ტაბუ, ნაწილი LII – მარიამი

ნაწილი LII – მარიამი

ვიცოდი დედა მოკვდებოდა, თუ ავდგებოდი და წავიდოდი, მაგრამ ჩემს სიკვდილს მერჩია. ამ კაცთან ერთ ღამესაც ვეღარ გავჩერდებოდი ერთ ჭერქვეშ. რა ბანალურად ჟღერს არა? ერთ ჭერქვეშ. მაგრამ ეგრე იყო, ერთ ჭერქვეშ კი არა, მის ჭერქეშ და მისი ნაყიდი კბილის პასტით ვეღარ გამოვიხეხავდი კბილებს და იმ დილას ეგრევე კბილებგაუხეხავი და თმადაუვარცხნელი გამოვედი სახლიდან, გასისხლული თეთრეული ჩანთაში მქონდა ჩატენილი, მეტი არაფერი წამიღია თან. ის მაისური და შარვალი მეცვა, მაგის გარეშე რომ ვიყიდე, ძლივს შეგროვილი ფულით. სად მივდიოდი, არ ვიცოდი. ადრე დილა იყო, ჩემთვის მაინც ადრე, ამ დროს სახლიდან იმდენი ხანია არ გამოვსულვარ, აღარც მახსოვდა დილის თბილისი როგორი იყო. ზაფხულის მიუხედავად, სუსხი იყო ჰაერში, აბუზული მივბოდიალებდი და უაზროდ, ხელებით ვითბობდი მკლავებს, ასე მეგონა ყველა გამვლელი მე მიყურებდა, ყველამ იცოდა იმ ღამეს რა მოხდა, რომ იმ ღამეს საკუთარმა მამამ ქალიშვილობა დამაკარგვინა, ყველას მოეხსენებოდა, რომ სისხლი რომელიც იმ წამს ჟონავდა ჩემგან, მამაჩემის ხელით გახეული აპკის ნაჭრილობევიდან იყო და გავგიჟდი, აღარ შემეძლო გამვლელთა გამკიცხავი მზერების ატანა და ქაშუეთის უკან, პარკში შევძვერი და დავჯექი ყველაზე დამალულ სკამზე, რომ იქ მაინც ვერავის დავენახე, მამის მოტყნული, გასაზიზღრებული გოგო. ვიცოდი რა უნდა მექნა, სანამ მიხვდებოდა, რომ სახლიდან წავედი, ტელეფონის ნომერი გამომეცვალა და ბანკში მივსულიყავი, რაც ანაბარს მიგროვებდა ამდენი წელი, მთლიანად გამომეტანა, სრულწლოვანი ვიყავი უკვე ორი წელია და ვინ რას მეტყოდა. შევედი ბანკში და გამოვიტანე. მადლობა, მამა! დიდხანს მეყოფოდა, სანამ რამეს მოვიფიქრებდი, სანამ მარტო ცხოვრებას შევეჩვეოდი, სანამ დილას დედა რომ აღარ დამისხამდა ჩაის და ხან სალათს, ხან სახიან ერბოკვერცხს და ხანაც ჩემს საყვარელ მაკარონს მომიხარშავდა დილაობით და მსხვილად დაჭრილ ხახვში ჩამიშუშავდა, სანამ ამ ყველაფრის კეთებას მე თვითონ შევეჩვეოდი, მეყოფოდა, მეყოფოდა კიარადა, თავზეც გადამივიდოდა და რაღაცნაირად გამართული გამოვედი ისევ ქუჩაში, აღარც ჩიხებისკენ გაუწევია გულს, რუსთაველზე გამოვბოდიალდი და კიდევ კაი, ჭკუა მეყო და მარიოტში არ შევაჭერი ეგრევე, ნომერი მინდა მეთქი. ჯერ ერთი, მიპოვიდა და მერეც, რა ჩემ ფეხად მინდოდა ფუფუნება და რბილი ლოგინი და ჯაკუზები და ცხრანაირი შხაპი, მაკლდა თუ და მაინც მამაჩემმა მომტყნა, არ მაცალა, შემყვარებოდა ვინმე და მასთან დავწოლილიყავი პირველად და მისი ყლე მეგრძნო პირველად ჩემს მუტელში, ჩემს საყვარელ ადამიანს შეენგრია ჩემი შიგანი და ეტკინა. არ მინდოდა ფუფუნება, აღარ, პირიქით, მერჩია რაიმე პატარა, გაქუცულ ოთახში, ჩემთვის მშვიდად მივწოლილიყავი და მეფიქრა ამ ყველაფერზე, ამ ყოვლისმომცველ კოშმარზე. ასეც ვქენი, მარჯანიშვილზე ჩავბოდიალდი და პირველივე „ქირავდება“ წარწერიან ეზოში შევედი. საყვარელი სახლი იყო, პაწია, ერთი ოთახი და მარტო ჩემი, სამზარეულოთი და აბაზანით და ეზოც მქონდა, პატარა, მაგრამ მაინც ეზო. გამოვიდოდი და ყვავილებში ჩავჯდებოდი, მამაჩემი ვერც დამინახავდა, აქ  რომც შემოსულიყო. არც მახსოვს კარგად, სახლის პატრონს რა ველაპარაკე, სტუდენტი ვარ მეთქი, წყნარ ადგილას ცხოვრება მინდა, მეცადინეობაში ხელი რომ არაფერმა შემიშალოს და მიღიმოდა, მოხუცი ქალი იყო, ძალიან საყვარელი, თან ხომ ვატყუებდი და ისეთი საყვარელი იყო, ნერვები მეშლებოდა რომ ვატყუებდი, მაგრამ მთლად ტყუილიც არ გამოდიოდა, წყნარად მინდოდა ცხოვრება, ჩემთვის, მარტოს, ჩემი საკუთარი თავის იმედზე და ეტყობა ეს ისე მეტყობოდა ლაპარაკისას, დამიჯერა ლია დეიდამ და თავიდან კი გაიკვირვა, ბარგი რომ არაფერი მქონდა, მაგრამ სხვაგან მაქვს შენახული და მოვიტან მეთქი და შემიშვა ჩემს სახლუკაში. ერთი ოთახი იყო, დიდი ლოგინი იდგა, ჩემსაზე დიდიც კი და ერთ მხარეს აბაზანა ჰქონდა, მეორე მხარეს სამზარეულო და საერთოდ რას რა მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემი იყო, შემეძლო სახლის კარი ჩამეკეტა და ვერავინ შემოსულიყო. ვერავინ! თუ მე არ ვისურვებდი. და რაღა აზრი ჰქონდა თავშეკავებას და იმ დილას რომ დავიძინე, ჩემს ახალ ლოგინზე, ცარიელ მატრასზე და რომ შემცივდა, ლია დეიდას მოცემული ფარდა გადავიფარე, სულ სხვა ადამიანმა გავიღვიძე. ალბათ გარემოებებისადმი შეგუების უნარი ისევ მამაჩემისგან მქონდა მემკვიდრეობით გადმოცემული და კიდევ ერთხელ, მადლობა მამა! მარტო ცხოვრების პირველი მუღამი მარტო ჭამა იყო ჩემთვის, აქამდე არასდროს არც მისადილია და არც მისაუზმია და არც მივახშმია მარტო, სხვა თუ არავინ, მე დედა ვჭამდით ხოლმე ერთად, ერთად ვამზადებდით, ვმაიმუნობდით საჭმლის კეთებისას  და ეს ყველაფერი მომზადებულზე ნაკლებ გემრიელი არ იყო. არადა რომ გავიღვიძე, საჭმელი და სავსე მაცივარი კი არა, საიდანაც შეგიძლია ყველის ან ძეხვის ნაჭერი მოძიძგნო, სახლი დამხვდა ცარიელი და ჩემი ჯერ კიდევ გაუხეხავი კბილები გამიტყდა, ორი ორბიტი ერთად ჩავღეჭე და გავედი ჩემი ახალი სახლიდან.