ტაბუ, ნაწილი LVI – ვატო

ნაწილი LVI – ვატო

ოცნება იყო ეს გოგო, ოცნება კი არადა ასრულებული სურვილები, ასრულებული ფიქრები და ნატვრები. თავისუფლება იყო და სუნთქვა იყო. ის გამიკეთა, რაც სულ მინდოდა, მედომინანტა, მეაქტიურა, ლოგინზე ჩემი მიბმა რომ მოინდომა, არ შევწინააღმდეგებივარ, მაინტერესებდა, რას იზამდა, მაგრამ ვერც წარმომედგინა, იმას თუ იზამდა, რაც ქნა. ეს საძაგელი ეს. თითქოს სუსტი და ნაზი იყო და ისე მიმაბა ლოგინზე, გათავისუფლება რომ მომდომებოდა, რიკულები უნდა მომეტვრია. დაიჭირა მერე ჩემი სახე ხელებში და მკოცნა უამრავი, ამილოკა მთელი სხეული, სახიდან დაიწყო და მკერდს ჩასცდა და მუცელზე დამაკვდა, მეგონა ყლეს ჩაიდებდა პირში, ისეთი ამდგარი მქონდა, ქვასავით იყო და არ ქნა, ფეხის სახსრებს შორის ენა ჩამიცურა, ყვერები ამილოკა და ფეხებს ჩაყვა ქვემოთ. რანაირად ახერხებდა ყველგან მომფერებოდა, არ ვიცი, ზოგან მკოცნიდა, ზოგან მლოკავდა, ზოგან კი თითებს ნერწყვით ისველებდა და მისრიალებდა კანზე. ფეხის თითებამდე რომ ჩავიდა და ათივე თითზე მინეტი გამიკეთა, მეგონა ზემოთ წამოვიდოდა ისევ და ბოლოს და ბოლოს, ყლეზეც ამისვამდა იმ თავის ტკბილ ენას და არა, ისევ რა ქნა. რა მიქნა. ამომხედა ქვემოდან და გინდივარო, მკითხა უცებ, კი მეთქი, ყველაფერზე მეტად მინდოდა იმ წამს ამ სასწაულ გოგოში მეგრძნო ჩემი თავი, და კაიო. არ ვიცი, რატომ გააკეთა ასე, რატომ გამაგიჟა, გაგიჟება და ნდომა მაკლდა თუ რა იფიქრა, არ ვიცი, მაგრამ ადგა. დამიჯდა პირდაპირ, ფეხები გადაწია და საკუთარი თავის ფერება დაიწყო. ცალი ხელით ძუძუს ისრესდა, მეორე ხელი კი მუტელში ჰქონდა ჩაყოფილი და ეფერებოდა, ისე ეფერებოდა, თითქოს რაღაც ძალიან ნაზს, სათუთს, მოსაფრთხილებელს და იოლად გასატეხს ეხებოდა. კინაღამ გავგიჟდი. არასდროს მენახა ლაივში ქალის მასტურბაცია და მეგონა, ფილმს ვუყურებდი, ყველაზე მაგარ პორნოს მსოფლიოში. თავიდან მიყურებდა, კაიფობდა ჩემი მიშტერებული სახით და მერე წავიდა ნელნელა თავის თავში, საკუთარი სხეული დაამუღამა, ძუძუდან წელზე ჩამოჰქონდა ხელი და ეფერებოდა თავისივე თავს, ევასებოდა მაგრად და ნელნელა მოძრაობას აუჩქარა, თან თითებს უფრო სწრაფად იყოფდა მუტელში, თან თვითონაც მოძრაობდა და მივხვდი, გაათავებდა მალე, ისე გაათავებდა, რომ ლამის მეც გავათავებდი, ასე მწოლიარე, მარტო, ამდგარი ყლით დატოვებული და ვიგრძენი, რომ ასე რომ დავრჩენილიყავი, მოკვდებოდი იქვე და გაათავა, სასწაულად აიკლაკნა, რაღაც წარმოუდგენელი ფორმა მიიღო და მიწვა მერე დახუჭული თვალებით, მარჯვენა ხელი ისევ ფეხებშუა ჰქონდა ჩატოვებული და მარცხენა გადავარდნილი სავარძლის სახელურიდან და მეთქი, გოგონა, მალე მოდი გონს, მინდიხარ. კი არ მითქვამს, ჩემთვის ჩუმად ვფიქრობდი, ჩუმად კი არა, ხმამაღლა ვფიქრობდი, ვყვიროდი გონებაში და მჯეროდა გაიგონებდა და უცებ წარმოვიდგინე, ასე რომ მივეტოვებინე. რომ ამდგარიყო, ნელა ჩაეცვა, გამოეხედა ჩემკენ, თვალი ჩაეკრა და გასულიყო ოთახიდან და წასულიყო, მარტო ლოგინს კი არა, ყველაფერს დავამტვრევდი, რაც ხელში მომხვდებოდა, ქალაქს გავაღვიძებდი ჩემი ღრიალით, ისე მინდოდა ეს გოგო, ისე. და არ ქნა ეს, არ იყო სასტიკი, ჩემი იყო და ჩემთან მოვიდა. გონს მოვიდა და ადგა და დამიჯდა ლოგინზე და ორივე ხელი დამადო მკერდზე და მიყურებდა თვალებში.  არ ვიცი, საიდან ახსოვდა და საიდან იცოდა, პრეზერვატივების კოლოფი ჯინსის ჯიბეში რომ ჩავიდე და უცებ აიღო ჩემი შარვალი და უცებ იპოვა. ჩემი წამების დიდოსტატი გაიჩითა. ნელა გახსნა კოლოფი, ნელა ამოიღო ერთი რეზინი, კბილით ჩაუხია კიდე და მე რა უნდა მექნა, როგორ წამომეცვა რეზინი ყლეზე, დაბმული ვიყავი. შეატრიალ-შემოატრიალა ხელებში, სწორი მხარე აარჩია და პირში ჩაიდო და ტუჩებით ჩამომაცვა ყლეზე, მაგრამ არ ეყო სიღრმე, იმაზე დიდი ყლე მაქვს, ვიდრე ამას პირი ჰქონდა და თითები მიაშველა, თან ენას მისვამდა ყლის თავზე, რეზინით დაფარულზე და თან თითებით მიწევდა ბოლომდე, ისე ფრთხილად, ისე, მეგონა ეშინოდა, არაფერი მტკენოდა და დამაჯდა მერე ზედ, ნელა შეიცურა ჩემი ყლე შიგნით. თვითონ აძლევდა მიმართულებას, მაგრამ მაინც ისე შეკრთა, როცა ბოლომდე შევედი, თითქოს ქალიშვილი იყო და ვიწრო ჰქონდა ძალიან, მთელი ყლით ვგრძნობდი მის მუტელს, სულ მთლიანად და სულ ბოლომდე, სულ სიღრმეში ვგრძნობდი, როგორი იყო. რამდენ ქალთან მქონია სექსი და ასეთი აღგზნება არავისთან მიგრძვნია, ორივე ხელით დაბმულს, თავის გემოზე რომ ხტუნაობდა ყლეზე და ხან შეუნელებდა, ჩამომაწვებოდა ზედ, ხელებს თავზე მომხვევდა და თან იმოძრავებდა ჩემზე და თან ძუძუებს დამასრესდა ტანზე და ხან წამოიმართებოდა, უკან გადაწვებოდა და ხელებს და ჩემს ყლეს დაეყრდნობოდა  და მოვიდა, მოვიდა სასწაული, ექსტაზი მოვიდა და კედლებზე გასვლა და ცაში აფრენა მოვიდა, ვეღარ ვხვდებოდი, თვითონაც ათავებდა თუ მარტო ვიყავი მეთოთხმეტე ცაზე , მარტო დავდიოდი ვარსკვლავიდან ვარსკვლავზე თუ ესეც თან დამყვებოდა, ჩემთან ერთად იყო თუ არა, არ ვიცოდი, ეს გოგო, ეს  სასწაული გოგო.

ტაბუ, ნაწილი LIII – თათა

ნაწილი LIII – თათა

მაღაზიებში გამომყევიო, დამირეკა. მეთქი გოგო, რა დროს შოფინგია, დაიძინე ცოტა. დაიჟინა, დროზე ადე, წამოდიო და ავდექი, ამ სიცხეში როგორ მეზარებოდა გარეთ გასვლა, მაგრამ მარიამის გულისთვის გავიდოდი და გავედი. სახლიდან წამოვედიო, ეგრევე მომახალა, მანქანაში როგორც კი ჩამიჯდა, კარფურში წავიდეთ, სახლისთვის რაღაცები უნდა ვიყიდოო და დამცხა, უარესად დამცხა, ვიდრე გარეთ ცხელოდა. რამდენი ხანია ვოცნებობდი, რომ რომელიმეს ცალკე სახლი გვქონოდა, სადაც დავრჩებოდით ხოლმე, კინოებს ვუყურებდით, ლუდს მოვწრუპავდით, ვიქაქანებდით და მერე ისე დაგვეძინებოდა, რომ ერთერთი ჩვენგანი შუა ამბის მოყოლაში აღმოაჩენდა, რომ მეორეს მკვდარივით სძინავს და დილას წაუთაქებდა, სადამდე მოისმინე, რასაც გიყვებოდიო. მეთქი რა მოხდა, მარ. არაფერი უპასუხია, სახე გაუმეხდა და შევეშვი, მოუნდებოდა, მომიყვებოდა. ჩემი მტკიოდა და წავედი ჩემს ტკივილებში, მაკლდა თუ რა. ვის შევხვდი ამისთანას, ვერც ერთ ჩემს ტიპაჟში ვერ ჩავსვი, ხან ციოდა და ხან ისეთი ცხელი იყო, სათვალის კიდიდან გამოპარებული მზერით, მწვავდა ადგილზე და მადუღებდა და ვდუღდი და ვდუღვარ ახლაც. მასთან ერთად როცა ვიყავი, თვალის თვალში გაყრის მეშინოდა და მერიდებოდა, მეთქი არაფერი იფიქროს და როცა მასთან ახლოს არ ვიყავი, ის წამები მენანებოდა, თვალებში რომ არ მივჩერებოდი და არ ვკრეფდი მისგან სითბოებს, სიყვარულებს, ვნებებს და მოფერებებს და ჩახუტებებს და მისი ხელების ჩემს წელზე ჩაცურებებს და მის დაკუნთულ მკლავებზე ჩემი ფრჩხილების ნაზ დასმებს. აი, თითქოს ხვლიკწასმული სათვალე მეკეთა და ვხედავდი, რა უნდოდა ჩემგან, როგორ უნდოდა იქვე, იმ ბევრ ხალხში ჩავეკარი გულში და მოვეჭყლიტე, ძვლების ტკაცუნის ხმა გაეგონა ჩემი, ასეთს ვხედავდი და ხან მეგონა მეჩვენებოდა, ხანაც დარწმუნებული ვიყავი რომ არა, მეჩვენებოდა კი არა ცხადზე უცხადესს ვხედავდი. როგორ მივდიოდით ერთად სადღაც აღმართებზე, როგორ მისწრებდა, თავისი დიდი, კაცური ნაბიჯებით და როგორ ვეხვეწებოდი, მეთქი, ვატო, ნელა ცოტა, ასე არ შემიძლია, ასე არ შემიძლია გამოგყვე, ხელი შემომაშველე და რომ გამომიწოდებდა თავის უზარმარზარ მარჯვენას და ჩემი მტევანს მთლიანად ჩაბღუჯავდა თავის ხელში, მეგონებოდა მეორე კი არა მეშვიდე სუნთქვა გამეხსნა და ავყვებოდი, წავყვებოდი და სადღაც მიმიყვანდა, სადღაც მშვიდ, უმშვიდეს ადგილას. ამ შუა ქალაქში როგორ იპოვა ადგილი, სადაც ხმაური არაფრის ისმოდა და სუნთქვას რომ შევიკრავდი, მისი გულისცემის ხმა მესმოდა, ჯერ მშვიდი და მერე აჩქარებული და არ ვუსმენდი ამ ხმებს, თვალებში ვუყურებდი. მშვიდი იყო, ბუდასავით მშვიდი იყო. ან თამაშობდა ამ სიმშვიდეს, საკუთარ თავს ვერ აბიჯებდა, რომ აფეთქებულიყო და მცემოდა და დავეჭირე ხელში, აი ხელი კი არ მოეკიდა, ზუსტადაც რომ ხელში დავეჭირე, ხელებში, იმ თავის დაკუნთულ, ძლიერ ხელებში და ძალუმად მოეკიდა ხელი ჩემს კისერზე, თითები ჩაეჭირა და მივეწიე ტუჩებამდე, მის ლამაზ, სქელ, სექსუალურ ტუჩებამდე და დამკონებოდა, მშრალი ტუჩები დაედო ჩემს  ტუჩებზე და მე ენა გამომეყო და ჯერ მისი ზედა ტუჩი დამესველებინა და მერე შემეყო შიგნით, უფრო შიგნით, ენა მეპოვა მისი და გადავკვანძოდი და დავღვრილიყავით ჩვენი სისველით, ჩვენი სიტკბოთი, იმდენ ხანს გვეკოცნა ერთმანეთი ტუჩებში, სანამ ორივეს ხელები არ შეიცნობდნენ ერთმანეთის სხეულებს, მე შენსას, სულო, შენს მკლავებს, ქვასავით მტკიცეს და შენს კისერს, ზურგს შენსას და ფრჩხილებით ჩამოხატულ კვალს ქვემოთ და მკერდს შენსას, ძუძუსთავებს, სათითაოდ დასაზელს და საკოცნელს და მოსაფერებელს და მუცელს შენსას, ჭიპს და ბოქვენს და ყლეს არ მივეკარები ჯერ, ძალიან რომ არ გაგაღიზიანო, ჯობს შენ დამისვა შენი დიდი და ლამაზი ხელები ზურგზე, დამიფარო მთელი ხერხემალი, წელზე შემომერტყა და ზევით ამიცურო ხელები და გზადაგზა ნეკნები რომ შემოგხვდება, თითები გადამაყოლო ზურგიდან მზის წნულამდე და მკერდამდე ახვიდე და თან მკოცნო ტუჩებში და თან ჩემი ძუძუები გედოს ხელში, მშვიდად ჯერ და მერე ვეღარ მშვიდად, მთლიანად ჩაგეტიოს ორივე ძუძუ ორთავ ხელში და რიტმულად დამისრისო და მეფერო და მომკლა ფერებისას, ტკბილო ჩემო.

ტაბუ, ნაწილი XL – სოფო

ნაწილი XL – სოფო

დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდი, ამაზე რა, ვფიქრობდი ზუკასთვის მიმეცა პირველად, რომ მერე ზუკას რეზისთვის მოეყოლა რა მაგარი გოგო ვარ და რეზის ჩემთვის შემოეხედა, ისე, როგორც მინდოდა და არა ისე, როგორც მიყურებდა, თვითკმაყოფილი სიფათით. სისულელე იყო ეს ფიქრიც, მაგრამ იმ დღეს ასე სულაც აღარ ვფიქრობდი. თან რომ ადგა, ეს შინაურულად სპორტულებში გამოწყობილი გოლიათი და გაიზლაზნა კარებში, სულ აღარ ვფიქრობდი ეგრე, თითქოს რეზიც დამავიწყდა და ქეთიც ზედ მივაყოლე და ეს ჩემი შურისძიების კიარადა არც ვიცი, რა სისულელის გეგმები სულ სხვა რამეში გადამეზარდა და თვალწინ ზუკას ლამაზი, ნავარჯიშევი ტანი მედგა, სპორტულებშემოტმასნილი და ალბათ ამიტომაც ავდექი და გავყევი მალევე. ჩემი ჩანთა ვიპოვე გზად და რეზინა ავიღე. რატომ მქონდა ჩანთაში? არ მინდოდა მოულოდნელი პრობლემები და იმიტომ. ავიღე და ჩავბღუჯე მარცხენა ხელში და ისე შევაბიჯე ოთახში. ეძინა, მაგრამ ბორგავდა, ალბათ სიზმარს ხედავდა და ვუყურე კაი ხანს, ვცდილობდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დავრწმუნებულიყავი. ეს ბიჭი მინდოდა, ძალიან მინდოდა, მინდოდა მისი კუნთიანი მკლავები მეგრძნო ჩემს ტანზე მოხვეული და ის ლამაზი ყლე, სპორტულებში რომ ეკვეთებოდა, ჩემში მეგრძნო და მინდოდა ზუსტად ესე დამეკარგა ქალიშვილობა, შეგნებულად და არა რაღაც გრძნობებს აყოლილს. დაჟე, მერჩია ჩემი სისხლი ზუკას ეგრძნო და არა რეზის. რეზის დავხვედროდი უფრო მომზადებული და გამოცდილი და როცა დადგებოდა მომენტი, ვეღარ წასულიყო ჩემგან და მთელ ამ ჩემს გეგმებს „მსხვერპლად შევწირე“  ზუკა და ჩემი ქალიშვილობა. უცებ გადმოტრიალდა ზურგზე და სახე თითქოს ჩემკენ ჰქონდა, თითქოს ძილში მხედავდა და ჩავუცურე მარჯვენა ხელი კისერში, კისრის უკან ჩავუყავი და უცებ ასევე, მძინარემვე მტაცა მკლავში ხელი. გავირინდე, დავემორჩილე, მიმიზიდა და დამიწვინა ზემოდან. მერე მივხვდი, რომ ეღვიძა, ოდნავ ჰქონდა თვალები ღია და თითქოს თავის სიზმარში მეპატიჟებოდა, ისე მიმიზიდა თავისკენ და დავაჯექი და დავასრისე ჩემი მუტელი ორივეს ტრუსიკებს მიღმა, ძალიან მომწონდა, რომ არ ძალადობდა, ნაზი რომ იყო, ზედმეტს რომ არაფერს მთხოვდა. ცალ ხელში რეზინა მქონდა ჩაბღუჯული და მეორე ხელით ვცდილობდი მაისურში ჩავძვრომოდი და იმ ლამაზ დაკუნთულ მკერდზე მოვფერებოდი, თან მინდოდა მალე მოვნდომებოდი და შემოსულიყო ჩემში და უცებ მივაჩეჩე ეს რეზინა და დაველოდე, როდის მიხვდებოდა და მიხვდა, უცებ მიხვდა და ორივე ხელი მტაცა და გადმომატრიალა, ზურგზე დამაგდო და ვუყურებდი, იმ სიბნელეში ვხედავდი როგორ გახსნა რეზინა, სული შეუბერა, ყლეზე წამოიცვა და ჩემსკენ წამოიწია,  დაძაბული ვიყავი და არ მინდოდა მეგრძნობინებინა, არ მინდოდა ეგრევე მიხვედრილიყო, რომ მისი ყლე პირველი იყო ჩემს მუტელში და არასდროს მეგრძნო მსგავსი არაფერი და მგონი შევძელი უფრო ნაკლებად მტკენოდა, ვიდრე მეტკინა და მთლიანად მასზე ვკონცენტრირდი, იმ სიბნელეში უნათებდა თვალები და მივჩერებოდი და საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი როგორ მტკიოდა და მერე ტკივილმაც გაიარა და ტკბობა მოვიდა და ვეცადე მისი სიმძიმის ქვეშ მეც ავმოძრავებულიყავი, ექსტაზში ვიყავი და ეს რომ იგრძნო უცებ ისევ ამომატრიალა და ზემოდან მომიქცია და თან ჩემი წელი ეჭირა ხელში, თან თავისუფალი ვიყავი და ვეცადე ისე მემოძრავა, როგორც აქამდე პორნოებში მენახა და ნელნელა ეს სახებები წავიდა და მარტო ჩვენ დავრჩით ოთახში, სიგიჟე იყო, თან ცალი ხელით მახტუნავებდა თავის უზარმაზარ ყლეზე, თან მეორე ხელით კლიტორს მისრესდა და ვგრძნობდი, გონს ვკარგავდი და რაღაც მომენტში ისეთი მძაფრი იყო მისი ჩემში შეგრძნება, ვერ გავუძელი და საკუთარი მკლავი დავკბინე და აქ იფეთქა რაღაც სასწაულმა, მსგავსი არც ერთი მასტურბაციისას რომ არ მეგრძნო აქამდე და მივხვდი, ეს იყო ის სასწაული, რისთვისაც ადამიანები ვცხოვრობთ და რომ არ მეკივლა, კიდევ უფრო მაგრად ვიკბინე საკუთარ მკლავზე და არ გაჩერდა ეს, არ გაჩერდა, აგრძელებდა მოძრაობას, უფრო სწრაფად და მეორე წრეზე წამიყვანა და თვითონაც თან წამომყვა და ვიგრძენი, როგორ გაათავა, რეზინიდანაც ვიგრძენი ამის ცხელი სპერმა და სად ვყოფილვარ აქამდე, მხოლოდ კაფეში მისი ფეხისმოდებით და საათობით ეგრე ჯდომით როგორ ვკმაყოფილდებოდი.

ტაბუ, ნაწილი XXXVII – მარიამი

ნაწილი XXXVII – მარიამი

სახლში ხომ არ მესტუმრებიო, ისე მორიდებით მითხრა, თითქოს მთელი დღე იმაზე არ ვოცნებობდი, მის ლოგინს როდის ვნახავდი და მისსავე ზეწრებზე გავაწვენდი და დავაწვებოდი ზედ. მაინც პოზები გვეჭირა ჯერ და ვითომ ჯერ შევყოყმანდი, მაგრამ მერე ანგარიში გავუწიე და პატივი ვეცი და კი, რატომაც არა, ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს მეთქი. არადა მართლა არ მიყვარდა, თუ არ ვცეკვავდი, ისე ხმაურში ვერ ვჩერდებოდი, რაღაც მიყრუებული პატარა ბარები მერჩია ან სულაც გარეთ, ბუნებაში ყოფნა, თუ არ ციოდა. დაჯის სახლისადმი კი ისეთივე ინტერესი მქონდა, როგორც თვითონ მაინტერესებდა, ვინ იყო, რა უყვარდა, რითი კაიფობდა. მე რითი ვიკაიფებდი მაგის ხელა რომ გავხდებოდი, ეს მინდოდა გამეგო. როგორ ცხოვრობდა. მინდოდა ისეთივე თანამედროვე ყოფილიყო მისი სახლი, როგორიც გარეგნულად იყო, დახვეწილი და გემოვნებიანი. გულიც გამისკდებოდა, ჩუქურთმებიან და სარკეებიან, ჩაბნელებულ სახლში რომ მივეყვანე. შეიძლება აღარ მომნდომებოდა. გადავრჩით. ფერადად შეღებილ კედლებიან სახლში ცხოვრობდა, ცოტა ავეჯი იყო სახლში და ბევრი შუქი. მიყვარს სინათლეში სექსი, ყველაფერს მინდა ვხედავდე, თითოეულ სიამის ნაოჭს ჩემი პარტნიორის სახეზე და ყველა ხალს მის სხეულზე. ამ ფერად სივრცეში უფრო მომინდა, ვიდრე მაშინ, გასახდელის კაბინაში. აქ უფრო თავისუფლად მოვეფერებოდი და უფრო თამამად მოვტყნავდი, არც რაიმეს ვატკენდი. აღარ მომინდა რაიმე მეტკინა, ისეთი თბილი იყო, ისეთი ყურადღებიანი, არანაირი პიცა არ დაუხვედრებია. იცოდა, მეშიებოდა საღამოს, თან სამსახურიდან წამოსულს, თან მთელი დღე ნახევარი ნაჭერი პიცის ამარა ნამყოფს და გემრიელობები დამახვედრა, საყვარელმა ქალმა. დამშეული სტუდენტივით ვჭამდი, ყველაფერი გავსინჯე. დაჯიც ჭამდა, აშკარად არ შიოდა, ცოტ-ცოტას იციცქნებოდა, ჩემი ხათრით ალბათ, მაგრამ მაინც. ჯიგარი ქალი. რას დალევო, ბოლოს მკითხა. მომერიდა და რა გაქვს-მეთქი, გაეცინა, ნელა, დიდურად. ყველაფერი ჰქონდა თურმე. ლუდი მოვითხოვე. არ მინდოდა მძიმე სასმელი, მალე მომეკიდებოდა და ისე ვერ ჩავიტკბარუნებდი პირს ამ ქალით ან არ დამამახსოვრდებოდა. არადა მინდოდა ტვინში ჩამებეჭდა მისი ყველა მოძრაობა, ტანსაცმელს რომ გავხდიდი და თითებს დავადებდი კარგად მოვლილ, გარუჯულ კანზე. თავისთვის რაღაც მუქი სასმელი დაისხა, ჩემთვის უცნობწარწერიანი, ლამაზი ბოთლიდან, ყინულები ჩაიყარა და დამიჯდა წინ. აღარ მქონდა ლაპარაკის თავი, სიგარეტს მოვუკიდე და ვიჯექი, ლუდს ვწრუპავდი და ვუყურებდი თვალებში. არც ეს იკლავდა თავს ლაპარაკისთვის, იჯდა ფეხმორთხმული, იღიმებოდა რაღაცნაირად ალმაცერად და ყლუპ-ყლუპად სვამდა თავისი ჭიქიდან სასმელს. თქმაც არ დამჭირვებია, ისე შენიშნა ჩემი დაცარიელებული ჭიქა. ფეხსაცმელი არ ჩაუცვამს, ფეხშიშველა წავიდა მაცივრისკენ და მეთქი ან ახლა ან არ ვიცი, როდის და ჭიქა რომ მომაწოდა, ფრთხილად გამოვართვი, იქვე სავარძელთან პაწია მაგიდა თუ რაღაც იყო, იმაზე დავდგი და კაბის კალთით მოვითრიე. არ შემწინააღმდეგებია, დამყურებდა უკვე დასერიოზულებული. აღარც მე მეცინებოდა. ავუწიე კაბა და ჩულქები ეცვა. აბა რა ეცმებოდა! სხვანაირად ვერც წარმომედგინა და პირველი კოცნა ჩულქის ზევით ზოლზე ვაკოცე. პირველი კოცნა ტუჩებშია ხოლმე, მაგრამ არა, ჩვენ სხვანაირად უნდა გვქონოდა. ვაკოცე და თან ხელები კაბაში შევუცურე, ვკვდებოდი ინტერესით, როგორი ტრუსიკი ეცვა, უფრო სწორად, რომელი ეცვა, მთელი მაგის საცვლების გარდერობი ზეპირად ვიცოდი. ნეტავ რომელი შეარჩია ჩემთან შეხვედრისთვის. დიახ! ის თეთრი, გამჭვირვალე ტრუსიკი ეცვა, მე რომ მივაწოდე რამდენიმე დღის წინ, თავისი ლიფიანად. სადა და ლამაზი, სექსი და მაცდური რამ. მაგრამ ახლა ტრუსიკის ქვეშ რაც ჰქონდა, ის უფრო მაინტერესებდა, ნელა გავუწიე კიდე და თითი შევუცურე. რა სველი იყო, უკვე რა სველი იყო, როგორ მელოდა, საყვარელი. ასე მინდოდა მომეტყნა, ფეხზე მდგომი, მუხლები რომ აუკანკალდებოდა ბოლოს და ზედ სახეზე დამათავებდა, ჯერ ტრუსიკის გარედან ვაკოცე, ცოტა წავკბინე, არ ეტკინებოდა, მიგრძნობდა და მერე უცებ ჩავაძრე, ვერც რომ წინააღმდეგობის გაწევა ეცადა და ვერც მოესწრო და ისე დავეწაფე ფუჩუზე, მწყუროდა თითქოს. ძალიან გემრიელი ქალი იყო, უგემრიელესი. დიდი ბოქვენი ჰქონდა, კოხტად მოვლილი თმით და დიდი ბაგეები, ორივე მოვუწუწნე სათითაოდ, თან თითით შიგნით ვეფერებოდი. ცხელი იყო და ლამაზი იყო ძალიან. ნელა ვუცაცუნებდი ჯერ ენასაც, ტუჩებსაც და თითებსაც და მშვიდად კვნესოდა, უცებ მივხვდი არ მკმაროდა ეს და უცებ შევუყავი მუტელში ორივე თითი, სწრაფად და ეგრევე გავაგრძელე მოძრაობა, კლიტორსაც უფრო სწრაფად ვუსვამდი ენას და ვუწუწნიდი და აკივლდა, დარწმუნებული ვიყავი სახე ხელებით ეჭირა და ლამის იხოკავდა, ისე სიამოვნებდა და კიდევ უფრო ავჩქარდი, მისი წვენი ლამის მაჯამდე ჩამომივიდა და გადაუარა ორგაზმის ტალღამ, მართლა ისე აუკანკალდა მუხლები, როგორც ველოდი და ცალი ხელი ბარძაყზე უკნიდან მოვკიდე და დავიჭირე, თავი მყარად რომ ეგრძნო და ნელა განვაგრძე ფერება, ნაზად, სიამოვნება რომ გაგვხანგრძლივებოდა ორივეს და მომშორდა უცებ მკვეთრად, დაიჩოქა და ამ მის ფუჩუიან და მისივე წვენით სველ ტუჩებში მაკოცა მაგრად, ძალიან მაგრად.

ტაბუ, ნაწილი XXXV – მარიამი

ნაწილი XXXV – მარიამი

იგრძნო. იგრძნო კი არა, ვაგრძნობინე, ბოლოს და ბოლოს. რომ მინდოდა უსაშველოდ და თუნდაც შუადღეს სადილზე მინდოდა, ერთად რომ გვეჭამა და სალათის ნაკვალევს რომ მოილოკავდა ტუჩებიდან, ამაზე გამეთავებინა მარტო, მაგის ენის წვერის დანახვაზე და იმის წარმოდგენაზე, სად შეიძლებოდა ეს ენა მეგრძნო, ჩემში შიგნით და ღრმად ძალიან და ჩემი გემო ეგრძნო ამ ენის წვერით და მარტო ენის წვერით კი არა, მთლიანად გაეგო როგორი ტკბილი ვარ, როგორ სველი ვარ და როგორ ვსველდები, რომ მოდის ხოლმე ჩვენთან, ისე შემოაღებს მაღაზიის კარს, თითქოს ერთ რიგით შოფინგზეა გამოსული და იმენნა ტრუსიკი სჭირდება და როგორ ნელნელა გაუბრწყინდება ხოლმე თვალები, თაროებს და საკიდებს რომ ჩამოუვლის, სხვადასხვა ფერის და სტილის საცვლებს რომ დაათვალიერებს. რაღაც მშიერ სიხარბეს ვგრძნობ და ვგიჟდები ამაზე, ასე მგონია, ყველანაირ ბინძურ ფანტაზიაში დამემორჩილება და ისე გამეგება ფეხქვეშ, ისეთი კვნესით და კივილით, შეუხებლად გავათავებ. გამომიარა ორზე. აი რა სიგიჟე იყო, ველოდი თან და ვერც ველოდი, სადღაც მაინც მეგონა, მეკაიფა და ჩვენი მაღაზიის საათმა ორი რომ ჩამოკრა, ეგრევე დარეკა ტელეფონმა. ეტყობა კაი ხნის მოსული იყო და მელოდა, კანკალებდა და ისე ელოდა, ორი როდის შესრულდებოდა. გამოვალ მეთქი ახლავე და გავწელე. ნელა შევედი გასახდელში, ეს ყლეობა მაისური და შარვალი გავიხადე და ჩემი საყვარელი მოლურჯო კაბა გადავიცვი, ნახევრად გამჭვირვალე და ნახევრად მონაზვნური, თუ ძალიან არ დააკვირდებოდი, კოჭებამდე და დახურული რომ იყო და თუ ოდნავ დაძაბავდი თვალს, მთელ სილუეტს დაინახავდი და გავედი, გავედი ბოლოს და ბოლოს, მეშინოდა კიდეც ცოტათი. რისი არ ვიცი, ალბათ ყველაზე მეტად საკუთარი თავის, იმ წერტილში ვიყავი, რას ვიზამდი, რომ არ ვიცოდი წინასწარ და რაზე ვიქნებოდი თანახმა და რა შემზარავდა. ჩავუჯექი მინებდაბურულ ჯიპში და ისე მიადგა გაზს ფეხი, ჩემს გაბედულებაში, რომ როდესმე სასტიკად მოვტყნავდი, ცოტა ეჭვი შემეპარა. პიცა ვჭამოთო, ირიბად გადმომხედა და ვეღარ გავუბედე მეთქვა, რომ არ მიყვარს პიცა, დაჟე 4 ყველითაც კი, რაღაც უაზრო და ნარჩენებისგან გაკეთებული საჭმელი მგონია სულ და კი მეთქი, წავიდეთ, პიცა ასწორებს. რატომ მუშაობო ეტამში, ეგრევე მომახალა, შევუკვეთეთ თუ არა. ვუყურე, ვუყურე რამდენიმე წუთს, თან მაგარი იყო, კი არ ავუჩქარებივარ, შემოციცინებული თვალებით ელოდა, როდის გადავწყვეტდი მეთქვა, რომ რაც ცოტა აზრზე მოვედი და მივხვდი, ციდან არაფერი ცვივა, მას მერე მინდოდა სარაფანი ჩემით მეყიდა და არა მამაჩემს აერჩია თავის გემოვნებით, ვითომ რომ მე ვათვალიერებდი და  ბოლოს მაინც ისე გამოდიოდა, რაც მამას მოეწონა, იმას ვყიდულობდი. და რომ აღარ მინდოდა ასე, მინდოდა მარტო მეცხოვრა და ჭუჭყიანი თეფშები მაშინ გამერეცხა, როცა მინდოდა და თუ არ მინდოდა, ავმდგარიყავი და სულად გადამეყარა და ჭაღზე ჩამოვკიდებულიყავი ფეხით, თუ ასეთ ხასიათზე ვიქნებოდი.  ჩემით გადაწყვეტილებების მიღება რომ მინდოდა და როდის მომინდა. მამაჩემის დანახვა რომ აღარ მინდოდა აღარასოდეს. მოვუყევი, მოვუყევი ეს ყველაფერი, რომ დავიწყე ლაპარაკი, ვეღარ გავჩერდი, ისე მიყურებდა, ისეთი ყურადღებით, ოდნავ გვერდზე გადახრილი ჰქონდა თავი და თვალებს მიღმა თითქოს ჩემი ტვინის მოძრაობას გრძნობდა. ასე მგონია, მამაჩემის მოკვლა რომ მინდოდა და ეს მომეყოლა, ამასაც გამიგებდა, ისე ღრმად იყო ჩამომძვრალი ჩემს ტყავში. საღამოს გამოგივლი, სახლში მიგაცილებო, უცებ მითხრა და ძლივს გამოვერკვიე ამ ჩემი ცნობიერების ნაკადიდან და ნახევარი ნაჭერი პიცა მქონდა შეჭმული მხოლოდ და საათნახევარზე მეტი მილაპარაკია თურმე.  მშიერი, მაგრამ ემოციებით სავსე ვიყავი და არ მჯეროდა, რომ მართლა მომაკითხავდა, რომ არ იფიქრებდა, პრობლემებიანი თინეიჯერი ვიყავი და აზრი არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობას. მიმიყვანა ისევ მაღაზიაში და თუ მახსოვდეს, როგორ მოსაღამოვდა, ვის და რანაირებს მოვემსახურე, იქნებ წამიცდა კიდეც ხელი ლიფების შეკვრისას და მთელი ის დღე ბუნდოვნად მახსოვს, ყოველ კლიენტში მაგას ვხედავდი, მაგის სავსე ძუძუებს, იისფერ ლიფში მოკალათებულს.

ტაბუ, ნაწილი XXXIII – მარიამი

ნაწილი XXXIII – მარიამი

გუშინ კიდევ მოვიდა ეს ქალი. ამჯერად იისფერი დვოიკა მოისინჯა. მოისინჯა რა, ლიფი მოიზომა, ახლა ტრუსიკს ხო არ ამოიცვამდა, მაგრამ იმ მოტკეცილ მწვანე კაბაში ისე ეტყობოდა საცვლის კვეთები, მოუხდებოდა უეჭველად და მე დამიძახა მისახმარებლად მაინცდამაინც. ნეტა ლიფს რომ იცვამს, სულ ჰყავს დამხმარე მის შეკვრაში თუ პროსტა მემაიმუნება ან სიამოვნებს დუგმის შეკვრისას თითები რომ მიხვდება ხოლმე მის კანზე და თითქოს მიძნელდება შეკვრა, რამდენიმე წამით მეტხანს რომ ვაჩერებ. რა იცის, როგორ მინდა დავინახო ხოლმე ყოველი ლიფის მოზომებამდე, რა ლამაზი ძუძუები აქვს, როგორც მაშინ დავუნახე, შავ, გამჭვირვალე ლიფს რომ იზომებდა. ისე ზუსტად ჩაუჯდა ძუძუ, თითქოს მის ზომაზე და მისთვის იყო შეკერილი და სარკეში როგორ შეხედა საკუთარ თავს კიარადა ჯერ სახეს შეხედა, გაუღიმა და მერე ჩაიხედა ძუძუებისკენ, გამოკვალთული რომ ჰქონდა იმ ულამაზესნაქარგებიან ლიფში და როგორ აწია ხელები, რომ გაეხადა და ჩემთვის შესახვევად მოეცა, მუცლის კუნთები როგორ დაეჭიმა ამ დაზაგრულ ტანზე, ცუდად გავხდი. სამსახური არ ყოფილიყო და გავწევდი იმ ფარდას ბოლომდე, ვიდრე თვითონ დააყენა, თითქოს უნდოდა დამენახა და მერე ბოლომდე ჩამოვწევდი და ჩემი ნება რომ ყოფილიყო, რკინის კარსაც გამოვიჯახუნებდი და იმ პაწაწინა სივრცეში მოვიმწყვდევდი. კი კი, მე მოვიმწვდევდი, პატარა გოგო ამხელა ქალს, ქალს რომელიც ამდენი ხანია მიწვევს და მაგიჟებს და გამოწვევას ვაჩვენებდი, რომ ჩამოვგლეჯდი ამ ახლადმოზომილ ლიფს და მოვკიდებდი ხელს ძუძუზე, უხეშად მოვკიდებდი, ვატკენდი, ძუძუსთავს ისე დავუსრესდი, რომ ეკივლა სიმწრისგან და მერე უფრო დატკბებოდა, ენას რომ ავუსვამდი ნაზად და ტუჩებში დავუზასებდი, კივილს ჩავუხშობდი და ისევ ძუძუებთან დავბრუნდებოდი, მეორე ძუძუსთავს დავეკონებოდი და ვლოკავდი და ვკოცნიდი და ვკბენდი, სანამ ეს გასახდელის კედელს მიყრდნობილი, თვალდახუჭული და აკვნესებული იქნებოდა და კვნესას ვაჩვენებდი, ტრუსიკს რომ ჩამოვუწევდი და ენას შევუყოფდი მუტელში, ეგრევე შევუყოფდი, კლიტორის მოფერებამდე, ენა როგორც შეიძლება უხეში იყოს, ისე და მერე თითებს მივახმარდი, ენას შევაყოლებდი და დავტოვებდი იქვე, ორივე თითს, საჩვენებელს და შუათითს და ვუსრიალებდი იმ სისველეში და უკვე ისეთი სველი იქნებოდა, ჩამომივიდოდა თითებზე მისი წვენები და მაგის კლიტორთან ერთად ჩემივე ხელს ავილოკავდი, წვეთი რომ არ დამკარგვოდა მისი სიტკბოდან და ამ დროს ეს უფრო ხმამაღლა იკვნესებდა და სულ ფეხებზე გვეკიდებოდა, ვინმეს გარეთ ესმის თუ არა, რკინის კარს მიღმა ვიქნებოდით მოქცეულები და მოვატრიალებდი მერე, გადავკუზავდი, ხელებით მოსაზომებელი ოთახის სავარძელს დაეყრდნობოდა და დავხედავდი ზემოდან, ვიოლინოსავით ლამაზს, ფუმფულა ტრაკიანს და გადავუწევდი იმ ლამაზ დუნდულებს და ანუსს ვიპოვიდი და შუა თითს ჯერ დავინერწყვავდი და მერე შევუყოფდი და დაველოდებოდი, როდის აფეთქდებოდა და გავაკავებდი ცალი ხელით იმ აფეთქებულს, მივაჭყლეტდი კედელს და გავაგრძელებდი მოძრაობას, თუ დამნებდებოდა და გაჩერდებოდა, მეორე ხელს ფუჩუსთან მივუტანდი და კლიტორის ბაგეებს დავუსრისავდი, უფრო რომ ესიამოვნა, თან ნახევრად ზედ ვიქნებოდი გადაწოლილი და ზურგზე ვაკოცებდი, ენას ავუსვამდი და წამოწევდა თავს, უკიდურეს სიამეში მყოფი და შუბლით მიეკვრებოდა კედელს.მე კი ვტყნავდი და ვტყნავდი ტრაკში და უკვე ისე უხეშად ვტყნავდი, კლიტორის ფერებას და სრესასაც დავიკიდებდი და წელზე მოვკიდებდი მარცხენა ხელს, რომ კარგად ემოძრავა და დამათავებდა ზედ უკვე მთელი სახით კედელზე აკრული, ჩამოხოკავდა იმ კედელს და გამოვუღებდი ნელნელა თითებს ტრაკიდან, ფეხს მოვარტყამდი კოჭზე, რომ ფეხები შეეტყუპებინა და ჩავუტოვებდი ფუჩუში ჩემს თითებს და გადავაწვებოდი და ვაკოცებდი, სანამდეც მივწვდებოდი, ამ მაგარ ქალს, რომ მიღიმის ყოველ მოსვლზე და გამომხედავს ხოლმე ყოველი ლიფის მოზომებაზე.

ტაბუ, ნაწილი III – ლიკუნა

ნაწილი III – ლიკუნა

წავედი მარკეტში. უფ როგორ ცხელა და როგორ მეზარება, მაგრამ ნანუკას ტაჯიკურს დავპირდი და რა პონტში არ გავუკეთო. ეს გოგო რომ არ მყავდეს, რა მეშველებოდა. ჩემს ნიკუსის ვინ მოუვლიდა, მე როცა ტრაკს ვიტყნავდი, რომ მისი სწავლის ფული მეშოვა. მიყვარს ეს გოგო, მარა თან რაღაც მჭირს რა. არ ვიცი, როგორ ავხსნა. აის მწვანე სარაფანი რომ მოვისინჯეთ ორივემ, მე არ მომიხდა, ფუფალას დავემგვანე და ამან რომ გადაიცვა და დახატულივით იყო, აი მანდ დამენძრა, მერე რომ აიძრო გასახდელში და ფარდის კიდე კარგად არ იყო ჩამოფარებული და ნელნელა აიწია ეს სარაფანი და გამჭვირვალე თეთრი ტრუსიკის ზევით ნელნელა გამოუჩნდა ჭიპი და ნეკნები, ამ ჩათლაშკას, ჭამას რომ არ იკლებს და მაინც ეტყობა ნეკნები და ძუძუებზე რომ აიწია, აი იქ მოვიშალე მთლიანად, მომინდა შევვარდნილიყავი გასახდელში და ის ძუძუები მომესრისა და ფარდა ჩამომეფარებინა და ტრუსიკი გადამეწია და შემეყო ხელი მის მუტელში, ოდნავ თმები რომ უჩანს ტრუსიკიდან, ნახევრად რომ იპარსავს და ნახევრად მოზრდილი რომ აქვს, ფუჩუს ირგვლივ, აი იქ მომინდა ხელის შეცურება, ჯერ ერთი თითის და მერე მეორესი და ორივესი ერთად, რომ ამეყვირებინა სიამოვნებისგან, ეს ჩემი საყვარელი გოგო. როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი, რასაც მასზე ვფიქრობ ღამღამობით და ხანდახან არც ისე ღამღამობით? არ ვიცი, მიშველე რამე ღმერთო.