ტაბუ, ნაწილი LXXI – თამთა

tamta

ნაწილი LXXI თამთა

თეთრები ეცვა და ბრწყინავდა და ანათებდა კლუბის განათებაზე. სულ თეთრებში იყო და კანიც ისეთი თეთრი ჰქონდა და თმაც, რომ სულ თეთრად ელვარებდა. არ ვიცი, მარტო მე მივაქციე ყურადღება თუ სხვებმაც, მეკიდა ეგ სხვები. მზესავით მიმიზიდა და მივუახლოვდი ნელ-ნელა. შავებში ვიყავი, თმაც ხო მუქი მაქვს და ის თეთრი იყო და ასე მეგონა, ინი და იანივით მოვერგებოდით ერთმანეთს. პირველად გამიწია ქალის მოფერებისკენ გულმა. თუმცა გულმა არა, ალბათ უფრო თვალებმა და მივუახლოვდი. ცოტა ხანს ვცეკვავდი მის წინ და ბოლოს და ბოლოს, დამინახა. მკრთალი თვალები ჰქონდა, ლამის ისიც თეთრი და ასე ვიცურე მის თვალწინ ერთხანს, სანამ თვითონ არ გამოიწია, მგონი მოსასხამი რომ გადამეწია ცეკვისას და ძუძუ გამომიჩნდა, მაშინ. ხელი შემომიცურა მოსასხამში და ძუძუზე არ დაუდია ეგრევე, მუცელზე დამადო. გაშეშდა თითქოს და მეც გავშეშდი, ოღონდ სიამოვნებისგან არა. ცივი ხელი ჰქონდა, საშინლად ცივი. ისეთი ცივი, რომ გავშეშდი და ვერსად გავიქეცი, ღიმილი, რომლითაც მანამდე ვუყურებდი, შეყინული მქონდა სახეზე, ხელი მუცლიდან მკერდისკენ რომ ამიცურა და კერტზე რომ მომხვდა მისი გათოშილი თითები, ვეღარც ღიმილმა გამიძლო და ვეღარც ნერვებმა, მკვეთრად გამოვიწიე და გამოვეცალე. თოვლის დედოფალი იყო მგონი, ეს რა იყო. ისედაც მცივანას, იმ ღამეს სიფრიფანა მოსასხამში გახვეულს სითბო მჭირდებოდა და გამოვექეცი ამ თოვლის დედოფალს, უკუსვლითაც არ შემიწუხებია თავი, ისე ცუდად გავხდი მისი შეხებისგან, შევტრიალდი და იმდენ მოცეკვავე ადამიანს შორის რაც შემეძლო სწრაფად გავძვერი. მინდოდა დავმალულიყავი, თოვლის დედოფალს დავმალვოდი და კიბეზე ავედი. დავჯექი ცოტა ხანს, მაგრამ კიბეც ცივი იყო და მეთქი რაიმენაირად უნდა გავთბე, ვინმეს უნდა შევუთბე გულმკერდში და დაბლა ჩასვლა არ მინდოდა, ისევ იმას არ გადავყროდი, ვიცოდი, თვალებს ვერ გავუძლებდი და კიდევ რომ მოეკიდა გათოშილი ხელი ჩემზე, მეც თოვლის დედოფლად გადავიქცეოდი და მოაჯირს შევყევი, ეგებ ნაცნობი მეპოვა ვინმე ან უცნობი, თბილი, თბილი, გულში რომ ჩამიხუტებდა და გამითბობდა გაყინულ კანს. რა ჯანდაბად მეცვა ის სიფრიფანა და თანაც მოსასხამი, ჩემს თავს გავუბრაზდი საშინლად და ვეცადე ისე მომეხვია სხეულზე, ნაკლები კანი დამეტოვებინა ბასიანის ვენტილაციის სალოკად და ასე გავუყევი მოაჯირს. შორს ლევიკო დავინახე და მეთქი ეგ არის, მერე რა, რომ ერთად ვმუშაობდით და არაფერს არასდროს ვიმჩნევდით ხოლმე სამსახურში, მეც მინდოდა და მასაც, რა შეტყობა უნდოდა და წავედი ლევიკოსკენ, ნელა წავედი, ცეკვაცეკვით, ხალხი რომ არ შემეწუხებინა და მივუახლოვდი ბოლოს და ჩავეხუტე ზურგიდან, მივასრისე ძუძუები ზურგზე და გავთბი უცებ, წამში და თვალი რომ გავახილე, ნინას სახეს შევეფეთე ეგრევე. სიტუაციაზე მორგებას ვინ მასწავლიდა და მეორე ხელი ნინას მოვხვიე, გაიზ, ქვევიდან დაგინახეთ და სანახავად ამოვედი მეთქი, რა საყვარლები ხართ, შემოგევლეთ თქვენ. ნინას არაფერი უეჭვია, არც ისე ფხიზელი იყო, კიდევ კარგი, ახლა ოჯახური სკანდალების მიზეზად გახდომაღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის და ვაკოცე ორივეს რამდენჯერმე, ლავიუ გაიზ და წამოვედი უკან, ღირსება შევინარჩუნე. ლევიკოც ისეთი იყო, მოშვებული, თავისი ცოლის გვერდით მშვიდად ყოფნა ერჩია ჩემთან დენსფლორზე ზასაობას და არსად მინდოდა ზედმეტი ვყოფილიყავი, მშვენიერი გაკვეთილი იყო. რა გათოშილიც მივედი, ისეთივე გათოშილი წამოვედი იქიდან, ისევ ცეკვა-ცეკვით, ნელნელა, ოღონდ თვალები დახუჭული მქონდა, ბრმასავით მოვდიოდი, გარემოდან შესრუტული სითბოს ხარჯზე ვცდილობდი გაყინული კანი, გული, სული, განწყობა, სუნთქვა გამეთბო, როცა რაღაც მომენტში ვიგრძენი, წინ ვეღარ მივდიოდი, ხელს მიშლიდა რაღაც, რაღაც არა, ვიღაც, თვალი გავახილე და დავინახე. ცისფერი, გულთან გადახსნილი მაისური დავინახე და მერეღა ავხედე ზევით. ვიღაც გამხდარი, ცოტათი ცხვირა ტიპი დამყურებდა, მაგრამ დამყურებდა ისეთი ღიმილით, რომ ცხვირსაც იწოვდა ეს ღიმილი, შეპარულ სიმელოტესაც და მამისმკვლელი რომ ყოფილიყო, იმასაც შეიწოვდა ალბათ. თითი არ დაუკარებია ჩემთვის, ისე დამიდგა ცხვირწინ და ვერ გავეცლებოდი ვერაფრით, ისე მიღიმოდა. აღარც მინდოდა არსად გაცლა და დავდექი და ავხედე და დავრჩი მის თვალებში და მერე ხელები რომ მომხვია, კედელს რომ მიეყუდა, მე ზედ მიმიყუდა და ჩამეხუტა, აი ესე დავრჩი, ნიკაპი რომ ამიწია ნაზად და ტუჩებში მაკოცა, მანდაც დავრჩი, დავრჩი და მეც ვაკოცე და მეც შემოვხვიე ხელები და მარტო კი არ შემოვხვიე, ვუფათურე მთელ სხეულზე, მაცდურად შეხსნილ საკინძეში შევუძვერი და ვეცადე ძუძუსთავი მომენახა და მომესრისა, მაინტერესებდა, თუ ესიამოვნებოდა, მთელი ზურგი მოვუთვალიერე ხელისგულებით, მაისურის გარედანაც და შიგნიდანაც და ისე გავთბი, ისე გავთბი, ლამის ეს ჩემი სიფრიფანა მოსასხამიც მომესროლა სადმე შორს და მეთხოვა, მაკოცე ძუძუზე, ჩემო ბიჭო, ჩემო თბილო ბიჭო მეთქი.

ტაბუ, ნაწილი LVIII – ვატო

ნაწილი LVIII – ვატო

მთელი ის ფიქრები გამიცოცხლდა, სანამ ამ გოგოს გულში ჩავიკრავდი, მანამ ვფიქრობდი ხოლმე. რომ ვერ იქნებოდა  ის, რაც მინდოდა, რასაც ველოდი სულ, დიდი ხანი, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი, რასაც ველოდი ხოლმე ყოველ ჩემს მორიგ ქალში და არც ერთი აღმოჩენილა ის, ისეთი. ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს, ვერ ვიჯერებდი რომ დამაბა ლოგინზე, რომ არ მესასტიკა და თან მესასტიკა კიდეც, როგორ დამიარა მთელ სხელზე, საფეთქლებიდან ფეხის თითებამდე, როგორ ამილოკა ყველა ტატუ, თითოეულ შტრიხს როგორ დაყვა ენით და თითოეული ნახატი როგორ ამილოკა, ამ ტკბილმა გოგომ და ლამის ვინანე, მეტი ტატუ რომ არ მქონდა, კიდევ უფრო მეტი, რომ ყველა შტრიხ-შტრიხ აელოკა და ტატუების ჩემს სხეულზე გაჩენის სიამე გაეცოცხლებინა. უარესი ქნა. სასწაული ქნა. ასე დაბმულს განმაცდევინა სამოთხის სიამე და მეთქი, შენ რას გიზამ, გავთავისუფლდე და კი გამიხსნა თავისივე მაისურით მიბმული ხელი თავისი ხელით, მაგრამ რაღაც ისე იყო, ტკივილს და ძალადობას ელოდა თითქოს, თითქოს გავუწყრებოდი და ვატკენდი და არა გოგონავ, არა ჩემო გოგო, ჩემო ლამაზო და სათუთო და ფაქიზო და შენ რომ გგონია, ძლიერო, რო დომინანტობ და ამ დროს რომ ხარ ყველაზე ნაზი და ფაქიზი და ყველაზე მეტი სინაზით და სიყვარულით სავსე, ასეთი რომ ხტუნაობ ჩემს ყლეზე, ჩემო სიცოცხლე, ამ დროს მინდიხარ ყველაზე მეტად, ჩემი ნაზი და ძლიერი გოგო. ჯერ ასე ჩაგიხუტებ გულში, ახლად ნაორგაზმალში და ახლად ნაორგაზმალს, და რას მეყოფი, როგორც შენ დამკოცნე მთლიანად, ზუსტად მასე უნდა გეფერო მეც, შენი სხეულის ყველა ნაკვთი უნდა გავიცნო, შენი ყველა გემო უნდა ვიგემო, შენი ყველა სუნი უნდა შევიყნოსო და  რა ლამაზი ხარ, რა თბილი ხარ. ჩემო გოგონავ. ხელისგულზე მეტევი და ჩემს მკერდზე დაწოლილი ხომ მთლიანად მეტევი. ისეთი კანი ქონდა, ხელის გაშვება არ მინდოდა, სრიალა, ნაზი და თან მკვრივი იყო, ვარჯიშობდა ალბათ. ვეღარ ვითმენდი, ისე მინდოდა ჩემს გემოზე მოვფერებოდი, სუნთქვა როგორც კი ცოტა დაუწყნარდა, გადმოვატრიალე და დავიწვინე ქვეშ, დამაწექიო მთხოვა, მთელი ტანით და სიმძიმით დამაწექიო და კი შემეშინდა, არ დამემსხვრია ეს თხელი და ფაქიზი არსება, მაგრამ ისეთი თვალებით მთხოვა, უარს ვერ ვეტყოდი და მთლიანად მოვიქციე ჩემს ქვეშ, მაინც ვეცადე ჩემს ხელებს უფრო დავყრდნობოდი, ვიდრე მას და ვიწექით ასე ჩაკრულები და მკოცნიდა ძალიან ნაზად, სადაც კი ტუჩებს აწვდენდა. მეთქი ახლა ჩემი ჯერია და ყურის უკნიდან დავიწყე მისი კოცნა, კისერზე ჩამოვყევი და ლავიწის ძვლებთან რომ მივედი, ისე აკვნესდა, გიპოვე მეთქი ეროგენული ზონა, ჩემო ლამაზო და დიდხანს ვკოცნიდი იქ და დიდხანს კვნესოდა. ძუძუებთან ჩამოვყევი ენით და რატომ არ შემეძლო, რომ ორივე ძუძუ ერთად ჩამედო პირში და მეწოვა, პატარა მკერდი ქონდა, კოხტა, დიდი ძუძუსთავებით და ისეთი ტკბილი იყო, თაფლი გადმოსდიოდა თითქოს კანიდან. ჩემი ხელი ფეხებშუა თვითონ ჩაიცურა და უკვე ერთი სული მქონდა, ფუჩუზე შევხებოდი, მარტო ხელით კი არა, ტუჩებით შევხებოდი, ენით, გამეწია კლიტორის ბაგეები, დამენახა რა ლამაზი იყო და ამესვა ენა და გემო გამეგო მისი, მისი ლამაზი მუტლის სუნი მეგრძნო, სიღრმეში შემეყო ენა და სიცხე მეგრძნო, გამეგო როგორ დუღდა შიგნიდან და რა ცხელი იყო შიგნით, რა ტკბილი და გემრიელი. იმდენი ვლოკე და ვკოცნე, ისე ღრმად შევუყავი თითები მუტელში, რომ კიდევ ერთხელ გაათავა ხმამაღალი კვნესით და კიდევ უფრო დასველდა, ისეთი ლამაზი იყო ორგაზმის კრუნჩხვებში რომ კიდევ ერთხელ და კიდევ ათასჯერ მინდოდა ეს დამენახა. რეზინი გავიკეთე და ასე უმწეოდ დაწოლილს შევუდე. მეგონა ახლა მაინც შემიშვებდა თავისუფლად, მაგრამ არა, რაღაცნაირად ვიწრო მუტელი ჰქონდა, ქალიშვილივით შეკრთა ისევ და ისე შემიშვა და თვალებზე რატომღაც ხელი აიფარა, მეთქი გეხვეწები თვალებში მიყურე, მინდა გხედავდე როგორ გიფართოვდება და გენისლება თვალები, როცა შენში შემოვდივარ და ასეც ქნა. ყველა პოზაში მინდა მეგრძნო, როგორი ტკბილი იყო, ჯერ გვერდულად წავაწვინე, მისი ფეხი ტანზე შემოვიხვიე და უმატა კვნესას. დიდხანს მინდოდა მეტყნა, ძალიან დიდხანს გამეგრძელებინა ეს სიამოვნება და ბოლოს მინდოდა სახე სახესთან გვქონოდა და გაგვეთავებინა ისევ ერთად. ეხლა გადმომატრიალეო თვითონ მითხრა, ამ საოცარმა გოგომ და მუხლებზე დამიდგა, წელი ისე ჰქონდა ჩაზნექილი, გაწყდება მეთქი და თვითონ აქტიურობდა, ეს აქტიურობა სიამოვნებდა ძალიან და როცა ვიგრძენი, იძვრებოდა ცხელი ტალღები, ისევ ზურგზე დავაწვინე და მისი სახე ხელებში დავიჭირე და თან ვტყნავდი და თან ვკოცნიდი, სანამ არ შევატყე, რომ ისიც მწვერვალისკენ მიდიოდა და ავჩქარდი, ავჩქარდი და მოვიდა, უფრო ცხელი და მხურვალე ორგაზმი მოვიდა, ვიდრე პირველად და ასე მოვიდოდა, კიდევ უფრო ცხელი ყოველ შემდეგ ჯერზე, ვიცოდი, ასე იქნებოდა.

ტაბუ, ნაწილი XLVIII – ნიკა

ნაწილი XLVIII –  ნიკა

ისე გადმომატრიალა უცებ, მეგონა როლები შევცვალეთ და კაცი ის იყო და მე ერთი ვიღაც სუსტი ქალი, ზურგზე დამაგდო და ზედ დამადგა, ჩემი ფეხები მუხლებში ჰქონდა მჭიდროდ მოქცეული და ცალი ხელი ლოგინზე ჰქონდა დაყრდნობილი, ცალი კი ჩემს მკლავზე და მიყურებდა გაღიმებული. ისე მიყურებდა, გადამყლაპავდა ან თავის ლურჯ თვალებში ჩამიძვრენდა მეგონა და დაიხარა მერე ნელა, ძალიან ნელა, მაწამებდა, კისერზე ამისვა ენა და თვალები დავხუჭე, პლაჟზე, მცხუნვარე მზისგულზე უსათვალოდ რომ ვიწექი და დახუჭულ თვალებში კალეიდოსკოპი მიტრიალდებდა, ასე დამემართა, ვეღარ ვხვდებოდი, სად მეფერებოდა ამ თავისი ცხელზე უცხელესი ენით, მეგონა ყურშიც მისი ენა მქონდა და ძუძუზეც და როგორ ახერხებდა ასე ყველგან მეგრძნო, არ ვიცი. ყლე მისკდებოდა უკვე, ისე მქონდა ამდგარი და ისე ჩაიარა, ერთი ენის ასმა მამყოფინა, კანი გადამიწია და რამდენიმე წამი ველოდი, თვალები ისევ დახუჭული მქონდა და მივხვდი, თავი აწია და უყურებდა ჩემს ყლისთავს და მერე ოდნავ ამისვა ენა და დაიკიდა, ქვემოთ ჩავიდა, ყვერებზე დამაკვდა, პირში ჩაიდო და ენას უსვამდა თან, ასეთი სასწაული არასდროს მეგრძნო, ვუყვარდი, ჩემი ყლე უყვარდა, ჩემი ყვერები და ჩემი კანი უყვარდა, მიწოვდა თითქოს თავის თავში. მერე შეტრიალდა, ფეხზე დამისვა ენა და თან ეს ულამაზესი ტრაკი ჰქონდა ჩემკენ მოშვერილი და ვერ გავუძელი ცდუნებას, მოვკიდე ხელი, მინდოდა თითი შემეყო მის მუტელში და მომიშორა უხეშად, მე მაცალეო და დავხუჭე ისევ თვალები და წამიყვანა სადღაც სამოთხეში, თითებამდე მლოკა და ორივე ფეხის თითები ჩაიდო პირში და დამინძრია. ისეთი უხეში, ისეთი მკაცრი იყო, რომ არც კი მომღიტინებია, ენა რომ ამისვა ფეხისგულზე და კოჭზე კბენა როგორ მოახერხა არ ვიცი, მაგრამ მოახერხა და ყინვაში გაგდებულივით ვკანკალებდი, მეტი მინდოდა,მინდოდა ამოსულიყო და ყლეზე მომფერებოდა, ჩაედო პირში ღრმად და ესრიალებინა და ენა ესვა თან, ტუჩებთან ერთად და სადამდეც პირი არ ეყოფოდა ხელით ენძრია და ასე ქნა კიდეც. სასწაული გოგო იყო, სწავლება არ დაჭირვებია, ასე ქენი, ისე ქენი. ჩაიდო პირში ჩემი ყლე და ჩაიტკბო, თითქოს ბავშვობაში მომპასის კანფეტს რომ ვწუწნიდით, აი, ის კანფეტი ედო პირში და წოვდა და ეფერებოდა და მეორე ხელს ყვერებზე მიცაცუნებდა, თითქოს ცდილობდა ერთ რიტმში მომფერებოდა ყველგან. წამიღო, მინდოდა საერთოდ აღარასდროს გამეხილა თვალები და ამ ტკბობაში გავჭაღარავებულიყავი. დაიღალა რაღაც მომენტში, ალბათ ჩემი ყლის სისქისგან ყბები ეტკინა და გამოიღო, ენა ამისვა მხოლოდ და თან მთელ სიგრძეზე მინძრევდა და არ მომკლებია სიამოვნება, პირიქით, ეს ცეცხლოვანი ენა ჩემს ყლისთავზე დასრიალებდა და ნელნელა ვგრნობდი, როგორ ვუახლოვდებოდი ზღვარს და ისევ რომ ჩაიდო პირში ღრმად, მივხვდი, დიდხანს ვეღარ შევიკავებდი თავს და მეთქი ვათავებ, ნათ, რა ვქნა და უცებ ამომხედა და პირში გამითავეო და გააგრძელა ჩემი ყლის წოვა,სასწაული იყო, როგორ დაიძრა სადღაც მკერდიდან და გაიარა მთელი ტანი და გავასხი ალბათ მთელი ამ დროის ნაგროვები თესლი, შევასხი პირში და განა შეიმჩნია, ტუჩები არ მოუშორებია ჩემი ყლიდან, უკვე გახელილი მქონდა თვალები და ვუყურებდი, ნელნელა გადაყლაპა, გემო ჩაატანა თითქოს და ისევ ამისვა ენა ყლეზე და ისევ განაგრძო ნაზი ფერება, მოვკვდებოდი მეგონა, ორგაზმი გამიგრძელა კიდევ რამდენ ხანს,  ნაზად მლოკავდა და მკოცნიდა სანამ სულ არ დავწყნარდი და ამოძვრა მერე ჩემთან, ჯერ მკერდზე დამადო თავი, დამაფინა თავისი სრიალა თმები და მერე ამოვწიე უფრო ზევით, ტუჩებში მინდოდა მეკოცნა, საკუთარი გემო შემეგრძნო, თუ დარჩა გადაუყლაპავი სპერმა ტუჩებზე, მე ამელოკა და ასე გამეთავისებინა ჩემი ახალი თავი და ესეც, ეს ძალიან მაგარი გოგო. მომეკრო ზედ, ჩემი ნაწილი, ჩემი კიდური იყო თითქოს და ჩავიხუტე, გავჭყლიტე ლამის, ისე ჩავიხუტე, მინდოდა მეგრძნო მთლიანად, ფეხებიც შემოვხვიე და მაქსიმალურად მეტი ფართობით მოვიკარი ჩემთან, მეტი სიახლოვე მინდოდა მეგრძნო მეც და მინდოდა მასაც, ორივეს ერთად გაგვეცნობიერებინა, რომ ერთნი ვართ და ჩემთვის მეფიქრა, რომ ლაკა არასდროს, აი სულ სულ თავიდანაც არ ყოფილა ასეთი ჩემი, როგორც ამ წამს იყო ეს ვიღაც უცხო გოგო, ლურჯთვალება და თეთრი, ქათქათა ღრუბელივით.

ტაბუ, ნაწილი XLVII – ნათია

ნაწილი XLVII –  ნათია

მებოდიშა, მალე გავათავეო, დებილი ეს, არ იცოდა ეტყობა, კაცების უმრავლესობას იმ ნაორგაზმებ, მოშვებულ ყლეზე რომ ჰკიდია, მე გავათავებ თუ არა და საერთოდ რას ვიგრძნობ, ოღონდ თვითონ გაასხან. სად ჰქონდა ამდენი ენერგია, ყლე გამოიღო თუ არა ეგრევე ენა ამისვა, იმ გაღიზიანებულ კლიტორზე, შედება-გამოღებისას რომ მეხახუნებოდა და უფრო დავსველდი, უფრო გავგიჟდი, ენა რომ შემიყო შიგნით და თან ჩემი თეძოები ეჭირა ხელში და მსრესდა, თან ენას მისრიალებდა მუტელში და სასწაული იყო. იმდენ ხანს მეფერა, ენითაც, ტუჩებითაც და თითებითაც რომ გავათავე მეც, ყველაზე ტკბილად, ვიდრე როდესმე გამითავებია, რადგან ვგრძნობდი იმ წამს, როგორ უყვარდა ჩემი მუტელი, როგორ უყვარდა და ეტკბილებოდა ჩემი გემოები, როგორი სიამოვნებით დასრიალებდა ჩემში და ვგრძნობდი, თვითონაც როგორ სიამოვნებდა ეს ყველაფერი და უკვე აღარაფერზე ვფიქრობდი, მოდიოდა ნელნელა, მოდიოდა სიცხე, მხურვალება, მზის სხივები მოდიოდა, მთელი სამყარო მოდიოდა თავისი სიმხურვალით და უსაზღვროებით და მოვიდა, იფეთქა, ერთდროულად გამინათდა და დამიბნელდა თვალებში. სიმძიმე ვიგრძენი მუცელზე, როცა შეგრძნებები დამიბრუნდა და თავი ედო ჩემზე, ტუჩებით ჩემს კანზე იყო დაკრული და ჩემსავით მძიმედ სუნთქავდა, თითქოს ორგაზმი ერთად გვქონოდეს, ეს ტკბილი ესა. მომინდა იგივე ეგრძნო, რაც მე, რაც მე მაგრძნობინა, ერთი ერთში „გადამეხადა სამაგიერო“  ამ ძალიან ტკბილი ბიჭისთვის და ვისუნთქეთ კიდევ ერთხანს თანაბრად, ერთ რიტმზე, ვეფერე თავზე და რომ მივხვდი, მზად ვიყავით გაგრძელებისთვის, უცებ გამოვეცალე და რა მაგარი იყო, უზარმაზარ ლოგინზე რომ ვიწექით, ჩავცურდი და ზურგზე გადმოვატრიალე. მისი კანის გემო მინდოდა შემეგრძნო, ამელოკა მინდოდა მთლიანად და ავუსვი ენა კისრიდან ყურამდე, ჩავუძვერი ყურში, ვლოკე დიდხანს და ამიკვნესდა ეს საყვარელი ბიჭი და ამოვძვერი მერე ყურიდან, ოდნავ ვაკოცე ტუჩებზე და კისერში ჩავუძვერი ისევ, ყველა ძვალი და ძარღვი ავულოკე. რა გემრიელი იყო, არ ვიცი, საპნის და კანის სურნელის საოცარი ნაზავი, მაგრამ  მსგავსი რომ არ მეგრძნო აქამდე ეს ვიცოდი. ისე მინდოდა, მისი მთელი ტანი ამელოკა, მთელი გემოები ამეცალა და ჩემში შემენახა, ვერ ვითმენდი, ვჩქარობდი, თითქოს სადმე გამქცევი იყო და ჯერ მისი ერთი ძუძუსთავი მოვიქციე ტუჩებში და კბილებში და მეორეს ხელით ვუსრისავდი და მერე გადავავლე  ენა ერთიდან მეორისკენ და მეორე ძუძუსთავი ჩავიდე პირში და გაუმკვრივდა, გაუმაგრდა ყლესავით, მოვწოვე და ვუკბინე ნაზად, თან ვლოკავდი და ასე მეგონა თაფლი ჟონავდა მისი კანიდან, ისეთი გემრიელი იყო. დავუყევი მერე ნეკნებს ქვევით, მთელი ტანი ავულოკე, ყოველი სანტიმეტრი დავაგემოვნე და დავუსველე, ჩავაღწიე ბოლოს მის ყლემდე და ამდგარი ქონდა სასწაულად, მაგრამ არ მინდოდა ჯერ ყლეზე მოვფერებოდი, უფრო მეტი სიამოვნება მინდოდა მეგრძნობინებინა და ნაუცბათევად ავუსვი ენა ყლეზე, ხელით გადავუწიე და სულ ოდნავ მოვულოკე ყლისთავი, თითქოს გაკვრით, თითქოს სულ არ მაინტერესებდა, რა გემოსი იყო და ჩავუძვერი უფრო ქვემოთ, ყვერები ავულოკე, პირში ჩავიდე, რაც ჩამეტია და ენით ვეფერე ბევრი, ძალიან ბევრი, გემრიელი იყო და მომინდა კიდევ უფრო მეტად შემეგრძნო მისი გემოები და მთელი დიდი მონაკვეთი გამოვტოვე და მისი ფეხებისკენ გადავინაცვლე, ფეხის თითების, ფეხისგულების და კოჭებისკენ, ვნანობდი ორი რატომ არ ვიყავი და ორივე ფეხის ერთად ფერება რატომ არ შემეძლო და ავუსვი ენა მარცხენა ფეხის კოჭზე. გააცახცახა, ცხადად ვიგრძენი ეს და გამისწორდა, მგრძნობიარე იყო ძალიან. ჩავედი უფრო ღრმად და არ მინდოდა ღიტინი ეგრძნო, ამიტომ ნაზად კი არ ავუსვი ენა ფეხისგულზე, არა, უხეშად, მთელი ენის ფართობით და ხორკლიანობით ავლოკე და ცერა თითამდე მივედი და თითი ჩავიდე პირში, მოვწოვე და მოვლოკე, თითქოს მისი ყლე იყო, ისევ და ისევ და კვნესოდა, ისე კვნესოდა, რომ ნეტარების მწვერვალზე ვიყავი, მაბოდებდა, როცა ჩემი პარტნიორი სიამოვნებას იღებდა და დავუმუღამე ადგილები, სადაც მოფერება სიამოვნებდა და ვლოკავდი თვალებდახუჭული, საერთოდ არ მინდოდა ვიზუალს ხელი შეეშალა შეგრძნებებში, როგორც კლიპების ყურება მიშლის ხელს მუსიკის მოსმენაში. ისეთი გემო ჰქონდა, ყველგან, აი ყველგან, მაგიჟებდა მისი კანის სიმხურვალე, მეგონა ტკბილ მოლეკულებს ვიწოვდი მისი კანიდან და ხელახლა რომ ავუსვამდი ენას იმავე ადგილას, ისევ ისეთი ტკბილი იყო, ისევ ისეთი გემრიელი და თან როგორი მოცახცახე სიამოვნებისგან, ეს მისი ცახცახი და კვნესა მასველებდა.

ტაბუ, ნაწილი XLVI – ნიკა

ნაწილი XLVI –  ნიკა

თეოს ვერ გავუტეხე ხათრი, თორემ რა მედაბადებისდღევებოდა. სადაც მიწევდა მისი ნახვა, მყოფნიდა. მეგობრებს ვერ დავკარგავდი იმიტომ, რომ ლაკა არ მენახა, აღარასდროს მენახა, ამ ყველაფერზე მაღლა ვიყავი და ამიტომაც მოვხვდი თეონასთან, მის სახლში, ისეთ სიმშვიდეში, თითქოს ყველაფერი ისევ ისე, ისევ ისე ძველებურად, დუნედ და იმავდროულად მყიფედ იყო. სასმელი, კვამლი, მუსიკა – ყველაფერი, რაც დაძაბულობას მიხსნიდა და მგონი მართლა მომეხსნა და ეს ქათქათა თეთრსახიანი და ცისფერთვალება გოგო ხომ საერთოდ, მანამდე შორიდან რომ მოვკარი თვალი და რაღაცნაირად მესიამოვნა დანახვა, უცებ მომიახლოვდა, ჯერ ჩემ გვერდით ჩამოჯდა და მერე, ვიცეკვოთო, მთხოვა. რა მეცეკვებოდა ან როდის მეცეკვებოდა, მაგრამ ისე მიყურებდა ამ თავისი ლურჯი თვალებით, უარი ვერ ვუთხარი და თავი დავკარგე, ისე ცხელოდა მისი მაისურიდან, ისეთი ვნება იფრქვეოდა, არც მისი მზერა მჭირდებოდა და არც თხოვნა, აქედან წავიდეთო. ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გვექნა, მე და ამ საოცარ მხურვალე არსებას, აბრეშუმივით რომ მერგებოდა თითებში და ისე მოძრაობდა, როგორც მინდოდა. წავიდეთ სადმეო და წავიდეთ მეთქი. მარტოს მომინდა მყოლოდა, არ მეფიქრა, რამდენი თვალი გვიყურებდა და ლაკაც ხომ არ გვხედავდა და მარტო ჩემთვის გამეხადა, მეკოცნა და მომეტყნა, ძალიან მაგრად მომეტყნა, ისე ღრმად შემეყო მასში ჩემი ყლე, რომ მთელი სიბრაზე მასში ჩამენთხია და სიამოვნებოდა სასწაულად, აი ეს მინდოდა. როგორ მივედით სახლამდე, ლიფტში რას ვაკეთებდით არ მახსოვს, ლოგინამდე როგორ მივედით, არ ვიცი და რომ მივაგდე საწოლზე, უკვე სულ ყველაფერს ცხადად ვხედავდი. ნახევრად რომ აცვიათ და ისე ვტყნავ, ეს მიყვარს, მაგრამ თვითონ გაიხადა, ლიფი თვითონ მოიძრო, ძალიან ვუნდოდი და რა მაგარი იყო ამის შეგრძნება, ლაკასგან იმდენი ხანია ეს არ მეგრძნო და რომ დავფიქრდი, რამდენი ხანია საერთოდ ეს არ მეგრძნო, კიდევ უფრო მომინდა, კიდევ უფრო მაგრად მომაწვა დაუხარჯავი სპერმა და უცებ გადავწყვიტე, მისი მუტლის მოწუწვნის ნაცვლად პირდაპირ შემეყო, პირდაპირ მომეტყნა. რეზინი ძლივს გავიკეთე ნდომისგან ლამის აკანკალებული ხელებით და თან ვგრძნობდი, როგორ მელოდა, როგორ აცახცახებდა ნდომისგან და მივაწექი და შევედი. ქალიშვილივით იყო შიგნით, წინააღმდეგობას მიწევდა და კიდევ უფრო გამაშმაგა ამან, წელი დავუჭირე და უხეშად შევედი, სუნთქვა დაუმძიმდა და აკვნესდა, მუხლები ტანზე შემომაჭდო და მეტხანს მინდოდა მეტყნა, მაგრამ მალე გავათავე, ეგრე იცის დიდი ხნის თავის შეკავებამ. ნეტავ რატომ ვიკავებდი თავს, ეს შემორჩენილი ერთგულების მარცვლები რატომ ერთად არ გადავყარე მოუსავლეთში და ვუყურებდი ამ ცისფერთვალა ანგელოზს, მინდოდა ისიც ისეთივე ბედნიერი ყოფილიყო, როგორიც მე და ყლე რომ გამოვუღე, ეგრევე დავეკონე ფუჩუზე, მთელი წვენები ავულოკე, ძალიან გემრიელი იყო, არც ვიცი, რას შევადარო მისი გემოები, ალბათ ასი უგემრიელესი რამ ერთმანეთთან რომ გადამერია, ამ გემოზე დადგებოდა და შიგნით როგორი იყო, რა შეგრძნებას დამიტოვებდა ესეც მინდოდა გამეგო. ფრთხილად შევუყავი ენა, ისეთი ნაზი, ისეთი სველი, ისეთი ღრუბელივით სათუთი იყო და თან რა ხმებს გამოსცემდა, სიტკბოს ბურანში მყოფი და უფრო ღრმად შევუყავი ენა, შევდიოდი და გამოვდიოდი და მიგიჟდებოდა თანდათან და მეც მიდგებოდა ისევ. თითები შევუყავი მერე და ტუჩებით კლიტორი მოვუნახე და ვუწუწნიდი, სანამ არ გაათავა, სანამ არ ჩაუწყდა ხმა ამდენი კივილისას და ბედნიერი ვიყავი, მისი ორგაზმი მიხაროდა და დავადე თავი მუცელზე და ერთად ვმშვიდდებოდით, ერთად ვიწყნარებდით საგულედან ამოვარდნილ გულებს.

ტაბუ, ნაწილი XLV – ნათია

ნაწილი XLV – ნათია

გუშინ თეონას დაბდღეზე ვიყავი, რა ჯანდაბად მომინდა თანამშრომლის დაბადების დღეზე წასვლა არ ვიცი, მაგრამ ალბათ რაღაცას კარგს მიგრძნობდა გული, ან თუნდაც ეს ჩემი ერთფეროვნება მომბეზრდა და ასე ამოვყავი თავი მის მეგობრებთან ერთად. სულ არ ჩანდა ეს გოგო სამსახურში ისეთი ჯიგარი, როგორიც აღმოჩნდა და მისი მეგობრები ხომ საერთოდ, სულ ჩემი სასტავი მახსენდებოდა და პარალელებს ვავლებდი და აქ უფრო ვიგრძენი თავი ჩემიანად, ვიდრე მათთან ვგრძნობდი ხოლმე. აი თუნდაც ეს ქეთისთან ტუსოვკა, ისევ იქ ვიყავით, უნის კიბეებზე და ზუკა კიდევ ზედ. თავისი ულევი ყურადღებით, გვერდზე გახედვის საშუალებას არ მაძლევდა ტიპი, ყველგან თვითონ იყო. აქ კიდევ თავისუფლების სულ სხვა ლეველი იდო, ისე ვლაპარაკობდით ამ ქვეყნად ყველაფერზე, თითქოს არც სქესი გვქონდა და თან ყველაზე მაგრადაც გვქონდა სქესი. თითოეულ წინადადებას ისეთი სექსუალობა მოჰყვებოდა, რომ იქვე, სუფრა კიარა, რაც იყო, არეულ დარეული წვეულება, იქვე დავსველდი. იმ ღამეს სექსი რომ არ მქონოდა, ალბათ კლიტორს გადავიტყავებდი მასტურბაციით. ვუყურებდი ამ თითქმის უცნობ ხალხს და ერთმა ტიპმა მიიქცია ჩემი ყურადღება, იჯდა განაპირას და მშვიდად და ხანდახან ისეთებს ჩაურთავდა დაბალი, წყნარი ხმით, სხვის ათჯერ ხმამაღლა ნათქვამს ჯობდა და თეონას რომ გავყევი სამზარეულოში კოკტეილების დასამატებლად, მაშინ ვკითხე, მეთქი გოგო, ვინ არის ეს ბიჭი. ისეთი არეულობა აღმოჩნდა, ისეთი, რომ უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი, მაგრამ მერე ფეხზე დავიკიდე, ყველას ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს. მისი დაქალის ყოფილი ქმარი ყოფილა, დაქალის, რომელიც იმ დღეს იქ იყო და თურმე სულ ერთად იჩითებოდნენ, რადგან ამ საერთო მეგობრებს სად წაუხვალ ადამიანი და ორივე დასტოინად იქცეოდა, არაფერი შემიტყვია არც ნიკასთვის და არც მისი ექსისთვის. ცივი, თავაზიანი იგნორი, ისე როგორც ცივილიზებული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი და ამის გაგების მერე კიდევ უფრო დამევასა ეს ნათელთვალება, მთლიანად ნათელი ბიჭი. ან მეჩვენებოდა და ან მართლა მიყურებდა ხოლმე და მე ხო ვერ ვიტან ამ გაუგებრობებს და მივუცუცქდი ახლოს, კიდევ კაი, მართლა სტანდარტულ სუფრასთან არ ვისხედით და მეთქი, ნიკა, ხომ არ გვეცეკვა. უარი არ მითხრა, ვერ მითხრა, არ ვიცი, ძალიან საცეკვაო გარემო იყო უკვე, დაბალი შუქები და ისეთი მუსიკა, თვითონ რომ გეფერება და პარტნიორის და მუსიკის ბგერების შეხებას ვეღარ ანსხვავებ ერთმანეთისგან.  დავადე ორივე ხელი მხრებზე, ცოტა ზურგისკენაც გადავუცურე და ველოდი რას იზამდა. არ მომრიდებია, წელზე მჭიდროდ შემომარტყა ხელები, მგონი არ მომჩვენებია, რომ უფრო დაბლაც ჩაიწია და ტრაკზეც მომეფერა. ვინ რას დაინახავდა იმ სიბნელეში და მე დავდნი, მგონი ყველაფერი ისე იწყებოდა, როგორც მინდოდა, როგორც მინდოდა ისე ძლიერად, როგორც დიდი ხანია არაფერი მდომებია. დიდხანს ვცეკვავდით, ან სულაც ერთ ადგილას ვიდექით, არ ვიცი, არ მახსოვს, თვალებში როგორ მიყურებდა და ვუყურებდი ეგ მახსოვს კარგად და ყველა სხვა შეგრძნება საოცრად, სასტიკად ორგანული იყო და მეთქი, წავიდეთ აქედან. უფრო ღრმად მომინდა მეგრძნო ეს ბიჭი, ვიდრე მის სვიტრზე მოალერსე ჩემს თითებში აღწევდა მისი სითბო და მისი თითებიდან ჩემს მაისურში. მინდოდა კანზე დაედო ცხელი ხელი და ეს სითბო, ეს მხურვალება გავრცელებულიყო მთელ ჩემს სხეულში და ვეღარ ვითმენდი, მეთქი წავიდეთ. კარგიო, ჩამჩურჩულა ყურში და გავძვერით. ისეთი აურზაური იყო, ვინ გაიგებდა ან რატომ გაიგებდა და ან თუ გაიგებდა, მე ხომ მეკიდა და ნიკასაც ეკიდა იმედია და თუ არც ეკიდა, ეგეც მეკიდა. მინდოდა, ძალიან მინდოდა. სადღაც წავედით, სადღაც ძალიან მშვიდ, წყნარ ადგილას, სადაც თითქოს ისეთივე მუსიკა და შუქები იყო, ისეთივე საიდანაც წამოვედით, მაგრამ ერთად წამოვედით და სულ აღარ იყო მორიდებული, რა მორიდებული, ისე უხეშად ამაძრო მაისური და ლიფის გახდაც არ უცდია, ჩამომიწია და დამაკვდა ძუძუსთავებზე, ერთზე ხელით და მეორეზე ტუჩებით, ეს ტკბილი ბიჭი. ასეთი ნეტარება ძუძუებზე მოფერებისგან ლაშას მერე არ მიგრძვნია, თავიდან რომ მეფერებოდა, მლოკავდა ძუძუებზე და მერე ისე რომ მკბენდა, რომ მგრძნობელობა დამეკარგა, მეგონა. ჩემით გავიხსენი ლიფის შესაკრავი, მინდოდა ძალიან, ძალიან თავისუფლად მომფერებოდა, ენა აესვა ჩემთვის, აელოკა ჩემი კანი, რომელიც მიყვარდა, რომელიც მენანებოდა ყოველღამე, არავინ რომ ეფერებოდა და მე თვითონ ვისრიალებდი ხელებს ჩემივე სხეულზე. როგორ დაუყვა ჩემი მკერდიდან მუცლისკენ, როგორ ჩამიყო ენა ჭიპში და როგორ ჩაინაცვლა კიდევ ქვემოთ, ისე, რომ ჯერ კიდევ მეცვა ტრუსი. გარედან ამისვა ენა და ვიგრძენი, როგორ ესიამოვნა თხელ მაქმანში გაჟონილი ჩემი სისველე და უცებ ჩამაძრო ტრუსიკი ცალ ფეხზე, თავი არ შეუწუხებია მეორე ფეხზე გახდისთვის, ან რად უნდოდა, ღია ვიყავი და ველოდი, როდის შემომიყოფდა ენას, როგორ ამლოკავდა, როგორ მოწუწნიდა ჩემს კლიტორს და წინასწარვე ვიკლაკნებოდი სიამისგან.

ტაბუ, ნაწილი XLI – ზუკა

ნაწილი XLI – ზუკა

დიდხანს მყავდა გულში ჩახუტებული ეს ბაბუაწვერას ყვავილი გოგო, მაგრამ მაინც გავუშვი ხელი ბოლოს, საშინლად არ მინდოდა ჩვენი სექსით გამთბარი ლოგინის დატოვება, მაგრამ ავდექი და მარცხენა საფეთქელზე ვაკოცე და გავიზლაზნე მეორე ოთახისკენ. არ მინდოდა დილისკენ, დასაძინებელი საწოლების ძებნაში ზუკას სოფოსთან ჩახუტებული დავენახე. არც ზუკას და არც მით უფრო ნათიას. ჩემს ლამაზ, შავთმიან, ქათქათათეთრ სახიან და ცისფერთვალება ღვთაებას. საიდან მივდგომოდი, რომ არ ვიცოდი. არც ჩემი ხუმრობები რომ არ აინტერესებდა მაინცდამაინც და არც სპეციალურად ჩაცმულ თხელ სპორტულებში ყლე რომ მეტყობოდა, არც ეს. ერთნაირად ცივი და ერთნაირად თბილი რომ იყო ყველასთან და ვეღარ გამეგო, მე ვიყავი ერთადერთი თუ ყველანი ცალ ფეხზე ვეკიდეთ. მაინც იმედი მქონდა, რომ ნათიას რამეს მოვუხერხებდი და არ მინდოდა ვენახე. იმ დღესაც ასევე ცივად წავიდა ქეთის ტუსოვკიდან, თითქოს იქაც არაფერი, თითქოს ლამის მუხლებზე არ დავდგომოდი, მეტი რაღა მექნა. არ მოვშორებივარ მთელი საღამო, სასმელი მომქონდა, ვაცეკვე და ვედებოდი მთელი ცეკვის განმავლობაში, ვცდილობდი ჩემი სითბო გადამეცა და ვერაფერი, ადგა და წავიდა. აღარაფერი მინდოდა, გავაცილე და იქვე ჩამოვჯექი, ჰოლში. რატომ უდგას ქეთის ასეთი ფუმფულა და კომფორტული სავარძელი აქ არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან ტკბილად კი ჩავჯექი, უფრო ჩავწექი და ჩამეძინა, როგორც ჩანს. რაღაც უცნაურმა ხმებმა გამაღვიძა, უფრო სიზმარიდან გამოყოლილმა, ნათიას როგორ ვტყნავდი და კიოდა, ეს მესიზმრებოდა და გამომყვა და უცებ ვეღარ გავარჩიე, მეძინა თუ მეღვიძა. ფეხზე რომ წამოვდექი, მივხვდი, მეღვიძა და ხმას გავყევი, მარჯვნივ წამიღო, სამზარეულოსკენ აღმოჩნდა ბოლოს ეს ხმების წყარო და რეზის ჰქონდა გაყრილი ყლე სოფოში და სოფოშკა კიოდა და იქვე, რაფაზე ქეთი იყო მიყრდნობილი და მასტურბირებდა და კვნესოდა საკუთარი თავით დამტკბარი და ვერც ერთი მხედავდნენ ჯერ და ვიდექი ასე ჩუმად, ვიდექი და ვგრძნობდი, როგორ მიდგებოდა უკვე სიფხიზლეში და როგორ მიზიდავდა სამივე სხეული, ერთი ფარფატა გოგო, ტრაკში რომ ტყნავდა რეზი და ზუსტად რომ ვიცოდი, რა ცხელი და გემრიელი იყო და მეორე ქეთი, თურმე რა ლამაზი ყოფილა შიშველი და ჩემი კარგიც მოვტყან, შიშველი რეზიც მევასა, დაკუნთული ტრაკით, სოფოს რომ უდებდა და მაგ მომენტში ტრაკი რომ ეკუნთებოდა და ლაღი რომ იყო და ლამაზი ძალიან. გარინდული ვიდექი და ვტკბებოდი ამ სანახაობით და ყლე მიდგებოდა თანდათან შარვალში და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ აქ უნდა ჩავრეულიყავი და ჯერ სვიტრი ავიძრე და მერე სულ ბოლომდე გავიხადე და მსუბუქად მოვეფერე ჩემს თავს, ჩემს ყლეს და ამასობაში სოფოს განწირული კივილიც გავიგე და მივხვდი გაათავა და რეზი რომ გადააწვა ზურგზე და თავი ჩაუყო კისერში, მივხვდი, რომ ყველანი მზად იყვნენ და ასე ყლეამოგდებულმა შევაბიჯე სინათლეში. სინათლეც ისეთი იყო, დაბალი და მშვიდი, იღებდა მეოთხე მონაწილეს ამ სიგიჟეში და არ ვიცი, მე ვერ შევამჩნიე, არ ჩანდა თუ განსაკუთრებული განცვიფრება არც ერთს გამოუხატავს. სოფო მიცნობდა, იცნობდა ჩემს ყლეს და ჩემს ხელებს და მკერდს და მკლავებს და რეზის რამდენჯერ გასახდელში შიშველი ვუნახივარ და ქეთი ისეთი გოგო იყო, სასწაული, მაგას რა გააკვირვებდა. ეგ მიზიდავდა ამ სამეულში ყველაზე მეტად. თან მის სახლში რომ ვიყავით, მის ლოგინში შეგვეძლო ეს ყველაფერი, რაც იჯღანებოდა, მოგვეხდინა და ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ხმა არცერთს ამოგვიღია, მე ქეთისთან მივედი, ხელი მოვკიდე და წამოვიყვანე და რეზიმ სოფო ვაფშე ხელში აიყვანა, რა უნდოდა მაგის ხელში ატაცებას, 20 კილო იქნებოდა იმ თავისი დიდი და ლამაზი ძუძუების გამოკლებით და ჯერ ჩვენ შევედით ქეთის საძინებელში, ფართე საწოლიან, დიდ და ნათელ ოთახში და მერე რეზი და სოფო შემოვიდნენ, ზუსტადაც ორივე შემოვიდნენ, წინ სოფო მოდიოდა და რეზის ორივე ხელი მის წელზე ჰქონდა შემოხვეული და თითქოს მიმართულებას ჰკარნახობდა, ასე მეგონა, ისეთი მიბლეტილი ჰქონდა სოფოს თვალები. საძინებელშიც დაბალი შუქი დაგვხვდა. როგორ იფიქრა ამდენი ამ გოგომ, არ ვიცი, ან იფიქრა ან თავისით გამოვიდა, არც ეს ვიცი, მაგრამ იდეალური რომ იყო, ვხვდებოდი და მივაწვინე ლოგინზე და თან ისე, სოფოსთვის და რეზისთვისაც დავტოვე ადგილი და მინდოდა მომდებოდნენ ორივენი, მომინდა თან ქეთის მოვფერებოდი და თან ამ ორივეს სხეული სადღაც ჩემს კანზე მეგრძნო, ვგიჟდებოდი ამ ნდომისგან.

ტაბუ, ნაწილი XXXVI – დაჯი

ნაწილი XXXVI – დაჯი

ნეტავ როდის მოსაღამოვდებოდა. ასე მეგონა, საათს გირები ჩააბეს და აღარ მოძრაობდა. სამინისტროში დავრეკე, საქმეები გამომიჩნდა და დღეს ვეღარ დავბრუნდები მეთქი და სახლში ავედი. ისე ვემზადებოდი, თითქოს პირველი პაემანი მქონდა 16 წლისას. იქნებ სახლში სულ არ ამომყოლოდა, მაგრამ რომ ამომყოლოდა… და თითქმის დარწმუნებული ვიყავი, ასეც იქნებოდა. ისეთები მომიყვა, ღია იყო, ძალიან ღია და თავისუფალი გოგო იყო, უფრო მეტადაც, ვიდრე თავიდან მეგონა. ნეტავ ასეთი გულახდილია ყველასთან? იქნებ არ იყოს. არ წაადგება ცხოვრებაში. სახლი ლაითად მივალაგე, მაინც არ მინდოდა ეგრძნო, რომ განსაკუთრებულად ველოდი, ან არ დაკომპლექსებულიყო ან ზედმეტი არ ეფიქრა, არ ვიცნობდი მაინც. მერე მარკეტში ჩავედი და ცოტ-ცოტა ყველაფერი ვიყიდე, სალათებიც, ხორცებიც, შამპანურიც და კონიაკიც. ლუდიც ვიყიდე, იქნებ მონდომებოდა. პიცა რომ არ უყვარდა, მივხვდი, რას გამომაპარებდა, არც უჭამია თითქმის. ეგეც დამევასა, პირველივე თემაზე რომ არ გაჭერდა და მიხვდა, უაზრობა იქნებოდა კამათით დაგვეწყო ყველაფერი. დავჯექი მერე და სცენარების ხატვა დავიწყე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ან არ მომხდარიყო. მკრთალი გოგო იყო, უფერული კი არა, ქერა, აშკარად საკუთარი ძალიან ღია, თითქმის თეთრი ქერა თმით, კანზე ძარღვები ეტყობოდა, ისეთი გამჭვირვალე იყო, გამხდარი და ნაზი და არ ვიცი, საიდან ჰქონდა ასეთი გიჟურად ვნებიანი თვალები, თეთრ სახეზე მოულოდნელად მუქი და დიდი თვალები. ვიცოდი უკვე, თამამად იქნებოდა, ოღონდ სცენარი ვერაფრით დავალაგე თავში, არც ერთი მოფიქრებული რეალობასთან მიახლოებულს არ ჰგავდა, ან ძალიან ფილმის სცენარი გამომდიოდა, ან რაღაც ბავშვობა. შევეშვი მერე და პორნო ჩავრთე, მინდოდა მემასტურბირა, სანამ გავიდოდი, რომ როგორმე თავი შემეკავებინა და ეგრევე არ ვცემოდი, სახლში შემოვიყვანდი თუ არა. ძალიან მინდოდა ძალიან. ამ ჩემს ახალ თავისუფლებასთან ერთად პორნოები მაინც ვერ დავამუღამე, მარტო მაშინ ვუყურებ, მალე გათავება რომ მინდა, იოლად მოდის ხოლმე. ლესბი წყვილი ავირჩიე, ძალიან ლამაზები იყვნენ, ფერადკანიანი და ამასავით ფერმკთალი, ნაზი გოგონა. მეორე დომინანტობდა, მოქცეული ჰყავდა თავის მუქ, თლილ ხელებში ეს ჩემი გოგო და რაღაც სასწაულებს უკეთებდა, ჯერ ხომ გალოკა მთლიანად, მერე თან ორივე თითი შეუყო ფუჩუში და თან კლიტორს უწვალებდა და იკლაკნებოდა ქერა თოჯინა მის შეუბრალებელ ხელებში და მეც ისე უცებ გავათავე, არც არაფრის მიხმარება დამჭირვებია, მარტო კლიტორზე მოფერებით. ასე იშვიათად გამომდის, თითიც უნდა მივიხმარო ხოლმე და რამე შესაბამისი თუ ვერ ვიპოვე იქვე, ტუში ყოველთვის მიგდია ჩანთაში. ახლა კი ისეთი სველი ვიყავი, მარტო ამ გოგოზე ფიქრით ვიყავი სველი. მარიამი რომ ჰქვია თან, თითქოს როგორი უცოდველი სახელი. მარი-მეთქი და გამისწორა, არა მარიამიო. სახლში ეძახიან მარის და არ უყვარს, საკუთარ თავს მარიამი თვითონ დაარქვა. მარიამა უნდა დავუძახო, ასე უხდება. ჩემი მარიამა იქნება, ჩემი პაწია გოგონა. არ დამაგვიანდეს მეთქი, ვერ ვიტან დაგვიანებას, შხაპში შევვარდი, მაინც ნაჩქარევად მომივიდა თავის მოწესრიგება, მაგრამ ამას მარტო მე ვხვდებოდი, სხვა ვერა და გავედი გარეთ. საგნებს და ადამიანებს არარეალური სახეები ჰქონდათ, გამოკვეთილი მხოლოდ ჩემი მანქანა იყო, ჩემი საყვარელი, ჩემი კაცი, ჩემი იმედი. კიდევ კარგი, პიკის საათი გადავლილი იყო, საწყალი ჩემი მარიამა, გვიანამდე მუშაობდა, თორემ ავლეწავდი ვინმეს უეჭველად. რა თქმა უნდა, ადრე მივედი. აღარ დამიცდია 8 საათისთვის, ეგრევე დავურეკე, მოვედი, გელოდები მეთქი, ეცადა მასაც ისეთი მოუთმენლობით, როგორც მე ვცქმუტავდი, ამხელა ქალი.

ტაბუ, ნაწილი XXXV – მარიამი

ნაწილი XXXV – მარიამი

იგრძნო. იგრძნო კი არა, ვაგრძნობინე, ბოლოს და ბოლოს. რომ მინდოდა უსაშველოდ და თუნდაც შუადღეს სადილზე მინდოდა, ერთად რომ გვეჭამა და სალათის ნაკვალევს რომ მოილოკავდა ტუჩებიდან, ამაზე გამეთავებინა მარტო, მაგის ენის წვერის დანახვაზე და იმის წარმოდგენაზე, სად შეიძლებოდა ეს ენა მეგრძნო, ჩემში შიგნით და ღრმად ძალიან და ჩემი გემო ეგრძნო ამ ენის წვერით და მარტო ენის წვერით კი არა, მთლიანად გაეგო როგორი ტკბილი ვარ, როგორ სველი ვარ და როგორ ვსველდები, რომ მოდის ხოლმე ჩვენთან, ისე შემოაღებს მაღაზიის კარს, თითქოს ერთ რიგით შოფინგზეა გამოსული და იმენნა ტრუსიკი სჭირდება და როგორ ნელნელა გაუბრწყინდება ხოლმე თვალები, თაროებს და საკიდებს რომ ჩამოუვლის, სხვადასხვა ფერის და სტილის საცვლებს რომ დაათვალიერებს. რაღაც მშიერ სიხარბეს ვგრძნობ და ვგიჟდები ამაზე, ასე მგონია, ყველანაირ ბინძურ ფანტაზიაში დამემორჩილება და ისე გამეგება ფეხქვეშ, ისეთი კვნესით და კივილით, შეუხებლად გავათავებ. გამომიარა ორზე. აი რა სიგიჟე იყო, ველოდი თან და ვერც ველოდი, სადღაც მაინც მეგონა, მეკაიფა და ჩვენი მაღაზიის საათმა ორი რომ ჩამოკრა, ეგრევე დარეკა ტელეფონმა. ეტყობა კაი ხნის მოსული იყო და მელოდა, კანკალებდა და ისე ელოდა, ორი როდის შესრულდებოდა. გამოვალ მეთქი ახლავე და გავწელე. ნელა შევედი გასახდელში, ეს ყლეობა მაისური და შარვალი გავიხადე და ჩემი საყვარელი მოლურჯო კაბა გადავიცვი, ნახევრად გამჭვირვალე და ნახევრად მონაზვნური, თუ ძალიან არ დააკვირდებოდი, კოჭებამდე და დახურული რომ იყო და თუ ოდნავ დაძაბავდი თვალს, მთელ სილუეტს დაინახავდი და გავედი, გავედი ბოლოს და ბოლოს, მეშინოდა კიდეც ცოტათი. რისი არ ვიცი, ალბათ ყველაზე მეტად საკუთარი თავის, იმ წერტილში ვიყავი, რას ვიზამდი, რომ არ ვიცოდი წინასწარ და რაზე ვიქნებოდი თანახმა და რა შემზარავდა. ჩავუჯექი მინებდაბურულ ჯიპში და ისე მიადგა გაზს ფეხი, ჩემს გაბედულებაში, რომ როდესმე სასტიკად მოვტყნავდი, ცოტა ეჭვი შემეპარა. პიცა ვჭამოთო, ირიბად გადმომხედა და ვეღარ გავუბედე მეთქვა, რომ არ მიყვარს პიცა, დაჟე 4 ყველითაც კი, რაღაც უაზრო და ნარჩენებისგან გაკეთებული საჭმელი მგონია სულ და კი მეთქი, წავიდეთ, პიცა ასწორებს. რატომ მუშაობო ეტამში, ეგრევე მომახალა, შევუკვეთეთ თუ არა. ვუყურე, ვუყურე რამდენიმე წუთს, თან მაგარი იყო, კი არ ავუჩქარებივარ, შემოციცინებული თვალებით ელოდა, როდის გადავწყვეტდი მეთქვა, რომ რაც ცოტა აზრზე მოვედი და მივხვდი, ციდან არაფერი ცვივა, მას მერე მინდოდა სარაფანი ჩემით მეყიდა და არა მამაჩემს აერჩია თავის გემოვნებით, ვითომ რომ მე ვათვალიერებდი და  ბოლოს მაინც ისე გამოდიოდა, რაც მამას მოეწონა, იმას ვყიდულობდი. და რომ აღარ მინდოდა ასე, მინდოდა მარტო მეცხოვრა და ჭუჭყიანი თეფშები მაშინ გამერეცხა, როცა მინდოდა და თუ არ მინდოდა, ავმდგარიყავი და სულად გადამეყარა და ჭაღზე ჩამოვკიდებულიყავი ფეხით, თუ ასეთ ხასიათზე ვიქნებოდი.  ჩემით გადაწყვეტილებების მიღება რომ მინდოდა და როდის მომინდა. მამაჩემის დანახვა რომ აღარ მინდოდა აღარასოდეს. მოვუყევი, მოვუყევი ეს ყველაფერი, რომ დავიწყე ლაპარაკი, ვეღარ გავჩერდი, ისე მიყურებდა, ისეთი ყურადღებით, ოდნავ გვერდზე გადახრილი ჰქონდა თავი და თვალებს მიღმა თითქოს ჩემი ტვინის მოძრაობას გრძნობდა. ასე მგონია, მამაჩემის მოკვლა რომ მინდოდა და ეს მომეყოლა, ამასაც გამიგებდა, ისე ღრმად იყო ჩამომძვრალი ჩემს ტყავში. საღამოს გამოგივლი, სახლში მიგაცილებო, უცებ მითხრა და ძლივს გამოვერკვიე ამ ჩემი ცნობიერების ნაკადიდან და ნახევარი ნაჭერი პიცა მქონდა შეჭმული მხოლოდ და საათნახევარზე მეტი მილაპარაკია თურმე.  მშიერი, მაგრამ ემოციებით სავსე ვიყავი და არ მჯეროდა, რომ მართლა მომაკითხავდა, რომ არ იფიქრებდა, პრობლემებიანი თინეიჯერი ვიყავი და აზრი არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობას. მიმიყვანა ისევ მაღაზიაში და თუ მახსოვდეს, როგორ მოსაღამოვდა, ვის და რანაირებს მოვემსახურე, იქნებ წამიცდა კიდეც ხელი ლიფების შეკვრისას და მთელი ის დღე ბუნდოვნად მახსოვს, ყოველ კლიენტში მაგას ვხედავდი, მაგის სავსე ძუძუებს, იისფერ ლიფში მოკალათებულს.

ტაბუ, ნაწილი XXXIV – დაჯი

ნაწილი XXXIV – დაჯი

როგორ მომწონს ეს გოგო. ისე მხვდება ხოლმე, თითქოს ვიღაც მისი ძველი და კაი დროებთან დალინკული ნაცნობი ვიყო. სულ მიღიმის და ლოყები ეჩხვლიტება ხოლმე ღიმილისას და ეს სულ მაგიჟებს, მინდა ხოლმე მე, მარტო მე გამიღიმოს და აი ამ ნაჩხვლეტებზე ვაკოცო და ენა ავუსვა. პატარა გოგოა და რა თამამი, როგორი თავისუფალი. თავიდან მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ მეხუთე, მეექვსე გასინჯვაზე დავრწმუნდი, რომ სპეციალურად ნელა მიკრავს ხოლმე ლიფის დუგმებს თუ რაცაა, მიცაცუნებს თითებს ზურგზე და მაგრად კაიფობს. ნეტა იცოდეს, მე როგორ ვკაიფობ და სად მივდივარ ხოლმე. მინდა ეს თითები კიდე უფრო დიდხანს გააჩეროს ჩემს ზურგზე და დაუყვეს მერე ქვემოთ, მოკლაკნოს თითები და ის ლამაზი, შავ მანიკურიანი ფრჩხილები ჩამომისვას კანზე, დამამჩნიოს ნაკვალევი და კაბაში ჩამიცუროს, დუნდულები მომისრისოს და თუ უნდა ჩამიხსნას ან ჯანდაბას, ჩახიოს კაბა, არ მენანება და ტრაკში შემიყოს ეს თავისი ლამაზი თითები, უხეშად, სასტიკად, არ დაელოდოს როდის დავსველდები და არც ნერწყვით დაისველოს თითები, მინდა, რომ მატკინოს, ტკივილსა და სიამოვნებას შორის ზღვარი სანტრიმეტრიც არ მეგულება. მინდა შემოძვრეს ჩემში, მინდა მაწვებოდეს ზურგზე, თავის მინიატურულ ძუძუებს მასრესდეს ზედ, დარწმუნებული ვარ, დიდი და ხორციანი ძუძუსთავები ექნება და რომ აუდგება, მკაფიოდ ვიგრძნობ ჩემს კანზე, მინდა თან კისერში მკოცნიდეს და თან ტრაკში მტყნავდეს ორივე თითით, დაუნდობლად და უხეშად. მერე რა, რომ მეტკინება, მეტკინოს, ტკივილიდან ორგაზმამდე მისვლა უფრო იოლია. იმ დღეს გავბედე და გასახდელიდან რომ მივაწოდე ჩემი ახალი იისფერი ლიფი, შესვენების დრო ვკითხე. ორიდან სამამდეო და რა კარგი იყო, მაგ დროს მეც შემეძლო სამსახურიდან გამოსვლა და მეთქი, ხვალ შემოგივლი, ერთად ვჭამოთ ლანჩი და გაუხარდა, დიდი სიამოვნებითო, კონსულტანტური ღიმილით გამიღიმა. როგორ ველოდი მეორე დღეს, არ ვიცი თან რას ველოდი, რა უნდა გვექნა დღისით მზისით ამ ქალაქში, მაგრამ ის, რომ გავიგებდი, რა უყვარს, თუნდაც საჭმელებში რა გემოვნება აქვს, რითი კაიფობს და რა ჰკიდია, მთელი მოლოდინი იყო. კიდევ კაი, საღამო იყო და სამსახურში აღარ ვიყავი წასასვლელი, პირდაპირ სახლში ავედი, გოგოებთანაც აღარ გავიჩითე, ან რა უნდა მომეყოლა, რატომ ვიყავი ასეთი აჟიტირებული ან როგორ გამიგებდნენ, მაგათი ნერვები არ მქონდა და დავითრიე პატარა კონიაკი და ჩავუჯექი ფიქრებს და მოლოდინებს და რა იქნება, გაემართლებინა ეს მოლოდინი. ის ეშმაკუნები, თვალებში რომ უხტოდა ამ ცელქ, ცანცარა, პატარა გოგოს, თამამს და თავხედს.