიანის სამყოფი ძალა, ხელებს ლამის მთელ წელზე მაწვდენდა. ჯერ მაინც ვცადე მისი ყლე მუტელში შემეცურებინა, მაგრამ შუა გზაზე ვიგრძენი, ისევ მომკლავდა ტკივილი და წამოვიწიე და კლიტორზე დავისრისე, დამესველებინა მინდოდა კარგად, რომ არც ტრაკში შეყოფისას არ მტკენოდა და ნელნელა დავაჯექი. ისეთი კარგი იყო, მთლიანად მომენდო, არ უაქტიურია, ისევ ეშინოდა, რომ მატკენდა და ასე ნელნელა შევიყვანე ჩემში, კი მტკიოდა, მაგრამ მივხვდი, როგორ პოზაში იყო სასიამოვნო და თან ცალი ხელი კლიტორზე ჩავაცურებინე, რაღა უნდოდა მიხვედრას, რა მინდოდა. თან ტრაკში დამიდიოდა მისი ცხელი ყლე, თან კლიტორს მისრისავდა და ამაზე სასწაული შეგრძნება არ მეგონა, თუ იყო ამ ქვეყნად. მერე უცებ გაჩერდა, ტუჩებზე ხელი მომადო და ნელა გამოსრიალდა ჩემგან. თვითონ ვუნდოდი, თავის გემოზე მოვერგე და მუხლებზე დამაყენა, თითები პირში ჩამიყო, ყლე კარგად რომ დაესველებინა, დუნდულები გადამიწია და ნაზად შემოვიდა ჩემში. მეტკინა თავიდან, მაინც არ იცოდა, როგორ ჯობდა და ხელებით ნაზად გავაჩერე და ვეცადე მიმართულება მომეძებნა და გავუშვი მერე, მეთქი მიდი სიცოცხლე, მინდიხარ და ნელნელა რომ დაიწყო მოძრაობა, ასე მეგონა, მარტო ტრაკში კი არა, ყველგან შემოდიოდა მისი სიცხე, თვალებში, პირში, ძარღვებში და ბოლოს თვითონაც რომ დაუმძიმდა სუნთქვა, მეთქი ჩქარა, ჩემო სიცოცხლე, სწრაფად და თან ხელი კლიტორზე მოვიკიდე და ასე მოვიდა ორგაზმი, ასე მოვიდა მეორე სასწაული, ასე მოვიდა გულის ამოვარდნამდე ფეთქვა, სიამის კრუნჩხვა და კანკალი.

ტაბუ, ნაწილი LXV – დუდუ

ნაწილი LXV დუდუ

კისრიდან დაბლა რომ ჩამომიცოცდა ეს გოგო, აი მართლა ჩამომიცოცდა. ისე ნელა მოდიოდა, ჩემი სხეულის თითოეულ ნაკუწს ისე გულდასმით ლოკავდა და კოცნიდა, იმ სიცხეში მსიამოვნებდა მისი ნერწყვით დასველებულს ჰაერის ოდნავი მოძრაობაც რომ მაგრილებდა და ჩაყვა ეს გოგო სულ ბოლომდე და ყლეზე არც შემეხო, ოდნავ ხელისგული ჩამომისვა, ისიც ისე, რომ სიმხურვალე ვიგრძენი მხოლოდ და მივხვდი მისი ხელისგან მოდიოდა. ოდნავ გავახილე თვალები და ზუსტად ის რომ წარმომიდგა თვალწინ, რასაც თვალდახუჭული ვხედავდი, ბოლომდე დავხუჭე თვალი და მივენდე შეხებისმიერ შეგრძნებებს და სასწაული იყო. რა ინსტინქტით გრძნობდა, იქ აესვა ენა, სადაც ყველაზა ასატანად მგრძნობიარე ვიყავი და იმ მონაკვეთებს მორიდებოდა, სადაც მოფერება წყობიდან ისე გამომიყვანდა, რომ შეიძლებოდა მეუხეშა. ასე მივლიდა წინ და უკან, ზევით და ქვევით და რომელიღაც მომენტში სახე ტრაკისკენ რომ ჩამიყო და ენის ასმასთან ერთად, ყვერებზე მისი მხურვალე სუნთქვა ვიგრძენი, იქ ამეძრო სახეც და ყველაფერიც და თურმე სად ვიყავი, წელზე მომხვია ხელი, ხელი არა, ხელის მტევანი და მაიძულა გადმოვტრიალებულიყავი. მუცელზე ვიწექი და მთლიანად მისი ვიყავი, უმწეო და სიამოვნების მოლოდინში და არ დაუყოვნებია, დუნდულები გამიწია და ენა ამისვა მთელ სიგრძეზე, ყვერებიდან ანუსამდე და ზემოთაც და ჩამოყვა მერე და ძალიან ნაზად, ძალიან ძალიან ფრთხილად, თითქოს ცდილობდა ჩემი კაცური თავმოყვარეობისთვის შემთხვევით შეურაცხყოფა არ მიეყენებინა. ისე მისმინა, ამ მოფერებისას როგორ უფრო დამიმძიმდა სუნთქვა და იგრძნო რომ მსიამოვნებდა და ჩამიცურა ენა, ჯერ სულ ოდნავ და ეს მეყო, რომ სუნთქვა კიდევ უფრო დამმძიმებოდა და არ ვხმაურობ ხოლმე, მაგრამ სიამის კვნესა წამცდა მაინც და კიდევ უფრო ღრმად შემიძვრა ამ  თავისი სველი და ცხელი ენით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი სასიამოვნო თუ იქნებოდა გოგოს ენა ჩემს ანუსში და რაღაც მომენტში თითქოს უფრო მეტი უნდოდა, ენის სიღრმე არ ყოფნიდა და თითი შემიცურა და ეს უკვე აღარ მესიამოვნა. რაღაც არაბუნებრივი იყო და ისე არც სრიალებდა და შეიძლება მისი გრძელი და ლამაზი ფრჩხილების გამო და გადმოვტრიალდი ისე, რომ გამომიყო ის ლამაზი თითი ტრაკიდან და დავუჭირე მთლიანი ხელი და ყვერებზე ავისვი, უკვე ისე მინდოდა მისი შიგანის შეგრძნება, რომ ვერც ვითმენდი და ის მისი საშინლად შეჭმუხნილი შუბლიც კარგად მახსოვდა და ვკითხე. ვკითხე, ვცადო მეთქი, ჩემო გოგონავ, შენში მინდა მეთქი ძალიან და დახუჭა თვალები და გამიღიმა. მზად იყო ტკივილიც აეტანა, მაგრამ ვერ შევძელი, აღარ მინდოდა მისი თუნდაც ოდნავ მოჭმუხნილი შუბლი დამენახა და მერე მოკვნეტილი ტუჩები, ტკივილიან კვნესას და კივილს რომ იკავებდა და ვეცადე, მე შემეკავებინა თავი. ორივე ხელი მოვხვიე, გულში ჩავიკარი და შემომეჭყლიტებოდა მეგონა, ისე მინდოდა, მისი სხეულის ყოველი სანტიმეტრი მეგრძნო მთელ ჩემს კანზე, ყველგან მინდოდა შევხებოდი ერთდროულად, ისეთი ტკბილი იყო, ისეთი საამო წყლის სურნელი ასდიოდა, ჩემი წყლის, და უცებ ასე მართლა ტალღასავით აიქოჩრა, აიტალღა და გადმომიტრიალდა ხელებში, როგორ მაჯობა ძალაში, არ ვიცი. ზურგით დამიწვა და ჩემი უკვე მის მკერდზე მოხვედრილი ხელები ქვემოთ ჩაიცურა. თავიდან ვერ მივხვდი, რა უნდოდა, მაგრამ ტრაკი რომ მომასრისა ყლეზე, მეთქი, ჩემო გოგო, ჩემო სიცოცხლე, არ გინდა, რომ ამ ამდგარი ყლით და დაუკმაყოფილებელი დამტოვო და ჩავიხუტე, თან მარჯვენა ხელი მუტელში შევუცურე, სველი იყო უკვე, ძალიან ვუნდოდი, ყველგან ვუნდოდი და მეც ვგიჟდებოდი უკვე. თითი დავისველე მისივე სისველით და ვცადე, ანუსში შემეცურებინა, გამაჩერა, თითით არაო და რა რიკაშეტი იყო, ეს ვინ იყო, თვითონ მომკიდა ყლეზე ხელი, ტანით წინ გაიწია, კარგად რომ მომრგებოდა, ჯერ კლიტორზე აიცურ-დაიცურა ჩემი ყლისთავი, დასველებას ცდილობდა და მერე მიიდო ტრაკთან და თვითონ ეცადა ჩემში შემოსულიყო, აი ასეთი შეგრძნება მქონდა, ცოტათი რომ შეიყო და თვითონ რომ დაიწყო მოძრაობა. ეს გუშინ ქალიშვილი გოგო მტყნავდა და ამაზე მეტი ნეტარება არ მეგრძნო აქამდე. კბილი კბილს ჰქონდა ისევ დაჭერილი, ვატყობდი მძიმე კვნესაზე, მაგრამ არ იყო ეს ის კვნესა, სხვა იყო, ტკივილიანი სიამის და ვეღარ გავუძელი ამ ნელ მოძრაობებს, უფრო ღრმად მინდოდა, უფრო ჩქარა მინდოდა, უფრო მეტად მინდოდა ყლეზე ცეცხლი მომკიდებოდა და როგორც კი მივხვდი, აღარ სტკიოდა და სიამოვნებდა მხოლოდ და ამ სიამოვნებისგან ღმუოდა და კბილებით ბალიშს ბრდღვნიდა, ძლიერად და ღრმად შევუდე, წელზე ხელები მოვკიდე და ჩამოვიცვი ზედ, როგორც ყველაზე მოხერხებულ ტანსაცმელს ჩამოვიცვამდი და თან მინდოდა კაცთან განცდილი ორგაზმი სასწაულად დამახსოვდებოდა, ის ტკივილი დავიწყებოდა და ჩაეფერფლა და ერთი ხელი კლიტორში ჩავუყავი, უსველესი იყო, ნაკადებად სდიოდა წვენი, ცდუნებას ვერ გავუძელი და თითი გავილოკე. უგემრიელესი გამოდგა, სხვანაირად როგორ შეიძლებოდა და ვუსრისავდი თან კლიტორს და თან ღრმად ვტყნავდი და აღარ მინდოდა ეს საოცრება როდესმე დასრულებულიყო.  

ტაბუ, ნაწილი LXIII – დუდუ

ნაწილი LXIII – დუდუ

ცურვა არ იცოდა გოგომ. წყალს შევეხეთ თუ არა, ისე შეკრთა, ეგრევე მივხვდი. მისთვის უცხო სამყაროში მიდიოდა, მიდიოდა კი არა მე მომყვებოდა და მერე რა რომ წინ მიმიძღვოდა, თანაც უკუსვლით, მაინც მე მომყვებოდა და გავხადე ყველაფერი და ხელში ავიყვანე. ასე უნდა შემეყვანა წყალში, სტიქიაში, რომელიც ჰაერზე მეტად ახლობელია ჩემთვის და საყვარელი. არ მინდოდა ამ საყვარელ გოგოს შეშინებოდა ჩემი ცხოვრების, ჩემი ბევრი წყლის და გულზე მივიკარი და ისე გადავწექი წყალზე, თავზე ხელი მეკიდა, რომ შემთხვევით სახეზე წყალი არ შეხებოდა და არ შეშინებოდა და ისე ჩამოვსვი ჩემი მკლავებიდან. ღრმად არ ვიყავით და არ შეეშინდებოდა. აქ უკვე მე მოვკიდე ხელი, ლისის სიღრმისკენ მე შევტრიალდი ზურგით და წინ გავუძეხი, სანამ თამამად მომყვებოდა და გიჟი ეს, კისრამდე მომყვა. თხელი და მაღალი კისერი ჰქონდა და იმ თხელი და მაღალი კისრის კიდემდე რომ მიაღწია წყალმა, მე თვითონ გავჩერდი, ეს კი წამომყვებოდა უფრო სიღრმეში, მაგრამ შემიშინდებოდა მერე და არ მინდოდა და გავჩერდი და დავიხარე მისკენ და წყლით დასველებულ ტუჩებზე ვაკოცე. ბოლომდე გადახარა თავი და თმა დაუსველდა, ხელი მოვკიდე კისერზე, აი ისეთ თხელ კისერზე, ჩემი ხელის მტევანს რომ შემოვაწვდენდი და უფრო დავიხარე, კისერი არ გადატყდომოდა და რა ტკბილად მკოცნიდა. თავიდან პატარა და გამოუცდელ გოგოდ რომ მივიჩნიე, მეთქი, არა შემეშალა და გაჟიმვა მომინდა მისი, წყალი ცივი იყო, მაგრამ ამდგარი მქონდა მაინც და ჩავუცურე ხელები წელთან და წამოვწიე ჩემკენ, ტრაკზე მოვკიდე ხელი და ავიტატე, ორი კილო იყო მგონი და ვეცადე მომერგო, ვეცადე შემეცურებინა ლამის უკვე ხედ ქცეული ჩემი ყლე მის მუტელში, ისე მინდოდა, ისე, მინდოდა წყალზე ღამის მქრქალი ნათურების ფონზე არეკლილ სინათლეზე დამენახა, სახე როგორ შეეცვლებოდა, მის შიგნით რომ მიგრძნობდა და თვალები დახუჭა, მანამდე სახეში რომ შემომჩერებოდა და აკვირდებოდა ჩემი ნაკვთების თითოეულ ცვლილებას და დახუჭა და შუბლი მოეჭმუხნა, თვალებიც უფრო მაგრად დახუჭა და მეთქი გოგონავ, მარიამ, რა გჭირს, რაღაც ცუდი ხდებოდა, ამას მივხვდი და მტკივაო. მტკივაო. ქალიშვილობა გუშინ დავკარგე და სისხლი მდისო და მოვკვდი კინაღამ, ეს რა მითხრა. ისეთი თავისუფალი იყო, რას წარმოვიდგენდი და გამოვუღე სასწრაფოდ და გულში ჩავიკარი, აღარაფერი მინდოდა იმ წამს, ოღონდ შუბლი გაეხსნა და ეს ბოლომდე დახუჭული თვალები გაეხილა და ისევ შემოეხედა ჩემთვის. უფრო მაგრად ჩავიხუტე და ვეფერე თავზე, სველ თმაზე, სველ შუბლზე, მერე ხელში ავიყვანე და წავწექი ისევ წყალზე და ლისის ტალღები, მაგათაც თუ ტალღები ჰქვიათ, ოდნავ გვინანავებდნენ და ვუყურებდი, როგორ უმშვიდდებოდა სახე, ეხსნებოდა ლამის კრუნჩხვებში ჩავარდნილი სახის ნაკვთები და fuck, რატომ არ მითხრა მანამდე?! რატომ მაიძულა, ტკივილი მიმეყენებინა და მერე რატომ მითხრა? რად უნდოდა ტკივილი ჩემგან, როცა ასე ტკბილად იყო. ახლაც ხო მე ავიყვანე ხელში და თვითონაც კისერზე მომხვია ხელები და თავი მომახუტა მკერდზე და ნელნელა ის გრძნობა მოდიოდა ჩემკენ, რომ კარგად იყო ჩემთან, ეს ყვავილი, ეს ბაბუაწვერა. ცოტა ხანში კანკალი დააწყებინა, გცივა-მეთქი და კიო და დავიძარი ნაპირისკენ, როგორ გავყინავდი, რა გულით და გამოვიყვანე ნაპირზე, ხელებით ვამშრალებდი და თვითონაც მეპოტინებოდა, ცდილობდა ჩამოეფერთხა ჩემი კანიდან წყლის წვეთები და რა იცოდა, მე რომ სიცივე მიყვარს და არც მაწუხებდა იმ წამს არაფერი, ამის დახორკლილი კანის გარდა. პირველი ჩემი შორტი ვიპოვე, იმით გავამშრალე, იცილებდა, მაგრამ არ მივეცი წინააღმდეგობის გაწევის ნება და დამყვა მერე, გამომართვა შორტი და თვითონ იმშრალებდა, სანამ მე მისი ტრუსი, ლიფი და სარაფანი მოვნახე, იქვე, ნაპირზე უთავბოლოდ დაყრილი, ჩავაცვი და შორტიც გამოვართვი და ჩავიცვი, მეკიდა, რომ ჩემი ტრუსი სადღაც აქ ეგდო, დაე ხვალ ვინმეს ეპოვა და ნეტა ფანტაზია ჰქონოდა და ეფიქრა, რატომ ეგდო ლისის ტბის ნაპირზე მამაკაცის შორტი ტრუსები. არც მაისურის ძებნას ვაპირებდი, მაგრამ თვითონ მიპოვა მარიამმა, ხო თვითონ გამხადა და ახსოვდა, საით გადააგდო და ჩამაცვა და ჩამეხუტა, ისევ ჩემი სითბოთი თბებოდა და რამდენი მქონდა მისთვის, მთელი ამ წლების დაუხარჯავი სითბო მქონდა გასაცემი და გადიოდა კანის ყოველი მილიმეტრიდან, ყოველი ატომიდან და ათბობდა ამ ტკბილ, შემცივნულ, კანდახორკლილ გოგონას. გზისკენ წავიყვანე, ხელი მოვხვიე და წელზეც, მხარზეც და კისერზეც ერთად ვერგებოდი, ისეთი სიფრიფანა და სათუთი იყო და მეთქი, წამოდი, აქედან წავიდეთ, სითბოში წაგიყვან. ჩუმად შემომხედა და თავის დაქნევაც არ დასჭირვებია, ვხედავდი ისედაც რას ფიქრობდა. ერთი პირობა კი ვიფიქრე, რა კარგი იქნებოდა ჩემს სახლში წამეყვანა, ჩემს ოთახში, ჩემს ლოგინზე დამეწვინა, ჩემი საბანი გადამეფარებინა და ჩამეთბო, ჩემი სამზარეულოდან ჭიქა ამეღო და ჩემი ბარიდან კონიაკი ჩამომესხა და მის სისხლძარღვებში სითბო ჩამეფინა, მაგრამ ნანკა გამახსენდა, მაგის კარგიც მოვტყან, რაც ვიცნობდი, მიყვარდა და ცოლი იყო ჩემი, ამის ნახევარი სითბო არ მოუცია, რაც ამ გოგონამ მომცა ამ ერთ ღამეში და უახლოესი სასტუმრო დავგუგლე. სასტუმრო ერთი ყლეა ყველა, სუფთა ოთახი, მეტნაკლები კომფორტი და დიდი, ქინქსაიზ ლოგინი, სადაც შეგიძლია დაწვე, მოიწვინო შენი გოგო და ჩაიხუტო გულში და გაათბო, გაალღვო და დააძინო შენს მკლავებში იმ იმედით, რომ დილას ისევ ისე ჩახუტებული გეყოლება.

ტაბუ, ნაწილი LXII – მარიამი

ნაწილი LXII მარიამი

მე უნდა ამერჩია იმ დღეს, არავის არჩევანი, მონადირებული, კუთვნილი, ერთი სისხლით და ხორცით განპირობებული არ უნდა ვყოფილიყავი. თან სულსწაფი ხომ ვიყავი მთელი ცხოვრება და მერჩია, ამ, აი ამ პირველივე ღამეს გადამელახა მთელი ეს კოშმარი, რათა დიდხანს არ გამყოლოდა და ნახევრად დახუჭული თვალებით ვიყურებოდი ირგვლივ, მას მერე, რაც მივხვდი, რომ დალევა და ცეკვა ბასიანზე ყველაფერი არ არის. რამდენიმე ტიპი თავად მომადგა, მაგრამ არა რა, რაც არ უნდა კარგები ყოფილიყვნენ, არ დავიტოვებდი, რადგან მე მინდოდა არჩევანი თავად გამეკეთებინა, თავად მე მინდოდა მეგრძნო, რომ აი, ამ ტიპს მინდა წელზე შემოვეხვიო და ცალი ხელი კისერზე შემოვუტარო და დავხარო მისი სახე ჩემკენ და ტუჩებზე დავეკონო, აი, ეს მინდოდა. მინდოდა დღეს დამეწყო და დღეების ქრონოლოგია ამრეოდა, თარიღები, კვირის დღეები და დღის საათებიც კი ამრეოდა და ასე უკეთ დავაღწევდი თავს ჩემს წინა ცხოვრებას, ამ გარდამავალი ეტაპით უფრო თავისუფლად გადავიდოდი ახალ ცხოვრებაში. და უცებ არ ვიცი, იმ გამაყრუებელ მუსიკაში რანაირად გავიგონე სანთებლის ჩხაკუნის ხმა, კიდევ მეორედ და მივხვდი, ვერ ანთებდა. ალბათ რაღაც ნიშანი იყო, რომ გავიგონე და შევტრიალდი ამ ხმისკენ. უშველებელი ვიღაც იყო, წვერიანი და ფართომხრებიანი, გამწარებული აჩხაკუნებდა სანთებელას და ეს კონდიციონერებიდან მობერილი ჰაერი უქრობდა და ორი წამი ვუყურე და მოვაფარე მერე ორივე ხელი და აინთო, მოეკიდა სიგარეტს და და მერეღა შემომხედა. შემომხედა და გამიღიმა. რაღაცნაირად გამიღიმა, თბილად და კეთილად და ცხოვრებაში პირველად არ შემზარა წვერებიანმა სახემ, მგონი პირიქით, სიკეთეს ასხივებდა ის მისი წვერებს შორის გამოპარული ღიმილი და აღარ შევტრიალდი. დავხუჭე თვალი და გავაგრძელე ცეკვა, სულ ცოტა ხანს, ისე რომ ხელი არც გაუშვია ჩემთვის და რომ შევტრიალდი ხელი გამომაყოლა, წელზე დამადო და ასე მეგონა, ყველაზე მყარ და საიმედო საყრდენს ვეყრდნობოდი და ისე ვცეკვავდი, ვტრიალებდი ჯერ მის ცალ ხელში და მერე მე თვითონ რომ შემოვხვიე ხელი წელზე, აი ასე, ზურგსუკან, გამითამამდა და მეორე ხელიც მომკიდა და ყველაზე საოცარი ამ ამბავში ის იყო, რომ ძალადობის მისხალიც არ მიგრძვნია და ასე მეგონა, ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც უნდა მომხდარიყო, როგორც იყო სწორი და ბუნებრივი და ასე მივეკარით ნელნელა ერთმანეთს და თან მუსიკა, თან სიგრილე, თან სიგარეტები და თან რამდენჯერმე ასე ერთმანეთზე შემოხვეულები რომ გავძვერით ბარისკენ და ვოდკარედბულები დავისხით და ცალი ხელი რომ გვენანებოდა ჭიქისთვის, რადგან იმ ხელით ერთმანეთს ვერ ვეფერებოდით, რა ბუნებრივი იყო ეს ყველაფერი და რა ბუნებრივი იყო, ხელი რომ მომკიდა მაჯაზე და მივხვდი, ბარისკენ არ მივყავდი, სადღაც უფრო შორს მივყავდი და იმასაც მივხვდი, უფრო სწორად სხეულის და გონების ყოველი უჯრედით ვიგრძენი, რომ ცუდ ადგილას არსად მივყვებოდი ამ უშველებელ კაცს, რომლისგანაც იმხელა სითბო გადმოდინდა ამ ორიოდ საათში, წუთსა თუ საუკუნეში, მთლიანად ცხოვრებაში რომ არ მღირსებია და ჩავუდე ჩემი ძვალტყავა ხელი უზარმაზარ ხელისგულში და გავყევი. ნახევრად მილულული თვალებით ვიჯექი მანქანაში და ვფიქრობდი, რომ ალბათ სადმე სასტუმროში წავალთ და იქნებ ჩანთაში მზის სათვალე ვიპოვო და თმები თვალებზე ჩამოვიფხატო და რაღაც ესეთი გეგმები მქონდა და უცებ, გაჩერდა მანქანა და თვალი რომ გავახილე, წყლის ზედაპირზე გადანათებული შუქები შემრჩა ხელთ. წყალი მიყვარსო, ჩაიბურტყუნა და რაღაცებს მომიყვა, რატომ უყვარს ის ბევრი წყალი და ვგრძნობდი, როგორ შემოდიოდა ჩემში მისი წყლისადმი სიყვარული, ისეთი გულწრფელი და მართალი იყო ეს გრძნობა, რომ მეთქი წამო, შევიდეთ წყალში, წყალში ვიცეკვოთ, წყალში მოგეფერო, იქ სადაც შენ გიყვარს. მზად ვიყავი, მისი სიყვარული გამეზიარებინა, გამეგო, როგორია მისი სიყვარული, მეც ოდნავ მაინც მისი ნაწილი გავმხდარიყავი და ორივე ხელი მოვკიდე და ისე ავაყენე სკამიდან, უკუსვლით მივდიოდი და თან ვხდიდი რაც ეცვა, ბევრი კი არაფერი, მაისური და შორტი და მაისური რომ ავაძრე თავზე და დავაგდე, ჩაიმუხლა და მუხლებიდანვე მოკიდა ჩემს სარაფანს ხელები და ნელნელა ამიცურა მხრებამდე და ამაძრო და მოისროლა. შორტებით და ლიფის და ტრუსის ამარა მივდიოდით წყლისკენ. სანამ ის მხრებზე და მკლავებზე მეფერებოდა, მე ვცდილობდი, შორტის ღილები გამეხსნა და ფართო შორტი ეცვა, თავისუფალი, ხელი რომ გავუშვი და იმ ჩამოსხმულ ფეხებზე ჩაუჩოჩდა, იმ წამს ლიფი შემიხსნა, მომაძრო და მოისროლა და დავრჩით ორივენი საცვლებს ამარა. მე უკუსვლით წყლისკენ და ეს რომ მომყვებოდა კიარადა მივყავდი, ჩემი სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული და მკოცნიდა თან და ცალი ფეხი წყალში რომ ჩავდგი, იგრძნო როგორღაც. გაჩერდა, ხელები გამიშვა, ჯერ თვითონ გაიხადა, მერე ჩემს ტრუსს მოჰკიდა ხელი და გამაძრო და ასე დედიშობილა დარჩენილი ამიტატა ხელში, წყალზე გადაწვა და ისე დამიწვინა გულზე, თითქოს ნათქვამი მქონოდა მისთვის, რომ დუდ, არ ვიცი მე ცურვა.

ტაბუ, ნაწილი LXI – დუდუ

ნაწილი LXI – დუდუ

ისე ვიყავი იმ დღეს ნანკაზე გამწარებული, სადმე მინდოდა წავსულიყავი, სადაც ყლეზე დავიკიდებდი, ნანკასაც და ყველაფერს ვაფშე. ეგ ყლექალა ეგა, გეგონება რამე აკლდა, ისე მეროჟებოდა მთელი დღე, რომ მის უარეს ყლექალა გოგოშკებთან ერთად პარიზში ვერ გავუშვი, ნუ ვერ გავუშვი რა, ნამეტანი იყო ჩემი საფულისთვისაც კი. ერთი მაგისიც რა, რომ ვაკვირდები, ფულის მეტი ჩემგან არაფერი უნდა, არც დილას კოცნა და არც ყავის ერთად დალევა და სანამ დროა, უნდა დავახვევინო რა, სანამ ბავშვი გაგვჩენია და მივჯაჭვულვარ ბოლომდე მაგასთან. კი, ძალიან ლამაზია, ეგეთი სახე და ეგეთი ტანი, ბეჭედში გასაძვრენი წელი და დიდი ძუძუები მგონი არც არასდროს მინახავს, მაგრამ რომ მომბეზრდა უკვე?! ის ძუძუები თუ არ დამასრისა ზურგზე, რა ჯანდაბად მინდა, წელი თუ არ მომერგო ხელებში, დოგსთაილში რომ ვტყნავ, რად მინდა. გაროჟილი სახე დილას, გინდა ლამაზი იყოს და გინდა მახინჯი, ერთია. ვხვდებოდი ნელნელა, რომ აღარაფერი გვაკავშირებდა, ადრე სექსი მაინც იყო და ეგეც არა, მგონი ფრიგიდული იყო ვაფშე ეს კარგმოტყნული და თავიდან ჩემს მოსატყუებლად კვნესოდა და კიოდა, ასე მგონია. რასაც მე მაგას ვეჩალიჩებოდი, ორგაზმამდე რომ მიმეყვანა და მარტო მე არ გამესხა, არ ვიცი რა. მარტო ის უნდოდა, საუზმეზე კარაქიან პურზე ხიზილალა გადაესვა, მერე სოლარიუმში წასულიყო, საღამოს გოგოებთან ერთად გატასავებულიყო სადღაც კაფეში და სმს რომ მომდიოდა, რამდენი ჩამოიჭრა ჩემი ანგარიშიდან, ტვინში სისხლს მასხამდა, რას სვამდნენ, რას ჭამდნენ ამისთანას. მოვიდოდა მერე სახლში, სამი საათი აბაზანაში იყო, ჯერ შხაპი, მერე ჯაკუზიში ჩაწვებოდა, ჩართავდა ყველაფერს და არაფრის ტრაკი რომ აღარ მქონდა ხოლმე, მაშინ გამოდიოდა. დაძინებულზე გაღვიძების ხო შანსი არ იყო, ისეთი ხმით შემომიჯიჯღინებდა, აუ, შემეშვი რაო, მივარდებოდა ეგრევე და ერთი მაგის კარგიც მოვტყან, ავალაგებინებ ხვალვე თავის ძონძებს და დაახვიოს, სადაც გაუხარდება. თავის დავიწყება მინდოდა ამ ღამეს, არაფერზე რომ მეფიქრა, აი არაფერზე. მარტო ჩემი თავი გამხსენებოდა და ბასიანზე წავედი. ცეკვა, მუსიკა, დასალევი, იქნებ დრაგებიც გაჩითულიყო და ახალი შესული ვიყავი კაკრას, გოშკა გამეძრო, აი აქ საიდან გაიჩითა ოღონდ, თუ ვხვდებოდე, მეთქი მოსაწევი არაფერი გაქვს და რა ბაზარიაო, ისეთი გააძრო, საცეკვაო მოედანზე რომ შევაბიჯე, გასული ვიყავი უკვე ძალიან შორს და მივყევი მუსიკას და სხეულებს, რომ ვიბრირებდნენ ჩემს თვალწინ და მთელ ირგვლივშემორტყმულ სივრცეში. კაი ხანს არაფერი გამოკვეთილა, გადღაბნილივით იყვნენ ყველანი, გადაზელილები ყველა სხეული ერთმანეთში და სიგარეტს ვუკიდებდი, სანთებელამ გამისხა, ჩამოვკარი თითი რამდენჯერმე და არ ინთებოდა, კონდიციონერები თუ რაღაც ჯანდაბები უბერავდა და ის ის იყო, ნერვები უნდა მომშლოდა, კაიფში ასე ვიყავი, იოლად ვემორჩილებოდი ემოციებს, ვიღაც გოგო შემომიტრიალდა წინიდან და ორივე ხელი მომკიდა ხელებზე და აინთო სანთებელა და მოეკიდა სიგარეტს. ხელს როგორღა გავაშვებინებდი, მადლობა თქო, ყურში ჩავჩურჩულე და ერთი ხელი თან გავატანე, რომ შეტრიალდა. არ გაუშვია. ვერ ვხვდებოდი, როდის დამინახა, რანაირად შემამჩნია, რა იგრძნო, მაგრამ ტკბილი რომ იყო და თბილი, იმ ორივე ხელზე ეტყობოდა და როგორ მოძრაობდა, მშვიდად და საკუთარ თავში დარწმუნებულად, მომხიბლავად და სექსუალურად, წელს მიტრიალებდა ხელისგულში და კაი ხანს მედო ასე ხელი მის წელზე, მუსიკის რიტმს ზუსტად იჭერდა, მეგონა ეს იყო ადამიანი, რომელიც  მუსიკას გრძნობდა ყველაზე სწორად მთელ ამ ფერად და ლამაზ სივრცეში და მეც მას ავყევი. აი ასე, მის წელზე მედო ხელი და ერთად ვცეკვავდით. ხანდახან ვფიქრობდი, ხომ არ დავავიწყდი, იქნებ ვეღარ გრძნობს, მის წელზე ხელი რომ მიდევს და ვუჭერდი ხოლმე  თითებს კანზე და გამომხედავდა მარჯვნიდან, წამით და აგრძელებდა ისევ ცეკვას, ვხვდებოდი, სიამოვნებდა ჩემი ცხელი ხელის შეხება და ვეღარ გავუძელი და მოვწიე ჩემკენ, მოვიხუტე ჩემს გულზე და ერთ სხეულად გადაქცეულებმა გავაგრძელეთ ცეკვა. დამყვა, თვითონაც მომეკრო, მე ხომ მარჯვენა ხელი მქონდა მასზე მოხვეული და თვითონ მარცხენა მომხვია წელზე, შარვლიდან პერანგი ამომიჩაჩა და შიგნით შემიცურდა, კანზე შემეხო და მეგონა, ელექტროდენმა დამარტყა. ცხელი არ იყო, გრილი უფრო, მაგრამ თითოეულ ჩემს ნერვზე დაუკრა მისმა შეხებამ და რომ არ გაჩერდა და მეფერა, გავგიჟდებოდი მეგონა. ჩემი გოგო იყო, ჩემი ტკბილი არსება. მეორე ხელიც მოვხვიე და ბოლომდე ჩემზე მოვიკარი, ერთ სხეულად შევერთდით და მის რიტმზე ვცეკვავდით ორივე. არ მეწინააღმდეგებოდა, პირიქით, მომყვებოდა იქაც სადაც მე ვბორძიკობდი. მერე გავბედე და კისერში ჩავუყავი სახე და ვაკოცე, ძვალი და ტყავი იყო, გამხდარი და სიფრიფანა, მაგრამ ისეთი კანი ჰქონდა და ისეთი სურნელი ასდიოდა, სუნამოსი და საპნის კი არა, როგორც სხვა გოგოებს, საკუთარი სუნი ჰქონდა, რაღაც დამათრობელი, ჯადოსნური და ჩავიძირე ამ სურნელებაში და დავუკოცნე მთელი მხარი, მთელი კისერი და არ ღელავდა, ვხვდებოდი, დახუჭული ჰქონდა თვალები და იღიმოდა ფართოდ, ასე მეგონა და ასეც იყო, ასეთი შემომიატრიალდა უცებ. თვალიც არ გაუხელია და არც ის ღიმილი გაქრობია, ისე დამეკონა ტუჩებზე, ეს ტკბილი გოგო ეს, ეს ლამაზი და სურნელოვანი.

ტაბუ, ნაწილი LX – მარიამი

ნაწილი LX – მარიამი

მარტოს არაფრის კეთება შემეძლო. ასე ვცხოვრობდი აქამდე. აწი მომიწევდა, მაგრამ სანამ შევეჩვეოდი, მეთქი რატო არა, თათას დავურეკე. სახლი ცარიელი მქონდა, სიცარიელეში ვერ ვიცხოვრებდი, ფულიც მქონდა ოხრად და მეკიდა თან, მალე მინდოდა დამეხარჯა და თან ამ სიცხეში ფეხით რა ივლიდა. გამომიარა, ჩავჯექი მანქანაში და მეტყობოდა ალბათ სახეზე რაღაც, ჩამაცივდა თავიდან, რა გჭირს რა გჭირს. არ ვიყავი მზად მომეყოლა. ჩემთვის მაინც უნდა შემეფუთა ეს ამბავი რაიმენაირად და მერე ვიტყოდი და მოვყვებოდი. არაფერი მეთქი და შემეშვა ეგრევე. ეგრე ვიცოდით, როცა საჭირო იყო მაშინ ვყვებოდით და არ ვუტყნავდით ერთმანეთს ტვინებს. ყველაფრის მაღაზიაში წამყვა, თითქოს არ ეზარებოდა, განსაკუთრებით მესამე მაღაზიის მერე, ხო ვიცოდი, შოფინგი როგორ სძულდა, მაგრამ მაინც წამომყვა, ვუყვარდი და ყველაფერს გააკეთებდა ჩემთვის, ისევე, როგორც მე და ყველაფერი ვიყიდეთ, თეთრეული, ტანსაცმელი, ჭურჭელი, საჭმელი. რატომ მომინდა მზა საჭმელების სექციაში ოლივიეს ნაცვლად მჟავე კიტრი, გაროხი და მაიონეზი მეყიდა, არც კი ვიცოდი და ალბათ ოლივიეს სალათი გახდა ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრების სიმბოლო, კარტოფილის და კვერცხის მოსახარშად ჩადებისას რომ მივხვდი, იქვე სტაფილო მაკლდა და ჩემი ახალი სახლიდან ბოსტნეულის მაღაზიის საძებნად გავედი. აი, ეს სისულელე იყო დამოუკიდებლობა. ოლივიეს სალათი და მოსახარში სტაფილო. საკუთარი ხელით გაკეთებული და გავაკეთე. დედაჩემისას არაფრით ჩამოუვარდებოდა, პირიქით, მარილიც ჩემს გემოზე დავაყარე, ისე არა, თეფშში რომ მიხდებოდა მარილის და წიწაკის დამატება და გემრიელად ვჭამე მერე, ჩემს ახალ, პაწია სამზარეულოში ჩამოვჯექი, ჰობიტი გადავშალე და ისე, ვიკითხე და ვჭამე, ისე რომ არ ველოდი დაკივლებას, კიდე კითხულობ ჭამისას?!  აკრძალულის გემოს გაგების მუღამი გამიჩნდა, ყველაფერი მინდოდა გამეკეთებინა, რაც აქამდე ღიად აკრძალული მქონდა, ჰოდა ავდექი და ღამის 11-ზე გამოვბოდიალდი სახლიდან. პარასკევი იყო, ჰოი საოცრებავ. შემეძლო კლუბში წავსულიყავი და მეცეკვა. მეცეკვა ბევრ ხალხთან ერთად, ხმამაღალ მუსიკაში, ისე არა, როგორც აქამდე მიცეკვია, ჩემს ოთახში და ზომიერად ხმააწეულ მუსიკაზე, რომ არავინ შემეწუხებინა. აქამდე მარტო ივენთებს რომ ვათვალიერებდი, ყველა ივენთზე Going-ს ვაძლევდი და ყველა ნოთიფიქეიშენს ვნახულობდი, ივენთამდე რა თრექებსაც დებდნენ, ყველაფერს ვუსმენდი თვალდახუჭული და წარმოვიდგენდი, რომ მეც  იქ ვარ და ვცეკვავ და ივენთის მერე სამადლობელ პოსტებს ვკითხულობდი და იმას წარმოვიდგენდი, რომ რომელიმე პოსტის ავტორი მეც ვარ. რამდენჯერმე მართლა დავწერე ასეთი პოსტი, ვითომ მეც იქ ვიყავი. არადა რა ვიყავი, ღამე სახლში რომ არ მოვსულიყავი, მომკლავდა ის ნაბიჭვარი. მომკლავდა რა, არც ხმას აუწევდა და არც ხელს დამარტყამდა, მაგრამ საშინელ სახეს მიიღებდა, რისი დანახვაც მძულდა, ლექციებზე არ გამიშვებდა და თეთრს არ მომცემდა, თუ გამიშვებდა. ახვარი ეს. მისი საკუთრება ვეგონე და ამიტომაც ქნა ის, რაც ქნა. ფეხზე მეკიდა რა, ეგ უკვე ფეხზე მეკიდა. რასაც მინდოდა გავაკეთებდი და პლეხანოვიდან ყველაზე ახლოს ბასიანი იყო და იქ მივბოდიალდი. რაღაცნაირად მიჭირდა წარმოდგენა, რომ სტადიონის ქვეშ იმხელა სიცარიელე სივრცე იყო, რომ ვიცეკვებდი და ბრმად მივდიოდი, ლამის მთელ სტადიონს შემოვუარე, სანამ ადამიანებს დავინახავდი და ბოლოს დავინახე, ფული მივაწოდე და შევედი. ჩანთის გახსნა მომთხოვა, როგორც მერე აღმოჩნდა, ძალიან საყვარელმა ქალმა, ნახა, შედიო და დამაინტერესა, რის პოვნას აპირებდა, დანა და დეზადორიო. ახლაც ვფიქრობ, დეზადორი რომ მქონოდა, ვისთვის რა უნდა დამეშავებინა და არ მქონდა, კიდევ კარგი და შევედი და შევაბიჯე რაღაც სასწაულში. ბნელოდა და თან ნათელი იყო, ხმაური იყო და თვალებს რომ დავხუჭავდი, საოცარი სიმშვიდე დგებოდა, უამრავი ხალხი იყო და თან მარტოც ვიყავი და მხოლოდ ჩემთვის და თავისუფლება იყო, რამდენი თავისუფლება, უთვალავი. თითოეული ადამიანი ისე ირხეოდა და მოძრაობდა, როგორც თვითონ უსწორდებოდა და არა პარტნიორის მოძრაობებს მიდევნებულს უწევდა ცეკვა. არავინ გიყურებდა და არავინ გაკვირდებოდა, ვინ იყავი, რა იყავი, დილას რა გადაგხდა თავს, მამამ ხომ არ მოგტყნა და მეგონა სამოთხეში შევაბიჯე. დავხუჭე თვალი და მთლიანად მივენდე მუსიკას, ისე გავუშვი ჩემი სხეული, როგორც მას უნდოდა და საერთოდ არ მაინტერესებდა, ესთეტურად ვცეკვავდი თუ არა, მე ხომ მხოლოდ ჩემთვის ვცეკვავდი. დიდხანს ვიცეკვე, ბარში მივედი, ვოდკარედბული დავასხმევინე, ორჯერ თან და ვცეკვავდი თან და თან ვსვამდი, სიგარეტსაც ვეწეოდი თან, თავისუფლად, მეკიდა, ვინმე დამინახავდა და მამაჩემს ხომ არ ეტყოდა და თან ვცეკვავდი, მეგონა მოვკვდებოდი სიამოვნებისა და თავისუფლებისგან. უცებ წელზე ხელების მოხვევა ვიგრძენი და შევხტი ლამის. ვინ იყო, რატომ გადაწყვიტა ჩემთვის წელზე ხელები შემოეხვია და მოვტრიალდი უცებ და იმ წამში არ ვიცი, ვის და როგორის დანახვას ველოდი და რაც დავინახე, არ მომეწონა, უაზროდ გაკრეჭილი სახით და გამოვეცალე, სასწრაფოდ გამოვეცალე და ვეცადე, მკაცრი სახე მიმეღო. არ დამანება თავი და ბოლოს მკერდზე ჭიქიანი და სიგარეტიანი ხელები მივადე და შორს გავწიე, რაც შემეძლო და ნელნელა მოვშორდი. კიდევ კაი, არ გამომყოლია, ვერ გავუძლებდი, კიდევ ერთ ადამიანს ეძალადა ჩემზე ამ დღეს, მერე რა რომ მამაჩემი არ იყო.

ტაბუ, ნაწილი X – ლუკა

ნაწილი X – ლუკა

ელიავასთან დავინახე მაგის მანქანა, რას ვერ ვიცნობდი, ახალი ლექსუსის გასაღები რომ მესროლა და წავიდა და ამ თავის გაქექილ რავჩეტირეში ჩაჯდა და მოხია ადგილიდან, გაეხურებინა მაინც მანქანა, ცოდო იყო იმ ზამთარში. ეს ქედმაღალი და ბოზანდარა დედაკაცი ესა. იქნებ როგორ მინდოდა იმ ლექსუსით ბოდიშის მოხდა ყველაფრისთვის, რაც დამიშავებია, მარა არაო. კაპიკებში გავყიდე, აღარ მინდოდა საერთოდ გამხსენებოდა. ის გასაღების ხმა მახსენებოდა სულ, რაღაცნაირი წკარუნით რომ დაეცა ასფალტზე. დამიზნების თავიც არ ჰქონდა, ისე გაცოფდა, მომიგდო გასაღები და გაიქცა და გაიქცა და წავიდა და ბოლო იმედიც დავკარგე, რომ ისევ მაგის მკლავებში გავიღვიძებდი როდესმე და ისევ იკვნესებდა ჩაძინებისას, რაღაცნაირად ბავშვივით, თან რომ ეძინება და თან რომ ვერ გაუგია რა სჭირს, ვაიმე როგორ მენატრება. რა ყლედ მინდოდა ან ის ინგა ან ის ნანკა ან ნატა საერთოდ რა ჯანდაბად მინდოდა, კინაღამ გავიშარე, არადა ამის ცალ ფეხსაცმლად არ ღირან არც ერთი, მარა ამას ახლა ვხვდები, მაშინ კი ვერ ვხვდებოდი, ყლეზე რომ მეკიდა, გაიგებდა თუ არ გაიგებდა რამეს, რომ მეგონა მოითმენდა და გაჩუმდებოდა ყველაფერზე, ისეთი სვითი რომ იყო და რბილი და მსუბუქი. რანაირად ამოვუყვანე ყელში ყველაფერი, თუ ვხვდებოდე. მარა მოვბეზრდი ალბთ, მოვბეზრდი ჩემი უვნებობით, რა მექნა, იმ დღეს სამჯერ მყავდა ინგა მოტყნული და აღარაფრის თავი მქონდა და მაშინ აღარც მიდგებოდა ამაზე, შეჩვეული მყავდა თითქოს, მეგონა სულ  ჩემი იქნებოდა, როცა მინდოდა მაშინ მივაწვენდი ლოგინზე და შევუდებდი და ვაკივლებდი სიამოვნებისგან და ისიც სულ ღიმილით მიმიღებდა და მიყურებდა თვალებში, თითქოს ჩემში შემოსვლას ლამობსო, ისე გაიხსნებოდა და იქნებოდა მარტო ჩემი და სულ მარტო ჩემი და ჩემი კარგიც მოვტყან, როგორ შევცდი, როგორ შევაძულე თავი. ქალს, რომელიც ახლა და დღეს ჩემს თავს მირჩევნია და მკლავს მისი სიძულვილი, სიძულვილიც აღარ, უკვე გულგრილობა და ეს უარესია, ნეტა ისევ ვძულდე, რაღაც გრძნობა მაინც ექნებოდა ჩემდამი და ახლა სულ აღარაფერი აქვს. ის დრო მენატრება, რომ გაცოფდებოდა ჩემზე და დამაგდებდა ხოლმე, დამაჯდებოდა ზევიდან და ისე მომტყნავდა, თითქოს კაცი ის იყო და მე ვიღაც ბოზანდარა ვიყავი და მიბრძანდებდა, როდის რა გამეკეთებოდა, ასე იყრიდა ჩემზე ყველა ჯავრს და მგონი ეს მისი მბრძანებლობა რომ მომწონდა, იმიტო ვაკეთებდი ყველანაირ საძაგლობას და ზღვარი ვერ დავიცავი, აშკარაა.