ტაბუ, ნაწილი LXI – დუდუ

ნაწილი LXI – დუდუ

ისე ვიყავი იმ დღეს ნანკაზე გამწარებული, სადმე მინდოდა წავსულიყავი, სადაც ყლეზე დავიკიდებდი, ნანკასაც და ყველაფერს ვაფშე. ეგ ყლექალა ეგა, გეგონება რამე აკლდა, ისე მეროჟებოდა მთელი დღე, რომ მის უარეს ყლექალა გოგოშკებთან ერთად პარიზში ვერ გავუშვი, ნუ ვერ გავუშვი რა, ნამეტანი იყო ჩემი საფულისთვისაც კი. ერთი მაგისიც რა, რომ ვაკვირდები, ფულის მეტი ჩემგან არაფერი უნდა, არც დილას კოცნა და არც ყავის ერთად დალევა და სანამ დროა, უნდა დავახვევინო რა, სანამ ბავშვი გაგვჩენია და მივჯაჭვულვარ ბოლომდე მაგასთან. კი, ძალიან ლამაზია, ეგეთი სახე და ეგეთი ტანი, ბეჭედში გასაძვრენი წელი და დიდი ძუძუები მგონი არც არასდროს მინახავს, მაგრამ რომ მომბეზრდა უკვე?! ის ძუძუები თუ არ დამასრისა ზურგზე, რა ჯანდაბად მინდა, წელი თუ არ მომერგო ხელებში, დოგსთაილში რომ ვტყნავ, რად მინდა. გაროჟილი სახე დილას, გინდა ლამაზი იყოს და გინდა მახინჯი, ერთია. ვხვდებოდი ნელნელა, რომ აღარაფერი გვაკავშირებდა, ადრე სექსი მაინც იყო და ეგეც არა, მგონი ფრიგიდული იყო ვაფშე ეს კარგმოტყნული და თავიდან ჩემს მოსატყუებლად კვნესოდა და კიოდა, ასე მგონია. რასაც მე მაგას ვეჩალიჩებოდი, ორგაზმამდე რომ მიმეყვანა და მარტო მე არ გამესხა, არ ვიცი რა. მარტო ის უნდოდა, საუზმეზე კარაქიან პურზე ხიზილალა გადაესვა, მერე სოლარიუმში წასულიყო, საღამოს გოგოებთან ერთად გატასავებულიყო სადღაც კაფეში და სმს რომ მომდიოდა, რამდენი ჩამოიჭრა ჩემი ანგარიშიდან, ტვინში სისხლს მასხამდა, რას სვამდნენ, რას ჭამდნენ ამისთანას. მოვიდოდა მერე სახლში, სამი საათი აბაზანაში იყო, ჯერ შხაპი, მერე ჯაკუზიში ჩაწვებოდა, ჩართავდა ყველაფერს და არაფრის ტრაკი რომ აღარ მქონდა ხოლმე, მაშინ გამოდიოდა. დაძინებულზე გაღვიძების ხო შანსი არ იყო, ისეთი ხმით შემომიჯიჯღინებდა, აუ, შემეშვი რაო, მივარდებოდა ეგრევე და ერთი მაგის კარგიც მოვტყან, ავალაგებინებ ხვალვე თავის ძონძებს და დაახვიოს, სადაც გაუხარდება. თავის დავიწყება მინდოდა ამ ღამეს, არაფერზე რომ მეფიქრა, აი არაფერზე. მარტო ჩემი თავი გამხსენებოდა და ბასიანზე წავედი. ცეკვა, მუსიკა, დასალევი, იქნებ დრაგებიც გაჩითულიყო და ახალი შესული ვიყავი კაკრას, გოშკა გამეძრო, აი აქ საიდან გაიჩითა ოღონდ, თუ ვხვდებოდე, მეთქი მოსაწევი არაფერი გაქვს და რა ბაზარიაო, ისეთი გააძრო, საცეკვაო მოედანზე რომ შევაბიჯე, გასული ვიყავი უკვე ძალიან შორს და მივყევი მუსიკას და სხეულებს, რომ ვიბრირებდნენ ჩემს თვალწინ და მთელ ირგვლივშემორტყმულ სივრცეში. კაი ხანს არაფერი გამოკვეთილა, გადღაბნილივით იყვნენ ყველანი, გადაზელილები ყველა სხეული ერთმანეთში და სიგარეტს ვუკიდებდი, სანთებელამ გამისხა, ჩამოვკარი თითი რამდენჯერმე და არ ინთებოდა, კონდიციონერები თუ რაღაც ჯანდაბები უბერავდა და ის ის იყო, ნერვები უნდა მომშლოდა, კაიფში ასე ვიყავი, იოლად ვემორჩილებოდი ემოციებს, ვიღაც გოგო შემომიტრიალდა წინიდან და ორივე ხელი მომკიდა ხელებზე და აინთო სანთებელა და მოეკიდა სიგარეტს. ხელს როგორღა გავაშვებინებდი, მადლობა თქო, ყურში ჩავჩურჩულე და ერთი ხელი თან გავატანე, რომ შეტრიალდა. არ გაუშვია. ვერ ვხვდებოდი, როდის დამინახა, რანაირად შემამჩნია, რა იგრძნო, მაგრამ ტკბილი რომ იყო და თბილი, იმ ორივე ხელზე ეტყობოდა და როგორ მოძრაობდა, მშვიდად და საკუთარ თავში დარწმუნებულად, მომხიბლავად და სექსუალურად, წელს მიტრიალებდა ხელისგულში და კაი ხანს მედო ასე ხელი მის წელზე, მუსიკის რიტმს ზუსტად იჭერდა, მეგონა ეს იყო ადამიანი, რომელიც  მუსიკას გრძნობდა ყველაზე სწორად მთელ ამ ფერად და ლამაზ სივრცეში და მეც მას ავყევი. აი ასე, მის წელზე მედო ხელი და ერთად ვცეკვავდით. ხანდახან ვფიქრობდი, ხომ არ დავავიწყდი, იქნებ ვეღარ გრძნობს, მის წელზე ხელი რომ მიდევს და ვუჭერდი ხოლმე  თითებს კანზე და გამომხედავდა მარჯვნიდან, წამით და აგრძელებდა ისევ ცეკვას, ვხვდებოდი, სიამოვნებდა ჩემი ცხელი ხელის შეხება და ვეღარ გავუძელი და მოვწიე ჩემკენ, მოვიხუტე ჩემს გულზე და ერთ სხეულად გადაქცეულებმა გავაგრძელეთ ცეკვა. დამყვა, თვითონაც მომეკრო, მე ხომ მარჯვენა ხელი მქონდა მასზე მოხვეული და თვითონ მარცხენა მომხვია წელზე, შარვლიდან პერანგი ამომიჩაჩა და შიგნით შემიცურდა, კანზე შემეხო და მეგონა, ელექტროდენმა დამარტყა. ცხელი არ იყო, გრილი უფრო, მაგრამ თითოეულ ჩემს ნერვზე დაუკრა მისმა შეხებამ და რომ არ გაჩერდა და მეფერა, გავგიჟდებოდი მეგონა. ჩემი გოგო იყო, ჩემი ტკბილი არსება. მეორე ხელიც მოვხვიე და ბოლომდე ჩემზე მოვიკარი, ერთ სხეულად შევერთდით და მის რიტმზე ვცეკვავდით ორივე. არ მეწინააღმდეგებოდა, პირიქით, მომყვებოდა იქაც სადაც მე ვბორძიკობდი. მერე გავბედე და კისერში ჩავუყავი სახე და ვაკოცე, ძვალი და ტყავი იყო, გამხდარი და სიფრიფანა, მაგრამ ისეთი კანი ჰქონდა და ისეთი სურნელი ასდიოდა, სუნამოსი და საპნის კი არა, როგორც სხვა გოგოებს, საკუთარი სუნი ჰქონდა, რაღაც დამათრობელი, ჯადოსნური და ჩავიძირე ამ სურნელებაში და დავუკოცნე მთელი მხარი, მთელი კისერი და არ ღელავდა, ვხვდებოდი, დახუჭული ჰქონდა თვალები და იღიმოდა ფართოდ, ასე მეგონა და ასეც იყო, ასეთი შემომიატრიალდა უცებ. თვალიც არ გაუხელია და არც ის ღიმილი გაქრობია, ისე დამეკონა ტუჩებზე, ეს ტკბილი გოგო ეს, ეს ლამაზი და სურნელოვანი.

ტაბუ, ნაწილი LX – მარიამი

ნაწილი LX – მარიამი

მარტოს არაფრის კეთება შემეძლო. ასე ვცხოვრობდი აქამდე. აწი მომიწევდა, მაგრამ სანამ შევეჩვეოდი, მეთქი რატო არა, თათას დავურეკე. სახლი ცარიელი მქონდა, სიცარიელეში ვერ ვიცხოვრებდი, ფულიც მქონდა ოხრად და მეკიდა თან, მალე მინდოდა დამეხარჯა და თან ამ სიცხეში ფეხით რა ივლიდა. გამომიარა, ჩავჯექი მანქანაში და მეტყობოდა ალბათ სახეზე რაღაც, ჩამაცივდა თავიდან, რა გჭირს რა გჭირს. არ ვიყავი მზად მომეყოლა. ჩემთვის მაინც უნდა შემეფუთა ეს ამბავი რაიმენაირად და მერე ვიტყოდი და მოვყვებოდი. არაფერი მეთქი და შემეშვა ეგრევე. ეგრე ვიცოდით, როცა საჭირო იყო მაშინ ვყვებოდით და არ ვუტყნავდით ერთმანეთს ტვინებს. ყველაფრის მაღაზიაში წამყვა, თითქოს არ ეზარებოდა, განსაკუთრებით მესამე მაღაზიის მერე, ხო ვიცოდი, შოფინგი როგორ სძულდა, მაგრამ მაინც წამომყვა, ვუყვარდი და ყველაფერს გააკეთებდა ჩემთვის, ისევე, როგორც მე და ყველაფერი ვიყიდეთ, თეთრეული, ტანსაცმელი, ჭურჭელი, საჭმელი. რატომ მომინდა მზა საჭმელების სექციაში ოლივიეს ნაცვლად მჟავე კიტრი, გაროხი და მაიონეზი მეყიდა, არც კი ვიცოდი და ალბათ ოლივიეს სალათი გახდა ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრების სიმბოლო, კარტოფილის და კვერცხის მოსახარშად ჩადებისას რომ მივხვდი, იქვე სტაფილო მაკლდა და ჩემი ახალი სახლიდან ბოსტნეულის მაღაზიის საძებნად გავედი. აი, ეს სისულელე იყო დამოუკიდებლობა. ოლივიეს სალათი და მოსახარში სტაფილო. საკუთარი ხელით გაკეთებული და გავაკეთე. დედაჩემისას არაფრით ჩამოუვარდებოდა, პირიქით, მარილიც ჩემს გემოზე დავაყარე, ისე არა, თეფშში რომ მიხდებოდა მარილის და წიწაკის დამატება და გემრიელად ვჭამე მერე, ჩემს ახალ, პაწია სამზარეულოში ჩამოვჯექი, ჰობიტი გადავშალე და ისე, ვიკითხე და ვჭამე, ისე რომ არ ველოდი დაკივლებას, კიდე კითხულობ ჭამისას?!  აკრძალულის გემოს გაგების მუღამი გამიჩნდა, ყველაფერი მინდოდა გამეკეთებინა, რაც აქამდე ღიად აკრძალული მქონდა, ჰოდა ავდექი და ღამის 11-ზე გამოვბოდიალდი სახლიდან. პარასკევი იყო, ჰოი საოცრებავ. შემეძლო კლუბში წავსულიყავი და მეცეკვა. მეცეკვა ბევრ ხალხთან ერთად, ხმამაღალ მუსიკაში, ისე არა, როგორც აქამდე მიცეკვია, ჩემს ოთახში და ზომიერად ხმააწეულ მუსიკაზე, რომ არავინ შემეწუხებინა. აქამდე მარტო ივენთებს რომ ვათვალიერებდი, ყველა ივენთზე Going-ს ვაძლევდი და ყველა ნოთიფიქეიშენს ვნახულობდი, ივენთამდე რა თრექებსაც დებდნენ, ყველაფერს ვუსმენდი თვალდახუჭული და წარმოვიდგენდი, რომ მეც  იქ ვარ და ვცეკვავ და ივენთის მერე სამადლობელ პოსტებს ვკითხულობდი და იმას წარმოვიდგენდი, რომ რომელიმე პოსტის ავტორი მეც ვარ. რამდენჯერმე მართლა დავწერე ასეთი პოსტი, ვითომ მეც იქ ვიყავი. არადა რა ვიყავი, ღამე სახლში რომ არ მოვსულიყავი, მომკლავდა ის ნაბიჭვარი. მომკლავდა რა, არც ხმას აუწევდა და არც ხელს დამარტყამდა, მაგრამ საშინელ სახეს მიიღებდა, რისი დანახვაც მძულდა, ლექციებზე არ გამიშვებდა და თეთრს არ მომცემდა, თუ გამიშვებდა. ახვარი ეს. მისი საკუთრება ვეგონე და ამიტომაც ქნა ის, რაც ქნა. ფეხზე მეკიდა რა, ეგ უკვე ფეხზე მეკიდა. რასაც მინდოდა გავაკეთებდი და პლეხანოვიდან ყველაზე ახლოს ბასიანი იყო და იქ მივბოდიალდი. რაღაცნაირად მიჭირდა წარმოდგენა, რომ სტადიონის ქვეშ იმხელა სიცარიელე სივრცე იყო, რომ ვიცეკვებდი და ბრმად მივდიოდი, ლამის მთელ სტადიონს შემოვუარე, სანამ ადამიანებს დავინახავდი და ბოლოს დავინახე, ფული მივაწოდე და შევედი. ჩანთის გახსნა მომთხოვა, როგორც მერე აღმოჩნდა, ძალიან საყვარელმა ქალმა, ნახა, შედიო და დამაინტერესა, რის პოვნას აპირებდა, დანა და დეზადორიო. ახლაც ვფიქრობ, დეზადორი რომ მქონოდა, ვისთვის რა უნდა დამეშავებინა და არ მქონდა, კიდევ კარგი და შევედი და შევაბიჯე რაღაც სასწაულში. ბნელოდა და თან ნათელი იყო, ხმაური იყო და თვალებს რომ დავხუჭავდი, საოცარი სიმშვიდე დგებოდა, უამრავი ხალხი იყო და თან მარტოც ვიყავი და მხოლოდ ჩემთვის და თავისუფლება იყო, რამდენი თავისუფლება, უთვალავი. თითოეული ადამიანი ისე ირხეოდა და მოძრაობდა, როგორც თვითონ უსწორდებოდა და არა პარტნიორის მოძრაობებს მიდევნებულს უწევდა ცეკვა. არავინ გიყურებდა და არავინ გაკვირდებოდა, ვინ იყავი, რა იყავი, დილას რა გადაგხდა თავს, მამამ ხომ არ მოგტყნა და მეგონა სამოთხეში შევაბიჯე. დავხუჭე თვალი და მთლიანად მივენდე მუსიკას, ისე გავუშვი ჩემი სხეული, როგორც მას უნდოდა და საერთოდ არ მაინტერესებდა, ესთეტურად ვცეკვავდი თუ არა, მე ხომ მხოლოდ ჩემთვის ვცეკვავდი. დიდხანს ვიცეკვე, ბარში მივედი, ვოდკარედბული დავასხმევინე, ორჯერ თან და ვცეკვავდი თან და თან ვსვამდი, სიგარეტსაც ვეწეოდი თან, თავისუფლად, მეკიდა, ვინმე დამინახავდა და მამაჩემს ხომ არ ეტყოდა და თან ვცეკვავდი, მეგონა მოვკვდებოდი სიამოვნებისა და თავისუფლებისგან. უცებ წელზე ხელების მოხვევა ვიგრძენი და შევხტი ლამის. ვინ იყო, რატომ გადაწყვიტა ჩემთვის წელზე ხელები შემოეხვია და მოვტრიალდი უცებ და იმ წამში არ ვიცი, ვის და როგორის დანახვას ველოდი და რაც დავინახე, არ მომეწონა, უაზროდ გაკრეჭილი სახით და გამოვეცალე, სასწრაფოდ გამოვეცალე და ვეცადე, მკაცრი სახე მიმეღო. არ დამანება თავი და ბოლოს მკერდზე ჭიქიანი და სიგარეტიანი ხელები მივადე და შორს გავწიე, რაც შემეძლო და ნელნელა მოვშორდი. კიდევ კაი, არ გამომყოლია, ვერ გავუძლებდი, კიდევ ერთ ადამიანს ეძალადა ჩემზე ამ დღეს, მერე რა რომ მამაჩემი არ იყო.

ტაბუ, ნაწილი LIX – თათა

ნაწილი LIX თათა

ეს კაცი ბედისწერა იყო ალბათ ჩემი. თითებზე ჩამოსათვლელ ორგაზმებს თუ გავიხსენებდი, რაც ჩემს პარტნიორებთან ერთად მქონია, თითებზე კი არა, ორ თითზე ალბათ და ამასთან ორივეჯერ გავათავე და არა მხოლოდ გავათავე, ერთად გვქონდა ორგაზმი. რაღაც სასწაული იყო, ღმერთი კინაღამ ვიწამე, როცა მეორედაც ერთად აგვიტრიალდა თვალები და როგორ ჩამცქეროდა თვალებში, როგორ ეჭირა ჩემი სახე ხელებში და მკოცნიდა, ვნებას აყოლილი დახუჭული თვალებით კი არა, ჯიუტად გახელილი თვალებით, რომ აინტერესებდა, რას ხედავდა და ნისლს ხედავდა, ამღვრეულ თვალებს ნაწვიმარი ზღვასავით, აი ამას ხედავდა ჩემს თვალებში. ჩემი კაცი, ჩემი ცხოვრება. ჩამიდო მერე სახე კისერში და კანზე მის მხურვალე სუნთქვას ვგრძნობდი, თან ნიავივით ნაზი იყო და მწვავდა თან. აღარ ვიცოდი, სად გავქცეოდი ამ სიმხურვალეს. და მეთქი აბაზანაში გამიშვი, გთხოვ. წყალში მინდოდა, წყლის ნაკადის ქვეშ მინდოდა დავმდგარიყავი, თვალებზე წყალი ჩამომდენოდა და მეფიქრა, რომ წყალზე გემრიელი ხელები ჰქონდა ამ ჩემს ადამიანს, ამ ჩემს კაცს. ისევე დაუნდობლად და უწყვეტად მოძრაობდნენ მისი ხელები ჩემს სხეულზე, ჩემს კანზე, როგორ წყლის ნაკადს ვერაფერი შეაჩერებდა და შხაპიდან რომ გამოვედი, სველ სხეულზე პირსახოცი შემოვიხვიე და გავაღე აბაზანის კარი, იქვე დამხვდა, სველი ჩამიკრა გულში და ცოტა ხანს დამელოდეო. ცოტა ხანს კი არა, ორი საუკუნე დაველოდებოდი, რომ ეთხოვა. წავედი, წავწექი ლოგინზე, ესევე პირსახოცით, ამ სიცხეში მსიამოვნებდა სისველე, ლოგინსაც რომ ვასველებდი ჩემი სველი თმითა და მკლავებით და ეგოისტურად ერთი სული მქონდა სანამ გამოვიდოდა აბაზანიდან, თავისი ლამაზი სხეულით, წყლის წვეთები ნებიერად რომ დაედინებოდნენ დაკუნთულ მკლავებზე, უგემრიელეს მკერდზე და სახეზე, მის სახეზე, ალმაცერად გაღიმებულ და ოდნავ თვალმოჭუტულ სახეზე, ჩემკენ რომ ჩამოიხრებოდა და ჩამომიწვებოდა და ჩამოვიწვენდი და გადმოვტრიალდებოდი და კი არ დავაწვებოდი, დავადნებოდი ზედ და მარტო მისი მკერდით, მუცლით და მუხლებით კი არ დავკმაყოფილდებოდი, მის ყლესაც ჩავიდებდი პირში და ჩავიტკბობდი. ენას ავუსვამდი ფეხის სახსრებში, ორივე მხარეს და უფრო მოხერხებულად რომ მოვფერებოდი ამოვტრიალდებოდი და ამოვტრიალდი კიდეც, მუცლის კიდით მასვე დავეყრდენი და ჩავიძირე მის სიტკბოებში და კანში და ყვერებში ჩავიძირე შენსაში, ჩემო სიცოცხლევ და გასწიე ფეხები ცოტა ფართოდ, რომ უფრო ახლოს მოვიდე შენს ყველაზე დამალულთან და ყველაზე მგრძნობიარესთან, აი იმ ზოლთან, პენისს და ანუსს რომ გიერთებს და ასე მგონია, უნდა მომიკვდე, ენას მანდ რომ აგისვამ და მარტო ენას კი არ აგისვამ, ტუჩებსაც ავაყოლებ და ძალიან ნაზად კბილებსაც რომ მივახმარ და რომ გამიგიჟდები, ჩემო ცხოვრებავ, ყლე ქვასავით რომ გექნება გამაგრებული და ამდგარი და ხელით რომ მოგეფერები და დაგინძრევ, სანამ ენა მოვა შენამდე, სანამ ამოგივლი სულ ქვემოდან და ყლის წვერამდე ამოვაღწევ. რა ტკბილი ხარ და როგორ იგრძნობა რომ გსიამოვნებს, მეც ზუსტად ეს შენი სიამოვნება მაგიჟებს და აგისვამ ენას ქვემოდან ყლის თავისკენ და ასე ყველა მიმართულებით, მთელ ყლეს გაგილოკავ და ტუჩებს მოვკიდებ მერე ნელა და ენას გადავუსვამ და ჩავიცურებ პირში ანდა ავიცურებ, როგორც შენ გენდომება ისე და ვეცდები, რაც შეიძლება ღრმად შევიდო პირში და ენით გეფერო თან და მიყვარდე ძალიან, შენი ყლე მიყვარდეს, შენი ყლის ფიზიოლოგია მიყვარდეს, ტუჩებში რომ მიმაგრდება და კანს რომ გადავუწევ და უნაზესი რომ მხვდება, ენის სათუთად ასმის მომლოდინე და გლოკავ ჩემო სიცოცხლე დიდხანს, სანამ ტუჩები არ დამეღლება შენი უზარმაზარი ყლისგან და ხელს შეგინაცვლებ და გკოცნი ყლისთავზე, რომ მაინცდამაინც ვერ იგრძნო, რომ პირში აღარ მიდევხარ და მომეშვება თუ არა ლოყების და პირის დაჭიმულობა, ისევ ჩაგიდებ პირში და ისევ დავტკბები შენით და შენში, ჩემო სიცოცხლე და ასე ბევრჯერ ძალიან, სანამ შენი კონვულსიების წინა მოძრაობით არ ვიგრძნობ, რომ ახლოს ხარ ორგაზმთან და არ მინდა მალე გაათავო, მალე არ არის, მაგრამ მინდა უფრო დიდი ხნით გაგიხანგრძლივო სიამოვნება ჩემო სიცოცხლევ და გამოგიღებ პირიდან, მერე რა რომ ტუჩები არ დამღლია და ენას აგისვამ მხოლოდ და ნელა დაგინძრევ ხელით, რომ მალევე გათავების უფლება არ მოგცე და გეფერები ნაზად, ნიავივით, სანამ ისევ არ ჩავიდებ შენს უტკბილეს ყლეს პირში და ისეთი ტემპით არ მოვეფერები, როგორც მე მინდა და დაგელოდები ნელნელა როგორ წახვალ პიკისკენ, სულო ჩემო, სიტკბოვ ჩემო, თავზე რომ მომკიდებ ხელებს და ტემპს მიკარნახებ, როგორ გსიამოვნებს და როგორ უფრო გემრიელად წახვალ ორგაზმისკენ და კი მწიწკნი თმას, მაგრამ მომწონს მე ეს, ჩემო სიცოცხლევ, ოღონდ, შენ მყავდე კარგად და გემრიელად და მომწიწკნე თმა, უხეშად მარტყმევინე სახე შენს ყლეზე და ყვერებზე, სანამ არ გაათავებ, სანამ არ ამოასხამს შენი თესლი ყლიდან და ჩამეღვრება პირში და ერთ წვეთსაც არ დავკარგავ, წამომაზიდოს შეიძლება, მაგრამ არა, ყლუპ-ყლუპ გადაგყლაპავ, თითოეულ ყლუპს დავაგემოვნებ და შეგითვისებ, და გადასაყლაპი რომ აღარ იქნება, ყლეს აგილოკავ, რომ ერთი წვეთიც არ გამომრჩეს შენი, ჩემო სიცოცხლევ.