ტაბუ, ნაწილი XXXVII – მარიამი

ნაწილი XXXVII – მარიამი

სახლში ხომ არ მესტუმრებიო, ისე მორიდებით მითხრა, თითქოს მთელი დღე იმაზე არ ვოცნებობდი, მის ლოგინს როდის ვნახავდი და მისსავე ზეწრებზე გავაწვენდი და დავაწვებოდი ზედ. მაინც პოზები გვეჭირა ჯერ და ვითომ ჯერ შევყოყმანდი, მაგრამ მერე ანგარიში გავუწიე და პატივი ვეცი და კი, რატომაც არა, ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს მეთქი. არადა მართლა არ მიყვარდა, თუ არ ვცეკვავდი, ისე ხმაურში ვერ ვჩერდებოდი, რაღაც მიყრუებული პატარა ბარები მერჩია ან სულაც გარეთ, ბუნებაში ყოფნა, თუ არ ციოდა. დაჯის სახლისადმი კი ისეთივე ინტერესი მქონდა, როგორც თვითონ მაინტერესებდა, ვინ იყო, რა უყვარდა, რითი კაიფობდა. მე რითი ვიკაიფებდი მაგის ხელა რომ გავხდებოდი, ეს მინდოდა გამეგო. როგორ ცხოვრობდა. მინდოდა ისეთივე თანამედროვე ყოფილიყო მისი სახლი, როგორიც გარეგნულად იყო, დახვეწილი და გემოვნებიანი. გულიც გამისკდებოდა, ჩუქურთმებიან და სარკეებიან, ჩაბნელებულ სახლში რომ მივეყვანე. შეიძლება აღარ მომნდომებოდა. გადავრჩით. ფერადად შეღებილ კედლებიან სახლში ცხოვრობდა, ცოტა ავეჯი იყო სახლში და ბევრი შუქი. მიყვარს სინათლეში სექსი, ყველაფერს მინდა ვხედავდე, თითოეულ სიამის ნაოჭს ჩემი პარტნიორის სახეზე და ყველა ხალს მის სხეულზე. ამ ფერად სივრცეში უფრო მომინდა, ვიდრე მაშინ, გასახდელის კაბინაში. აქ უფრო თავისუფლად მოვეფერებოდი და უფრო თამამად მოვტყნავდი, არც რაიმეს ვატკენდი. აღარ მომინდა რაიმე მეტკინა, ისეთი თბილი იყო, ისეთი ყურადღებიანი, არანაირი პიცა არ დაუხვედრებია. იცოდა, მეშიებოდა საღამოს, თან სამსახურიდან წამოსულს, თან მთელი დღე ნახევარი ნაჭერი პიცის ამარა ნამყოფს და გემრიელობები დამახვედრა, საყვარელმა ქალმა. დამშეული სტუდენტივით ვჭამდი, ყველაფერი გავსინჯე. დაჯიც ჭამდა, აშკარად არ შიოდა, ცოტ-ცოტას იციცქნებოდა, ჩემი ხათრით ალბათ, მაგრამ მაინც. ჯიგარი ქალი. რას დალევო, ბოლოს მკითხა. მომერიდა და რა გაქვს-მეთქი, გაეცინა, ნელა, დიდურად. ყველაფერი ჰქონდა თურმე. ლუდი მოვითხოვე. არ მინდოდა მძიმე სასმელი, მალე მომეკიდებოდა და ისე ვერ ჩავიტკბარუნებდი პირს ამ ქალით ან არ დამამახსოვრდებოდა. არადა მინდოდა ტვინში ჩამებეჭდა მისი ყველა მოძრაობა, ტანსაცმელს რომ გავხდიდი და თითებს დავადებდი კარგად მოვლილ, გარუჯულ კანზე. თავისთვის რაღაც მუქი სასმელი დაისხა, ჩემთვის უცნობწარწერიანი, ლამაზი ბოთლიდან, ყინულები ჩაიყარა და დამიჯდა წინ. აღარ მქონდა ლაპარაკის თავი, სიგარეტს მოვუკიდე და ვიჯექი, ლუდს ვწრუპავდი და ვუყურებდი თვალებში. არც ეს იკლავდა თავს ლაპარაკისთვის, იჯდა ფეხმორთხმული, იღიმებოდა რაღაცნაირად ალმაცერად და ყლუპ-ყლუპად სვამდა თავისი ჭიქიდან სასმელს. თქმაც არ დამჭირვებია, ისე შენიშნა ჩემი დაცარიელებული ჭიქა. ფეხსაცმელი არ ჩაუცვამს, ფეხშიშველა წავიდა მაცივრისკენ და მეთქი ან ახლა ან არ ვიცი, როდის და ჭიქა რომ მომაწოდა, ფრთხილად გამოვართვი, იქვე სავარძელთან პაწია მაგიდა თუ რაღაც იყო, იმაზე დავდგი და კაბის კალთით მოვითრიე. არ შემწინააღმდეგებია, დამყურებდა უკვე დასერიოზულებული. აღარც მე მეცინებოდა. ავუწიე კაბა და ჩულქები ეცვა. აბა რა ეცმებოდა! სხვანაირად ვერც წარმომედგინა და პირველი კოცნა ჩულქის ზევით ზოლზე ვაკოცე. პირველი კოცნა ტუჩებშია ხოლმე, მაგრამ არა, ჩვენ სხვანაირად უნდა გვქონოდა. ვაკოცე და თან ხელები კაბაში შევუცურე, ვკვდებოდი ინტერესით, როგორი ტრუსიკი ეცვა, უფრო სწორად, რომელი ეცვა, მთელი მაგის საცვლების გარდერობი ზეპირად ვიცოდი. ნეტავ რომელი შეარჩია ჩემთან შეხვედრისთვის. დიახ! ის თეთრი, გამჭვირვალე ტრუსიკი ეცვა, მე რომ მივაწოდე რამდენიმე დღის წინ, თავისი ლიფიანად. სადა და ლამაზი, სექსი და მაცდური რამ. მაგრამ ახლა ტრუსიკის ქვეშ რაც ჰქონდა, ის უფრო მაინტერესებდა, ნელა გავუწიე კიდე და თითი შევუცურე. რა სველი იყო, უკვე რა სველი იყო, როგორ მელოდა, საყვარელი. ასე მინდოდა მომეტყნა, ფეხზე მდგომი, მუხლები რომ აუკანკალდებოდა ბოლოს და ზედ სახეზე დამათავებდა, ჯერ ტრუსიკის გარედან ვაკოცე, ცოტა წავკბინე, არ ეტკინებოდა, მიგრძნობდა და მერე უცებ ჩავაძრე, ვერც რომ წინააღმდეგობის გაწევა ეცადა და ვერც მოესწრო და ისე დავეწაფე ფუჩუზე, მწყუროდა თითქოს. ძალიან გემრიელი ქალი იყო, უგემრიელესი. დიდი ბოქვენი ჰქონდა, კოხტად მოვლილი თმით და დიდი ბაგეები, ორივე მოვუწუწნე სათითაოდ, თან თითით შიგნით ვეფერებოდი. ცხელი იყო და ლამაზი იყო ძალიან. ნელა ვუცაცუნებდი ჯერ ენასაც, ტუჩებსაც და თითებსაც და მშვიდად კვნესოდა, უცებ მივხვდი არ მკმაროდა ეს და უცებ შევუყავი მუტელში ორივე თითი, სწრაფად და ეგრევე გავაგრძელე მოძრაობა, კლიტორსაც უფრო სწრაფად ვუსვამდი ენას და ვუწუწნიდი და აკივლდა, დარწმუნებული ვიყავი სახე ხელებით ეჭირა და ლამის იხოკავდა, ისე სიამოვნებდა და კიდევ უფრო ავჩქარდი, მისი წვენი ლამის მაჯამდე ჩამომივიდა და გადაუარა ორგაზმის ტალღამ, მართლა ისე აუკანკალდა მუხლები, როგორც ველოდი და ცალი ხელი ბარძაყზე უკნიდან მოვკიდე და დავიჭირე, თავი მყარად რომ ეგრძნო და ნელა განვაგრძე ფერება, ნაზად, სიამოვნება რომ გაგვხანგრძლივებოდა ორივეს და მომშორდა უცებ მკვეთრად, დაიჩოქა და ამ მის ფუჩუიან და მისივე წვენით სველ ტუჩებში მაკოცა მაგრად, ძალიან მაგრად.

ტაბუ, ნაწილი XXXV – მარიამი

ნაწილი XXXV – მარიამი

იგრძნო. იგრძნო კი არა, ვაგრძნობინე, ბოლოს და ბოლოს. რომ მინდოდა უსაშველოდ და თუნდაც შუადღეს სადილზე მინდოდა, ერთად რომ გვეჭამა და სალათის ნაკვალევს რომ მოილოკავდა ტუჩებიდან, ამაზე გამეთავებინა მარტო, მაგის ენის წვერის დანახვაზე და იმის წარმოდგენაზე, სად შეიძლებოდა ეს ენა მეგრძნო, ჩემში შიგნით და ღრმად ძალიან და ჩემი გემო ეგრძნო ამ ენის წვერით და მარტო ენის წვერით კი არა, მთლიანად გაეგო როგორი ტკბილი ვარ, როგორ სველი ვარ და როგორ ვსველდები, რომ მოდის ხოლმე ჩვენთან, ისე შემოაღებს მაღაზიის კარს, თითქოს ერთ რიგით შოფინგზეა გამოსული და იმენნა ტრუსიკი სჭირდება და როგორ ნელნელა გაუბრწყინდება ხოლმე თვალები, თაროებს და საკიდებს რომ ჩამოუვლის, სხვადასხვა ფერის და სტილის საცვლებს რომ დაათვალიერებს. რაღაც მშიერ სიხარბეს ვგრძნობ და ვგიჟდები ამაზე, ასე მგონია, ყველანაირ ბინძურ ფანტაზიაში დამემორჩილება და ისე გამეგება ფეხქვეშ, ისეთი კვნესით და კივილით, შეუხებლად გავათავებ. გამომიარა ორზე. აი რა სიგიჟე იყო, ველოდი თან და ვერც ველოდი, სადღაც მაინც მეგონა, მეკაიფა და ჩვენი მაღაზიის საათმა ორი რომ ჩამოკრა, ეგრევე დარეკა ტელეფონმა. ეტყობა კაი ხნის მოსული იყო და მელოდა, კანკალებდა და ისე ელოდა, ორი როდის შესრულდებოდა. გამოვალ მეთქი ახლავე და გავწელე. ნელა შევედი გასახდელში, ეს ყლეობა მაისური და შარვალი გავიხადე და ჩემი საყვარელი მოლურჯო კაბა გადავიცვი, ნახევრად გამჭვირვალე და ნახევრად მონაზვნური, თუ ძალიან არ დააკვირდებოდი, კოჭებამდე და დახურული რომ იყო და თუ ოდნავ დაძაბავდი თვალს, მთელ სილუეტს დაინახავდი და გავედი, გავედი ბოლოს და ბოლოს, მეშინოდა კიდეც ცოტათი. რისი არ ვიცი, ალბათ ყველაზე მეტად საკუთარი თავის, იმ წერტილში ვიყავი, რას ვიზამდი, რომ არ ვიცოდი წინასწარ და რაზე ვიქნებოდი თანახმა და რა შემზარავდა. ჩავუჯექი მინებდაბურულ ჯიპში და ისე მიადგა გაზს ფეხი, ჩემს გაბედულებაში, რომ როდესმე სასტიკად მოვტყნავდი, ცოტა ეჭვი შემეპარა. პიცა ვჭამოთო, ირიბად გადმომხედა და ვეღარ გავუბედე მეთქვა, რომ არ მიყვარს პიცა, დაჟე 4 ყველითაც კი, რაღაც უაზრო და ნარჩენებისგან გაკეთებული საჭმელი მგონია სულ და კი მეთქი, წავიდეთ, პიცა ასწორებს. რატომ მუშაობო ეტამში, ეგრევე მომახალა, შევუკვეთეთ თუ არა. ვუყურე, ვუყურე რამდენიმე წუთს, თან მაგარი იყო, კი არ ავუჩქარებივარ, შემოციცინებული თვალებით ელოდა, როდის გადავწყვეტდი მეთქვა, რომ რაც ცოტა აზრზე მოვედი და მივხვდი, ციდან არაფერი ცვივა, მას მერე მინდოდა სარაფანი ჩემით მეყიდა და არა მამაჩემს აერჩია თავის გემოვნებით, ვითომ რომ მე ვათვალიერებდი და  ბოლოს მაინც ისე გამოდიოდა, რაც მამას მოეწონა, იმას ვყიდულობდი. და რომ აღარ მინდოდა ასე, მინდოდა მარტო მეცხოვრა და ჭუჭყიანი თეფშები მაშინ გამერეცხა, როცა მინდოდა და თუ არ მინდოდა, ავმდგარიყავი და სულად გადამეყარა და ჭაღზე ჩამოვკიდებულიყავი ფეხით, თუ ასეთ ხასიათზე ვიქნებოდი.  ჩემით გადაწყვეტილებების მიღება რომ მინდოდა და როდის მომინდა. მამაჩემის დანახვა რომ აღარ მინდოდა აღარასოდეს. მოვუყევი, მოვუყევი ეს ყველაფერი, რომ დავიწყე ლაპარაკი, ვეღარ გავჩერდი, ისე მიყურებდა, ისეთი ყურადღებით, ოდნავ გვერდზე გადახრილი ჰქონდა თავი და თვალებს მიღმა თითქოს ჩემი ტვინის მოძრაობას გრძნობდა. ასე მგონია, მამაჩემის მოკვლა რომ მინდოდა და ეს მომეყოლა, ამასაც გამიგებდა, ისე ღრმად იყო ჩამომძვრალი ჩემს ტყავში. საღამოს გამოგივლი, სახლში მიგაცილებო, უცებ მითხრა და ძლივს გამოვერკვიე ამ ჩემი ცნობიერების ნაკადიდან და ნახევარი ნაჭერი პიცა მქონდა შეჭმული მხოლოდ და საათნახევარზე მეტი მილაპარაკია თურმე.  მშიერი, მაგრამ ემოციებით სავსე ვიყავი და არ მჯეროდა, რომ მართლა მომაკითხავდა, რომ არ იფიქრებდა, პრობლემებიანი თინეიჯერი ვიყავი და აზრი არ ჰქონდა ჩემთან ურთიერთობას. მიმიყვანა ისევ მაღაზიაში და თუ მახსოვდეს, როგორ მოსაღამოვდა, ვის და რანაირებს მოვემსახურე, იქნებ წამიცდა კიდეც ხელი ლიფების შეკვრისას და მთელი ის დღე ბუნდოვნად მახსოვს, ყოველ კლიენტში მაგას ვხედავდი, მაგის სავსე ძუძუებს, იისფერ ლიფში მოკალათებულს.

ტაბუ, ნაწილი IV – დათო

ნაწილი IV – დათო

ვიდექით რა, რა დღე იყო არც მახსოვს, ჩვენთვის რა არის დღეები, ერთია და იგივე სულ. ვდგავართ, წვიმს – ხიდს ვეფარებით, მზეა, მაინც ხიდს ვეფარებით, თუ არც მზეა და არც წვიმს, გამოვიშლებით და გავამწკრივებთ ტროტუარზე ჩვენს ფირნიშებს, მალიარი, კანალიზატორი, სვარკა. იმ დღესაც ვიდექით და უცებ შეუნელა თეთრმა ბაყაყა რავ ჩეტირემ, ცოტა შელახულმა, მარა ვიდზეა მაინც და მზის სათვალეებიანი ნაშა ზის საჭესთან, იყურება, ალბათ რაღაცნაირად იყურებოდა, ამას ახლა ვფიქრობ, თორე მაშინ კლიენტზე ვიყავი დახარბებული და ოღონდ ეს დღე უკლიენტოდ არ გამატარებინო მეთქი ღმერთო, ამას ვიხვეწებოდი, სახლში ცოტა მაყუთი მიმატანინე, ჩემი გოგო რომ გავახარო რამე საჩუქრით და ჩემს ლანას რამე პროდუქტი მივუტანო, გემრიელად გვაჭამოს ყველას, მაგას შემოვევლე. ჰოდა შეუნელა და გვიყურებს, მეთქი რა უნდა, მერე უცებ მიაჭირა გაზს და ისე მიაყენა ტროტუართან, სანტიმეტრი დარჩა მანქანას და ტროტუარს შორის, მე ვიყო გარეთ და გაჩერდა. გვიყურებს ისევ და გადმოვიდა მერე. ქალია რა, პატარა, მინიატურული, თეთრი მაიკა აცვია და რაღაც ფრიალა კაბა, თან ცოტა ქარია და უფრიალებს, ბლინ. ის სულ არ მიფიქრია, რაც მერე მოხდა, მარა მაინც ცუდად გავხდი, ვახ რა ვქნა, ვგიჟდები ქალების ფეხებზე, თხელი ფეხი რომ აქვთ და აიესეთი ფრიალა კაბები აცვიათ და აუფრიალდებათ მუხლს ზემოთ, ვითომ შემთხვევით. გვიყურებს და ბიჭებო, ავეჯი მაქვს გადასაადგილებელი, არც ვიცი, სწორად თუ მოვედი, ვინმე ხომ არ მომეხმარებითო? რა გინდა თქვა? ვდგავართ, კლიენტს ველოდებით, კლიენტს რა, მაყუთს ველოდებით და ვიღაც დამა ქალი მოდის და ასეთ ყლეობას ითხოვს, მალიარი ვარ, პროფესიონალი, ჩემი შეღებილია ნახევარი ქალაქის ბინები, მარა რას არ წავყვებოდი, ჯანი არ მაკლია და ღონე და მაყუთი მინდა მოვხიო საღამოსთვის. ჯანო წამოვიდა კიდევ, ქალბატონო აბა რას ვიზამთ, როგორ არ მოგეხმარებითო და გადაძვრა უკანა სკამზე, ძლივს შეეტია ეგ ამბალი ეგა, რამხელაა, ხანდახან მგონია, მუშტი რომ დააჭედოს ვინმეს, ჩაალურსმავს ასფალტში და წავედით. დაჯდა საჭესთან, რაღაცნაირად გემრიელად მოირგო სკამიც და საჭეც, ცოტა გადაიხარა, მარჯვენა ხელი საჭეს მოკიდა ზემოდან და ძუძუებით ოდნავ შეეხო, ბეემვეშნიკი მძღოლივით დაჯდა იმენნა და წავედით. რა გვაქვს გადასაზიდიო, ჯანომ კითხა და ავეჯიო, რაღაცეების გადაყრა მინდა, დანარჩენის გადაადგილებაო და ჩუმად იყო მთელი გზა, ხანდახან კი გადმოგვხედავდა ღიმილით, მარა რას ვიფიქრებდით, გვეგონა ერთი კარგად განწყობილი კლიენტი იყო, რომ უნდა საქმე კარგად გავუკეთოთ და ფულის გადახდასთან ერთად რომ გვიღიმის კიდეც, აეს გვეგონა მხოლოდ მთელი გზა. რაღაც კორპუსთან მიგვიყვანა, კაი ფართო ლიფტი იყო, სარკიანი, ჩაიხედა, თმა გაისწორა, რაღაცნაირად იყო, აწეწილი პრიჩო ქონდა და თან დავარცხნილიც, რას გაიგებ ამ ქალებისას, მარა რომ გაუღიმა თავის თავს სარკეში, მივხდი, მაგრა ევასებოდა საკუთარი თავი, ეგ ჩათლაშკა და ტკბილი ქალი ეგ.