ტაბუ, ნაწილი XLVII – ნათია

ნაწილი XLVII –  ნათია

მებოდიშა, მალე გავათავეო, დებილი ეს, არ იცოდა ეტყობა, კაცების უმრავლესობას იმ ნაორგაზმებ, მოშვებულ ყლეზე რომ ჰკიდია, მე გავათავებ თუ არა და საერთოდ რას ვიგრძნობ, ოღონდ თვითონ გაასხან. სად ჰქონდა ამდენი ენერგია, ყლე გამოიღო თუ არა ეგრევე ენა ამისვა, იმ გაღიზიანებულ კლიტორზე, შედება-გამოღებისას რომ მეხახუნებოდა და უფრო დავსველდი, უფრო გავგიჟდი, ენა რომ შემიყო შიგნით და თან ჩემი თეძოები ეჭირა ხელში და მსრესდა, თან ენას მისრიალებდა მუტელში და სასწაული იყო. იმდენ ხანს მეფერა, ენითაც, ტუჩებითაც და თითებითაც რომ გავათავე მეც, ყველაზე ტკბილად, ვიდრე როდესმე გამითავებია, რადგან ვგრძნობდი იმ წამს, როგორ უყვარდა ჩემი მუტელი, როგორ უყვარდა და ეტკბილებოდა ჩემი გემოები, როგორი სიამოვნებით დასრიალებდა ჩემში და ვგრძნობდი, თვითონაც როგორ სიამოვნებდა ეს ყველაფერი და უკვე აღარაფერზე ვფიქრობდი, მოდიოდა ნელნელა, მოდიოდა სიცხე, მხურვალება, მზის სხივები მოდიოდა, მთელი სამყარო მოდიოდა თავისი სიმხურვალით და უსაზღვროებით და მოვიდა, იფეთქა, ერთდროულად გამინათდა და დამიბნელდა თვალებში. სიმძიმე ვიგრძენი მუცელზე, როცა შეგრძნებები დამიბრუნდა და თავი ედო ჩემზე, ტუჩებით ჩემს კანზე იყო დაკრული და ჩემსავით მძიმედ სუნთქავდა, თითქოს ორგაზმი ერთად გვქონოდეს, ეს ტკბილი ესა. მომინდა იგივე ეგრძნო, რაც მე, რაც მე მაგრძნობინა, ერთი ერთში „გადამეხადა სამაგიერო“  ამ ძალიან ტკბილი ბიჭისთვის და ვისუნთქეთ კიდევ ერთხანს თანაბრად, ერთ რიტმზე, ვეფერე თავზე და რომ მივხვდი, მზად ვიყავით გაგრძელებისთვის, უცებ გამოვეცალე და რა მაგარი იყო, უზარმაზარ ლოგინზე რომ ვიწექით, ჩავცურდი და ზურგზე გადმოვატრიალე. მისი კანის გემო მინდოდა შემეგრძნო, ამელოკა მინდოდა მთლიანად და ავუსვი ენა კისრიდან ყურამდე, ჩავუძვერი ყურში, ვლოკე დიდხანს და ამიკვნესდა ეს საყვარელი ბიჭი და ამოვძვერი მერე ყურიდან, ოდნავ ვაკოცე ტუჩებზე და კისერში ჩავუძვერი ისევ, ყველა ძვალი და ძარღვი ავულოკე. რა გემრიელი იყო, არ ვიცი, საპნის და კანის სურნელის საოცარი ნაზავი, მაგრამ  მსგავსი რომ არ მეგრძნო აქამდე ეს ვიცოდი. ისე მინდოდა, მისი მთელი ტანი ამელოკა, მთელი გემოები ამეცალა და ჩემში შემენახა, ვერ ვითმენდი, ვჩქარობდი, თითქოს სადმე გამქცევი იყო და ჯერ მისი ერთი ძუძუსთავი მოვიქციე ტუჩებში და კბილებში და მეორეს ხელით ვუსრისავდი და მერე გადავავლე  ენა ერთიდან მეორისკენ და მეორე ძუძუსთავი ჩავიდე პირში და გაუმკვრივდა, გაუმაგრდა ყლესავით, მოვწოვე და ვუკბინე ნაზად, თან ვლოკავდი და ასე მეგონა თაფლი ჟონავდა მისი კანიდან, ისეთი გემრიელი იყო. დავუყევი მერე ნეკნებს ქვევით, მთელი ტანი ავულოკე, ყოველი სანტიმეტრი დავაგემოვნე და დავუსველე, ჩავაღწიე ბოლოს მის ყლემდე და ამდგარი ქონდა სასწაულად, მაგრამ არ მინდოდა ჯერ ყლეზე მოვფერებოდი, უფრო მეტი სიამოვნება მინდოდა მეგრძნობინებინა და ნაუცბათევად ავუსვი ენა ყლეზე, ხელით გადავუწიე და სულ ოდნავ მოვულოკე ყლისთავი, თითქოს გაკვრით, თითქოს სულ არ მაინტერესებდა, რა გემოსი იყო და ჩავუძვერი უფრო ქვემოთ, ყვერები ავულოკე, პირში ჩავიდე, რაც ჩამეტია და ენით ვეფერე ბევრი, ძალიან ბევრი, გემრიელი იყო და მომინდა კიდევ უფრო მეტად შემეგრძნო მისი გემოები და მთელი დიდი მონაკვეთი გამოვტოვე და მისი ფეხებისკენ გადავინაცვლე, ფეხის თითების, ფეხისგულების და კოჭებისკენ, ვნანობდი ორი რატომ არ ვიყავი და ორივე ფეხის ერთად ფერება რატომ არ შემეძლო და ავუსვი ენა მარცხენა ფეხის კოჭზე. გააცახცახა, ცხადად ვიგრძენი ეს და გამისწორდა, მგრძნობიარე იყო ძალიან. ჩავედი უფრო ღრმად და არ მინდოდა ღიტინი ეგრძნო, ამიტომ ნაზად კი არ ავუსვი ენა ფეხისგულზე, არა, უხეშად, მთელი ენის ფართობით და ხორკლიანობით ავლოკე და ცერა თითამდე მივედი და თითი ჩავიდე პირში, მოვწოვე და მოვლოკე, თითქოს მისი ყლე იყო, ისევ და ისევ და კვნესოდა, ისე კვნესოდა, რომ ნეტარების მწვერვალზე ვიყავი, მაბოდებდა, როცა ჩემი პარტნიორი სიამოვნებას იღებდა და დავუმუღამე ადგილები, სადაც მოფერება სიამოვნებდა და ვლოკავდი თვალებდახუჭული, საერთოდ არ მინდოდა ვიზუალს ხელი შეეშალა შეგრძნებებში, როგორც კლიპების ყურება მიშლის ხელს მუსიკის მოსმენაში. ისეთი გემო ჰქონდა, ყველგან, აი ყველგან, მაგიჟებდა მისი კანის სიმხურვალე, მეგონა ტკბილ მოლეკულებს ვიწოვდი მისი კანიდან და ხელახლა რომ ავუსვამდი ენას იმავე ადგილას, ისევ ისეთი ტკბილი იყო, ისევ ისეთი გემრიელი და თან როგორი მოცახცახე სიამოვნებისგან, ეს მისი ცახცახი და კვნესა მასველებდა.

ტაბუ, ნაწილი XLVI – ნიკა

ნაწილი XLVI –  ნიკა

თეოს ვერ გავუტეხე ხათრი, თორემ რა მედაბადებისდღევებოდა. სადაც მიწევდა მისი ნახვა, მყოფნიდა. მეგობრებს ვერ დავკარგავდი იმიტომ, რომ ლაკა არ მენახა, აღარასდროს მენახა, ამ ყველაფერზე მაღლა ვიყავი და ამიტომაც მოვხვდი თეონასთან, მის სახლში, ისეთ სიმშვიდეში, თითქოს ყველაფერი ისევ ისე, ისევ ისე ძველებურად, დუნედ და იმავდროულად მყიფედ იყო. სასმელი, კვამლი, მუსიკა – ყველაფერი, რაც დაძაბულობას მიხსნიდა და მგონი მართლა მომეხსნა და ეს ქათქათა თეთრსახიანი და ცისფერთვალება გოგო ხომ საერთოდ, მანამდე შორიდან რომ მოვკარი თვალი და რაღაცნაირად მესიამოვნა დანახვა, უცებ მომიახლოვდა, ჯერ ჩემ გვერდით ჩამოჯდა და მერე, ვიცეკვოთო, მთხოვა. რა მეცეკვებოდა ან როდის მეცეკვებოდა, მაგრამ ისე მიყურებდა ამ თავისი ლურჯი თვალებით, უარი ვერ ვუთხარი და თავი დავკარგე, ისე ცხელოდა მისი მაისურიდან, ისეთი ვნება იფრქვეოდა, არც მისი მზერა მჭირდებოდა და არც თხოვნა, აქედან წავიდეთო. ზუსტად ვიცოდი, რა უნდა გვექნა, მე და ამ საოცარ მხურვალე არსებას, აბრეშუმივით რომ მერგებოდა თითებში და ისე მოძრაობდა, როგორც მინდოდა. წავიდეთ სადმეო და წავიდეთ მეთქი. მარტოს მომინდა მყოლოდა, არ მეფიქრა, რამდენი თვალი გვიყურებდა და ლაკაც ხომ არ გვხედავდა და მარტო ჩემთვის გამეხადა, მეკოცნა და მომეტყნა, ძალიან მაგრად მომეტყნა, ისე ღრმად შემეყო მასში ჩემი ყლე, რომ მთელი სიბრაზე მასში ჩამენთხია და სიამოვნებოდა სასწაულად, აი ეს მინდოდა. როგორ მივედით სახლამდე, ლიფტში რას ვაკეთებდით არ მახსოვს, ლოგინამდე როგორ მივედით, არ ვიცი და რომ მივაგდე საწოლზე, უკვე სულ ყველაფერს ცხადად ვხედავდი. ნახევრად რომ აცვიათ და ისე ვტყნავ, ეს მიყვარს, მაგრამ თვითონ გაიხადა, ლიფი თვითონ მოიძრო, ძალიან ვუნდოდი და რა მაგარი იყო ამის შეგრძნება, ლაკასგან იმდენი ხანია ეს არ მეგრძნო და რომ დავფიქრდი, რამდენი ხანია საერთოდ ეს არ მეგრძნო, კიდევ უფრო მომინდა, კიდევ უფრო მაგრად მომაწვა დაუხარჯავი სპერმა და უცებ გადავწყვიტე, მისი მუტლის მოწუწვნის ნაცვლად პირდაპირ შემეყო, პირდაპირ მომეტყნა. რეზინი ძლივს გავიკეთე ნდომისგან ლამის აკანკალებული ხელებით და თან ვგრძნობდი, როგორ მელოდა, როგორ აცახცახებდა ნდომისგან და მივაწექი და შევედი. ქალიშვილივით იყო შიგნით, წინააღმდეგობას მიწევდა და კიდევ უფრო გამაშმაგა ამან, წელი დავუჭირე და უხეშად შევედი, სუნთქვა დაუმძიმდა და აკვნესდა, მუხლები ტანზე შემომაჭდო და მეტხანს მინდოდა მეტყნა, მაგრამ მალე გავათავე, ეგრე იცის დიდი ხნის თავის შეკავებამ. ნეტავ რატომ ვიკავებდი თავს, ეს შემორჩენილი ერთგულების მარცვლები რატომ ერთად არ გადავყარე მოუსავლეთში და ვუყურებდი ამ ცისფერთვალა ანგელოზს, მინდოდა ისიც ისეთივე ბედნიერი ყოფილიყო, როგორიც მე და ყლე რომ გამოვუღე, ეგრევე დავეკონე ფუჩუზე, მთელი წვენები ავულოკე, ძალიან გემრიელი იყო, არც ვიცი, რას შევადარო მისი გემოები, ალბათ ასი უგემრიელესი რამ ერთმანეთთან რომ გადამერია, ამ გემოზე დადგებოდა და შიგნით როგორი იყო, რა შეგრძნებას დამიტოვებდა ესეც მინდოდა გამეგო. ფრთხილად შევუყავი ენა, ისეთი ნაზი, ისეთი სველი, ისეთი ღრუბელივით სათუთი იყო და თან რა ხმებს გამოსცემდა, სიტკბოს ბურანში მყოფი და უფრო ღრმად შევუყავი ენა, შევდიოდი და გამოვდიოდი და მიგიჟდებოდა თანდათან და მეც მიდგებოდა ისევ. თითები შევუყავი მერე და ტუჩებით კლიტორი მოვუნახე და ვუწუწნიდი, სანამ არ გაათავა, სანამ არ ჩაუწყდა ხმა ამდენი კივილისას და ბედნიერი ვიყავი, მისი ორგაზმი მიხაროდა და დავადე თავი მუცელზე და ერთად ვმშვიდდებოდით, ერთად ვიწყნარებდით საგულედან ამოვარდნილ გულებს.

ტაბუ, ნაწილი XLV – ნათია

ნაწილი XLV – ნათია

გუშინ თეონას დაბდღეზე ვიყავი, რა ჯანდაბად მომინდა თანამშრომლის დაბადების დღეზე წასვლა არ ვიცი, მაგრამ ალბათ რაღაცას კარგს მიგრძნობდა გული, ან თუნდაც ეს ჩემი ერთფეროვნება მომბეზრდა და ასე ამოვყავი თავი მის მეგობრებთან ერთად. სულ არ ჩანდა ეს გოგო სამსახურში ისეთი ჯიგარი, როგორიც აღმოჩნდა და მისი მეგობრები ხომ საერთოდ, სულ ჩემი სასტავი მახსენდებოდა და პარალელებს ვავლებდი და აქ უფრო ვიგრძენი თავი ჩემიანად, ვიდრე მათთან ვგრძნობდი ხოლმე. აი თუნდაც ეს ქეთისთან ტუსოვკა, ისევ იქ ვიყავით, უნის კიბეებზე და ზუკა კიდევ ზედ. თავისი ულევი ყურადღებით, გვერდზე გახედვის საშუალებას არ მაძლევდა ტიპი, ყველგან თვითონ იყო. აქ კიდევ თავისუფლების სულ სხვა ლეველი იდო, ისე ვლაპარაკობდით ამ ქვეყნად ყველაფერზე, თითქოს არც სქესი გვქონდა და თან ყველაზე მაგრადაც გვქონდა სქესი. თითოეულ წინადადებას ისეთი სექსუალობა მოჰყვებოდა, რომ იქვე, სუფრა კიარა, რაც იყო, არეულ დარეული წვეულება, იქვე დავსველდი. იმ ღამეს სექსი რომ არ მქონოდა, ალბათ კლიტორს გადავიტყავებდი მასტურბაციით. ვუყურებდი ამ თითქმის უცნობ ხალხს და ერთმა ტიპმა მიიქცია ჩემი ყურადღება, იჯდა განაპირას და მშვიდად და ხანდახან ისეთებს ჩაურთავდა დაბალი, წყნარი ხმით, სხვის ათჯერ ხმამაღლა ნათქვამს ჯობდა და თეონას რომ გავყევი სამზარეულოში კოკტეილების დასამატებლად, მაშინ ვკითხე, მეთქი გოგო, ვინ არის ეს ბიჭი. ისეთი არეულობა აღმოჩნდა, ისეთი, რომ უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი, მაგრამ მერე ფეხზე დავიკიდე, ყველას ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს. მისი დაქალის ყოფილი ქმარი ყოფილა, დაქალის, რომელიც იმ დღეს იქ იყო და თურმე სულ ერთად იჩითებოდნენ, რადგან ამ საერთო მეგობრებს სად წაუხვალ ადამიანი და ორივე დასტოინად იქცეოდა, არაფერი შემიტყვია არც ნიკასთვის და არც მისი ექსისთვის. ცივი, თავაზიანი იგნორი, ისე როგორც ცივილიზებული ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი და ამის გაგების მერე კიდევ უფრო დამევასა ეს ნათელთვალება, მთლიანად ნათელი ბიჭი. ან მეჩვენებოდა და ან მართლა მიყურებდა ხოლმე და მე ხო ვერ ვიტან ამ გაუგებრობებს და მივუცუცქდი ახლოს, კიდევ კაი, მართლა სტანდარტულ სუფრასთან არ ვისხედით და მეთქი, ნიკა, ხომ არ გვეცეკვა. უარი არ მითხრა, ვერ მითხრა, არ ვიცი, ძალიან საცეკვაო გარემო იყო უკვე, დაბალი შუქები და ისეთი მუსიკა, თვითონ რომ გეფერება და პარტნიორის და მუსიკის ბგერების შეხებას ვეღარ ანსხვავებ ერთმანეთისგან.  დავადე ორივე ხელი მხრებზე, ცოტა ზურგისკენაც გადავუცურე და ველოდი რას იზამდა. არ მომრიდებია, წელზე მჭიდროდ შემომარტყა ხელები, მგონი არ მომჩვენებია, რომ უფრო დაბლაც ჩაიწია და ტრაკზეც მომეფერა. ვინ რას დაინახავდა იმ სიბნელეში და მე დავდნი, მგონი ყველაფერი ისე იწყებოდა, როგორც მინდოდა, როგორც მინდოდა ისე ძლიერად, როგორც დიდი ხანია არაფერი მდომებია. დიდხანს ვცეკვავდით, ან სულაც ერთ ადგილას ვიდექით, არ ვიცი, არ მახსოვს, თვალებში როგორ მიყურებდა და ვუყურებდი ეგ მახსოვს კარგად და ყველა სხვა შეგრძნება საოცრად, სასტიკად ორგანული იყო და მეთქი, წავიდეთ აქედან. უფრო ღრმად მომინდა მეგრძნო ეს ბიჭი, ვიდრე მის სვიტრზე მოალერსე ჩემს თითებში აღწევდა მისი სითბო და მისი თითებიდან ჩემს მაისურში. მინდოდა კანზე დაედო ცხელი ხელი და ეს სითბო, ეს მხურვალება გავრცელებულიყო მთელ ჩემს სხეულში და ვეღარ ვითმენდი, მეთქი წავიდეთ. კარგიო, ჩამჩურჩულა ყურში და გავძვერით. ისეთი აურზაური იყო, ვინ გაიგებდა ან რატომ გაიგებდა და ან თუ გაიგებდა, მე ხომ მეკიდა და ნიკასაც ეკიდა იმედია და თუ არც ეკიდა, ეგეც მეკიდა. მინდოდა, ძალიან მინდოდა. სადღაც წავედით, სადღაც ძალიან მშვიდ, წყნარ ადგილას, სადაც თითქოს ისეთივე მუსიკა და შუქები იყო, ისეთივე საიდანაც წამოვედით, მაგრამ ერთად წამოვედით და სულ აღარ იყო მორიდებული, რა მორიდებული, ისე უხეშად ამაძრო მაისური და ლიფის გახდაც არ უცდია, ჩამომიწია და დამაკვდა ძუძუსთავებზე, ერთზე ხელით და მეორეზე ტუჩებით, ეს ტკბილი ბიჭი. ასეთი ნეტარება ძუძუებზე მოფერებისგან ლაშას მერე არ მიგრძვნია, თავიდან რომ მეფერებოდა, მლოკავდა ძუძუებზე და მერე ისე რომ მკბენდა, რომ მგრძნობელობა დამეკარგა, მეგონა. ჩემით გავიხსენი ლიფის შესაკრავი, მინდოდა ძალიან, ძალიან თავისუფლად მომფერებოდა, ენა აესვა ჩემთვის, აელოკა ჩემი კანი, რომელიც მიყვარდა, რომელიც მენანებოდა ყოველღამე, არავინ რომ ეფერებოდა და მე თვითონ ვისრიალებდი ხელებს ჩემივე სხეულზე. როგორ დაუყვა ჩემი მკერდიდან მუცლისკენ, როგორ ჩამიყო ენა ჭიპში და როგორ ჩაინაცვლა კიდევ ქვემოთ, ისე, რომ ჯერ კიდევ მეცვა ტრუსი. გარედან ამისვა ენა და ვიგრძენი, როგორ ესიამოვნა თხელ მაქმანში გაჟონილი ჩემი სისველე და უცებ ჩამაძრო ტრუსიკი ცალ ფეხზე, თავი არ შეუწუხებია მეორე ფეხზე გახდისთვის, ან რად უნდოდა, ღია ვიყავი და ველოდი, როდის შემომიყოფდა ენას, როგორ ამლოკავდა, როგორ მოწუწნიდა ჩემს კლიტორს და წინასწარვე ვიკლაკნებოდი სიამისგან.

ტაბუ, ნაწილი XLIV – სოფო

ნაწილი XLIV – სოფო

ჯერ მე ჩემი კაიფიდან არ მქონდა თავი დაღწეული, ისევ მეგონა, ქეთის სამზარეულოს მაგიდა მსოფლიოში ყველაზე ფუმფულა ლოგინი იყო, კარში სილუეტი რომ შევნიშნე და თანდათან დამეწმინდა მზერა და იმ სილუეტმა ზუკას ფორმები შეიძინა. თან ჩვეულებრივი ჯინსებიან-კაპიშონკიანი ზუკასი კი არა, კარგად რომ მახსოვდა კოჯრის ღამიდან, ისეთის, სულ მთლად შიშველის. ვგრძნობდი, ტვინი როგორ მეწვებოდა, ზუკას რაღა უნდოდა აქ?! საერთოდ, რა ხდებოდა ჩემს თავს?! ზუკას ზედ არ შემოუხედავს ჩვენთვის, ქეთის უყურებდა თვალისდაუხამხამებლად, მივიდა, მოჰკიდა ხელი და ისიც ცხვარივით წაჰყვა. მე ალბათ რეზის ხელში რომ არ ავეყვანე, ახლაც იმ მაგიდაზე ვიქნებოდი დამხობილი. ამიტაცა ხელში და გაყვა ამ თავის ძმაკაცს უკან. აჰ, რა თქმა უნდა, ქეთის საძინებლისკენ. რამდენჯერ გაგვითენებია იმ უზარმაზარ ლოგინზე ამ ორ შტერზე ლაპარაკში, რას წარმოვიდგენდით მაშინ, ოთხივენი შიშვლები თუ ამოვყოფდით თავს აქ. შუა გზაში გავუსხლტი ხელიდან, მინდოდა ჩემი ფეხით მივსულიყავი, სადაც მივდიოდით, მინდოდა ამ ყველაფრის სიცხადე შიშველი ფეხისგულებითაც მეგრძნო. ჯერ კიდევ ნახევრად ბურანში ვიყავი, რეზი წინ რომ გამიწვა, რეზინა გახსნა, ხელი მომაკიდინა და ჩემი თითებით ჩამოიცვა ყლეზე, რა ტკბილი იყო, ხელით მოფერება მომინდა და პირშიც ჩადება, მაგრამ არ მაცალა, ისე ამიყვანა ხელში, თითქოს ფრანგული თოჯინები რომ მყავდა ბავშვობაში, ისეთი მსუბუქი ვყოფილიყავი და ნელა, ძალიან ნელა შემიყვანა თავისი გრძელი და მსხვილი ყლე მუტელში. ამ პოზაში კიდევ უფრო მეტკბილა და ჯერ თავზე მოვხვიე ორივე ხელი, მკერდზე დავაწექი და ნელა ვმოძრაობდი, თითქმის ბოლომდე ვდგებოდი, რომ მისი ყლის მთელ სიგრძეზე მეგრძნობინებინა, რა ცხელი ვიყავი და როგორ მინდოდა ბოლომდე, ძალიან ღრმად მეგრძნო ეს ბიჭი. ავჩქარდი მერე და აღარ მეყო ენერგია, იგრძნო, იგრძნო და მომკიდა ხელი წელზე, გამაშეშა და ამოძრავდა თვითონ, ქვემოდან მირტყამდა ყლეს, მეგონა მკერდამდე ადიოდა, ისე ღრმად შემოდიოდა ჩემში და გადავიწიე უკან, ფეხებზე დავეყრდენი და ასე უფრო ტკბილი იყო. თვალებდახუჭულმა ვიგრძენი ჯერ ერთ ძუძუზე რომ მომკიდა ხელი და მერე მეორეზე, მაგრამ მეორე შეხება უფრო ნაზი იყო და მივხვდი, ქეთის ხელი იყო, ჩემი ტკბილი გოგოსი. ისე მომისრისა, ზუკაზე უხეში გახდა და ამდენიც აღარ შემეძლო, რაღაც გადატყდა ჩემში და ზუკას რომ არ ვჭირებოდი ცალი ხელით, ალბათ გადავვარდებოდი უკან, ისეთი ძალით მოვიდა ორგაზმი. ამ სიგიჟიდან გამორკვევაც არ მაცადა ქეთიმ, მიმიზიდა და მაკოცა, ღმერთებო, ისე მაკოცა, როგორც არასდროს და არავის უკოცნია ჩემს ცხოვრებაში, ენა ამისვა ტუჩებზე, ჯერ ზედა ტუჩზე, მერე ქვედაზე და მერე ზედა ტუჩი ჩაიდო პირში და მომიწუწნა და მეც კბილებში მოვიქციე მისი ქვედა ტუჩი და ავულოკე, მერე ენაც შევუცურე პირში და დამიჭირა და აღარ გამიშვა აღარასდროს. სად ვიყავით აქამდე, აი სად ვიყავით, ეს სპექტაკლი და ეს მაყურებლები გვჭირდებოდა ნეტავ, რომ გაგვეგო, ყველაზე გემრიელები ჩვენ ვართ და ვინ მაცადა ქეთით ტკბობა, უცებ ვიგრძენი, როგორ მომკიდეს ხელი და ამომატრიალეს 180 გრადუსით და არ მომშორდა ეს გოგო მაინც, მაინც მოძებნა ჩემი ტუჩები და ისევე ახლო იყო ჩემთან, როგორც მისი კანის და სუნამოს საყვარელი სურნელი. არ გვაცალეს, მაინც არ გვაცალეს ბიჭებმა და ზუკამ ნელა, ნაზად შემიყო ყლე იმ მუტელში, რომელსაც კარგად ახსოვდა მისი სიტკბო და სისქე და მხურვალება და ქეთიც აკივლდა, ეტყობა სადისტ რეზის არ ეყო ჩემი ტრაკის სივიწროვე და ქეთისიც მოუნდა, მონატრებული იქნებოდა, მოუყოლია ქეთის, როგორ უყვარდა ანალური სექსი და რა იშვიათად თანხმდებოდა ხოლმე. ახლა ვინ ჰკითხა. მაინც ვცდილობდით თან ერთმანეთისთვის გვეკოცნა, უფრო დაგვეტკბო ეს საოცარი წუთები, მეტი თუღა შეიძლებოდა და აღარც მახსოვს კარგად მერე რა მოხდა, ოთხივენი ღრმად და მძიმედ ვსუნთქავდით და ერთმანეთის ფერებაში დავიმშვიდეთ გულები, აღარც ვიცოდი, ვის ვეფერებოდი, ქეთის, ზუკას თუ რეზის ვეფერებოდი, ჩემს ბიჭს, ჩემი ოცნების კაცს, ესეც აღარ ვიცოდი, რომელი იყო ამ სამში ჩემი ოცნება და ასე ჩაგვეძინა, ტკბილად, ტკბილად, ერთმანეთზე ჩახუტებულებს.

ტაბუ, ნაწილი XLIII – რეზი

ნაწილი XLIII – რეზი

თავი ამოვყავი სოფოს კისრიდან და ზუკა დავინახე, ზუკა რომელიც კაი ხნის წინ წავიდა და თან როცა წავიდა, ჯინსი და ნაცრისფერი კაპიშონკა ეცვა, მაგრად რომ მევასებოდა და ხანდახან მეც რო ვიცვამდი, პახოდებში და სიცივეებში. ახლა კიდე რაის კაპიშონკა და ჯინსი, თავი ჩვენი გუნდის გასახდელში მეგონა, პირსახოცების გარეშე რომ დავტანტალებდით  ბიჭები და ოღონდ არასდროს ასე ამდგარი არ ჰქონია და უცებ გონების თვალით დავატოლე და არა, ბოზიშვილი ვიყო, ჩემზე პატარა არ ჰქონდა, არც ჩემზე პატარა ყლე ჰქონდა და არც მესაზიზღრა, როგორც მეგონა მომივიდოდა, მაგრა მშვიდად მივადევნე თვალი, სანამ ქეთისთან მივიდა და ხელი ჩაჰკიდა და წამოიყვანა. ვგრძნობდი, ისე უნდოდა ქეთი, რომ იქვე რაფასთან რომ არ გაუყარა, გამიკვირდა. კომფორტის მოყვარული ნაბიჭვარი იყო, წაიყვანა ქეთი, გააწვინა და შეუდო ისე ღრმად, რომ ააყვირა გოგო. ბუნდოვნად მესმოდა ქეთის ყვირილი და ამის კვნესა, ჩემი საქმე მქონდა, ჩემი ბაბუაწვერა მყავდა ატატებული ხელში და დიდხანს არ გამიჩერდა, არ ვიცი რა ეგონა, ვერ დავიჭერდი ხელში თუნდაც მეცხრე ცამდე რომ გვეარა თუ თავისი ფეხით უნდოდა მისვლა იქამდე, სადაც ისევ მე ვეყოლებოდი. არ ვიცი, ჩამომიხტა მკლავებიდან და ხელები მაინც არ მოვაცილე, ბარბაცებდა და ასე ბარბაცით მივედით ქეთის ლოგინამდე და ზემოდან მინდოდა დამესვა, გავიკეთე კიდევ ერთი რეზინა და ამოვიყვანე ჩემთან და ჩამოვიცვი ყლეზე. მუტელიც რა ტკბილი ჰქონდა და ცხელი. ნელა, მშვიდად ვუდებდი, სად მეჩქარებოდა. ვაცდიდი აქტიურობას, ძალიან მოსწონდა ჩემს ყლეზე ხტუნაობა, თან წელი ხელებით მეჭირა, უთხელესი წელი, ლამის რომ მეტეოდა ორივე ხელში და დაიღალა მერე და წამოვიღე ჩემი სიჩქარით, ხელები და თავი უკან გადააგდო, თმა გაშლილი ჰქონდა და ფეხებზე მედებოდა მისი თმები, სიგიჟე იყო, ყლეზეც მყავდა შემოსმული, ფეხებზე და ყვერებზე მედებოდა თმებით, სრიალა ქერა თმებით და ხელებით მე მეყრდნობოდა. სულ ჩემი იყო, სულ ჩემში იყო. მაინც არ მეყო, წელზე ცალი ხელი დავუტოვე, ვყოფნიდა, ისეთი მსუბუქი იყო და მეორე ხელი ძუძუზე მოვკიდე და დავუსრისე.  ამ მინიატურას ამხელა და ასეთი ლამაზი მკერდი როგორ ჰქონდა და უცებ მეორე ძუძუზე ქეთიმ მოჰკიდა ხელი, თავიდან პროსტა დაიჭირა მისი ძუძუ და მერე მოეფერა დამერე უფრო ძლიერად მოეფერა, დაუსრისა და ატკენდა კიდეც, ამ ტკივილის აღქმა რომ შეძლებოდა და ამ დროს  შევუდე ყველაზე ღრმად და თან ცალი ხელით დუნდულს ვუსრესდი, მეორეთი ძუძუს და მეორე ძუძუს ქეთი და გაათავა ჩემმა გოგომ და ცოტაც და მეც მივყევი და დავეგდე ძალაგამოცლილი ლოგინზე… სოფო კიდე კიდე ქეთიმ დაითრია, აი იმენნა დაითრია და ისეთი დაუზასა, ეგრევე ხელახლა ამიდგა. ამაზე მაგარი საყურებელი არაფერი ყოფილა, ორი გოგო და თან ჩვენი გოგოები ჩვენ თვალწინ რომ ზასაობენ. ჯერ ტუჩები მოუწუწნეს ერთმანეთს, არსად ჩქარობდნენ, ნაზად ლოკავდნენ ერთმანეთს. მერე ენებიც ჩაუყვეს ერთმანეთს პირში და უკვე ყლე მისკდებოდა, იმხელაზე მქონდა ამდგარი. ქეთი მინდოდა, გახსენება მინდოდა, რა ტკბილი იყო. ახლა აღარ გამიწევდა წინააღმდეგობას, სადაც თავის ლოგინში მომიყვანა. მისი ტრაკი მქონდა მონატრებული ძალიან, მაშინაც იშვიათად მაძლევდა ანალური სექსის უფლებას. სოფო ზუკამ დაითრია, ზურგზე გადმოატრიალა და ჯერ თითი შეუყო, ნელა ეფერებოდა და მერე უცებ შეუგდო ყლე ისე ღრმად, რომ კონვულსიებმა გადაუარა ტანზე. ქეთიც არ ეშვებოდა, ხან ძუძუებს ულოკავდა და ხან ტუჩებში ეზასავებოდა და ისეთ პოზაში ჰქონდა ტრაკი ჩემკენ მოშვერილი, მეტს ვეღარ მოვითმენდი, დუნდულები გავუწიე, ენით კარგად დავუსველე ანუსი და ნელნელა შევუყვანე ყლე. მაინც ეტკინა და აყვირდა, მონატრებული მქონდა მისი კივილი და კიდევ უფრო მომინდა, თან ცალი ხელი მტაცა თეძოზე, ცდილობდა შევენელებინე, მაგრამ უკვე აღარ შემეძლო თავის შეკავება, ვეცადე მიმართულების შეცვლაზე მაინც დავყოლოდი და დამიტკბა ისევ, გაუსწორდა და ამან კიდე მეტად აღმაგზნო, ასე მეგონა ძალიან დიდხანს არ გავათავებდი, მერე კლიტორზე მომაკიდებინა ხელი და ვუსრესდი იმ უგემრიელეს ბაგეებს, სველს და სრიალას და დიდხანს დიდხანს ვუსრიალებდი ლამაზ და გემრიელ ტრაკში ყლეს, სანამ არ შევატყვე ათავებდა. ამაზე მეტად არაფერი მიყვარდა, ერთად რომ გვქონდა ორგაზმი და ავუჩქარე ტემპს, სწრაფად და სულ ბოლომდე ვუდებდი ყლეს, სანამ შიგნითვე არ გავასხი და აღარ მინდოდა გამომეღო, იმ ცხელ ტრაკში მინდოდა ჩემი ყლე დამეტოვებინა, სანამ აკანკალებდა ორგაზმის ნეტარებაში მყოფს, ლამაზს და უსაშველოდ მონატრებულს.

ტაბუ, ნაწილი XLII – ქეთი

ნაწილი XLII – ქეთი

ზუკაზე დაჟე ვერც ვიოცნებებდი. ეს რა დღე გაიჩითა. თვალი რომ გავახილე პირველად, სოფოს და რეზის ტყნაურის და ჩემი მოფერების წყალობით მოგვრილი ორგაზმიდან, მთლად გარკვევით რომ ვერ ვხედავდი ვერაფერს, მეგონა მოლანდება იყო, კარში რომ გაჩხერილიყო და სვიტრს იხდიდა. მერე ნელნელა დამეწმინდა მზერა და ზუკა იყო, სვიტრს შარვალიც მიაყოლა და მერე ტრუსიც და ეგრევე ამდგარი ყლით გაიჩითა ტიპი, თან მე მიყურებდა, თვალებში მიყურებდა და არა წელსქვემოთ ან ძუძუებზე და მივხვდი, ეს ყველაფერი ათვალიერა უკვე კაი ხანს, სოფოც და რეზიც ათვალიერა და ყველაზე საინტერესო მე მიპოვა, ჩემი თვალები იპოვა და გამეღიმა ძალიან ფართო და ბედნიერი ღიმილით და წამოვიდა კიდეც ჩემკენ. რამდენიმე ნაბიჯი დაჭირდა სულ და ჩამკიდა ხელი და თითქოს კარგად იცოდა, საით უნდა წავსულიყავით, ჩემი საძინებლისკენ, სადაც რეზის და სოფოს მოტყვნა მქონდა დაგეგმილი და ეს გიჟი გამეჩითა ახლა და აღარც მახსოვდა ის წყვილი, უნდა წამოსულიყვნენ უნდა არა, უნდოდათ იქვე, სამზარეულოს მაგიდაზე გაეგრძელებინათ და უნდოდათ წამოგვყოლოდნენ ჩვენ და წამოგვყვნენ კიდეც. ჯერ ზუკამ მე მიმაწვინა ლოგინზე და დამაწვა და მერე ვიგრძენი, კიდევ ერთ ადგილას როგორ ჩაიზნიქა ჩემი საწოლი და ჯერ კიდევ შერჩენილი პერიფერიული მზერით დავინახე, რეზი როგორ დაწვა და სოფო ზევიდან დაისვა. სიგიჟე იყო, ზუკა მე მაწვა ზევიდან და მტყნავდა და სოფო რეზის აჯდა ზედ და სასწაულად მოძრაობდა და არც ისეთი ფართო იყო ჩემი ლოგინი, რომ არ შევხებოდით ერთმანეთს. ვისი სხეული ვისას ეხებოდა, ვერ ვხვდებოდით ვერც ერთი და მგონი ერთნაირად გვსიამოვნებდა ოთხივეს ეს აღრეულობა და სოფას ვუყურებდი, ასეთი არ მახსოვდა, ასეთი ბედნიერი არასდროს მენახა და მომინდა, მე გამეხადა მისი სახე ასეთი გაღიმებული, ასეთი ნათელი და ჯერ არც გვქონდა მე და ზუკას გათავებული, წავეპოტინე სოფოს ძუძუს და ვუსრისავდი ბოლომდე, სანამ ორგაზმის სიტკბოსგან თითები არ მოეღრიცა, არ გამიშვია ხელი და ჩამოვითრიე მერე ჩემკენ, აღარ დავაცადე  ბოლომდე გამორკვევა, რა ხდებოდა მის თავს, ძალიან მინდოდა, ძალიან მინდოდა დამეკოცნა მაგის სქელი, წითელი ტუჩები, ენაც შემეცურებინა პირში და გადამესვა მისი ლამაზი, თეთრი კბილებისთვის, სასაშიც შევსულიყავი და ენა დამეჭირა მისი, და თითქოს ყლე იყო, ისე დამენძრია მის ენაზე. ესეც ვქენი და ვერ გამოერკვა ბოლომდე, ისე მომყვა ბუნებრივად, ან გამოერკვა და არ შეიმჩნია, რადგან თვითონაც ეს უნდოდა სულ, ერთმანეთი გვინდოდა და რატომ ვიკავებდით ამდენ ხანს თავს, არ ვიცი, რაში გვჭირდებოდნენ ან რეზი ან ზუკა, არ ვიცი. თუმცა ალბათ მარტოები ამდენს ვერ გავბედავდით და ახლა უფრო მაგარი იყო ერთმანეთის ფერება, ეს ორი გავეშებული კაცი რომ გვიყურებდა თან და ისე ვიყავი სოფოში ჩაძირული, უკნიდან რომელი მეფერებოდა, ზუკა იყო ისევ თუ რეზი, ვერ ვგრძნობდი საერთოდ, სულ ერთიც იყო, ამ ჩემი საყვარელი გოგოს სახის, ტუჩების და თვალების გარდა აღარაფერი არსებობდა და უცებ ეს ყველაფერი ჩემს ქვემოთ რომ მოექცა, მივხვდი, სოფოშკა ზურგზე დააგდო, ზუკამ და შეუდო თავისი შეუდარებელი ყლე და უფრო მიებლიტა თვალები ამ ჩემს გოგოს და მივხვდი მეც რაღაც მსგავსი მელოდა და თურმე არა, თურმე სულ ტყუილად ველოდი რაღაც ნაცნობს, რაღაც მიჩვეულს და მობეზრებულს. ასე დაიწყო, მუტელში შემიცურა ყლე და მერე რა ქნა, ამ საძაგელმა, რა ქნა, უცებ გადამიწია დუნდულები, ვითომ დამასველა და ტრაკში შემთხარა ის თავისი უზარმაზარი და საშინელი ყლე და კინაღამ ტუჩი მოვაჭამე სოფოს სიმწრისგან, კინაღამ, მაგრამ მეყო თავის შეკავება და მოვაშორე სახე ჩემს გოგოს, სულ ცოტათი, სუნთქვას ვგძნობდი მარტო მისას და ვეცადე არ მეკივლა, გული არ გამეხეთქა მისთვის, არ გამომივიდა. შუბლი საბანს დავაყრდენი და ხელი თეძოზე მოვკიდე რეზის და ვეცადე, ტემპი მაინც დამერეგულირებინა, მომკლავდა ასეთი სიჩქარით რომ ემოძრავა ჩემს ტრაკში, არ ვიყავი ამისთვის მზად და მიხვდა, მიხვდა და დამადო ხელისგულები ხელზე ამ ჩემმა, მართლა ჩემმა ბიჭმა და დამყვა და შევანელე და შევურჩიე ტემპიც და მიმართულებაც და გამისწორდა მეც, მართლა გამისწორდა და წამოვიღე მერე მისი მარჯვენა ხელი, დავხარე ჩემკენ და კლიტორთან მოვატანინე და ვაფერებინე და თან ეს ხომ მეფერებოდა, თან ტრაკში მტყნავდა და თან სოფოს ტკბილ ტუჩებს ვეზასავებოდი, თან კვნესოდა სოფო და ასე მეგონა, სამოთხეში ვიყავი, ამაზე მეტი სიტკბო ერთად არ წარმომედგინა ან რა შეიძლებოდა ყოფილიყო, არ ვიცი.

ტაბუ, ნაწილი XLI – ზუკა

ნაწილი XLI – ზუკა

დიდხანს მყავდა გულში ჩახუტებული ეს ბაბუაწვერას ყვავილი გოგო, მაგრამ მაინც გავუშვი ხელი ბოლოს, საშინლად არ მინდოდა ჩვენი სექსით გამთბარი ლოგინის დატოვება, მაგრამ ავდექი და მარცხენა საფეთქელზე ვაკოცე და გავიზლაზნე მეორე ოთახისკენ. არ მინდოდა დილისკენ, დასაძინებელი საწოლების ძებნაში ზუკას სოფოსთან ჩახუტებული დავენახე. არც ზუკას და არც მით უფრო ნათიას. ჩემს ლამაზ, შავთმიან, ქათქათათეთრ სახიან და ცისფერთვალება ღვთაებას. საიდან მივდგომოდი, რომ არ ვიცოდი. არც ჩემი ხუმრობები რომ არ აინტერესებდა მაინცდამაინც და არც სპეციალურად ჩაცმულ თხელ სპორტულებში ყლე რომ მეტყობოდა, არც ეს. ერთნაირად ცივი და ერთნაირად თბილი რომ იყო ყველასთან და ვეღარ გამეგო, მე ვიყავი ერთადერთი თუ ყველანი ცალ ფეხზე ვეკიდეთ. მაინც იმედი მქონდა, რომ ნათიას რამეს მოვუხერხებდი და არ მინდოდა ვენახე. იმ დღესაც ასევე ცივად წავიდა ქეთის ტუსოვკიდან, თითქოს იქაც არაფერი, თითქოს ლამის მუხლებზე არ დავდგომოდი, მეტი რაღა მექნა. არ მოვშორებივარ მთელი საღამო, სასმელი მომქონდა, ვაცეკვე და ვედებოდი მთელი ცეკვის განმავლობაში, ვცდილობდი ჩემი სითბო გადამეცა და ვერაფერი, ადგა და წავიდა. აღარაფერი მინდოდა, გავაცილე და იქვე ჩამოვჯექი, ჰოლში. რატომ უდგას ქეთის ასეთი ფუმფულა და კომფორტული სავარძელი აქ არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან ტკბილად კი ჩავჯექი, უფრო ჩავწექი და ჩამეძინა, როგორც ჩანს. რაღაც უცნაურმა ხმებმა გამაღვიძა, უფრო სიზმარიდან გამოყოლილმა, ნათიას როგორ ვტყნავდი და კიოდა, ეს მესიზმრებოდა და გამომყვა და უცებ ვეღარ გავარჩიე, მეძინა თუ მეღვიძა. ფეხზე რომ წამოვდექი, მივხვდი, მეღვიძა და ხმას გავყევი, მარჯვნივ წამიღო, სამზარეულოსკენ აღმოჩნდა ბოლოს ეს ხმების წყარო და რეზის ჰქონდა გაყრილი ყლე სოფოში და სოფოშკა კიოდა და იქვე, რაფაზე ქეთი იყო მიყრდნობილი და მასტურბირებდა და კვნესოდა საკუთარი თავით დამტკბარი და ვერც ერთი მხედავდნენ ჯერ და ვიდექი ასე ჩუმად, ვიდექი და ვგრძნობდი, როგორ მიდგებოდა უკვე სიფხიზლეში და როგორ მიზიდავდა სამივე სხეული, ერთი ფარფატა გოგო, ტრაკში რომ ტყნავდა რეზი და ზუსტად რომ ვიცოდი, რა ცხელი და გემრიელი იყო და მეორე ქეთი, თურმე რა ლამაზი ყოფილა შიშველი და ჩემი კარგიც მოვტყან, შიშველი რეზიც მევასა, დაკუნთული ტრაკით, სოფოს რომ უდებდა და მაგ მომენტში ტრაკი რომ ეკუნთებოდა და ლაღი რომ იყო და ლამაზი ძალიან. გარინდული ვიდექი და ვტკბებოდი ამ სანახაობით და ყლე მიდგებოდა თანდათან შარვალში და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ აქ უნდა ჩავრეულიყავი და ჯერ სვიტრი ავიძრე და მერე სულ ბოლომდე გავიხადე და მსუბუქად მოვეფერე ჩემს თავს, ჩემს ყლეს და ამასობაში სოფოს განწირული კივილიც გავიგე და მივხვდი გაათავა და რეზი რომ გადააწვა ზურგზე და თავი ჩაუყო კისერში, მივხვდი, რომ ყველანი მზად იყვნენ და ასე ყლეამოგდებულმა შევაბიჯე სინათლეში. სინათლეც ისეთი იყო, დაბალი და მშვიდი, იღებდა მეოთხე მონაწილეს ამ სიგიჟეში და არ ვიცი, მე ვერ შევამჩნიე, არ ჩანდა თუ განსაკუთრებული განცვიფრება არც ერთს გამოუხატავს. სოფო მიცნობდა, იცნობდა ჩემს ყლეს და ჩემს ხელებს და მკერდს და მკლავებს და რეზის რამდენჯერ გასახდელში შიშველი ვუნახივარ და ქეთი ისეთი გოგო იყო, სასწაული, მაგას რა გააკვირვებდა. ეგ მიზიდავდა ამ სამეულში ყველაზე მეტად. თან მის სახლში რომ ვიყავით, მის ლოგინში შეგვეძლო ეს ყველაფერი, რაც იჯღანებოდა, მოგვეხდინა და ყველაზე მაგარი ის იყო, რომ ხმა არცერთს ამოგვიღია, მე ქეთისთან მივედი, ხელი მოვკიდე და წამოვიყვანე და რეზიმ სოფო ვაფშე ხელში აიყვანა, რა უნდოდა მაგის ხელში ატაცებას, 20 კილო იქნებოდა იმ თავისი დიდი და ლამაზი ძუძუების გამოკლებით და ჯერ ჩვენ შევედით ქეთის საძინებელში, ფართე საწოლიან, დიდ და ნათელ ოთახში და მერე რეზი და სოფო შემოვიდნენ, ზუსტადაც ორივე შემოვიდნენ, წინ სოფო მოდიოდა და რეზის ორივე ხელი მის წელზე ჰქონდა შემოხვეული და თითქოს მიმართულებას ჰკარნახობდა, ასე მეგონა, ისეთი მიბლეტილი ჰქონდა სოფოს თვალები. საძინებელშიც დაბალი შუქი დაგვხვდა. როგორ იფიქრა ამდენი ამ გოგომ, არ ვიცი, ან იფიქრა ან თავისით გამოვიდა, არც ეს ვიცი, მაგრამ იდეალური რომ იყო, ვხვდებოდი და მივაწვინე ლოგინზე და თან ისე, სოფოსთვის და რეზისთვისაც დავტოვე ადგილი და მინდოდა მომდებოდნენ ორივენი, მომინდა თან ქეთის მოვფერებოდი და თან ამ ორივეს სხეული სადღაც ჩემს კანზე მეგრძნო, ვგიჟდებოდი ამ ნდომისგან.

ტაბუ, ნაწილი XL – სოფო

ნაწილი XL – სოფო

დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდი, ამაზე რა, ვფიქრობდი ზუკასთვის მიმეცა პირველად, რომ მერე ზუკას რეზისთვის მოეყოლა რა მაგარი გოგო ვარ და რეზის ჩემთვის შემოეხედა, ისე, როგორც მინდოდა და არა ისე, როგორც მიყურებდა, თვითკმაყოფილი სიფათით. სისულელე იყო ეს ფიქრიც, მაგრამ იმ დღეს ასე სულაც აღარ ვფიქრობდი. თან რომ ადგა, ეს შინაურულად სპორტულებში გამოწყობილი გოლიათი და გაიზლაზნა კარებში, სულ აღარ ვფიქრობდი ეგრე, თითქოს რეზიც დამავიწყდა და ქეთიც ზედ მივაყოლე და ეს ჩემი შურისძიების კიარადა არც ვიცი, რა სისულელის გეგმები სულ სხვა რამეში გადამეზარდა და თვალწინ ზუკას ლამაზი, ნავარჯიშევი ტანი მედგა, სპორტულებშემოტმასნილი და ალბათ ამიტომაც ავდექი და გავყევი მალევე. ჩემი ჩანთა ვიპოვე გზად და რეზინა ავიღე. რატომ მქონდა ჩანთაში? არ მინდოდა მოულოდნელი პრობლემები და იმიტომ. ავიღე და ჩავბღუჯე მარცხენა ხელში და ისე შევაბიჯე ოთახში. ეძინა, მაგრამ ბორგავდა, ალბათ სიზმარს ხედავდა და ვუყურე კაი ხანს, ვცდილობდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დავრწმუნებულიყავი. ეს ბიჭი მინდოდა, ძალიან მინდოდა, მინდოდა მისი კუნთიანი მკლავები მეგრძნო ჩემს ტანზე მოხვეული და ის ლამაზი ყლე, სპორტულებში რომ ეკვეთებოდა, ჩემში მეგრძნო და მინდოდა ზუსტად ესე დამეკარგა ქალიშვილობა, შეგნებულად და არა რაღაც გრძნობებს აყოლილს. დაჟე, მერჩია ჩემი სისხლი ზუკას ეგრძნო და არა რეზის. რეზის დავხვედროდი უფრო მომზადებული და გამოცდილი და როცა დადგებოდა მომენტი, ვეღარ წასულიყო ჩემგან და მთელ ამ ჩემს გეგმებს „მსხვერპლად შევწირე“  ზუკა და ჩემი ქალიშვილობა. უცებ გადმოტრიალდა ზურგზე და სახე თითქოს ჩემკენ ჰქონდა, თითქოს ძილში მხედავდა და ჩავუცურე მარჯვენა ხელი კისერში, კისრის უკან ჩავუყავი და უცებ ასევე, მძინარემვე მტაცა მკლავში ხელი. გავირინდე, დავემორჩილე, მიმიზიდა და დამიწვინა ზემოდან. მერე მივხვდი, რომ ეღვიძა, ოდნავ ჰქონდა თვალები ღია და თითქოს თავის სიზმარში მეპატიჟებოდა, ისე მიმიზიდა თავისკენ და დავაჯექი და დავასრისე ჩემი მუტელი ორივეს ტრუსიკებს მიღმა, ძალიან მომწონდა, რომ არ ძალადობდა, ნაზი რომ იყო, ზედმეტს რომ არაფერს მთხოვდა. ცალ ხელში რეზინა მქონდა ჩაბღუჯული და მეორე ხელით ვცდილობდი მაისურში ჩავძვრომოდი და იმ ლამაზ დაკუნთულ მკერდზე მოვფერებოდი, თან მინდოდა მალე მოვნდომებოდი და შემოსულიყო ჩემში და უცებ მივაჩეჩე ეს რეზინა და დაველოდე, როდის მიხვდებოდა და მიხვდა, უცებ მიხვდა და ორივე ხელი მტაცა და გადმომატრიალა, ზურგზე დამაგდო და ვუყურებდი, იმ სიბნელეში ვხედავდი როგორ გახსნა რეზინა, სული შეუბერა, ყლეზე წამოიცვა და ჩემსკენ წამოიწია,  დაძაბული ვიყავი და არ მინდოდა მეგრძნობინებინა, არ მინდოდა ეგრევე მიხვედრილიყო, რომ მისი ყლე პირველი იყო ჩემს მუტელში და არასდროს მეგრძნო მსგავსი არაფერი და მგონი შევძელი უფრო ნაკლებად მტკენოდა, ვიდრე მეტკინა და მთლიანად მასზე ვკონცენტრირდი, იმ სიბნელეში უნათებდა თვალები და მივჩერებოდი და საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი როგორ მტკიოდა და მერე ტკივილმაც გაიარა და ტკბობა მოვიდა და ვეცადე მისი სიმძიმის ქვეშ მეც ავმოძრავებულიყავი, ექსტაზში ვიყავი და ეს რომ იგრძნო უცებ ისევ ამომატრიალა და ზემოდან მომიქცია და თან ჩემი წელი ეჭირა ხელში, თან თავისუფალი ვიყავი და ვეცადე ისე მემოძრავა, როგორც აქამდე პორნოებში მენახა და ნელნელა ეს სახებები წავიდა და მარტო ჩვენ დავრჩით ოთახში, სიგიჟე იყო, თან ცალი ხელით მახტუნავებდა თავის უზარმაზარ ყლეზე, თან მეორე ხელით კლიტორს მისრესდა და ვგრძნობდი, გონს ვკარგავდი და რაღაც მომენტში ისეთი მძაფრი იყო მისი ჩემში შეგრძნება, ვერ გავუძელი და საკუთარი მკლავი დავკბინე და აქ იფეთქა რაღაც სასწაულმა, მსგავსი არც ერთი მასტურბაციისას რომ არ მეგრძნო აქამდე და მივხვდი, ეს იყო ის სასწაული, რისთვისაც ადამიანები ვცხოვრობთ და რომ არ მეკივლა, კიდევ უფრო მაგრად ვიკბინე საკუთარ მკლავზე და არ გაჩერდა ეს, არ გაჩერდა, აგრძელებდა მოძრაობას, უფრო სწრაფად და მეორე წრეზე წამიყვანა და თვითონაც თან წამომყვა და ვიგრძენი, როგორ გაათავა, რეზინიდანაც ვიგრძენი ამის ცხელი სპერმა და სად ვყოფილვარ აქამდე, მხოლოდ კაფეში მისი ფეხისმოდებით და საათობით ეგრე ჯდომით როგორ ვკმაყოფილდებოდი.

ტაბუ, ნაწილი XXXIX – ზუკა

ნაწილი XXXIX – ზუკა

ხო ვხედავდი რეზი უყვარდა, ისე ეტყობოდა, როგორც დღეს რომ 4 ივნისია გარეთ. ყველგან დაჰყვებოდა მაგას და ქეთის, თვალებში შესციცინებდა. იმ ორში კიდევ რომელი უფრო მეტად სადისტი იყო, ვეღარ ვხვდებოდი, დაქალი, ვინც ყოველდღე საწამებლად სწირავდა თავის მეგობარს თუ ეს ჩემი ძმაკაცი, ორი გოგოს ერთდროული სიყვარულით რომ ტკბებოდა და ბედნიერი რომ იყო. ასე მეგონა, ცოტა მაინც ვანეიტრალებდი ხოლმე, მეც თუ მივყვებოდი სადმე. იასნად სოფოს გვერდით ვხვდებოდი და ვცდილობდი, ჩემკენ მომექცია ცოტა ყურადღება მაინც, კი არ ვგიჟდებოდი ამ გოგოზე, მაგრამ მაინც, მეც მინდოდა თამაშში ვყოფილიყავი და ხან ფეხს მივადებდი მაგიდის ქვეშ, თითქოს შემთხვევით და კი არ გაწევდა ხოლმე, არადა ისე არაფერი ემჩნეოდა რომ სიამოვნებდა, პროსტა არ გაწევდა და ხანდახან საათობით ვმჯდარვართ ასე ფეხიფეხმიტყუპებულები და რამდენჯერმე ხელის გადახვევაც მიცდია და ხელს კი იცილებდა ცივად, არ უნდოდა რეზის დაენახა. თუმცა უარესი ქნა, კოჯორში რომ ვიყავით სასტავი. მეძინა ჩემთვის, ისედაც დაღლილი ვიყავი იმ დღეს და ღვინომაც ვერ წაიღო და ნაადრევად დავტყდი სუფრიდან, ყველაზე დიდი ოთახი მივისაკუთრე და დავწექი და წავედი სიზმრებში, ამის შეხებაც სიზმარი მეგონა, კისრის უკან რომ ჩამიცურა ხელისგული და ეგრევე მკლავში ვტაცე ხელი, ზუსტად ვიცოდი რაც უნდოდა, ვინც იყო, მის სურნელს ვინ მასწავლიდა. არ გამძალიანებია, ჩამოვიწვინე საბანში და ნახევრად მძინარმა დავუწყე კოცნა. არც ის მადარდებდა, სად ვიყავით, მეორე ოთახში ჩემი ძმაკაცი რომ იჯდა თავის შეყვარებულთან ერთად, რომლის დაქალიც ლოგინში მეწვინა და რომელსაც ის ჩემი ძმაკაცი უყვარდა. ისე მომანდომა თავი იმ ერთი შეხებით, ნიავივით რბილი ხელისგულით, რომ ყველაფერი დავიკიდე და რა თბილი იყო და რა მსუბუქი. ეგრევე ზემოდან დავისვი და ჯერ არც მინდოდა გამეხადა, ეგრევე სიზმარში შემოსულიყო ჩემთან, ეს მინდოდა და ნელა შევუცურე მაისურში ხელები და მუცელზე და ნეკნებზე ვეფერებოდი და ნაზად ირწეოდა თვითონაც, სუნთქვააჩქარებული. რას ფიქრობდა არ ვიცი, მაგრამ ჩემთან ხომ იყო და შეიძლება არც მთლად ფხიზელი, მაგრამ ეგეც მეკიდა, ისეთი სასიამოვნო იყო ეს ბუმბულივით გოგო ზედ რომ მაჯდა და რას წარმოვიდგენდი, ზუსტად იცოდა რასაც აპირებდა, ოთახში რომ შემოვიდა. ალბათ კარიც გადარაზა და ხელი რომ ჩამიცურა კისერში, იცოდა და უნდოდა, ვუნდოდი და უცებ ჩემი ხელი მოძებნა და რაღაც ჩამიდო ხელისგულში. მაშინვე ვერ მივხვდი, თურმე რეზინა იყო. თურმე თავიდანვე ხელში სჭერია და უფრო ამიდგა და უფრო მომინდა, ვეღარ გავჩერდი ასე პასიურად და უცებ ამოვიტრიალე, დავაგდე ლოგინზე და აღარ გამიწელია, კაბა ავუწიე, ტრუსიკი გავხადე და მელოდა, სანამ პრეზერვატივს გავხსნიდი და წამოვიცვამდი და ისეთი ამდგარი მქონდა, ეგრევე მინდოდა შემედო და მეგრძნო, როგორი ცხელი იყო შიგნით. მივაწექი და ვიგრძენი, რომ ქალიშვილია, ვიგრძენი, რომ აპკი ჯერ მთელი აქვს და ისიც ვიგრძენი, რომ გადასარევად იცოდა, რაც ელოდა  და თავი აღარ შემიკავებია, ბოლომდე მივაწექი. ნაზად ვმოძრაობდი, არ მინდოდა ძალიან ტკენოდა და უცებ ტკივილიანად დაიკვნესა, ოღონდ ისე საშინლად არა, როგორც ველოდი და გამიხარდა, არ ჩაგვიდგა ტკივილი შუაში ამ ჩვენს უმაგრეს ღამეში და რომ გავაგრძელე მოძრაობა, ამყვა, ზედ ვაწექი მთელი სიმძიმით და ცდილობდა მაინც ემოძრავა და ისე უნდოდა აქტიურობა, ისევ ამოვატრიალე, წელზე ხელი მოვკიდე და არც მომიცილებია ყლიდან, როგორღაც ისე მოვახერხე რომ ისევ ზემოდან დავისვი და გააქტიურდა, აჩქარდა, ამოძრავდა და თან ხელს ვაშველებდი, რომ ისე ეხტუნავა ჩემს ყლეზე, მეც მსიამოვნებოდა და თან თვითონაც ძალიან მაგრად ყოფილიყო და ეს მინდოდა, რომ  ჩემთან მაინც ესიამოვნა ბოლომდე, სულ რომ იტანჯებოდა ხოლმე, როცა ერთად ვიყავით, ერთად რა, მე, ეს, ქეთი და რეზი. მერე ცალი ხელით კლიტორი მოვუძებნე და თან ვუსრესდი და თან ვახტუნავებდი და გაგიჟდა ნელნელა, იმ სიბნელეში ბუნდოვნად ვხედავდი, ხელი როგორ მიიტანა პირთან და კბენდა, რომ არ ეკივლა და გაათავა, ჩემზე ადრე, სასწაული იყო. ვერ გავჩერდებოდი და მოვკიდე წელში ხელი, გავაშეშე და რაც შემეძლო, სწრაფად შევუდე, რომ თუ სტკიოდა, დიდხანს არ მეწვალებინა და ცოტაც და მეც გავათავე, შევუთავე და დავიწვინე მერე მკერდზე, ეგრევე, ყლე ისევ მის მუტელში მქონდა და მოვეხვიე და ჩავიხუტე ძალიან მაგრად, როგორ იყო ესეთი სექსუალური ეს ქალიშვილი გოგო.