ტაბუ, ნაწილი XII – ირაკლი

ნაწილი XII – ირაკლი

რაღაც ნიტოდ უცინის ეს ორი ერთმანეთს, ან მე მეჩვენება ან მართლა, ოღონდ მართლა. სულ რომ ეზარებოდა ჩემი ბიჭების მოხედვა, აგერ გუშინ გადაგვყვა თავს, ხან თეფში გამოცვალა და ხან რამე ხომ არ გაგიცხელოთო და თითქოს, სულ ლუკას უყურებდა. მოვუტყნავ დედას ამ ჩათლაშკას, არაფერი გაბედოს. ბიჭი მინდა გამიჩნდეს, ჩემნაირი გავზარდო, ჩემი ალი და კვალი, ეს კიდე ვერ ფეხმძიმდება, ამდენი წელია და კიდე სადმე თვალი გაექცეს, მოვუტყნავ დედის ტრაკს. ლუკაზე რომ აცეცებდა თვალებს სკოლაში, კი არ დამვიწყებია. მარა ჩემი ცოლი გახდა მერე და ჩემი შვილების დედა უნდა გახდეს, რადაც უნდა დაჯდეს. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ჩემშია პრობლემა და მეც წავიდე ექიმთან, მარა ვერ რა, რა პონტში უნდა მქონდეს მე პრობლემა? ოდნავ მოშიშვლებულ ქალს რომ ვხედავ, ეგრევე მიდგება და არ გამიგია, ასეთი პოტენციის კაცს ქალის დაორსულება არ შეეძლოს. ამის ბრალია, ამის უნაყოფო დედას შევეცი. ამის გადამკიდეს რაღაცეები მეჩვენება. ლუკა როგორ შეეხება ჩემს ცოლს, ჩვენ ხო ძმადნაფიცებივით ვართ, ერთნი ვართ და მე მაგის ნანუკას დღემდე კერპივით შევყურებ. აღარაა ცოლი, მარა მაინც. რა გამაფიქრებს რამეს.

მსგავსი პროდუქტი

ka_GEGeorgian

მოძებნეთ თქვენთვის საინტერესო კერძები