ტაბუ, ნაწილი LVIII – ვატო

ნაწილი LVIII – ვატო

მთელი ის ფიქრები გამიცოცხლდა, სანამ ამ გოგოს გულში ჩავიკრავდი, მანამ ვფიქრობდი ხოლმე. რომ ვერ იქნებოდა  ის, რაც მინდოდა, რასაც ველოდი სულ, დიდი ხანი, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი, რასაც ველოდი ხოლმე ყოველ ჩემს მორიგ ქალში და არც ერთი აღმოჩენილა ის, ისეთი. ვერ ვიჯერებდი ამ ყველაფერს, ვერ ვიჯერებდი რომ დამაბა ლოგინზე, რომ არ მესასტიკა და თან მესასტიკა კიდეც, როგორ დამიარა მთელ სხელზე, საფეთქლებიდან ფეხის თითებამდე, როგორ ამილოკა ყველა ტატუ, თითოეულ შტრიხს როგორ დაყვა ენით და თითოეული ნახატი როგორ ამილოკა, ამ ტკბილმა გოგომ და ლამის ვინანე, მეტი ტატუ რომ არ მქონდა, კიდევ უფრო მეტი, რომ ყველა შტრიხ-შტრიხ აელოკა და ტატუების ჩემს სხეულზე გაჩენის სიამე გაეცოცხლებინა. უარესი ქნა. სასწაული ქნა. ასე დაბმულს განმაცდევინა სამოთხის სიამე და მეთქი, შენ რას გიზამ, გავთავისუფლდე და კი გამიხსნა თავისივე მაისურით მიბმული ხელი თავისი ხელით, მაგრამ რაღაც ისე იყო, ტკივილს და ძალადობას ელოდა თითქოს, თითქოს გავუწყრებოდი და ვატკენდი და არა გოგონავ, არა ჩემო გოგო, ჩემო ლამაზო და სათუთო და ფაქიზო და შენ რომ გგონია, ძლიერო, რო დომინანტობ და ამ დროს რომ ხარ ყველაზე ნაზი და ფაქიზი და ყველაზე მეტი სინაზით და სიყვარულით სავსე, ასეთი რომ ხტუნაობ ჩემს ყლეზე, ჩემო სიცოცხლე, ამ დროს მინდიხარ ყველაზე მეტად, ჩემი ნაზი და ძლიერი გოგო. ჯერ ასე ჩაგიხუტებ გულში, ახლად ნაორგაზმალში და ახლად ნაორგაზმალს, და რას მეყოფი, როგორც შენ დამკოცნე მთლიანად, ზუსტად მასე უნდა გეფერო მეც, შენი სხეულის ყველა ნაკვთი უნდა გავიცნო, შენი ყველა გემო უნდა ვიგემო, შენი ყველა სუნი უნდა შევიყნოსო და  რა ლამაზი ხარ, რა თბილი ხარ. ჩემო გოგონავ. ხელისგულზე მეტევი და ჩემს მკერდზე დაწოლილი ხომ მთლიანად მეტევი. ისეთი კანი ქონდა, ხელის გაშვება არ მინდოდა, სრიალა, ნაზი და თან მკვრივი იყო, ვარჯიშობდა ალბათ. ვეღარ ვითმენდი, ისე მინდოდა ჩემს გემოზე მოვფერებოდი, სუნთქვა როგორც კი ცოტა დაუწყნარდა, გადმოვატრიალე და დავიწვინე ქვეშ, დამაწექიო მთხოვა, მთელი ტანით და სიმძიმით დამაწექიო და კი შემეშინდა, არ დამემსხვრია ეს თხელი და ფაქიზი არსება, მაგრამ ისეთი თვალებით მთხოვა, უარს ვერ ვეტყოდი და მთლიანად მოვიქციე ჩემს ქვეშ, მაინც ვეცადე ჩემს ხელებს უფრო დავყრდნობოდი, ვიდრე მას და ვიწექით ასე ჩაკრულები და მკოცნიდა ძალიან ნაზად, სადაც კი ტუჩებს აწვდენდა. მეთქი ახლა ჩემი ჯერია და ყურის უკნიდან დავიწყე მისი კოცნა, კისერზე ჩამოვყევი და ლავიწის ძვლებთან რომ მივედი, ისე აკვნესდა, გიპოვე მეთქი ეროგენული ზონა, ჩემო ლამაზო და დიდხანს ვკოცნიდი იქ და დიდხანს კვნესოდა. ძუძუებთან ჩამოვყევი ენით და რატომ არ შემეძლო, რომ ორივე ძუძუ ერთად ჩამედო პირში და მეწოვა, პატარა მკერდი ქონდა, კოხტა, დიდი ძუძუსთავებით და ისეთი ტკბილი იყო, თაფლი გადმოსდიოდა თითქოს კანიდან. ჩემი ხელი ფეხებშუა თვითონ ჩაიცურა და უკვე ერთი სული მქონდა, ფუჩუზე შევხებოდი, მარტო ხელით კი არა, ტუჩებით შევხებოდი, ენით, გამეწია კლიტორის ბაგეები, დამენახა რა ლამაზი იყო და ამესვა ენა და გემო გამეგო მისი, მისი ლამაზი მუტლის სუნი მეგრძნო, სიღრმეში შემეყო ენა და სიცხე მეგრძნო, გამეგო როგორ დუღდა შიგნიდან და რა ცხელი იყო შიგნით, რა ტკბილი და გემრიელი. იმდენი ვლოკე და ვკოცნე, ისე ღრმად შევუყავი თითები მუტელში, რომ კიდევ ერთხელ გაათავა ხმამაღალი კვნესით და კიდევ უფრო დასველდა, ისეთი ლამაზი იყო ორგაზმის კრუნჩხვებში რომ კიდევ ერთხელ და კიდევ ათასჯერ მინდოდა ეს დამენახა. რეზინი გავიკეთე და ასე უმწეოდ დაწოლილს შევუდე. მეგონა ახლა მაინც შემიშვებდა თავისუფლად, მაგრამ არა, რაღაცნაირად ვიწრო მუტელი ჰქონდა, ქალიშვილივით შეკრთა ისევ და ისე შემიშვა და თვალებზე რატომღაც ხელი აიფარა, მეთქი გეხვეწები თვალებში მიყურე, მინდა გხედავდე როგორ გიფართოვდება და გენისლება თვალები, როცა შენში შემოვდივარ და ასეც ქნა. ყველა პოზაში მინდა მეგრძნო, როგორი ტკბილი იყო, ჯერ გვერდულად წავაწვინე, მისი ფეხი ტანზე შემოვიხვიე და უმატა კვნესას. დიდხანს მინდოდა მეტყნა, ძალიან დიდხანს გამეგრძელებინა ეს სიამოვნება და ბოლოს მინდოდა სახე სახესთან გვქონოდა და გაგვეთავებინა ისევ ერთად. ეხლა გადმომატრიალეო თვითონ მითხრა, ამ საოცარმა გოგომ და მუხლებზე დამიდგა, წელი ისე ჰქონდა ჩაზნექილი, გაწყდება მეთქი და თვითონ აქტიურობდა, ეს აქტიურობა სიამოვნებდა ძალიან და როცა ვიგრძენი, იძვრებოდა ცხელი ტალღები, ისევ ზურგზე დავაწვინე და მისი სახე ხელებში დავიჭირე და თან ვტყნავდი და თან ვკოცნიდი, სანამ არ შევატყე, რომ ისიც მწვერვალისკენ მიდიოდა და ავჩქარდი, ავჩქარდი და მოვიდა, უფრო ცხელი და მხურვალე ორგაზმი მოვიდა, ვიდრე პირველად და ასე მოვიდოდა, კიდევ უფრო ცხელი ყოველ შემდეგ ჯერზე, ვიცოდი, ასე იქნებოდა.

ტაბუ, ნაწილი XLVIII – ნიკა

ნაწილი XLVIII –  ნიკა

ისე გადმომატრიალა უცებ, მეგონა როლები შევცვალეთ და კაცი ის იყო და მე ერთი ვიღაც სუსტი ქალი, ზურგზე დამაგდო და ზედ დამადგა, ჩემი ფეხები მუხლებში ჰქონდა მჭიდროდ მოქცეული და ცალი ხელი ლოგინზე ჰქონდა დაყრდნობილი, ცალი კი ჩემს მკლავზე და მიყურებდა გაღიმებული. ისე მიყურებდა, გადამყლაპავდა ან თავის ლურჯ თვალებში ჩამიძვრენდა მეგონა და დაიხარა მერე ნელა, ძალიან ნელა, მაწამებდა, კისერზე ამისვა ენა და თვალები დავხუჭე, პლაჟზე, მცხუნვარე მზისგულზე უსათვალოდ რომ ვიწექი და დახუჭულ თვალებში კალეიდოსკოპი მიტრიალდებდა, ასე დამემართა, ვეღარ ვხვდებოდი, სად მეფერებოდა ამ თავისი ცხელზე უცხელესი ენით, მეგონა ყურშიც მისი ენა მქონდა და ძუძუზეც და როგორ ახერხებდა ასე ყველგან მეგრძნო, არ ვიცი. ყლე მისკდებოდა უკვე, ისე მქონდა ამდგარი და ისე ჩაიარა, ერთი ენის ასმა მამყოფინა, კანი გადამიწია და რამდენიმე წამი ველოდი, თვალები ისევ დახუჭული მქონდა და მივხვდი, თავი აწია და უყურებდა ჩემს ყლისთავს და მერე ოდნავ ამისვა ენა და დაიკიდა, ქვემოთ ჩავიდა, ყვერებზე დამაკვდა, პირში ჩაიდო და ენას უსვამდა თან, ასეთი სასწაული არასდროს მეგრძნო, ვუყვარდი, ჩემი ყლე უყვარდა, ჩემი ყვერები და ჩემი კანი უყვარდა, მიწოვდა თითქოს თავის თავში. მერე შეტრიალდა, ფეხზე დამისვა ენა და თან ეს ულამაზესი ტრაკი ჰქონდა ჩემკენ მოშვერილი და ვერ გავუძელი ცდუნებას, მოვკიდე ხელი, მინდოდა თითი შემეყო მის მუტელში და მომიშორა უხეშად, მე მაცალეო და დავხუჭე ისევ თვალები და წამიყვანა სადღაც სამოთხეში, თითებამდე მლოკა და ორივე ფეხის თითები ჩაიდო პირში და დამინძრია. ისეთი უხეში, ისეთი მკაცრი იყო, რომ არც კი მომღიტინებია, ენა რომ ამისვა ფეხისგულზე და კოჭზე კბენა როგორ მოახერხა არ ვიცი, მაგრამ მოახერხა და ყინვაში გაგდებულივით ვკანკალებდი, მეტი მინდოდა,მინდოდა ამოსულიყო და ყლეზე მომფერებოდა, ჩაედო პირში ღრმად და ესრიალებინა და ენა ესვა თან, ტუჩებთან ერთად და სადამდეც პირი არ ეყოფოდა ხელით ენძრია და ასე ქნა კიდეც. სასწაული გოგო იყო, სწავლება არ დაჭირვებია, ასე ქენი, ისე ქენი. ჩაიდო პირში ჩემი ყლე და ჩაიტკბო, თითქოს ბავშვობაში მომპასის კანფეტს რომ ვწუწნიდით, აი, ის კანფეტი ედო პირში და წოვდა და ეფერებოდა და მეორე ხელს ყვერებზე მიცაცუნებდა, თითქოს ცდილობდა ერთ რიტმში მომფერებოდა ყველგან. წამიღო, მინდოდა საერთოდ აღარასდროს გამეხილა თვალები და ამ ტკბობაში გავჭაღარავებულიყავი. დაიღალა რაღაც მომენტში, ალბათ ჩემი ყლის სისქისგან ყბები ეტკინა და გამოიღო, ენა ამისვა მხოლოდ და თან მთელ სიგრძეზე მინძრევდა და არ მომკლებია სიამოვნება, პირიქით, ეს ცეცხლოვანი ენა ჩემს ყლისთავზე დასრიალებდა და ნელნელა ვგრნობდი, როგორ ვუახლოვდებოდი ზღვარს და ისევ რომ ჩაიდო პირში ღრმად, მივხვდი, დიდხანს ვეღარ შევიკავებდი თავს და მეთქი ვათავებ, ნათ, რა ვქნა და უცებ ამომხედა და პირში გამითავეო და გააგრძელა ჩემი ყლის წოვა,სასწაული იყო, როგორ დაიძრა სადღაც მკერდიდან და გაიარა მთელი ტანი და გავასხი ალბათ მთელი ამ დროის ნაგროვები თესლი, შევასხი პირში და განა შეიმჩნია, ტუჩები არ მოუშორებია ჩემი ყლიდან, უკვე გახელილი მქონდა თვალები და ვუყურებდი, ნელნელა გადაყლაპა, გემო ჩაატანა თითქოს და ისევ ამისვა ენა ყლეზე და ისევ განაგრძო ნაზი ფერება, მოვკვდებოდი მეგონა, ორგაზმი გამიგრძელა კიდევ რამდენ ხანს,  ნაზად მლოკავდა და მკოცნიდა სანამ სულ არ დავწყნარდი და ამოძვრა მერე ჩემთან, ჯერ მკერდზე დამადო თავი, დამაფინა თავისი სრიალა თმები და მერე ამოვწიე უფრო ზევით, ტუჩებში მინდოდა მეკოცნა, საკუთარი გემო შემეგრძნო, თუ დარჩა გადაუყლაპავი სპერმა ტუჩებზე, მე ამელოკა და ასე გამეთავისებინა ჩემი ახალი თავი და ესეც, ეს ძალიან მაგარი გოგო. მომეკრო ზედ, ჩემი ნაწილი, ჩემი კიდური იყო თითქოს და ჩავიხუტე, გავჭყლიტე ლამის, ისე ჩავიხუტე, მინდოდა მეგრძნო მთლიანად, ფეხებიც შემოვხვიე და მაქსიმალურად მეტი ფართობით მოვიკარი ჩემთან, მეტი სიახლოვე მინდოდა მეგრძნო მეც და მინდოდა მასაც, ორივეს ერთად გაგვეცნობიერებინა, რომ ერთნი ვართ და ჩემთვის მეფიქრა, რომ ლაკა არასდროს, აი სულ სულ თავიდანაც არ ყოფილა ასეთი ჩემი, როგორც ამ წამს იყო ეს ვიღაც უცხო გოგო, ლურჯთვალება და თეთრი, ქათქათა ღრუბელივით.

ტაბუ, ნაწილი XLVII – ნათია

ნაწილი XLVII –  ნათია

მებოდიშა, მალე გავათავეო, დებილი ეს, არ იცოდა ეტყობა, კაცების უმრავლესობას იმ ნაორგაზმებ, მოშვებულ ყლეზე რომ ჰკიდია, მე გავათავებ თუ არა და საერთოდ რას ვიგრძნობ, ოღონდ თვითონ გაასხან. სად ჰქონდა ამდენი ენერგია, ყლე გამოიღო თუ არა ეგრევე ენა ამისვა, იმ გაღიზიანებულ კლიტორზე, შედება-გამოღებისას რომ მეხახუნებოდა და უფრო დავსველდი, უფრო გავგიჟდი, ენა რომ შემიყო შიგნით და თან ჩემი თეძოები ეჭირა ხელში და მსრესდა, თან ენას მისრიალებდა მუტელში და სასწაული იყო. იმდენ ხანს მეფერა, ენითაც, ტუჩებითაც და თითებითაც რომ გავათავე მეც, ყველაზე ტკბილად, ვიდრე როდესმე გამითავებია, რადგან ვგრძნობდი იმ წამს, როგორ უყვარდა ჩემი მუტელი, როგორ უყვარდა და ეტკბილებოდა ჩემი გემოები, როგორი სიამოვნებით დასრიალებდა ჩემში და ვგრძნობდი, თვითონაც როგორ სიამოვნებდა ეს ყველაფერი და უკვე აღარაფერზე ვფიქრობდი, მოდიოდა ნელნელა, მოდიოდა სიცხე, მხურვალება, მზის სხივები მოდიოდა, მთელი სამყარო მოდიოდა თავისი სიმხურვალით და უსაზღვროებით და მოვიდა, იფეთქა, ერთდროულად გამინათდა და დამიბნელდა თვალებში. სიმძიმე ვიგრძენი მუცელზე, როცა შეგრძნებები დამიბრუნდა და თავი ედო ჩემზე, ტუჩებით ჩემს კანზე იყო დაკრული და ჩემსავით მძიმედ სუნთქავდა, თითქოს ორგაზმი ერთად გვქონოდეს, ეს ტკბილი ესა. მომინდა იგივე ეგრძნო, რაც მე, რაც მე მაგრძნობინა, ერთი ერთში „გადამეხადა სამაგიერო“  ამ ძალიან ტკბილი ბიჭისთვის და ვისუნთქეთ კიდევ ერთხანს თანაბრად, ერთ რიტმზე, ვეფერე თავზე და რომ მივხვდი, მზად ვიყავით გაგრძელებისთვის, უცებ გამოვეცალე და რა მაგარი იყო, უზარმაზარ ლოგინზე რომ ვიწექით, ჩავცურდი და ზურგზე გადმოვატრიალე. მისი კანის გემო მინდოდა შემეგრძნო, ამელოკა მინდოდა მთლიანად და ავუსვი ენა კისრიდან ყურამდე, ჩავუძვერი ყურში, ვლოკე დიდხანს და ამიკვნესდა ეს საყვარელი ბიჭი და ამოვძვერი მერე ყურიდან, ოდნავ ვაკოცე ტუჩებზე და კისერში ჩავუძვერი ისევ, ყველა ძვალი და ძარღვი ავულოკე. რა გემრიელი იყო, არ ვიცი, საპნის და კანის სურნელის საოცარი ნაზავი, მაგრამ  მსგავსი რომ არ მეგრძნო აქამდე ეს ვიცოდი. ისე მინდოდა, მისი მთელი ტანი ამელოკა, მთელი გემოები ამეცალა და ჩემში შემენახა, ვერ ვითმენდი, ვჩქარობდი, თითქოს სადმე გამქცევი იყო და ჯერ მისი ერთი ძუძუსთავი მოვიქციე ტუჩებში და კბილებში და მეორეს ხელით ვუსრისავდი და მერე გადავავლე  ენა ერთიდან მეორისკენ და მეორე ძუძუსთავი ჩავიდე პირში და გაუმკვრივდა, გაუმაგრდა ყლესავით, მოვწოვე და ვუკბინე ნაზად, თან ვლოკავდი და ასე მეგონა თაფლი ჟონავდა მისი კანიდან, ისეთი გემრიელი იყო. დავუყევი მერე ნეკნებს ქვევით, მთელი ტანი ავულოკე, ყოველი სანტიმეტრი დავაგემოვნე და დავუსველე, ჩავაღწიე ბოლოს მის ყლემდე და ამდგარი ქონდა სასწაულად, მაგრამ არ მინდოდა ჯერ ყლეზე მოვფერებოდი, უფრო მეტი სიამოვნება მინდოდა მეგრძნობინებინა და ნაუცბათევად ავუსვი ენა ყლეზე, ხელით გადავუწიე და სულ ოდნავ მოვულოკე ყლისთავი, თითქოს გაკვრით, თითქოს სულ არ მაინტერესებდა, რა გემოსი იყო და ჩავუძვერი უფრო ქვემოთ, ყვერები ავულოკე, პირში ჩავიდე, რაც ჩამეტია და ენით ვეფერე ბევრი, ძალიან ბევრი, გემრიელი იყო და მომინდა კიდევ უფრო მეტად შემეგრძნო მისი გემოები და მთელი დიდი მონაკვეთი გამოვტოვე და მისი ფეხებისკენ გადავინაცვლე, ფეხის თითების, ფეხისგულების და კოჭებისკენ, ვნანობდი ორი რატომ არ ვიყავი და ორივე ფეხის ერთად ფერება რატომ არ შემეძლო და ავუსვი ენა მარცხენა ფეხის კოჭზე. გააცახცახა, ცხადად ვიგრძენი ეს და გამისწორდა, მგრძნობიარე იყო ძალიან. ჩავედი უფრო ღრმად და არ მინდოდა ღიტინი ეგრძნო, ამიტომ ნაზად კი არ ავუსვი ენა ფეხისგულზე, არა, უხეშად, მთელი ენის ფართობით და ხორკლიანობით ავლოკე და ცერა თითამდე მივედი და თითი ჩავიდე პირში, მოვწოვე და მოვლოკე, თითქოს მისი ყლე იყო, ისევ და ისევ და კვნესოდა, ისე კვნესოდა, რომ ნეტარების მწვერვალზე ვიყავი, მაბოდებდა, როცა ჩემი პარტნიორი სიამოვნებას იღებდა და დავუმუღამე ადგილები, სადაც მოფერება სიამოვნებდა და ვლოკავდი თვალებდახუჭული, საერთოდ არ მინდოდა ვიზუალს ხელი შეეშალა შეგრძნებებში, როგორც კლიპების ყურება მიშლის ხელს მუსიკის მოსმენაში. ისეთი გემო ჰქონდა, ყველგან, აი ყველგან, მაგიჟებდა მისი კანის სიმხურვალე, მეგონა ტკბილ მოლეკულებს ვიწოვდი მისი კანიდან და ხელახლა რომ ავუსვამდი ენას იმავე ადგილას, ისევ ისეთი ტკბილი იყო, ისევ ისეთი გემრიელი და თან როგორი მოცახცახე სიამოვნებისგან, ეს მისი ცახცახი და კვნესა მასველებდა.

ტაბუ, ნაწილი XLVI – ნიკა

ნაწილი XLVI –  ნიკა

თეოს ვერ გავუტეხე ხათრი, თორემ რა მედაბადებისდღევებოდა. სადაც მიწევდა მისი ნახვა, მყოფნიდა. მეგობრებს ვერ დავკარგავდი იმიტომ, რომ ლაკა არ მენახა, აღარასდროს მენახა, ამ ყველაფერზე მაღლა ვიყავი და ამიტომაც მოვხვდი თეონასთან, მის სახლში, ისეთ სიმშვიდეში, თითქოს ყველაფერი ისევ ისე, ისევ ისე ძველებურად, დუნედ და იმავდროულად მყიფედ იყო. სასმელი, კვამლი, მუსიკა – ყველაფერი, რაც დაძაბულობას მიხსნიდა და მგონი მართლა მომეხსნა და ეს ქათქათა თეთრსახიანი და ცისფერთვალება გოგო ხომ საერთოდ, მანამდე შორიდან რომ მოვკარი თვალი და რაღაცნაირად მესიამოვნა დანახვა, უცებ მომიახლოვდა, ჯერ ჩემ გვერდით ჩამოჯდა და მერე, ვიცეკვოთო, მთხოვა. რა მეცეკვებოდა ან როდის მეცეკვებოდა, მაგრამ ისე მიყურებდა ამ თავისი ლურჯი თვალებით, უარი ვერ ვუთხარი და თავი დავკარგე, ისე ცხელოდა მისი მაისურიდან, ისეთი ვნება იფრქვეოდა, არც მისი მზერა მჭირდებოდა და არც თხოვნა, აქედან წავიდეთო. ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გვექნა, მე და ამ საოცარ მხურვალე არსებას, აბრეშუმივით რომ მერგებოდა თითებში და ისე მოძრაობდა, როგორც მინდოდა. წავიდეთ სადმეო და წავიდეთ მეთქი. მარტოს მომინდა მყოლოდა, არ მეფიქრა, რამდენი თვალი გვიყურებდა და ლაკაც ხომ არ გვხედავდა და მარტო ჩემთვის გამეხადა, მეკოცნა და მომეტყნა, ძალიან მაგრად მომეტყნა, ისე ღრმად შემეყო მასში ჩემი ყლე, რომ მთელი სიბრაზე მასში ჩამენთხია და სიამოვნებოდა სასწაულად, აი ეს მინდოდა. როგორ მივედით სახლამდე, ლიფტში რას ვაკეთებდით არ მახსოვს, ლოგინამდე როგორ მივედით, არ ვიცი და რომ მივაგდე საწოლზე, უკვე სულ ყველაფერს ცხადად ვხედავდი. ნახევრად რომ აცვიათ და ისე ვტყნავ, ეს მიყვარს, მაგრამ თვითონ გაიხადა, ლიფი თვითონ მოიძრო, ძალიან ვუნდოდი და რა მაგარი იყო ამის შეგრძნება, ლაკასგან იმდენი ხანია ეს არ მეგრძნო და რომ დავფიქრდი, რამდენი ხანია საერთოდ ეს არ მეგრძნო, კიდევ უფრო მომინდა, კიდევ უფრო მაგრად მომაწვა დაუხარჯავი სპერმა და უცებ გადავწყვიტე, მისი მუტლის მოწუწვნის ნაცვლად პირდაპირ შემეყო, პირდაპირ მომეტყნა. რეზინი ძლივს გავიკეთე ნდომისგან ლამის აკანკალებული ხელებით და თან ვგრძნობდი, როგორ მელოდა, როგორ აცახცახებდა ნდომისგან და მივაწექი და შევედი. ქალიშვილივით იყო შიგნით, წინააღმდეგობას მიწევდა და კიდევ უფრო გამაშმაგა ამან, წელი დავუჭირე და უხეშად შევედი, სუნთქვა დაუმძიმდა და აკვნესდა, მუხლები ტანზე შემომაჭდო და მეტხანს მინდოდა მეტყნა, მაგრამ მალე გავათავე, ეგრე იცის დიდი ხნის თავის შეკავებამ. ნეტავ რატომ ვიკავებდი თავს, ეს შემორჩენილი ერთგულების მარცვლები რატომ ერთად არ გადავყარე მოუსავლეთში და ვუყურებდი ამ ცისფერთვალა ანგელოზს, მინდოდა ისიც ისეთივე ბედნიერი ყოფილიყო, როგორიც მე და ყლე რომ გამოვუღე, ეგრევე დავეკონე ფუჩუზე, მთელი წვენები ავულოკე, ძალიან გემრიელი იყო, არც ვიცი, რას შევადარო მისი გემოები, ალბათ ასი უგემრიელესი რამ ერთმანეთთან რომ გადამერია, ამ გემოზე დადგებოდა და შიგნით როგორი იყო, რა შეგრძნებას დამიტოვებდა ესეც მინდოდა გამეგო. ფრთხილად შევუყავი ენა, ისეთი ნაზი, ისეთი სველი, ისეთი ღრუბელივით სათუთი იყო და თან რა ხმებს გამოსცემდა, სიტკბოს ბურანში მყოფი და უფრო ღრმად შევუყავი ენა, შევდიოდი და გამოვდიოდი და მიგიჟდებოდა თანდათან და მეც მიდგებოდა ისევ. თითები შევუყავი მერე და ტუჩებით კლიტორი მოვუნახე და ვუწუწნიდი, სანამ არ გაათავა, სანამ არ ჩაუწყდა ხმა ამდენი კივილისას და ბედნიერი ვიყავი, მისი ორგაზმი მიხაროდა და დავადე თავი მუცელზე და ერთად ვმშვიდდებოდით, ერთად ვიწყნარებდით საგულედან ამოვარდნილ გულებს.

ტაბუ, ნაწილი XLV – ნათია

ნაწილი XLV – ნათია

გუშინ თეონას დაბდღეზე ვიყავი, რა ჯანდაბად მომინდა თანამშრომლის დაბადების დღეზე წასვლა არ ვიცი, მაგრამ ალბათ რაღაცას კარგს მიგრძნობდა გული, ან თუნდაც ეს ჩემი ერთფეროვნება მომბეზრდა და ასე ამოვყავი თავი მის მეგობრებთან ერთად. სულ არ ჩანდა ეს გოგო სამსახურში ისეთი ჯიგარი, როგორიც აღმოჩნდა და მისი მეგობრები ხომ საერთოდ, სულ ჩემი სასტავი მახსენდებოდა და პარალელებს ვავლებდი და აქ უფრო ვიგრძენი თავი ჩემიანად, ვიდრე მათთან ვგრძნობდი ხოლმე. აი თუნდაც ეს ქეთისთან ტუსოვკა, ისევ იქ ვიყავით, უნის კიბეებზე და ზუკა კიდევ ზედ. თავისი ულევი ყურადღებით, გვერდზე გახედვის საშუალებას არ მაძლევდა ტიპი, ყველგან თვითონ იყო. აქ კიდევ თავისუფლების სულ სხვა ლეველი იდო, ისე ვლაპარაკობდით ამ ქვეყნად ყველაფერზე, თითქოს არც სქესი გვქონდა და თან ყველაზე მაგრადაც გვქონდა სქესი. თითოეულ წინადადებას ისეთი სექსუალობა მოჰყვებოდა, რომ იქვე, სუფრა კიარა, რაც იყო, არეულ დარეული წვეულება, იქვე დავსველდი. იმ ღამეს სექსი რომ არ მქონოდა, ალბათ კლიტორს გადავიტყავებდი მასტურბაციით. ვუყურებდი ამ თითქმის უცნობ ხალხს და ერთმა ტიპმა მიიქცია ჩემი ყურადღება, იჯდა განაპირას და მშვიდად და ხანდახან ისეთებს ჩაურთავდა დაბალი, წყნარი ხმით, სხვის ათჯერ ხმამაღლა ნათქვამს ჯობდა და თეონას რომ გავყევი სამზარეულოში კოკტეილების დასამატებლად, მაშინ ვკითხე, მეთქი გოგო, ვინ არის ეს ბიჭი. ისეთი არეულობა აღმოჩნდა, ისეთი, რომ უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი, მაგრამ მერე ფეხზე დავიკიდე, ყველას ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს. მისი დაქალის ყოფილი ქმარი ყოფილა, დაქალის, რომელიც იმ დღეს იქ იყო და თურმე სულ ერთად იჩითებოდნენ, რადგან ამ საერთო მეგობრებს სად წაუხვალ ადამიანი და ორივე დასტოინად იქცეოდა, არაფერი შემიტყვია არც ნიკასთვის და არც მისი ექსისთვის. ცივი, თავაზიანი იგნორი, ისე როგორც ცივილიზებული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი და ამის გაგების მერე კიდევ უფრო დამევასა ეს ნათელთვალება, მთლიანად ნათელი ბიჭი. ან მეჩვენებოდა და ან მართლა მიყურებდა ხოლმე და მე ხო ვერ ვიტან ამ გაუგებრობებს და მივუცუცქდი ახლოს, კიდევ კაი, მართლა სტანდარტულ სუფრასთან არ ვისხედით და მეთქი, ნიკა, ხომ არ გვეცეკვა. უარი არ მითხრა, ვერ მითხრა, არ ვიცი, ძალიან საცეკვაო გარემო იყო უკვე, დაბალი შუქები და ისეთი მუსიკა, თვითონ რომ გეფერება და პარტნიორის და მუსიკის ბგერების შეხებას ვეღარ ანსხვავებ ერთმანეთისგან.  დავადე ორივე ხელი მხრებზე, ცოტა ზურგისკენაც გადავუცურე და ველოდი რას იზამდა. არ მომრიდებია, წელზე მჭიდროდ შემომარტყა ხელები, მგონი არ მომჩვენებია, რომ უფრო დაბლაც ჩაიწია და ტრაკზეც მომეფერა. ვინ რას დაინახავდა იმ სიბნელეში და მე დავდნი, მგონი ყველაფერი ისე იწყებოდა, როგორც მინდოდა, როგორც მინდოდა ისე ძლიერად, როგორც დიდი ხანია არაფერი მდომებია. დიდხანს ვცეკვავდით, ან სულაც ერთ ადგილას ვიდექით, არ ვიცი, არ მახსოვს, თვალებში როგორ მიყურებდა და ვუყურებდი ეგ მახსოვს კარგად და ყველა სხვა შეგრძნება საოცრად, სასტიკად ორგანული იყო და მეთქი, წავიდეთ აქედან. უფრო ღრმად მომინდა მეგრძნო ეს ბიჭი, ვიდრე მის სვიტრზე მოალერსე ჩემს თითებში აღწევდა მისი სითბო და მისი თითებიდან ჩემს მაისურში. მინდოდა კანზე დაედო ცხელი ხელი და ეს სითბო, ეს მხურვალება გავრცელებულიყო მთელ ჩემს სხეულში და ვეღარ ვითმენდი, მეთქი წავიდეთ. კარგიო, ჩამჩურჩულა ყურში და გავძვერით. ისეთი აურზაური იყო, ვინ გაიგებდა ან რატომ გაიგებდა და ან თუ გაიგებდა, მე ხომ მეკიდა და ნიკასაც ეკიდა იმედია და თუ არც ეკიდა, ეგეც მეკიდა. მინდოდა, ძალიან მინდოდა. სადღაც წავედით, სადღაც ძალიან მშვიდ, წყნარ ადგილას, სადაც თითქოს ისეთივე მუსიკა და შუქები იყო, ისეთივე საიდანაც წამოვედით, მაგრამ ერთად წამოვედით და სულ აღარ იყო მორიდებული, რა მორიდებული, ისე უხეშად ამაძრო მაისური და ლიფის გახდაც არ უცდია, ჩამომიწია და დამაკვდა ძუძუსთავებზე, ერთზე ხელით და მეორეზე ტუჩებით, ეს ტკბილი ბიჭი. ასეთი ნეტარება ძუძუებზე მოფერებისგან ლაშას მერე არ მიგრძვნია, თავიდან რომ მეფერებოდა, მლოკავდა ძუძუებზე და მერე ისე რომ მკბენდა, რომ მგრძნობელობა დამეკარგა, მეგონა. ჩემით გავიხსენი ლიფის შესაკრავი, მინდოდა ძალიან, ძალიან თავისუფლად მომფერებოდა, ენა აესვა ჩემთვის, აელოკა ჩემი კანი, რომელიც მიყვარდა, რომელიც მენანებოდა ყოველღამე, არავინ რომ ეფერებოდა და მე თვითონ ვისრიალებდი ხელებს ჩემივე სხეულზე. როგორ დაუყვა ჩემი მკერდიდან მუცლისკენ, როგორ ჩამიყო ენა ჭიპში და როგორ ჩაინაცვლა კიდევ ქვემოთ, ისე, რომ ჯერ კიდევ მეცვა ტრუსი. გარედან ამისვა ენა და ვიგრძენი, როგორ ესიამოვნა თხელ მაქმანში გაჟონილი ჩემი სისველე და უცებ ჩამაძრო ტრუსიკი ცალ ფეხზე, თავი არ შეუწუხებია მეორე ფეხზე გახდისთვის, ან რად უნდოდა, ღია ვიყავი და ველოდი, როდის შემომიყოფდა ენას, როგორ ამლოკავდა, როგორ მოწუწნიდა ჩემს კლიტორს და წინასწარვე ვიკლაკნებოდი სიამისგან.

ტაბუ, ნაწილი XXXVIII – დაჯი

ნაწილი XXXVIII – დაჯი

ფეხზე ვეღარ ვიდექი და თან მინდოდა გამეგო, რა გემო დარჩა ტუჩებზე, ამ ტკბილს, ამ პატარა მაიმუნ გოგოს, რა მიქნა, ფეხზე მდგომს სექსი არასდროს მქონია, ესეც გამოვცადე. ჩავიჩოქე და ჩავეხუტე და ვაკოცე ტუჩებში, სველ ტუჩებში, ჩემი წვენით და საკუთარი ნერწყვით სველ, თხელ და ლამაზ ტუჩებში. იქვე მინდოდა წამეწვინა და მენახა, თვითონ როგორ დაიკლაკნებოდა სიტკბოსგან, მაგრამ არ დამანება, აბაზანაში შემიშვი ჯერო, ჩაიჩურჩულა. ჩემი კოპწია გოგო, მოერიდა, მთელი დღის ნამუშევარს და ფეხზე ნადგომს. შემოგყვები მეთქი, შევთავაზე და კარგიო, გაიღიმა, ოღონდ მე თვითონ დაგიძახებო და გაიქცა სწრაფად. სავსე ჭიქა ვისკი დავლიე, ლამის ერთ ყლუპად, სუნთქვა და სიმშვიდე რომ დამებრუნებინა, ისე მქონდა გული ამოვარდნილი და ღიმილს ვეღარ ვიჩერებდი, ან რას ვიჩერებდი?! ასეთი კმაყოფილი კაი ხანია არ ვყოფილვარ. მეორე ჭიქის დასხმას ვაპირებდი, რომ დამიძახა. რა დროს ვისკი იყო, სასწრაფოდ შევედი აბაზანაში, ისიც ვერ მოვიფიქრე, ტანსაცმელი გარეთვე გამეხადა. ღია ჰქონდა შხაპის კარი და მომჩერებოდა, წყალი ზურგზე დასდიოდა და რა ლამაზი იყო, ტანზე თხელი და მკრთალი კანი, ბოქვენზე ქერა ღინღლები და პაწია ძუძუებით ჰქონდა, პატარა და ლამაზი. შხაპისკენ გზადაგზა გავიხადე ყველაფერი, თან მოჯადოებულივით ვუყურებდი ამის ძუძუებს და ტანსაცმელს გზაში ვყრიდი. ტრუსიკი აღარც მეცვა, კაბა ავიძრე ბოლოს და მოუთმენლად მომკიდა ხელი და დამაყენა წყლის ქვეშ. ამხელა ქალს როგორ მიმორჩილებდა ეს კაფანდარა გოგონა, რა შინაგანი ძალა ჰქონდა ასეთი. სახეზე მოვკიდე ხელი და ისევ ვაკოცე. ვერ ვძღებოდი მისი ტუჩებით, მისი ენით, პირში რომ შემომისრიალა და დავუჭირე და დავიტოვე ჩემთან, ენის წვერით ვეთამაშებოდი და თან ხელი ჩავუცურე ძუძუებისკენ, გამაგრებული და ამდგარი ჰქონდა ძუძუსთავები, ხელისგულში ზუსტად მეტეოდა და დავუსრისე მაგრად, ლამის ავაკივლე, მინდოდა ძალა ეგრძნო ჩემი და უფრო მოვდომებოდი. ხელები ჩემს წელზე ეწყო და სიამოვნების მიღებისთვის ემზადებოდა, თვითონაც უნდოდა ორგაზმი ეგრძნო, ჩემს მარიამას. მეორე ძუძუც დავიჭირე ხელში და ერთ რიტმში ვუსრისავდი ორივეს, მერე შევატრიალე უცებ და კედელს მივაკარი, გავუწიე ფეხები და უკნიდან შევუყავი ხელი, კლიტორი ვიპოვე და ამ შხაპსა და წყალში სულ სხვანაირი სისველე ვიგრძენი. როგორ ვუნდოდი, რაღა მომათმენინებდა, დავუსრისე კლიტორი და შიგნით შევუყავი ხელი. ვიწრო მუტელი ჰქონდა, როგორი ექნებოდა, მთლიანად თხელი და ფაქიზი იყო, ჩავიმუხლე და ტრაკზე ვკოცნიდი, თან ხელს შიგნით ვუყოფდი და თან დუნდულებს ვულოკავდი, კოხტა, თეთრ დუნდულებს და კანკალებდა სიამოვნებისგან, ხელები შხაპის კედლებზე ეწყო ხელისგულებით და ხანდახან თითებს ხრიდა, თითქოს უნდა ჩამოფხოჭნოსო. ვგიჟდებოდი, ისეთ ხმებს გამოსცემდა, კვნესა-კრუტუნს კატასავით. მერე მეორე ხელი წინიდან შემოვხვიე და კლიტორის თავი მოვუძებნე და თან ვუსრესდი, თან ვკოცნიდი და თან თითების ისე ღრმად ვთხრიდი, რამდენადაც შემეძლო და გაგიჟდა, კვნესა რაღაც ჩუმ უმწეო ხავილში გადაუვიდა, ვგრძნობდი ზღვართან ახლოს იყო და არ მინდოდა გავჩერებულიყავი, მინდოდა ბოლომდე გაგიჟებულიყო და სახით დუნდულები გადავუწიე და ანუსის ხვრელი მოვნახე და ენა ავუსვი, ავუსვი და შევუცურე ოდნავ და ეს პიკი იყო, ასწია თავი მაღლა და აყვირდა, აკივლდა, ჭკუიდან გადავიდოდა მეგონა, არ ვჩერდებოდი, სანამ ხმა არ ჩაუწყდა და არ მოეშვა მთლიანად და მაინც არ გავჩერდი, სანამ არ აკანკალდა და ავდექი მერე და ჩავიხუტე გულში, ეს პატარა წიწილა, გაწუწული, თვალებდახუჭული, აღარაფრის ძალა რომ აღარ შერჩენოდა და ვიდექით დიდხანს ცხელი წყლის ნაკადის ქვეშ ასე ერთად, ჩახვეულები.

ტაბუ, ნაწილი XXXVII – მარიამი

ნაწილი XXXVII – მარიამი

სახლში ხომ არ მესტუმრებიო, ისე მორიდებით მითხრა, თითქოს მთელი დღე იმაზე არ ვოცნებობდი, მის ლოგინს როდის ვნახავდი და მისსავე ზეწრებზე გავაწვენდი და დავაწვებოდი ზედ. მაინც პოზები გვეჭირა ჯერ და ვითომ ჯერ შევყოყმანდი, მაგრამ მერე ანგარიში გავუწიე და პატივი ვეცი და კი, რატომაც არა, ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს მეთქი. არადა მართლა არ მიყვარდა, თუ არ ვცეკვავდი, ისე ხმაურში ვერ ვჩერდებოდი, რაღაც მიყრუებული პატარა ბარები მერჩია ან სულაც გარეთ, ბუნებაში ყოფნა, თუ არ ციოდა. დაჯის სახლისადმი კი ისეთივე ინტერესი მქონდა, როგორც თვითონ მაინტერესებდა, ვინ იყო, რა უყვარდა, რითი კაიფობდა. მე რითი ვიკაიფებდი მაგის ხელა რომ გავხდებოდი, ეს მინდოდა გამეგო. როგორ ცხოვრობდა. მინდოდა ისეთივე თანამედროვე ყოფილიყო მისი სახლი, როგორიც გარეგნულად იყო, დახვეწილი და გემოვნებიანი. გულიც გამისკდებოდა, ჩუქურთმებიან და სარკეებიან, ჩაბნელებულ სახლში რომ მივეყვანე. შეიძლება აღარ მომნდომებოდა. გადავრჩით. ფერადად შეღებილ კედლებიან სახლში ცხოვრობდა, ცოტა ავეჯი იყო სახლში და ბევრი შუქი. მიყვარს სინათლეში სექსი, ყველაფერს მინდა ვხედავდე, თითოეულ სიამის ნაოჭს ჩემი პარტნიორის სახეზე და ყველა ხალს მის სხეულზე. ამ ფერად სივრცეში უფრო მომინდა, ვიდრე მაშინ, გასახდელის კაბინაში. აქ უფრო თავისუფლად მოვეფერებოდი და უფრო თამამად მოვტყნავდი, არც რაიმეს ვატკენდი. აღარ მომინდა რაიმე მეტკინა, ისეთი თბილი იყო, ისეთი ყურადღებიანი, არანაირი პიცა არ დაუხვედრებია. იცოდა, მეშიებოდა საღამოს, თან სამსახურიდან წამოსულს, თან მთელი დღე ნახევარი ნაჭერი პიცის ამარა ნამყოფს და გემრიელობები დამახვედრა, საყვარელმა ქალმა. დამშეული სტუდენტივით ვჭამდი, ყველაფერი გავსინჯე. დაჯიც ჭამდა, აშკარად არ შიოდა, ცოტ-ცოტას იციცქნებოდა, ჩემი ხათრით ალბათ, მაგრამ მაინც. ჯიგარი ქალი. რას დალევო, ბოლოს მკითხა. მომერიდა და რა გაქვს-მეთქი, გაეცინა, ნელა, დიდურად. ყველაფერი ჰქონდა თურმე. ლუდი მოვითხოვე. არ მინდოდა მძიმე სასმელი, მალე მომეკიდებოდა და ისე ვერ ჩავიტკბარუნებდი პირს ამ ქალით ან არ დამამახსოვრდებოდა. არადა მინდოდა ტვინში ჩამებეჭდა მისი ყველა მოძრაობა, ტანსაცმელს რომ გავხდიდი და თითებს დავადებდი კარგად მოვლილ, გარუჯულ კანზე. თავისთვის რაღაც მუქი სასმელი დაისხა, ჩემთვის უცნობწარწერიანი, ლამაზი ბოთლიდან, ყინულები ჩაიყარა და დამიჯდა წინ. აღარ მქონდა ლაპარაკის თავი, სიგარეტს მოვუკიდე და ვიჯექი, ლუდს ვწრუპავდი და ვუყურებდი თვალებში. არც ეს იკლავდა თავს ლაპარაკისთვის, იჯდა ფეხმორთხმული, იღიმებოდა რაღაცნაირად ალმაცერად და ყლუპ-ყლუპად სვამდა თავისი ჭიქიდან სასმელს. თქმაც არ დამჭირვებია, ისე შენიშნა ჩემი დაცარიელებული ჭიქა. ფეხსაცმელი არ ჩაუცვამს, ფეხშიშველა წავიდა მაცივრისკენ და მეთქი ან ახლა ან არ ვიცი, როდის და ჭიქა რომ მომაწოდა, ფრთხილად გამოვართვი, იქვე სავარძელთან პაწია მაგიდა თუ რაღაც იყო, იმაზე დავდგი და კაბის კალთით მოვითრიე. არ შემწინააღმდეგებია, დამყურებდა უკვე დასერიოზულებული. აღარც მე მეცინებოდა. ავუწიე კაბა და ჩულქები ეცვა. აბა რა ეცმებოდა! სხვანაირად ვერც წარმომედგინა და პირველი კოცნა ჩულქის ზევით ზოლზე ვაკოცე. პირველი კოცნა ტუჩებშია ხოლმე, მაგრამ არა, ჩვენ სხვანაირად უნდა გვქონოდა. ვაკოცე და თან ხელები კაბაში შევუცურე, ვკვდებოდი ინტერესით, როგორი ტრუსიკი ეცვა, უფრო სწორად, რომელი ეცვა, მთელი მაგის საცვლების გარდერობი ზეპირად ვიცოდი. ნეტავ რომელი შეარჩია ჩემთან შეხვედრისთვის. დიახ! ის თეთრი, გამჭვირვალე ტრუსიკი ეცვა, მე რომ მივაწოდე რამდენიმე დღის წინ, თავისი ლიფიანად. სადა და ლამაზი, სექსი და მაცდური რამ. მაგრამ ახლა ტრუსიკის ქვეშ რაც ჰქონდა, ის უფრო მაინტერესებდა, ნელა გავუწიე კიდე და თითი შევუცურე. რა სველი იყო, უკვე რა სველი იყო, როგორ მელოდა, საყვარელი. ასე მინდოდა მომეტყნა, ფეხზე მდგომი, მუხლები რომ აუკანკალდებოდა ბოლოს და ზედ სახეზე დამათავებდა, ჯერ ტრუსიკის გარედან ვაკოცე, ცოტა წავკბინე, არ ეტკინებოდა, მიგრძნობდა და მერე უცებ ჩავაძრე, ვერც რომ წინააღმდეგობის გაწევა ეცადა და ვერც მოესწრო და ისე დავეწაფე ფუჩუზე, მწყუროდა თითქოს. ძალიან გემრიელი ქალი იყო, უგემრიელესი. დიდი ბოქვენი ჰქონდა, კოხტად მოვლილი თმით და დიდი ბაგეები, ორივე მოვუწუწნე სათითაოდ, თან თითით შიგნით ვეფერებოდი. ცხელი იყო და ლამაზი იყო ძალიან. ნელა ვუცაცუნებდი ჯერ ენასაც, ტუჩებსაც და თითებსაც და მშვიდად კვნესოდა, უცებ მივხვდი არ მკმაროდა ეს და უცებ შევუყავი მუტელში ორივე თითი, სწრაფად და ეგრევე გავაგრძელე მოძრაობა, კლიტორსაც უფრო სწრაფად ვუსვამდი ენას და ვუწუწნიდი და აკივლდა, დარწმუნებული ვიყავი სახე ხელებით ეჭირა და ლამის იხოკავდა, ისე სიამოვნებდა და კიდევ უფრო ავჩქარდი, მისი წვენი ლამის მაჯამდე ჩამომივიდა და გადაუარა ორგაზმის ტალღამ, მართლა ისე აუკანკალდა მუხლები, როგორც ველოდი და ცალი ხელი ბარძაყზე უკნიდან მოვკიდე და დავიჭირე, თავი მყარად რომ ეგრძნო და ნელა განვაგრძე ფერება, ნაზად, სიამოვნება რომ გაგვხანგრძლივებოდა ორივეს და მომშორდა უცებ მკვეთრად, დაიჩოქა და ამ მის ფუჩუიან და მისივე წვენით სველ ტუჩებში მაკოცა მაგრად, ძალიან მაგრად.

ტაბუ, ნაწილი XXXV – მარიამი

ნაწილი XXXV – მარიამი

იგრძნო. იგრძნო კი არა, ვაგრძნობინე, ბოლოს და ბოლოს. რომ მინდოდა უსაშველოდ და თუნდაც შუადღეს სადილზე მინდოდა, ერთად რომ გვეჭამა და სალათის ნაკვალევს რომ მოილოკავდა ტუჩებიდან, ამაზე გამეთავებინა მარტო, მაგის ენის წვერის დანახვაზე და იმის წარმოდგენაზე, სად შეიძლებოდა ეს ენა მეგრძნო, ჩემში შიგნით და ღრმად ძალიან და ჩემი გემო ეგრძნო ამ ენის წვერით და მარტო ენის წვერით კი არა, მთლიანად გაეგო როგორი ტკბილი ვარ, როგორ სველი ვარ და როგორ ვსველდები, რომ მოდის ხოლმე ჩვენთან, ისე შემოაღებს მაღაზიის კარს, თითქოს ერთ რიგით შოფინგზეა გამოსული და იმენნა ტრუსიკი სჭირდება და როგორ ნელნელა გაუბრწყინდება ხოლმე თვალები, თაროებს და საკიდებს რომ ჩამოუვლის, სხვადასხვა ფერის და სტილის საცვლებს რომ დაათვალიერებს. რაღაც მშიერ სიხარბეს ვგრძნობ და ვგიჟდები ამაზე, ასე მგონია, ყველანაირ ბინძურ ფანტაზიაში დამემორჩილება და ისე გამეგება ფეხქვეშ, ისეთი კვნესით და კივილით, შეუხებლად გავათავებ. გამომიარა ორზე. აი რა სიგიჟე იყო, ველოდი თან და ვერც ველოდი, სადღაც მაინც მეგონა, მეკაიფა და ჩვენი მაღაზიის საათმა ორი რომ ჩამოკრა, ეგრევე დარეკა ტელეფონმა. ეტყობა კაი ხნის მოსული იყო და მელოდა, კანკალებდა და ისე ელოდა, ორი როდის შესრულდებოდა. გამოვალ მეთქი ახლავე და გავწელე. ნელა შევედი გასახდელში, ეს ყლეობა მაისური და შარვალი გავიხადე და ჩემი საყვარელი მოლურჯო კაბა გადავიცვი, ნახევრად გამჭვირვალე და ნახევრად მონაზვნური, თუ ძალიან არ დააკვირდებოდი, კოჭებამდე და დახურული რომ იყო და თუ ოდნავ დაძაბავდი თვალს, მთელ სილუეტს დაინახავდი და გავედი, გავედი ბოლოს და ბოლოს, მეშინოდა კიდეც ცოტათი. რისი არ ვიცი, ალბათ ყველაზე მეტად საკუთარი თავის, იმ წერტილში ვიყავი, რას ვიზამდი, რომ არ ვიცოდი წინასწარ და რაზე ვიქნებოდი თანახმა და რა შემზარავდა. ჩავუჯექი მინებდაბურულ ჯიპში და ისე მიადგა გაზს ფეხი, ჩემს გაბედულებაში, რომ როდესმე სასტიკად მოვტყნავდი, ცოტა ეჭვი შემეპარა. პიცა ვჭამოთო, ირიბად გადმომხედა და ვეღარ გავუბედე მეთქვა, რომ არ მიყვარს პიცა, დაჟე 4 ყველითაც კი, რაღაც უაზრო და ნარჩენებისგან გაკეთებული საჭმელი მგონია სულ და კი მეთქი, წავიდეთ, პიცა ასწორებს. რატომ მუშაობო ეტამში, ეგრევე მომახალა, შევუკვეთეთ თუ არა. ვუყურე, ვუყურე რამდენიმე წუთს, თან მაგარი იყო, კი არ ავუჩქარებივარ, შემოციცინებული თვალებით ელოდა, როდის გადავწყვეტდი მეთქვა, რომ რაც ცოტა აზრზე მოვედი და მივხვდი, ციდან არაფერი ცვივა, მას მერე მინდოდა სარაფანი ჩემით მეყიდა და არა მამაჩემს აერჩია თავის გემოვნებით, ვითომ რომ მე ვათვალიერებდი და  ბოლოს მაინც ისე გამოდიოდა, რაც მამას მოეწონა, იმას ვყიდულობდი. და რომ აღარ მინდოდა ასე, მინდოდა მარტო მეცხოვრა და ჭუჭყიანი თეფშები მაშინ გამერეცხა, როცა მინდოდა და თუ არ მინდოდა, ავმდგარიყავი და სულად გადამეყარა და ჭაღზე ჩამოვკიდებულიყავი ფეხით, თუ ასეთ ხასიათზე ვიქნებოდი.  ჩემით გადაწყვეტილებების მიღება რომ მინდოდა და როდის მომინდა. მამაჩემის დანახვა რომ აღარ მინდოდა აღარასოდეს. მოვუყევი, მოვუყევი ეს ყველაფერი, რომ დავიწყე ლაპარაკი, ვეღარ გავჩერდი, ისე მიყურებდა, ისეთი ყურადღებით, ოდნავ გვერდზე გადახრილი ჰქონდა თავი და თვალებს მიღმა თითქოს ჩემი ტვინის მოძრაობას გრძნობდა. ასე მგონია, მამაჩემის მოკვლა რომ მინდოდა და ეს მომეყოლა, ამასაც გამიგებდა, ისე ღრმად იყო ჩამომძვრალი ჩემს ტყავში. საღამოს გამოგივლი, სახლში მიგაცილებო, უცებ მითხრა და ძლივს გამოვერკვიე ამ ჩემი ცნობიერების ნაკადიდან და ნახევარი ნაჭერი პიცა მქონდა შეჭმული მხოლოდ და საათნახევარზე მეტი მილაპარაკია თურმე.  მშიერი, მაგრამ ემოციებით სავსე ვიყავი და არ მჯეროდა, რომ მართლა მომაკითხავდა, რომ არ იფიქრებდა, პრობლემებიანი თინეიჯერი ვიყავი და აზრი არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობას. მიმიყვანა ისევ მაღაზიაში და თუ მახსოვდეს, როგორ მოსაღამოვდა, ვის და რანაირებს მოვემსახურე, იქნებ წამიცდა კიდეც ხელი ლიფების შეკვრისას და მთელი ის დღე ბუნდოვნად მახსოვს, ყოველ კლიენტში მაგას ვხედავდი, მაგის სავსე ძუძუებს, იისფერ ლიფში მოკალათებულს.

ტაბუ, ნაწილი XXXIV – დაჯი

ნაწილი XXXIV – დაჯი

როგორ მომწონს ეს გოგო. ისე მხვდება ხოლმე, თითქოს ვიღაც მისი ძველი და კაი დროებთან დალინკული ნაცნობი ვიყო. სულ მიღიმის და ლოყები ეჩხვლიტება ხოლმე ღიმილისას და ეს სულ მაგიჟებს, მინდა ხოლმე მე, მარტო მე გამიღიმოს და აი ამ ნაჩხვლეტებზე ვაკოცო და ენა ავუსვა. პატარა გოგოა და რა თამამი, როგორი თავისუფალი. თავიდან მეგონა მეჩვენებოდა, მაგრამ მეხუთე, მეექვსე გასინჯვაზე დავრწმუნდი, რომ სპეციალურად ნელა მიკრავს ხოლმე ლიფის დუგმებს თუ რაცაა, მიცაცუნებს თითებს ზურგზე და მაგრად კაიფობს. ნეტა იცოდეს, მე როგორ ვკაიფობ და სად მივდივარ ხოლმე. მინდა ეს თითები კიდე უფრო დიდხანს გააჩეროს ჩემს ზურგზე და დაუყვეს მერე ქვემოთ, მოკლაკნოს თითები და ის ლამაზი, შავ მანიკურიანი ფრჩხილები ჩამომისვას კანზე, დამამჩნიოს ნაკვალევი და კაბაში ჩამიცუროს, დუნდულები მომისრისოს და თუ უნდა ჩამიხსნას ან ჯანდაბას, ჩახიოს კაბა, არ მენანება და ტრაკში შემიყოს ეს თავისი ლამაზი თითები, უხეშად, სასტიკად, არ დაელოდოს როდის დავსველდები და არც ნერწყვით დაისველოს თითები, მინდა, რომ მატკინოს, ტკივილსა და სიამოვნებას შორის ზღვარი სანტრიმეტრიც არ მეგულება. მინდა შემოძვრეს ჩემში, მინდა მაწვებოდეს ზურგზე, თავის მინიატურულ ძუძუებს მასრესდეს ზედ, დარწმუნებული ვარ, დიდი და ხორციანი ძუძუსთავები ექნება და რომ აუდგება, მკაფიოდ ვიგრძნობ ჩემს კანზე, მინდა თან კისერში მკოცნიდეს და თან ტრაკში მტყნავდეს ორივე თითით, დაუნდობლად და უხეშად. მერე რა, რომ მეტკინება, მეტკინოს, ტკივილიდან ორგაზმამდე მისვლა უფრო იოლია. იმ დღეს გავბედე და გასახდელიდან რომ მივაწოდე ჩემი ახალი იისფერი ლიფი, შესვენების დრო ვკითხე. ორიდან სამამდეო და რა კარგი იყო, მაგ დროს მეც შემეძლო სამსახურიდან გამოსვლა და მეთქი, ხვალ შემოგივლი, ერთად ვჭამოთ ლანჩი და გაუხარდა, დიდი სიამოვნებითო, კონსულტანტური ღიმილით გამიღიმა. როგორ ველოდი მეორე დღეს, არ ვიცი თან რას ველოდი, რა უნდა გვექნა დღისით მზისით ამ ქალაქში, მაგრამ ის, რომ გავიგებდი, რა უყვარს, თუნდაც საჭმელებში რა გემოვნება აქვს, რითი კაიფობს და რა ჰკიდია, მთელი მოლოდინი იყო. კიდევ კაი, საღამო იყო და სამსახურში აღარ ვიყავი წასასვლელი, პირდაპირ სახლში ავედი, გოგოებთანაც აღარ გავიჩითე, ან რა უნდა მომეყოლა, რატომ ვიყავი ასეთი აჟიტირებული ან როგორ გამიგებდნენ, მაგათი ნერვები არ მქონდა და დავითრიე პატარა კონიაკი და ჩავუჯექი ფიქრებს და მოლოდინებს და რა იქნება, გაემართლებინა ეს მოლოდინი. ის ეშმაკუნები, თვალებში რომ უხტოდა ამ ცელქ, ცანცარა, პატარა გოგოს, თამამს და თავხედს.

ტაბუ, ნაწილი XXXI – სოფო

ნაწილი XXXI – სოფო

რა მიქნეს. აი, რა მიქნეს. ორივემ ერთად.  Treesome კი არ გვქონდა, არა, აიღეს და მომტყნეს. ყველაფერს ვიფიქრებდი იმ დღეს და ასეთ გაგრძელებას ვერა. ვიჯექი ჩემთვის რაფაზე, გულგასიებული და უცებ რაღაც მოხდა, თავი კინოში მეგონა, პირდაპირ გადასაღებ მოედანზე, ოღონდ ოპერატორებს და მთელ პერსონალს ვერ ვხედავდი. ჩემი სტუდენტობის კოშმარი გამეჩითა ისევ, ხელიხელჩაკიდებული რეზი და ქეთი, მაგრამ რაღაც იყო სხვანაირად, მე მიყურებდნენ ორივე და ჩემკენ მოდიოდნენ და ქეთი რაღაცნაირად მიღიმოდა, ალმაცერად, მორიგ მაგარ კაცს რომ ააგდებდა ხოლმე და მიყვებოდა, მაშინ ჰქონდა ეგეთი სახე და უცებ მივხვდი, რაც ხდებოდა. უცებ დალაგდა ყველაფერი და რაფიდან იატაკზე რომ ჩამოვედი, ვიცოდი უკვე, უარს არაფერზე ვიტყოდი და მინდოდა ჩქარა მომახლოებოდნენ, თითქოს ხო არაა ეს ქეთის სამზარეულო დიდი, მაგრამ დრო მაინც გაიწელა, ალბათ დროის აღქმა მქონდა დაკარგული და რომ მომიახლოვდნენ, ბოლოს და ბოლოს, დადგნენ და მიყურებენ, ვერ მიხვდა ვერც ერთი, გაოგნებისგან რომ აღარ მქონდა თვალები გაფართოვებული, სიხარულის და მოლოდინის რომ იყო და მაინც ქეთიმ ქნა პირველმა, დამადო ცხელი ხელი მკლავზე და რეზიმაც ეგრევე, პირდაპირ ძუძუზე მეტაკა და წამით თვალი დავხუჭე და რომ გავახილე, მიხვდნენ ორივე, მიხვდნენ და დაიწყო ასე ჩემი სიზმარი, ყველა სიზმარზე უსიზმრესი. ჩემი ქეთი, ჩემი გოგო, აქაც ჩემი დასაყრდენი იყო, ზურგსუკან დამიდგა და მიმიყრდნო, მარტო კი არ მიმიყუდა, თითქოს აღგზნება მაკლდა,ძუძუებზე შემომეხვია და ორივე ძუძუსთავი ერთად მომისრისა, რა ცხელი ხელები ჰქონდა, აქამდე რატო არ დამიფიქსირებია ეს და რეზიმ ჩაიმუხლა, კაბა ამიწია და ტრუსიკის გახდაც არ უცდია, ისე გაწია და ამისვა ენა ფეხებშუა, ამისვა და ამენთო, ავინთე, ცეცხლი მეკიდა მეგონა, ასე მალე მასტურბაციით არ გამითავებია არასდროს, ალბათ ლავიწის ძვლებზე ქეთის ტუჩებს რომ ვგრძნობდი, ძუძუებზე მის ხელებს და ფუჩუში რეზი შვებოდა რაღაც სასწაულებს, ამის ბრალი იყო და პირველმა ორგაზმმა იფეთქა და ქეთის მთელი სიმძიმით მივაწექი, ვერ ვიკავებდი თავს, ფეხები მიკანკალებდა. ვინ მაცალა ამოსუნთქვა, ვუყურებდი, რეზის ვუყურებდი თვალებში და თან ვხედავდი, რეზინა როგორ აიღო, ნელა აიღო, დემოსტრაციულად, მამზადებდა რაღაც ძალიან საოცარი შეგრძნებისთვის, კბილით ჩახია კიდე, შეატრიალ-შემოატრიალა, სული შეუბერა და ნელა წამოიცვა. რამხელა ყლე ჰქონდა, არც ერთ ჩემს კაცს ამხელა და ასეთი ლამაზი არ ჰქონია, მუხლები უკვე მისი ყლის ჩემში შეგრძნების ნდომისგან მიკანკალებდა და არც დამჭირდა დიდხანს ცდა, წამოიცვა თუ არა, უცებ მტაცა ხელები წელზე, მომატრიალა და მაგიდაზე დამაგდო, უხეშად დამაგდო, ერთი სული ჰქონდა თვითონაც, ვატყობდი და მეც, მაგრამ ეგრევე ტრაკში თუ მომტყნავდა, არ მეგონა, ასეთი უხეში თუ იქნებოდა, მაგრამ ეგ ქნა, ერთი ამომისვა ფუჩუში ყლე, დაისველა და ეგრევე ტრაკში შემიყო და მეტკინა, ისე მეტკინა, რომ კივილი ვერ შევიკავე, მგონი ქეთის მაგიდაც გავაფუჭე, ისე ჩამოვჩხაპნე ფრჩხილებით და მიხვდა, ასე არ შეიძლებოდა, შეანელა და კუთხის ძებნა დაიწყო და რა უცებ იპოვა, ამ საყვარელმა, ამ ჩემმა ოცნებამ, ასე რომ ამისრულდებოდა, რომ არასდროს მეგონა და წავედი, სადღაც წავედი, შორს ამ ყველაფრისგან, ვეღარც მაგიდას ვგრძნობდი, რომელზეც ძუძუები მქონდა მისრესილი და ძვლები მტკიოდა ამის ტალჩოკების დროს, მაგრამ ტკივილმაც თავისი წაიღო და სიამოვნებამაც თავისი, სიამოვნებასაც ვერ ვარქმევ, რაღაც ზეგრძნობა იყო, ჩემი წელი ხელში ეჭირა და მთელი სიგრძით შემოდიოდა ჩემში, მეგონა გავგიჟდებოდი, გავგიჟდებოდი კი არა, მოვკვდებოდი მეგონა, ისე მცხელოდა, ისეთი ცეცხლი მენთო ყველგან, ტრაკშიც, ძუძუებზეც, ზურგზეც, ტვინშიც და ვეღარც ვხედავდი ვერაფერს, ამ ყველაფერმა რომ იფეთქა ერთად და დამთავრდა. დამთავრდა და დაბრუნდა მაგიდაც, მისრესილი ძუძუებიც, ხვალ რომ გავიღვიძებ და დალურჯებული ვიქნები, ეგეც და ამ დროს ვიგრძენი, ყლე როგორ გამოიღო ჩემი ტრაკიდან და როგორ დამაწვა ზედ, როგორ მომეგლისა და სუნთქვა ვიგრძენი ყურსუკან და მაკოცა, იმ თავის ტკბილი ტუჩებით მაკოცა, წლები რომ ვუყურებდი და ვოცნებობდი.